გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
010310016001600506
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №№3/838-2016 010310016001600506

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი

ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე - რ----- ბ-–---ძე

წარმომადგენელი - ჯ------- ქ--------–-–ვილი

მოპასუხე - ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი -ზ------ ქ-–---ძე

მესამე პირი - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი - ზ----- მ------ძე; ლ--------ძე

მესამე პირი - გ---–----- წ-----–-ძე

წარმომადგენელი - ჯ------- ქ--------–-–ვილი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოქმი N7 რ----- ბ-–---ძის ნაწილში.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოსარჩელე მხარის პოზიცია

 

ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით რ----- ბ-–---ძეს საკუთრებაში უღიარა 1837 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გონიოში(მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მისამართია: ბათუმი, გონიოს დასახლება), რაზედაც გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №----, საკუთრების უფლება დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. 2013 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო რ----- ბ-–---ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №----, კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მოსარჩელე როგორც დაინტერესებული პირი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.

 

2013 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბ-------- საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმებული იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და კომისიას დაევალა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბ-------- საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ, აღნიშნული დავა სასამართლოში დასრულდა 2014 წელს.

 

ვინაიდან შეიცვალა ადმინისტრაციული ტერიტორიების საზღვრები, ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 06 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოსარჩელისათვის საკუთრების აღიარების საკითხი და კანონიერად მიიჩნია მოსარჩელისათვის საკუთრების უფლება. მოსარჩელე მხარე, ამჯერადაც არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციული წარმოების და საქმის განხილვის თაობაზე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულ-- სასაზღვრო მიჯნით, რომელსაც ფლობს და სარგებლობს მესამე პირი გ---–----- წ-----–-ძე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი არის კანონსაწინააღმდეგო, ილახება მის საკუთრების უფლება და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

3. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი. მოპასუხის განმარტებით ბ-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, როგორც ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე და შესაბამისი აქტის გამომცემი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ნაკვეთის მდებარეობას, ადგილზე არსებულ ვითარებას. საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად აღნიშნული ტერიტორია მოქცეულ-- იმ საკადასტრო კოდში (05.36.24.344) სადაც 490 000,0 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ-- აჭარის არ საკუთრებად. მოთხოვნილ ტერიტორიაზე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი და მასზე საკუთრების უფლების აღდგენა არ შეესაბამება დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიზნებს და საფუძვლებს. სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზღვის სანაპიროს მიმდებარედ და იგი ამჟამად წარმოადგენს სტრატეგიულ ტერიტორიას. მოპასუხეს მიაჩნია, რომ, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან გასაჩივრებული აქტი გამოცემულ-- კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. მესამე პირის პოზიცია

 

4.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სარჩელს არ ცნობს შემდეგი საფუძვლით: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის შესაბამისად აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რ----- ბ-–---ძის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ-- აჭარის არ საკუთრებად (ს.კ. 05.36.24.344), შესაბამისად სამინისტროს მიაჩნია, რომ მასზე არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. აჭარის არ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უნდა განიკარგოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

4.2. მესამე პირს- გ---–----- წ-----–-ძეს წერილობითი ფორმით შესაგებელი რ----- ბ-–---ძის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენლმა კი სარჩელი ცნო და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 200- წლის 26 დეკემბერს რ----- ბ-–---ძემ განცხადებით მიმართა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნით. განცხადების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე რ----- ბ-–---ძის მიერ მოთხოვნილი იქნა მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით. ამასთან, განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, 2001 წლის 23 მაისის ქვესაიჯარო ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

5.1.2. ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლება ხ--–--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელ გონიოში მდებარე 1837 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 200- წლის 28 დეკემბერს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №---- და რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

- ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების

კომისიის 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილება

- საკუთრების უფლების მოწმობა № 3780

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

5.1.3. 2008 წლის 22 აგვისტოს, ერთის მხრივ რ----- ბ-–---ძეს (შემდგომში ,,მჩუქებელი’’) და მეორეს მხრივ გ---–----- წ-----–-ძეს (შემდგომში ,,დასაჩუქრებული’’) შორის გაფორმებული იქნა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩუქების საგანს წარმოადგენდა მჩუქებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით: 1837 კვ.მ, მდებარე: ხ--–--------ის რაიონი, სოფელი გონიო (ს/კ №22/09/01/790).

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ხ--–--------ი, სოფელი გონიო, ფართობით: 1837 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: №22/09/01/790, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ---–----- წ-----–-ძის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

-2008 წლის 22 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-მხარეთა განმარტებები

 

5.1.4. ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სკარებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2- აგვისტოს №110 საოქმო გადაწყვეტილებით ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ზოგიერთი საკუთრების უფლების მოწმობებზე კანონიერების დადგენის მიზნით, მათ შორის მოსარჩელე რ----- ბ-–---ძეზე 200- წლის 28 დეკემბერს გაცემული №---- საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული იქნა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

- ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2- აგვისტოს №110 საოქმო გადაწყვეტილება.

 

5.1.5. ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ----- ბ-–---ძეზე ხ--–--------ის რაიონი, სოფელ გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

- ხ--–--------ისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება.

- მხარეთა განმარტებები.

 

5.1.6. ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით, რ----- ბ-–---ძისათვის საკუთრების უფლების გაუქმება მოხდა შემდეგი საფუძვლით: მიწის ნაკვეთი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების პერსპექტიულ ზონაში, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული ნორმა გათვალისწინებულ-- საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესშიც. ამასთან, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონების შემოღების შესახებ“ ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2/1 განკარგულებისა და 08 თებერვლის განკარგულების თანახმად, შემოღებული იქნა ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონები. აღნიშნულის გათვალისწინებით მიჩნეული იქნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა კომისიის მიერ უკანონოდ მოხდა, რამეთუ აღნიშნულ ტერიტორიებზე ურბანული განვითარების არსის მხედველობაში მიღებით მიწის ნაკვეთები უნდა განკარგულიყო სანაპირო ზოლის სწორი და ერთიანი ქალაქგეგმარების პოლიტიკით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება

- მხარეთა განმარტება

 

5.1.7. 2013 წლის 16 აპრილს, გ---–----- წ-----–-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ-------- სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით. მის მიერ წარდგენილი იქნა ელ.ვერსია, თუმცა აღმოჩნდა, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ზედდება აქვს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომლის საკადასტრო კოდია: №22.2-.0-.0-- და რომლის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

5.1.8. ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ----- ბ-–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება რ----- ბ-–---ძეზე ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში, იმავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით რ----- ბ-–---ძის ნაწილში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

5.1.9. ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება კომისიის მიერ 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე რ----- ბ-–---ძეზე გაცემული N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლ--ნობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ----- ბ-–---ძის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოქმი N7 რ----- ბ-–---ძის ნაწილში.

 

7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს კონსტიტუცია; ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’,8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

8.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

8.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

8.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

8.5.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

8.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

8.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულ-- ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელ-- აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

8.8 დადგენილ--, რომ ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ----- ბ-–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება რ----- ბ-–---ძეზე ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში, იმავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით რ----- ბ-–---ძის ნაწილში.

 

8.9. უდავო ფაქტია, რომ ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილება კომისიის მიერ 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე რ----- ბ-–---ძეზეგაცემული N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.

 

8.10. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონიერ ძალაში შესული ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი. სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება დაეკმაყოფილებინა რ----- ბ-–---ძის მოთხოვნა ან უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ, ამისათვის უნდა გამოეცა ახალი აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ უნდა მოეხდინა იმ აქტის ძალაში დატოვება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილი იყო ბათილად.

 

9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად- საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალ--. დაუშვებელ-- საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

9.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლება ხ--–--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელ გონიოში მდებარე 1837 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 200- წლის 28 დეკემბერს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №---- და რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

უდავოა ფაქტობრივი გარემოება, რომ, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ----- ბ-–---ძეზე ხ--–--------ის რაიონი, სოფელ გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №----.

 

ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებით, რ----- ბ-–---ძისათვის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლად მითითებულ-- შემდეგი საფუძველი: მიწის ნაკვეთი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების პერსპექტიულ ზონაში, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული ნორმა გათვალისწინებულ-- საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესშიც. ამასთან, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონების შემოღების შესახებ“ ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2/1 განკარგულებისა და 08 თებერვლის განკარგულების თანახმად, შემოღებული იქნა ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონები. აღნიშნულის გათვალისწინებით მიჩნეული იქნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა კომისიის მიერ უკანონოდ მოხდა, რამეთუ აღნიშნულ ტერიტორიებზე ურბანული განვითარების არსის მხედველობაში მიღებით მიწის ნაკვეთები უნდა განკარგულიყო სანაპირო ზოლის სწორი და ერთიანი ქალაქგეგმარების პოლიტიკით.

 

9.2.სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რ----- ბ-–---ძისათვის საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე არის უკანონო, მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 26 სექტემბრის №--- საოქმო გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა რ----- ბ-–---ძის საკუთრების უფლება, საფუძვლად დაუდო ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონების შემოღების შესახებ“ ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2/1 განკარგულება და 08 თებერვლის განკარგულება, რომლითაც, შემოღებული იქნა ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონები. აღნიშნულის გათვალისწინებით მიჩნეული იქნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა კომისიის მიერ უკანონოდ მოხდა, რამეთუ აღნიშნულ ტერიტორიებზე ურბანული განვითარების არსის მხედველობაში მიღებით მიწის ნაკვეთები უნდა განკარგულიყო სანაპირო ზოლის სწორი და ერთიანი ქალაქგეგმარების პოლიტიკით, მაშინ როცა, რ----- ბ-–---ძეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებული ქონდა, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტების გამოცემამდე 200- წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით და საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში რ----- ბ-–---ძესთან მიმართებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს მიანიჭა უკუქცევითი ძალა და გაუუქმა საკუთრების უფლება.

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის კანონიერება უნდა შემოწმდეს აქტში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების ფარგლებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

9.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

9.3. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულ-- ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილ--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულ-- მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ ბ-------- ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოქმი N7 რ----- ბ-–---ძის ნაწილში მიღებულ-- მიმდინარე კანონმდებლობის დარღვევით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებას.

 

10.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

 

10.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

11. საპროცესო ხარჯები

 

12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულ--. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულ-- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - რ----- ბ-–---ძეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, შესაბამისად ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარ-----ლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. რ----- ბ-–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოქმი N7 რ----- ბ-–---ძის ნაწილში.

 

3. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქ. 32) ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. N30) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ირაკლი შავაძე