გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310117002014096
საქმე № 3/202-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: მ------ კ------–-ა
მოპასუხეები: მ------ ც-–--ი, ლ--–- ც-–--ი, შპს ,,ნ---’’
წარმომადგენელი: ი-----–- ხ----ე
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ------ ც-–--ის, ლ--–- ც-–--ის და შპს ნ---”-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
სარჩელის თანახმად, მ------ ც-–--ი (პ/ნ5----------) რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2011 წლის 09 ივლისიდან, მისი ფაქტობრივი და იურიდიული მისამართია ქ.გორი, ც------–-- გზატკეცილი №-, საქმიანობის სახეს კი წარმოადგენს ავეჯით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ი/მ მ------ ც-–--ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 716439 ლარს. მის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობლია 2014 წლის 29 დეკემბრის №54293 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და 2016 წლის 13 ივლისის №19879 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი.მ მ------ ც-–--ის ქონებაზე 2015 წლის 03 ივნისის №025-3060 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის-იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 08 ივნისს, 2016 წლის 01 მარტს ი/მ მ------ ც-–--ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №025-23 ბრძანება, რომელიც მ------ ც-–--ს ჩაბარდა 2016 წლის 07 მარტს.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ქონების განრიდების მიზნით, მ------ ც-–--მა თავისი მძღოლის - ზ---- ხ----–---–ის სახელზე დააფუძნა შპს ,,ნ---’’, რომელსაც 2015 წლის 12 ნოემბერს ტრანსპორტირების გარეშე სასაქონლო ზედნადებით მიაწოდა 277 345 ლარის საქონელი. 2016 წლის 08 აპრილს შპს ,,ნ---“-ს დირექტორმა შემოსავლების სამსახურს წერილობით დაუდასტურა, რომ ი.მ მ------ ც-–--ისგან 2015 წლის 12 ნოემბერს შესყიდული 277 345 ლარის საქონლის ღირებულების ანაზღაურება არ მომხდარა. აღნიშნულის შემდგომ, 2016 წლის 08 ნოემბერს გამოიცა ბრძანება შპს ,,ნ---“-ს საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების შესახებ. მას შემდეგ, რაც შპს ,,ნ---“-ს ჩაბარდა აღნიშნული ბრძანება, სამეწარმეო რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, სადაც შპს ,,ნ---“-ს დირექტორი და 1-- % წილის მფლობელი გახდა მ------ ც-–--ი.
მოსამარჩელე ასევე უთითებს, რომ მ------ ც-–--ის მეუღლე - ო----- ც-–--ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, ჟ.შ-------ას ქ.N1--/1-. ო----- ც-–--ს შემოსავლების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება, მიუხედავად ამისა, მან შეიძინა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, ზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე გორის რაიონ სოფელ ს------ში, საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.0--, რომლის შენობა-ნაგებობებს სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა უშუალოდ მ------ ც-–--ი, კერძოდ განთავსებული ჰქონდა ავეჯის საწყობი. 2016 წელის 15 ნოემბერს ხსენებულ საწყობში ყადაღა დაედო შპს ,,ნ---’’-ს კუთვნილ ავეჯს. 2012 წლის 31 მაისს მ------ ც-–--მა მეუღლეს - ო----- ც-–--ს ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 6-.4-.13.239. მ------ ც-–--ი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით მეუღლის სახელზე ახდენდა ქონების შეძენას, ხოლო ო----- ც-–--ის გარდაცვალების - 2016 წლის 0- მარტის შემდგომ, 2016 წლის 21 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მ------ ც-–--მა უარი განაცხადა მეუღლის სამკვიდროს მიღებაზე და ო----- ც-–--ის ქონება მთლიანად მიიღო მ------ ც-–--ის და ო----- ც-–--ის შვილმა - ლ--–- ც-–--მა. ამ ქმედებით მ------ ც-–--მა მოახდინა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებისათვის თავის არიდება.
მოსარჩელის პოზიციით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან, მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა, მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერაციების ფორამასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მათ ერთმანეთთან არ აკავშირებთ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა შორის არსებულ იმდაგვარ ურთიერთობას, თუ საქამიანობას, რამაც განაპირობა რომელიმე მათგანის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდება. მოპასუხეთა პოზიციით, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ლ--–- ც-–--ი არის მ------ ც-–--ის შვილი, ო----- ც-–--ი არის გარდაცვლილი და იგი არის მ------ ც-–--ის მეუღლე, თუმცა ასეც რომ იყოს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის ფაქტი, ამასთან, ლ--–- ც-–--ს არანაირი კავშირი არ ჰქონია ი.მ მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობასთან. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხეთა საერთო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი/მ მ------ ც-–--ი (ს/ნ 5----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ც------–-- გამზ. №-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2013 წლის 21 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. შპს ,,ნ---” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 06 ნოემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ს----–--ის გამზ. №3-/3-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 21 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.3. ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ 5----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 716439 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისს №19879 ბრძანებით დაინიშნა ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ 5----------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისის №19879 ბრძანება.
3.5. 2014 წლის 29 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრზანება №54293 ი.მ მ------ ც-–--ი“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 29 დეკემბრის № 54293 ბრძანება,3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ 5----------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მესამე პირის შპს ,,ნ---“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ნოემბრის №025-523 ბრძანება;
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტის №025-23 ბრძანება;
3.8. 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სასაქონლო ზედნადები N02063888542 .
3.9. შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 08 პრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N02063888542 სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ჯერ არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 08 აპრილის წერილი;
3.10. შპს ,,ლ--–-” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2010 წლის 05 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ს----------–--- რ/ნი, შ------ის ქ. №1--/4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2011 წლის 28 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.11. შპს ,,ო----” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ჟ. შ-------ას ქ. №1--/1-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2012 წლის 05 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.12 .ლ--–- ც-–--ის (პ/ნ 5----------) სააკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ.გორში, შ-------ას ქ. №1--ა-ში მდებარე, უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 6-.4-.0-.0-- სამკვიდრო მოწმობის №161447580 საფუძველზე განხორციელდა 2016 წლის 27 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 22 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი მ------ ც-–--ის და ლ--–- ც-–--ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეები მ------ ც-–--ი და შპს ,,ნ---’ ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს მ------ ც-–--ს და ლ--–- ც-–--ს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. სასამართლო თვლის, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი ვერ იქნება მოპასუხეებს - მ------ ც-–--ს და ლ--–- ც-–--ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, მ------ ც-–--ი და ლ--–- ც-–--ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, მ------ ც-–--ის და მეორე მხრივ, ლ--–- ც-–--ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
ამდენად, სარჩელი ლ--–- ც-–--თან მიმართებაში უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სასამართლო განმარტავს, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით N02063888542 ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე, ხოლო თავად შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 0- პრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N02063888542 სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ი.მ მ------ ც-–--თან არ განხორციელებულა, ამასთან, მას შემდეგ რაც 2016 წლის 08 ნოემბერს გამოიცა ბრძანება შპს ,,ნ---“-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ჩაბარდა აღნიშნული ბრძანება ადრესატს, სამეწარმეო რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, სადაც შპს ,,ნ---“-ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი გახდა მ------ ც-–--ი.
ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ი.მ მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს” საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ავეჯით ვაჭრობა, - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ნ---“-ს დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა მ------ ც-–--ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
შესაბამისად, მ------ ც-–--ი და შპს ,,ნ---“ აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი მ------ ც-–--ის, ლ--–- ც-–--ისა და შპს ,,ნ---“-ს მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ------ ც-–--ი და შპს ,,ნ---“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს მ------ ც-–--ის და ლ--–- ც-–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ, უარი ეთქვას.
2. მ------ ც-–--ს და შპს ,,ნ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 (ასი) ლარი;
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული