განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების თ------------ის, ვ--------–--–------–-–---–ის,ადვოკატების მ------------–--ის, ზ------------–---–ის,თარჯიმან ვ-----–-------------ის,ბრალდებულ ხ----–------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ----–--------------------------ის (პ/№3----------) - დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: რ------------------------------------------------, - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქთით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ხ----–------------ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი):
ხ----–------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 1,8907 გრამი ჰეროინის, 0,0603 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0199 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, დაფასოებული 14 ცალად.
2017 წლის 04 ოქტომბერს ქ-----------–---------------------–-----–--------ის ტერიტორიაზე, ხ----–-----------მა ნარკოტიკული საშუალებების 0,13 გრამი ჰეროინის, 0,0041გრამი მორფინის (მარილი) და 0,0015 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 ცალად , 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნოდარი თოლორაიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 06 ოქტომბერს ქ-----------–---------------------–-----–--------ის ტერიტორიაზე, ხ----–-----------მა ნარკოტიკული საშუალება 0,0412 გრამი ჰეროინის, შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 ცალად , 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნოდარი თოლორაიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
მანვე, ცხრა ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 1,3814 გრამი ჰეროინის, 0,0448 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0149 გრამი კოდეინის (მარილი) -შემცველი ნივთიერებები შეინახა ტანთმოსილი შარვლის ჯიბეში. სამ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 0,3381 გამი ჰეროინის, 0,0114 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0035 გრამი კოდეინის (მარილი) - შემცველი ნივთიერებები კი შეინახა ქ-----------–-------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულინარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა 2017 წლის 13 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ-----------–-------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ხ----–------------ის პირადი ჩხრეკისა და ქ-----------–-------------------------------------------ში ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ხ----–------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:
2017 წლის 13 ოქტომბრის ხ----–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ხ----–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცხრა ცალი მოშავო-მოყავისფრო თავმომწვარ პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამოძიებლმა რ----------–-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა ხ----–------------ის პირადი ჩხრეკა, მან ასევე დაადასტურა პირადი ჩხრეკის ოქმის სიწორე, იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამოძიებლმა გ-------------------–--ემაც.
2017 წლის 13 ოქტომბრის ხ----–------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ხ----–------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სამი ცალი მოყავისფრო თავმომწვარ პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამოძიებლმა რ----------–-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა ხ----–------------ის საცხოვრებელი ბიბნის ჩხრეკა, მან ასევე დაადასტურა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სიწორე. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტრურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივ-გამოძიებლმა გ-------------------–--ემაც.
2017 წლის 05 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ-------------–------ასაგან ამოღებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება წონით 0,57 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს რაოდენობით 0,13 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), რაოდენობით 0,0041 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (მარილი) რაოდენობით 0,0015 გრამს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ინა თევზიამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 05 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 07 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ-------------–------ასაგან ამოღებული ხ----–------------ისაგან შეძენილი მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით წონით 0,075 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონისთ 0,0412 გრამს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ა-–---------------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 07 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 14 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს ხ----–------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა თ-----------–---მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 14 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ორი ცალი DVD-R დისკი, რომელზეც მოთავსებულია ფარული აუდიო ვიდეო მასალა.
2017 წლის 19 ოქტომბრის N1----- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა და დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს 2017 წლის 19 ოქტომბრის N1----- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულმა სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ხ----–------------ის მსჯავრდებისათვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ხ----–------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედებები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ხ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ხ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ხ----–------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
ხ----–------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ოცი (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ხ----–------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული ნივთიერებები დალუქული N FCD 7415559; N FCD 653652; N FCD 653671 და N FCD 653672 პაკეტებში, რომელიც ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხ----–------------ის პირადი ნივთები (ფულადი თანხა) რომელიც ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ორი ცალი DVD დისკი რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი