განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/8---18
(გამოძიების №0----------4)
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან--------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული გი--------------–--ე (პ/ნ 0----------) - დაბადებული 19---–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ი--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------–----–----–-----------------–------------------------------–ი,ადვოკატი - ინ---–----–----ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 06 თებერვალს, ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გი--------------–--ემ მცირეწლივანი შვილის - ლუ----------–--ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თა-------------ზე, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც თა-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა გი--------------–--ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ. კ------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გი--------------–--ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
მოწმე გი----------–-–---–მა, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---- უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს თა-------------ისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ყოფილმა მეუღლემ მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის - დაზარალებული და მისი დედა, თ---------------, ჩატარდა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებიც. 2018 წლის 12 თებერვალს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა თა-------------ის მეუღლე - გი--------------–--ე, რომელსაც პირადად გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რა დროსაც ეს უკანასკნელი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
მოწმე სი--------------–-ამ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გი--------------–--ის ადგილსამყოფელის შესახებ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 თებერვალს, 14:41 სთ.-ზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გი--------------–--ე დაკავებული იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---- თანამშრომლების მიერ, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი.
მოწმეებმა: კა----–-------–---–-ა და ჯა---------–---მ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დაკითხვისას დაადასტურეს 2018 წლის 12 თებერვალს მათ მიერ გი--------------–--ის დაკავების ფაქტი.
მოწმე თა--------------ა, დაზარალებული თა-------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს, სახლში მყოფს, გარედან შემოესმა შვილის, თა-------------ის და ყოფილი სიძის - გი--------------–--ის ჩხუბის ხმა. ფანჯრიდან გადახედვისას დაინახა, რომ ისინი კამათობდნენ. გ------ის ფანჯრიდან დაუყვირა, რომ გაჩერებულიყო, რის შემდეგაც იგი ბავშვთან ერთად ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. თ-----სგან შეიტყო, რომ კონფლიქტისას გ------იმ მას ხელი დაარტყა.
მოწმე რო---------------–---მ, ბრალდებულის მამამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს შვილთან, გი--------------–--ესთან ერთად, მივიდა ყოფილი რძლის საცხოვრებელ კორპუსთან, შვილიშვილის გამოსაყვანად. თავად მოშორებით დადგა, გ------ი კი შეხვდა თ-----ს, გამოართვა ბავშვი და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა მას. შემდეგ მან და გ------იმ ბავშვი სასეირნოდ წაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ თ-----ს და გ------ის შორის კონფლიქტი არ დაუნახავს, არც ხმამაღალი საუბარი გაუგონია.
ბრალდებულმა გი--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც 2018 წლის 06 თებერვალს და არც სხვა დროს მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2018 წლის 06 თებერვალს გ. კ------–--ის მიერ თა-------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, რადგან გ. კ------–--ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ, ფაქტობრივად, წარმოდგენილი იქნა ერთადერთი ინფორმატიული მტკიცებულება - მოწმე თ---------------ს ჩვენება. აღსანიშნავია, რომ თ--------------- საკუთარი ჩვენებით ბრალდებულის მხრივ დაზარალებულის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს, ისიც - ერთჯერადს, რაც, მისი უტყუარად დადგენის შემთხვევაშიც, გ. კ------–--ის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას გამორიცხავს. რაც შეეხება თა-------------ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე მოწმე თ---------------ს განმარტებას, - გარდა იმისა, რომ ჩვენების ეს ნაწილი განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, - იგი გამყარებული არ არის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გი--------------–--ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - თა-------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, გი--------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გი--------------–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი--------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს გი--------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გი--------------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი