განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
330100118002607503
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ-------- ჭ-------,ბრალდებულ - ხ----- ბ------–---–ის,ადვოკატ- ც---–- რ--------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ----- ბ------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 3--------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ყ-----–-- რაიონი, ს------–-----–-------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ი.გ------–---–-- ქ.----ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ----- ბ------–---–მა ჩაიდინა იძულება ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლისგანაც თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, გ------–---–-- ქუჩა №---ში ხ----- ბ------–---–ი, საკუთარ დედას ნ--- გ--------–---–ს სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით აიძულებდა, თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის გადაეცა ფულადი თანხა 80 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულმა ხ----- ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ხ----- ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, გ------–---–-- ქუჩა №---ში ხ----- ბ------–---–ი, საკუთარ დედას ნ--- გ--------–---–ს სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით აიძულებდა, თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის გადაეცა ფულადი თანხა 80 ლარის ოდენობით.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ნ--- გ--------–---–ის, ზ----- გ-----ის, ზ---–- ხ------–---–ის, ს----- ა------ის და მ------ კ----–-ას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, შემაკავებელი ორდერები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც სადავოდ არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ხ----- ბ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ხ----- ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ხ----- ბ------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლობის მქონეა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ხ----- ბ------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ----- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ხ----- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. ხ----- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ხ----- ბ------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი