განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2018
საქმის ნომერი
330100116001238698
თარიღი
09.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/525-16

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის, ანა გაბუნიას, ნინო დანელიას, ია ბაისონაშვილისა და ნატო ზერეკიძის მდივნობით,ბრალმდებელ ე-------------–---–ის,ბრალდებულ დ---------–-–---–ის,ადვოკატ ნ-----------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–------------–ს, ქ. თ---–--–---------------------–--------------------------–--------------–-----------------------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----------------–--------------–----- - მიმართ, საქართველოს სსკ 128-ე მუხლით და საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

დ---------–-–---–ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, აგრეთვე განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 08 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ-------–--–-------------------------------–ის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, ,,ჩ----–--ის“ ახალ დასახლებასთან, ვარკეთილის მხრიდან ვაზისუბნის მიმართულებით დაახლოებით 85 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ბმვ“ სახელმწიფო ნომრით D------, რომელსაც მართავდა დ---------–-–---–ი. აღნიშნულ გზაზე ვარკეთილის მხრიდან რიგით 23-ე ელ-განათების ბოძის მიმდებარედ მსვლელობისას, ავტომანქანა ,,ბმვ“ დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ--------–----------–---–ს, რის შემდეგაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მყოფმა ქ--------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ვ--------–----------–---–ი გარდაიცვალა.

აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ვ--------–----------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა რა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მძღოლმა დ---------–-–---–მა, რომელსაც ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა, დატოვა შემთხვევის ადგილი და მიატოვა იგი განსაცდელში.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ---------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 128-ე მუხლით და საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარდგენილი ბრალის ნაწილში სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

რაც შეეხება საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების ამ ნაწილში დ---------–-–---–ი უნდა გამართლდეს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ ნაწილში მის ბრალეულობაში. კერძოდ:

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ------–----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ გარდაცვლილი ვ--------–----------–---–ი მისი შვილი იყო. შემთხვევის დღეს მოწმეს დაურეკა მისმა მეორე შვილმა და უთხრა, რომ ვ--------–----------–---–ი საავადმყოფოში იწვა და სთხოვა მისულიყო, შემდეგ კი უთხრა, რომ სახლში მისულიყო. სახლში მისვლისას მოწმეს თავისი ვაჟი გარდაცვლილი დახვდა, რაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მოწმის განმარტებით, მასთან, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან ბრალდებულის მხრიდან არავინ მისულა და ითხოვს, რომ დ---------–-–---–მა კანონის წინაშე აგოს პასუხი.

მოწმე ა---------–---–--მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2----–-–-----------ს, საღამოს საათებში, თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე, ფესტივალ ,,O-------”-ზე. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე ისინი წამოვიდნენ ფესტივალიდან, ჩამოვიდნენ ქვევით და მანქანის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ შუაში, რათა გადასულიყვნენ მეორე მხარეს, გაეჩერებინათ ტაქსი და წასულიყვნენ სახლში. ისინი გზის სავალ ნაწილზე შუაში გაჩერდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: მოწმე, მისი მეგობარი ა-------------ე, თ------ და უცნობი ბიჭი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ვ--------–----------–---–ი. ამ დროს გზაზე მუქი ფერის მანქანა მოდიოდა და გზაზე მდგომებმა გადაწყვიტეს გაჩერებულიყვნენ და გაეტარებინათ ავტომანქანა, თუმცა როდესაც მანქანა მათ მიუახლოვდა, უცნობმა ბიჭმა (ვ. შ----------–---–მა) სავარაუდოდ ჩათვალა, რომ გადაასწრებდა ავტომანქანას და ნელი ნაბიჯით დაიწყო გზაზე გადარბენა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგომის შემდეგ, მას ავტომანქანა შეეჯახა და რამდენიმეჯერ ამოატრიალა. შეჯახებამდე ავტომანქანამ ცოტა მოწმის მხარისკენ გაიწია, მოწმის ვარაუდით მძღოლმა იფიქრა, რომ შ----------–---–ს ააცილებდა ავტომანქანას, თუმცა მაინც დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ავტომანქანაში ორი სტუდენტი გოგონა აღმოჩნდა, რომლებსაც მოწმემ გაუწია გარკვეული დახმარება, ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება, რა დროსაც მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ შეჯახების შედეგად ვ--------–----------–---–ი გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, შემთხვევამდე ავტომანქანას ფარები ანთებული ჰქონდა და ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შემდეგ მოწმეს ავტომანქანის მძღოლი ადგილზე არ უნახავს.

მოწმე ა-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 08 ივლისს საღამოს საათებში, თავის მეგობრებთან (ა---------–---–--სთან, მ-------------სთან და მ-------ს ნათესავთან) ერთად იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე ფესტივალ ,,o-------”-ზე. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე ისინი წამოვიდნენ ფესტივალიდან, გადმოვიდნენ ვაზისუბნის მხარეს, რა დროსაც მათ უკან მოდიოდა უცნობი ბიჭი (რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ვ--------–----------–---–ი). მათ გადაწყვიტეს, რომ გზის სავალი ნაწილი ფეხით გადაეკვეთათ და გადასულიყვნენ მეორე მხარეს, რათა შემდეგ იქ ტაქსი გაეჩერებინათ და სახლში წასულიყვნენ. როდესაც გზის შუა ნაწილში იმყოფებოდნენ, გზაზე გამოჩნდა მათი მიმართულებით მომავალი ავტომანქანა. მოწმემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გაჩერებულიყვნენ და გზა დაეთმოთ ავტომანქანისთვის. ამ დროს ხსენებული უცნობი ბიჭი იდგა ა---------–---–--ს გვერდით, რომელმაც მოულოდნელად დაიწყო გზაზე გადასვლა, მან 4-5 ნაბიჯი გადადგა, რის შემდეგაც მას ავტომანქანამ დაარტყა. მოწმემ დარეკა 112-ში და ამავდროულად უცნობ ბიჭთან მივიდა პულსის გასასინჯად, თუმცა პულსი ვერ უპოვა. ამავე დროს მასთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა პულსის მოძებნას, რადგან ის გარდაცვლილი იყო. მოწმე და მისი მეგობრები დაეხმარნენ მანქანაში მყოფ გოგოებს გადმოსვლაში, რომლებსაც დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია. მოწმის განმარტებით, ინციდენტამდე ავტომანქანას ფარები ანთებული ჰქონდა და დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა. შეჯახების შემდეგ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მოწმეს ავტომანქანის მძღოლი არ დაუნახავს შემთხვევის შემდეგ.

2015 წლის 12 ოქტომბრის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილი ,,ბმვ“ D------, რომელსაც მძღოლი დ---------–-–---–ი მართავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 85 კმ/სთ სიჩქარით და გაცილებით მეტით, საექსპერტო დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი მიზეზების გამო. მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ ,,ბმვ“-ს მძღოლ დ---------–-–---–ს უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (ტომი I, ს.ფ. 178-180).

ექსპერტმა დ------------–-ა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2016 წლის 07 ივლისის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად (რომელიც დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარდა), მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ბმვ“ D-------ის მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ----------–-----ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

დაცვის მხარის მიერ აღნიშნული დასკვნის სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ ბრალდების მხარის ინიციატივით დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალათ წინა ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტებს დ. დ---–-- და დ. გ---–-----ს, თუმცა მათ მიერ კვლავ განსხვავებული შინაარსის მქონე დასკვნები იქნა მიღებული, კერძოდ:

2017 წლის 24 აპრილის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ დადგენილ ვითარებაში, თუ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ბმვ“ D-------ის მძღოლი დ---------–-–---–ი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ნაცვლად მანევრისა იხმარდა დამუხრუჭებას, ტექნიკური თვალსაზრისით ქვეითზე შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ----------–-----ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2017 წლის 20 მარტის ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ მოცემულ პირობებში, ავტომობილ ,,ბმვ“-ს (სახელმწიფო ნომერი D------) მძღოლ დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები გ--------–--–--ე, ზ---------------–-–---–ი და დ------------–ი, რომლებმც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას. ამასთან ექსპერტმა დ. დ---–-ა დამატებით განმარტა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში საფრთხე შეიქმნა მაშინ, როდესაც ქვეითად მოსიარულემ (ვ. შ----------–---–მა) დაიწყო გადარბენა.

2017 წლის 13 ნოემბრის კომისიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (რომელიც ბრალდების მხარემ საკუთარი ინიციატივით დანიშნა და შემდეგ მოხსნა, თუმცა შემდეგ დაცვის მხარის შუამდგომლობით იქნა სასამართლოში წარმოდგენილი) დასტურდება, რომ ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ვ--------–----------–---–ის გვამს აღენიშნებოდა: ,,...სახის მარჯვენა ნახევარში, გარდამავალი კისრის მარჯვენა ნახევარში წინა და უკანა ზედაპირებზე მრავლობითი - ნაჭდევი; ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა; შუბლის არეში მარჯვნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ირგვლივ ნაჭდევებით; კისრის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ჭრილობა, ირგვლივ ნაჭდევით; მრავლობითი ნაჭდევები: გულმკერდის და მუცლის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის ქვედა მესამედის გარეთა ზედაპირზე, კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, წვივის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოზე, წელის არეში მარცხნივ დუნდულოზე გადასვლით, გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და უკანა ზედაპირზე; მრავლობითი ნაჭდევები - წელის არეში მარჯვნივ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ; სისხლნაჟღენთები - მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე მტევნის უკანა ზედაპირზე გადასვლით, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, შუბლის არეში მარცხნივ, ქვედა ტუჩის არეში მარჯვნივ, კისრის ყველა ზედაპირის ყველა მესამედში, მარჯვენა წვივის ზედა და შუა მესამედების გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა ორივე წვივის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობები ზედა მესამედის დონეზე; მარცხენა ბარძაყის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობები ზედა მესამედის დონეზე; მარცხენა ბარძაყის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა ქვედა მესამედში; დიფუზური სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემისა და მოგრძო ტვინის რბილ გარსში, მაგარი გარსის გაგლეჯა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა; გულმკერდის ბლაგვი დახურული ტრამვა - ორმხრივ ნეკნების მოტეხილობა, პლევრისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება, მრავლობითი უსწორმასწორო კიდეებიანი ნასკდომები ორივე ფილტვის უკანა ზედაპირზე...“.

დაზიანებები განვითარებულნი არიან სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით.

თუ რა ვითარებაში მიიღო ვ--------–----------–---–მა მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღნიშნულის ზუსტად დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.

ავტომობილ ,,ბმვ“-ზე (სახ #D------) არსებულ დაზიანებათა ხასიათის, ლოკალიზაციის, მოქ. ვ--------–----------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვ. შ----------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი უნდა იყვნენ ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილის შეჯახებით სხეულის მარჯვენა ნაწილთან.

მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ ,,BMW 316i” D-------ის მძღოლს დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები რ-------–-------ე, კ--------------–-----–---–ი, ზ-----------------ე და ი-----–----------ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ მოცემულ საქმეზე წინა ექსპერტიზის ჩატარებებში.

ბრალდების ამ ნაწილში სხვა მტკიცებულებები (დაზარალებულ ქ--------------ის, მოწმეების თ----------–---–---–--------------–-–--–--–---–------------------–-–---–-----–--–------–--–-------------------------------------–---–---–----------------------–--–----–-------------------------–---–-------------–--–---–-------------–---–-------------------–-–-----------------------------–---–------–---------------------------–---------------------------–------–--–------–-----–---–---------------------------------------–-------–---------------------------------------------------–-–---–---------------–--------------–---–---–-------------–-–---–-----ის ჩვენებები, ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული მასალებით) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ დ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I და V ნაწილებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების თანაარსებობა: ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მოცემული დარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც მართავს ავტომობილს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანების და ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტის დადასტურება.

პირველ კომპონენტთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ამდენად, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ . აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, რომ წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წინდახედულობის ნორმის როგორც დაცვის, ისე მისი უგულებელყოფის დროს ერთი და იგივე შედეგი დადგეს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქვეითის მიერ თვითსაფრთხის შექმნით რისკის ამაღლების შეფასება. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებულ სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნები, აგრეთვე კომისიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარდა), რომელთა მიხედვით, ,,ავტომობილ ,,BMW 316i” D-------ის მძღოლს დ---------–-–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება“. აგრეთვე, ,,შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ბმვ“ D-------ის მძღოლი დ---------–-–---–ი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ნაცვლად მანევრისა იხმარდა დამუხრუჭებას, ტექნიკური თვალსაზრისით ქვეითზე შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა“.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა სასამართლოში და ის დაცვის მხარის შუამდგომლობით იქნა წარმოდგენილი.

ხსენებული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა სასამართლოში დაკითვისას კატეგორიულად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და დეტალურად ახსნეს თუ როგორ მივიდნენ აღნიშნულ დასკვნამდე. ამდენად, სასამართლოს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში და კომისიური ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

რაც შეეხება ბრალდების მხარის ინიციატივით გაცემულ სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას და მისი გამცემი ექსპერტის დ------------–ის ჩვენებას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული ექსპერტის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, ,,კონკრეტულ სიტუაციაში საფრთხე შეიქმნა მაშინ, როდესაც ქვეითად მოსიარულემ (ვ. შ----------–---–მა) დაიწყო გადარბენა“. ე.ი. ექსპერტი აცხადებს, რომ საფრთხის წყარო წარმოიშვა შ----------–---–ის გზაზე გადარბენის დაწყების მომენტიდან, რაც წინააღმდეგობაშია მის მიერ გაცემულ დასკვნასთან, რომელიც ხუციშვილის ბრალეულობას ადასტურებს. შესაბამისად, სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნასა და ექსპერტ დ------------–ის ჩვენებას არ გააჩნიათ უტყუარობის მაღალი ხასიათი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლელულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა დ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან:

1) სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნასა და ექსპერტ დ------------–ის ჩვენებას, რომელიც ბრალდების მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს, არ გააჩნიათ უტყუარობის მაღალი ხასიათი; საქმეში არ არსებობს სხვა, ისეთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოთ დასახელებულ დასკვნას გაამყარებდა;

2) დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნები, აგრეთვე კომისიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, როგორც თავისი შინაარსით, ისე ექსპერტების ჩვენებებით დასაბუთებულად გამორიცხავს დ---------–-–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას;

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------–-–---–ი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს. მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში, რაც გამოწვეული იყო ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზების დანიშვნებით, რაც იწვევდა საქმის განხილვის გახანგრძლივებას.

რაც შეეხება საქართველოს სსკ 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, ბრალდების ამ ნაწილში არსებული მტკიცებულებები (დაზარალებულ ქ--------------ის, მოწმეების თ----------–---–---–--------------–-–--–--–---–------------------–-–---–-----–--–------–--–-------------------------------------–---–---–----------------------–--–----–-------------------------–---–-------------–--–---–-------------–---–ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მოწმეები გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მათ ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან განერიდა და წავიდა, ზოგიერთ მათგანს კი იგი საერთოდ არ უნახავს.

დაცვის ხმარე აპელირებს, რომ ბრალდებული დაზარალებულის გარდაცვალების გამო ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში და ამის გამო განერიდა შემთხვევის ადგილს, რის გამოც მისი ქმედება არ უნდა იქნეს განხილული როგორც განსაცდელში მიტოვება.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქმედების სსკ 128-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გადარჩა თუ არა დაშავებული. განსაცდელში მიტოვება საფრთხის შემქნელი დელიქტია, ამიტომ იგი დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა. პასუხისმგებლობა აღნიშნული დანაშაულისათვის გამორიცხული არ არის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სათანადო დახმარების აღმოჩენაც კი ვერ გადაარჩენდა პირს და იგი მაინც მოკვდებოდა. დაშავებულის განსაცდელში მიტოვების ფაქტს ფაქტობრივად არ უარყოფს არც ბრალდებული დ. ხუციშვილი, თუმცა იგი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით დაშავებული ვერ გადარჩებოდა.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარდგენილი ბრალდება არის დასაბუთებული, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული დ---------–-–---–ი ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ასევე საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ დ---------–-–---–მა ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 128-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ---------–-–---–ი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის I და V ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

დ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეეცვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

დ---------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა - 7000 ლარი, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულ დ---------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციისა ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1) ავტომანქანა ,,ბმვ“ სახელმწიფო ნომრით D------, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ვ. შ----------–---–ის ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფეხსაცმელი, ავტომობილიდან ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

2) დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი