განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
010100118002584349
დავის ტიპი
276 1
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002584349

1-724/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი ირინა მაკარაძე

 

პროკურორი - ო-–-----------–--ლი

ბრალდებული - ხ---- ც--–-ძე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N075210518002

 

ბრალდებული: ხ---- ც--–-ძე

მამის სახელი: ნ--------ი

დაბადებული: 25.09.1----–--–-

დაბადების ადგილი: სა---------–----------–--------------------–----------–------------–--------–----–------------------------------------------------–------------------------------------–-----------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 მაისს დაახლოებით 16:15 საათზე ქ.ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე N55/15 საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ "BMW-523" მარკის სახN CB 127 BC ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ხ---- ც--–-ძე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1, მუხლი 33, პუნქტი 2-ის, მუხლის 33 პუნქტი 6 მოთხოვნები და დაეჯახა მარცხენა გვერდულთან გაცერებულ არჩილ ლეონიძის მფლობელობაში არსებულ "მერსედეს ბენცის" მოდელი მიკროავტობუსს, სახN UU 471 BB, რომელიც ინერციით გადაადგილდა და დაეჯახა მის უკან გაჩერებულ გურამ თურმანიძის მფლობელობაში არსებულ "მერსედეს ბენცის" მოდელის მიკროავტობუსს სახNNUG 639.მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრმა რ-------- ჩ--------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:

 

2018 წლის 04 ივლისის N165/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოცემულ კონკრეტული შემთხვევაში მძღოლ ხ---- ც--–-ძის მოქმედება არ შეესაბამება "სგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1, მუხლი 33 პუნქტი 2 და მუხლი 33 პუნქტი 6 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა..

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ არა მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ ხ---- ც--–-ძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მძღოლის მოქმედებით დარღვეულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ---- ც--–-ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.

 

შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება:

 

ხ---- ც--–-ძის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო რ-------- ჩ--------მა, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №004023318 დასკვნის თანახმად, სარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით რ-------- ჩ--------ი 21.05.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს "ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი; თხემის ნახეთქი ჭრილობა, მარცხნივ მე-6 ნეკნის მოტეხილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთლობის ხანგრძლივი მოშლით

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ-------- ჩ--------ზე მიყენებული დაზინებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ---- ც--–-ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც რ-------- ჩ--------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- ც--–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ---- ც--–-ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ხ---- ც--–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება, გულწრფელი მონანიება და დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ხ---- ც--–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სანქციით ორი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ხ---- ც--–-ძის რესოციალიზაციისათვის.

 

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით მართვის უფლების ჩამორთმევა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ხ---- ც--–-ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს

 

ნივთმტკიცება: ავტომანქანა BMV 523, სახ N CB 127 BC, რომელიც განთავსებულია შპს "ბათ-ავტო 23" სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი