განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
A
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----– ჯ---- ძე ლ---–---–---ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------- დაბადებული 1--- წლის 8-----ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ---–-------- რაიონი, სოფელი ზ------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ--–-------------- შესახვევის #4---- მიმდებარე ტერიტორია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ--- ლ---–---–---ის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ--- ლ---–---–---ის ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ლ---–---–---მა სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ს--- ლ---–---–---ს, შემდეგ ხელი დაარტყა სახის მიდამოში. ძალადობას შეესწრო ს--- ლ---–---–---ის არასრულწლოვანი და ნ---- ლ---–---–---ი. ძალადობის შემდეგ მ-----– ლ---–---–---მა ორივე არასრულწლოვანი გააგდო სახლიდან. მ-----– ლ---–---–---ის აგრესიული ქცევით შეშინებულმა ს--- ლ---–---–---მა დაურეკა დედას ნ--- ლ---–---–---ს მობილურ ტელეფონზე და აცნობა მომხდარის შესახებ. ნ--- ლ---–---–---ის თხოვნით შემთხვევის ადგილზე მივიდა ოჯახის ნათესავი ვ-–-------- რ------ე, ამ ფაქტმა მ-----– ლ---–---–---ში გამოიწვია კიდევ მეტი გაღიზიანება და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ს--- ლ---–---–---ს და ორჯერ დაარტყა ხელი სახის მიდამოში. ფიზიკური ძალადობის შედეგად ს--- ლ---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2017 წლის დეკემბრის ბოლოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ლ---–---–---მა, შვილს ს--- ლ---–---–---ს დაავალა სიგარეტის შეძენა, რაზედაც არასრულწლოვანმა უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა მ-----– ლ---–---–---მა ს--- ლ---–---–---ს არასრულწლოვანი დის ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეშის ღუმელიდან ნაცრის გადმოსაყრელი რკინის საგანი ჩაარტყა ორჯერ ტანის მიდამოში. დარტყმის შედეგად ს--- ლ---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3.2018 წლის 6 ივნისს, მ-----– ლ---–---–---მა მუშტი დაარტყა მეუღლეს ნ--- ლ---–---–---ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4.2002 წლიდან მ-----– ლ---–---–---ი და ნ--- ლ---–---–---ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2004 წლიდან 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით მ-----– ლ---–---–---ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ნ--- ლ---–---–---ს, აგინებდა, ამცირებდა და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 5 ივნისის და 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდები)
2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ ამტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (დაცვის მხარეს თავის მხრივ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია) და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, ისევე როგორც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებულმა სრული მოცულობით აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების თითოეული ეპიზოდი და დაეთანხმა მის მამხილებელ ყველა მტკიცებულებას.
2.2. პოლიციის განყოფილებაში 2018 წლის 6 ივნისს შევიდა ზეპირი შეტყობინება, შეტყობინების ინიციატორმა ნ--- ლ---–---–---მა პოლიციას აცნობა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, მეუღლემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 14 წლის შვილს ს--- ლ---–---–---ს.
2.3.უდავო მტკიცებულებით არასრულწლოვანი დაზარალებულის ს--- ლ---–---–---ის (14 წლის) გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მ-----– ლ---–---–---მა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ს--- ლ---–---–---ს, დაარტყა ხელი სახის არეში და უხამსი სიტყვებით ლანძღავდა. დარტყმის შედეგად ს--- ლ---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შემდეგ ბრალდებულმა ს--- ლ---–---–---ი გააგდო სახლიდან. ს--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ძალადობას შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი და ნ---- ლ---–---–---ი. მ-----– ლ---–---–---ი მასაც უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ბოლოს ისიც გააგდო სახლიდან. ძალადობით შეშინებულმა ს--- ლ---–---–---მა სამსახურში დაურეკა დედას ნ--- ლ---–---–---ს და შეატყობინა ძალადობის შესახებ. ნ--- ლ---–---–---ის თხოვნით შემთხვევის ადგილზე მივიდა ოჯახის ნათესავი ვ-–-------- რ------ე. ბრალდებულმა მ-----– ლ---–---–---მა ვ-–-------- რ------ის თანდასწრებითაც ს--- ლ---–---–---ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ ხელი დაარტყა სახის არეში. დარტმის შედეგად ს--- ლ---–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან, 2018 წლის 5 ივნისს, ,, ...მამაჩემმა დალია სასმელი, რის შემდეგაც დამიწყო სახლში ხმამაღლა ლანძღვა და გინება დედის მისამართით, მეუბნებოდა თუ რატომ გავაფუჭე მისი ტელეფონი, რაზედაც მე ვპასუხობდი, რომ მისი ტელეფონი მე არ გამიფუჭებია, როგორც მახსოვდა ხსენებული ტელეფონი გაუფუჭდა თვითონ დაახლოებით ერთი თვის წინ. ჩემს პასუხზე მამაჩემი კიდევ უფრო გაღიზიანდა, გამარტყა ხელი სახეში, კონკრეტულად მარჯვენა ლოყაში, რის შემდეგაც გამომაგდო სახლიდან, როდესაც მამაჩემმა ხელი გამარტყა სახეში, ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი ..., ... ქუჩაში მომესმა მამაჩემის ყვირილის ხმა, რომელიც უყვიროდა ჩემს დას ნ----ს, შეაგინა და უთხრა რომ წასულიყო სახლიდან, რა დროსაც ნ---- ტირილით გამოვიდა სახლიდან...“ ,, ...სახლში შესვლის შემდეგ ჩვენ (ს--- ლ---–---–---ი, ნ---- ლ---–---–---ი) გავაგრძელეთ საჭმლის ჭამა, ვინაიდან იქ იმ დროს მამაჩემთან ერთად იმყოფებოდა ვ-–-------- რ------ე და გვქონდა მისი იმედი ... მამაჩემი გახდა უფრო აგრესიული ჩემს მიმართ, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაშლილი ხელი გამარტყა მარჯვენა ლოყაში, რის გამოც ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი... ვ-–-------- რ------ემ ვერ მოასწრო მისი შეჩერება და მ-----–მა კვლავ გამარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ასევე ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ ოჯახში ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის გამოც მსხვერპლი თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2.4. უდავო მტკიცებულებით არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ლ---–---–---ის (9 წლის) გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამამ, მ-----– ლ---–---–---მა მისი თანდასწრებით სიტყვიერი და რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ს--- ლ---–---–---ს (ხელი დაარტა სახის არეში), და გააგდო სახლიდან. ნ---- ლ---–---–---მა მომხდარის გამო დაიწყო ტირილი, მამამ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა ცუდ სიტყვებს, შემდეგ ისიც გააგდო სახლიდან.
2.5. ნ--- ლ---–---–---ის ჩვენებით დგინდება, 2018 წლის 5 ივნისს საღამოს, სამსახურში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა არასრულწლოვანი შვილი ს--- ლ---–---–---ი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ტიროდა, ასევე ტელეფონში ესმოდა მეორე არასრულწლოვანი შვილის ნ---- ლ---–---–---ის ტირილი. ს--- ლ---–---–---მა დედას ნ--- ლ---–---–---ს უთხრა, რომ მამამ სცემა და დასთან ერთად გააგდო სახლიდან. ნ--- ლ---–---–---ი დაუკავშირდა ოჯახის ნათესავს ვ-–-------- რ------ეს და სთხოვა მისულიყო მ-----– ლ---–---–---თან სახლში და ბავშვები წამოეყვანა. ვ-–-------- რ------ემ მ-----– ლ---–---–---ს განარიდა ბავშვები. ნ--- ლ---–---–---ის ჩვენებით, ძალადობის გამო ს--- ლ---–---–---ი და ნ---- ლ---–---–---ი იყვნენ ძალიან შეშინებულები და სტრესის ქვეშ.
2.6. არასრულწლოვანი ბავშვების დასახმარებად მ-----– ლ---–---–---ის სახლში მივიდა ვ-–-------- რ------ე. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 5 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----– ლ---–---–ინმა მისი თანდასწრებით რამდენჯერმე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ს--- ლ---–---–---ს. ციტატა მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,ს---მ დაასრულა საჭმლის ჭამა, მ-----–ი ყვირილით და გინებით მივარდა მასთან და სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მე შუაში ჩავდექი და გავაშველე..., ... ვერ მოვასწარი მისი შეკავება, მ-----–მა კვლავ გაარტყა ხელი ს---ს სახის არეში...“. მოწმის გამოკითხვის ოქმით, ს--- ლ---–---–---ზე ძალადობა ხდებოდა არასრულწლოვანი ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით.
2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი
2.7. უდავო მტკიცებულებით - არასრულწლოვანი დაზარალებულის ს--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით სასამართლომ დაადგინა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, მ-----– ლ---–---–---მა არასრულწლოვან ს--- ლ---–---–---ს, არასრულწლოვანი დის ნ---- ლ---–---–---ის და დედის ნ--- ლ---–---–---ის თანდასწრებით შეშის ღუმელიდან ნაცრის გადმოსაყრელი რკინის დეტალი დაარტყა ტანზე, რის გამოც ძალადობის მსხვერპლმა განიცადა ტკივილი. ამონარიდი დაზარალებულ ს--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმიდან, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ,, ...მამაჩემი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, გახდა აგრესიული ჩემს მიმართ და დამიწყო ჩხუბი, შეშის ღუმელიდან ნაცრის გადმოსაყრელი რკინის დეტალი ორჯერ დამარტყა მარცხენა მხარეს ტანზე.
2.8. უდავო მტკიცებულებით ნ--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში, მეუღლემ - მ-----– ლ---–---–---მა, არასრულწლოვან შვილს ს--- ლ---–---–---ს უთხრა წასულიყო მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად, გარეთ ცუდი ამინდი იყო, ციოდა, ამიტომ ს--- ლ---–---–---მა უარი განუცხადა, რამაც გააღიზიანა მ-----– ლ---–---–---ი, გახდა აგრესიული, ხელში ეჭირა შეშის ღუმელიდან ნაცრის გადმოსაყრელი რკინა, რომელიც ორჯერ ჩაარტყა ს--- ლ---–---–---ს მარცხენა მხარში. ნ--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ ს--- ლ---–---–---ზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით.
2.9. არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმის დადასტურდა, რომ მამამ მ-----– ლ---–---–---მა მისი თანდასწრებით არასრულწლოვან ძმას ს--- ლ---–---–---ს ორჯერ ჩაარტყა რკინის ჯოხი.
2.10. უდავო მტკიცებულებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ს--- ლ---–---–---ი, მამის - მ-----– ლ---–---–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას. ასევე უდავო მტკიცებულებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ნ---- ლ---–---–---იც, ს--- ლ---–---–---ის მსგავსად მამის - მ-----– ლ---–---–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას. ის, რომ ბავშვები ოჯახში ძალადობის შედეგად იმყოფებოდნენ მუდმივი სტრესის ქვეშ დასტურდება ნ--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციითაც, ნ--- ლ---–---–---ი ჩვენებაში განმარტავს, რომ ბოლო ორი წელი მ-----– ლ---–---–---ი აგრესიას იჩენდა შვილების მიმართ, ხშირად სვამდა ალკოჰოლს და სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს--- ლ---–---–---ს და ნ---- ლ---–---–---ს, რის გამოც ბავშვები იყვნენ ძალიან დათრგუნულები, შეშინებულები და იმყოფებოდნენ სტრესის ქვეშ.
2.11. ნ--- ლ---–---–---ის, არასრულწლოვანი ს--- ლ---–---–---ის და ნ---- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმებით ნათლად გამოიკვეთა სურათი, თუ რა ვითარებაში და პირობებში ცხოვრობდნენ ბავშვები ოჯახი, ძალადობით გამოწვეულმა მუდმივმა სტრესმა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით ასახვა ჰპოვა ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბრალდებულზე უარყოფით გავლენას ახდენს ალკოჰოლიც, სიმთვრალე ხდება ოჯახში ძალადობის საფუძველი.
2.12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ბრალდებულმა მ-----– ლ---–---–---მა 2018 წლის 5 ივნისს და 2017 წლის დეკემბრის თვეში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე, 14 წლის ს--- ლ---–---–---ზე. უდავო ფაქტებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის ორივე ეს შემთხვევა განხორციელდა მსხვერპლის არასრულწლოვანი დის ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით. საყურადღებოა, რომ ძალადობის მსხვერპლმა ს--- ლ---–---–---მა გარდა ფიზიკური ტკივილისა, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და დამცირება.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ--- ლ---–---–---ის ეპიზოდი)
2.13. დაზარალებულის ნ--- ლ---–---–---ის ჩვენებით დგინდება, ბრალდებული მ-----– ლ---–---–---ი ხშირად სვამდა ალკოჰოლს, რის გამოც ხდებოდა აგრესიული, ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა როგორც არასრულწლოვან შვილზე ს--- ლ---–---–---ზე, ასევე მეუღლეზე ნ--- ლ---–---–---ზე. 2018 წლის 6 ივნისს, მ-----– ლ---–---–---მა ნ--- ლ---–---–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.14. ძალადობას შეესწრო მოწმე ვ-–-------- რ------ე, რომელმაც გააშველა მოძალადე მსხვერპლს. ვ-–-------- რ------ემ ჩვენებაში დაადასტურა 2018 წლის 6 ივნისს, მ-----– ლ---–---–---ის მიერ მეუღლეზე ნ--- ლ---–---–---ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
2.15. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--- ლ---–---–---ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი,ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინფორმაციით, შესამოწმებელი პირის ნ--- ლ---–---–---ის გადმოცემით, ფიზიკური დაზიანება 2018 წლის 6 ივნისს მეუღლემ მიაყენა. შემოწმების მომენტში ნ--- ლ---–---–---ი უჩიოდა ტკივილს ქვედაყბის მიდამოში.
2.16.სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2018 წლის 6 ივნისს მ-----– ლ---–---–---მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ--- ლ---–---–---ზე. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ--- ლ---–---–---ის ეპიზოდი)
2.17. დაზარალებულის ნ--- ლ---–---–---ის ჩვენებით, 2002 წლიდან მ-----– ლ---–---–---თან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2004 წლიდან 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით მ-----– ლ---–---–---ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას. 2018 წლის აპრილის თვეში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----– ლ---–---–---მა ნ--- ლ---–---–---ს უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, თან ეუბნებოდა, რომ მისნაირ ქალს ასე სჭირდებოდა მოქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ესროლა ანთებული სიგარეტი, რომელიც მოხვდა ყელის არეში. 2018 წლის 6 ივნისს, მ-----– ლ---–---–---მა ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, გარდა ამისა დაემუქრა საცხოვრებელი სახლის დანგრევით, ასევე უთხრა, რომ დახოცავდა მას და მის შვილებს. ნ--- ლ---–---–---ი იყო შეშინებული, დამცირებული და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2.18. ვ-–-------- რ------ის გამოკითხვის ოქმით ასევე დადასტურდა, რომ მ-----– ლ---–---–---მა 2018 წლის 6 ივნისს, მეუღლეს ნ--- ლ---–---–---ს მისი თანდასწრებით მიაყენა როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა დედის მისამართით.
2.19. არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით, მამა - მ-----– ლ---–---–---ი დედას ნ--- ლ---–---–---ს ხშირად ეჩხუბებოდა და ეძახდა ცუდ სიტყვებს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება არასრულწლოვანი დაზარალებულის ს--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმით.
2.20.ბრალდებული, რომ ზოგადად მიდრეკილია ოჯახში ძალადობისაკენ ადასტურებს ძალადობათა სიხშირე და ინტერვალი.
2.21.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატური შეურაცხყოფა გულისხმობს სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირებას, გამოხატული უწესო ფორმით. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სისტემატურობას და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს შეურაცხყოფის მინიმუმ სამი ფაქტი დროის მცირე ინტერვალში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია 2018 წლის აპრილის და უშუალოდ 6 ივნისის შეურაცხყოფის რამდენიმე ეპიზოდი, ასევე დაზარალებული ნ--- ლ---–---–---ი და მოწმეები ს--- და ნ---- ლ---–---–---ები ჩვენებაში მიუთითებენ, რომ ბრალდებული ხშირად სვამდა ალკოჰოლს და ყოველი დალევის შემდეგ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სისტემატურობის შეფასებისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ოჯახური დანაშაულების სპეციფიკიდან და ლატენტურობიდან გამომდინარე, ხშირად შეურაცხყოფა ხდება ერთგვარი რუტინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება კონკრეტული ძალადობის ფაქტების მითითება თარიღებისა და საათების დაკონკრეტებით. რაც შეეხება დამცირების სამართლებრივ შემადგენლობას, დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა. ამცირებს ოჯახის სხვა წევრების წინაშეც. ამონარიდი დაზარალებულის ჩვენებიდან ,,.. თავდაპირველად როდესაც მე დავქორწინდი მ-----–ზე იგი მაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ...’’, ,,... მეუღლის მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს ჩემი შვილები არ შესწრებიან, თუმცა მათი თანდასწრებით იგი ხშირად მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მამცირებდა’’. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული მ-----– ლ---–---–---ი 2004 წლიდან 2018 წლის 6 ივნისის მონაკვეთში სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ--- ლ---–---–---ს, ამცირებდა მას, შედეგად, მსხვერპლი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, რასაც ადასტურებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ,,ნ--- ლ---–---–---ი, მეუღლის - მ-----– ლ---–---–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას’’.
2.22.დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირთა მიმართ, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად, მეუღლე, შვილი.
2.23. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
2.24.დანაშაულის მოტივმა გამოავლინა ბრალდებულის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად, მორალურად, დაამციროს და ამით დაიმკვიდროს თავი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ-----– ლ---–---–---ის ბრალეულობა.
3.3.სასამართლოს დასკვნა მ-----– ლ---–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ნ--- ლ---–---–---ის, ს--- ლ---–---–---ის და მოწმეების - ნ---- ლ---–---–---ის, ვ-–-------- რ------ის, გ------- ც------ის, ვ--–---- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა დასკვნას, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.4. ზემოთდასახელებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ-----– ლ---–---–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ--- ლ---–---–---ის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ--- ლ---–---–---ის) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ-----– ლ---–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი: ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი და მსხვერპლთა რაოდენობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის დამძიმების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის ს--- ლ---–---–---ის მიმართ ძალადობა, არასრულწოვანი დის ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით, ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ძალადობამ შესაძლებელია სავალალო ზემოქმედება იქონიოს არასრულწლოვანთა ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლად განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ არასრულწლოვანი ს--- ლ---–---–---ი, რომელზეც ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა, არამედ მეორე არასრულწლოვანი ნ---- ლ---–---–---იც, რომლის თანდასწრებითაც ხდებოდა ხოლმე ძმაზე - ს--- ლ---–---–---ზე ფიზიკური ძალადობა, ძალადობამ იგივე შემაშფოთებელი კვალი დატოვა ნ---- ლ---–---–---ზე, როგორც ს--- და ნ--- ლ---–---–---ებზე. სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ს---, ნ---- და ნ--- ლ---–---–---ები მ-----– ლ---–---–---ის მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას. საქმეში გამოვლენილი ძალადობის მოტივი და დამდგარი შედეგი მკაფიოდ წარმოაჩენს მოძალადის პორტრეტსა და მის უარყოფით დამოკიდებულებას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით - ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----– ლ---–---–---მა 2017 წლის დეკემბრის თვეში რკინის საგნით სცემა არასრულწლოვანი შვილი ს--- ლ---–---–---ი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ზამთრის ცივი კლიმატური პირობების გამო უარი განუცხადა წასულიყო მაღაზიაში სიგარეტის შესაძენად (ნ--- ლ---–---–---ის გამოკითხვის ოქმი), სასამართლოსთვის აღმაშფოთებელია ბრალდებულის მხრიდან არა მარტო ფიზიკური ძალადობა, არამედ ბავშვის იძულება შეიძინოს თამბაქოს ნაწარმი, რომელმაც შესაძლოა მასზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს. ასევე აღმაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 2018 წლის 5 ივნისს ბრალდებულმა სახლიდან ქუჩაში გააგდო არასრულწლოვანი ს--- და ნ---- ლ---–---–---ები. სასამართლო მოიხმობს ,,ბავშვის უფლებათა კონვენციას’’, რომლის მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში. კონვენციის პრეამბულა ადასტურებს, რომ ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და მზრუნველობა და ამ მიზნით ყურადღება მახვილდება ბავშვის მიმართ ოჯახის განსაკუთრებულ ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზე.
5.3. მ-----– ლ---–---–---ის მიერ სისტემატურად გამოვლენილი აგრესია ოჯახის წევრების მიმართ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახი არ არის დაცული ძალადობის ფაქტებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა არა დახურულ წრეში - ოჯახურ სივრცეში, როგორც ეს დამახასიათებელია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებისთვის, არამედ ოჯახის სივრცის გარეთ (ვ-–-------- რ------ე ესწრებოდა 2018 წლის 5 და 6 ივნისის ძალადობას), მსხვერპლები მაინც დაუცველები აღმოჩნდნენ, ეს უკანასკნელი გარემოება მიუთითებს უკიდურესი ღონისძიების თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობაზე. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საქმე არის ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი განშორება მოძალადე მშობლისგან - მამისგან, რომელიც ოჯახში სასტიკად ექცევა არასრულწლოვან შვილს ს--- ლ---–---–---ს, არასრულწლოვანი დის ნ---- ლ---–---–---ის თანდასწრებით და არ ზრუნავს ბავშვთა ჭეშმარიტ ინტერესებზე.
5.4. პასუხისმგებლობის ზემოთ დასახელებული დამამძიმებელი გარემოებები გადაწონის ერთადერთ შემამსუბუქებელ გარემოებას – მ-----– ლ---–---–---ის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, შესაბამისად, იგი მნიშვნელოვან ასახვას ვერ ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე. ძალადობის მასშტაბის, ინტენსივობის, დამდგარი შედეგის და მსხვერპლთა რაოდენობის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია მ-----– ლ---–---–---ის იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ლ---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. მ-----– ლ---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. მ-----– ლ---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. მ-----– ლ---–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ-----– ლ---–---–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივნისის განჩინებით მ-----– ლ---–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ივნისიდან.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა