განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
330100118002464503
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლ-–----------–---–--,ადვოკატის - ნ----------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ ე-–------ მ-----–-–---–-ს დაუსწრებლად, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ე-–------ ზ-------ს ძე მ-----–-–---–-ს, დაბადებულის - 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---------------–------------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ე-–------ მ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით ე-–------ მ-----–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2018 წლის 2--------ს ქ------–--–-------------–------------------------------------------------ში, ე-–------ მ-----–-–---–მა უკანონოდ დაამზადა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც სითხე ამოიღო სამედიცინო შპრიცის მეშვეობით და მოიხმარა. ამავე დღეს, ე-–------ მ-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერვე უკანონოდ დამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რასაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ, 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილის) – 0,0077 გრამის და ამფეტამინის - 0,0052 გრამის შემცველობით; 1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილის) – 0,0061 გრამის და ამფეტამინის - 0,0040 გრამის შემცველობით; 4 ცალი 10მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, შიდა კედელებზე არსებული მოყვითალო ფერის დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,0017 გრამის და ამფეტამინის - 0,0014 გრამის შემცველობით; 3 ცალი 1მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცი, შიდა კედელებზე არსებული დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,000003 გრამის შემცველობით; უფერო მინის ფლაკონში მოთავსებული ბამბის ტამპონებზე არსებული დანაშრევით, ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინის (მარილი) – 0,00007 გრამის და ამფეტამინის - 0,00003 გრამის შემცველობით. ჯამში ე-–------ მ-----–-–---–- უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) – საერთო რაოდენობით 0,015573 გრამის ოდენობით და ამფეტამინს, საერთო რაოდენობით - 0,01063 გრამის ოდენობით.

ჩადენილი ქმედებისათვის ე-–------ მ-----–-–---–- 2018 წლის 27 აპრილის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ქიმიური ექსპერტიზის №7----------/ქრ დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემობაც, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეები სრულად შეთანხმდნენ ბრალდების მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მართალია, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდენენ მტკიცებულებებზე, ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის უპირობო საფუძველი, თუმცა სასამართლომ, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოიკვლია არსებით სხდომაზე, დეტალურად შეაფასა ყველა მტკიცებულება მათი უტყუარობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისობის თვალსაზრისით და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედება სრულად დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით და ინკრიმინირებიული ქმედება ჩადენილია სწორედ ბრალდებულ ე-–------ მ-----–-–---–-ს მიერ.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ე-–------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

ე-–------ მ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ე-–------ მ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მსჯავრდებულია ანალოგიური დანაშაულისათვის და დანიშნული სასჯელი მოხდილი არ აქვს (გამოსაცდელი ვადა გასული არ არის).

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ე-–------ მ-----–-–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

<

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-–------ მ-----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–------ მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

3. ე-–------ მ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

4. ე-–------ მ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. ე-–------ მ-----–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

7. ნივთმტკიცება:

- ე-–------ მ-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამედიცინო შპრიცები მათში მოთავსებული სითხითა და დანაშრევებით, კოლბა, ქვაბი და ე-–------ მ-----–-–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

10. მსჯავრდებულ ე-–------ მ-----–-–---–ს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი