განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-111-18
(038210518002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა--------------–-–---–ი, დაბადებული 1958 წლის 11 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ტკოცაში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა--------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა--------------–-–---–მა ხაშურის რაიონის სოფელ ტკოცაში, საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავისი არასრულწლოვანი შვილის, მი----–--------–-–---–ის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, მეუღლეს, მანანა დობორჯგინიძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - თმა მოქაჩა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ა--------------–-–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №003409518 დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა--------------–-–---–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის, მანანა დობორჯგინიძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა--------------–-–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან (23.05.2018), მის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია; არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული, მისდევს სოფლის მეურნეობას და მატერიალურად ეხმარება ოჯახს, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მომხდარ ფაქტამდე ა--------------–-–---–ს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ა--------------–-–---–მა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ა--------------–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, უნდა ჩაითვალოს პირობითად. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.
დანიშნული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ა--------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი