განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100118002375061
საქმე N1-290/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი - კო--------------------–--ე
ადვოკატი - დ-------------ე
თარჯიმნები - გ--------–-------–---–ი, ჰ--------------------დი
ბრალდებული: ჰა------------------ი
მამის სახელი: ჰ------
დაბადების თარიღი: 24.09.1-----–--–ი
მოქალაქეობა: ი------ მოქალაქე
განათლება: არ-------–---------–-----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: და-----------–-
რეგისტრირებული მისამართზე: ი----------------–------------------–------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------–-----–--–---–-------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, ჰა------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ჰ--------------------- გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 52, 8896 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 06 მარტს, ქ---------–---–-------------------------–------ საავადმყოფოში მისი სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ჰა------------------მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ჰა------------------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: ინფორმაციული პატაკი, მოწმეების - ა-----–-----–----, ე---–-----------ს, გ------------–--ის გამოკითხვის ოქმები, ბ----------------ს გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ჰა------------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, განჩინება ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ჰა------------------ის სხეულის დათვალიერების ოქმი, ჰა------------------ის ნაქირავები ბინის ჩხრეკის ოქმი, ჰა------------------ის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰა------------------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გამოვლენილა), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი და თვლის, რომ ჰა------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰა------------------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
3. ჰა------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 მარტიდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მარტის განჩინებით, ჰა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთმტკიცება - ჰა------------------ის სხეულის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ჰა------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ჰა------------------ის სახელზე გაცემული პასპორტი და მობილური ტელეფონი „ნოკია“, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი