გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2177172-3/187-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აგვისტო, 20-8 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - შ--------–----------------
წარმომადგენელი-ნ---------–--–---–-
მოპასუხე - 1. შპს ,,რ----“
2. თ-------------
3. ჯ--------------–---–-
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,რ----“-ს( ს/ნ 4--------), თ-------------ს( პ/ნ 0----------) და ჯ--------------–---–--( პ/ნ 4----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
სარჩელის მიხედვით შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შპს „რ----“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 5879.13 ლარს.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „რ----“-ს ქონებაზე 2017 წლის 18 იანვრის N1---- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 21 იანვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 5 ივნისიდან შპს „რ----“-ს მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------ ბრძანება, რომელიც ჩაბარდა საწარმოს დირექტორს ჯ--------------–---–ს პირადად 2017 წლის 14 ივნისს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით და საწარმოს დირექტორის ჯ--------------–---–-- მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შპს „რ----“-ს ქონება არ გააჩნია.
შპს „რ----“-ს (ს/ნ4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია, 2017 წლის 13 იანვარს, 2017 წლის 15 თებერვალსა და 2017 წლის 15 მარტს წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე (დამატებითი ღირებულებისა გადასახადში). შპს „რ----“-ს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 აპრილიდან, (იურ. მისამართია ქ. ა---––---, ე. ა-------–-ს ქ. N5) მისი საქმიანობის სახე იყო „საცალო ვაჭრობა დიზელის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში“, საწარმოს დამფუძნებლები არიან ჯ--------------–---–- (პ/ნ4----------) 50 %-იანი წილით, რომელიც არის ასევე ამ საწარმოს დირექტორი და თ------------- (პ/ნ0----------) 50 %- იანი წილით.
2017 წლის 21 იანვარს და 2017 წლის 26 თებერვალს შპს „რ----“-მ სასაქონლო ზედნადების გამოწერით მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი, 1ც ავტომატი 3-ფაზა 1ც ვტომატი ფაზა ნოლი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) ღირებულებით 1421 ლარი მიაწოდა შპს „ს----------------ნ“-ს (ს/ნ4--------), ეს მაშინ როდესაც საწარმოს გააჩნდა აღიარებული საგადასახდო დავალიანება, აღნიშნულიდან გამომდინარე გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შპს „ს----------------ნ“ის (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------- ბრძანება, რომელიც საწარმოს ელექტრონულად ჩაბარდა 22.06.2017 წელს. 2017 წლის 28 სექტემბერს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) დაყადაღებულ იქნა, რომლის საერთო ღირებულება სავარაუდოთ ვერ უზრუნველყოფს შპს „რ----“-ს საგადასახდო დავალიანებას.
შ--------–---------------- მიუთითებს, რომ შპს „რ----“-ს (ს/ნ4--------) დამფუძნებლებმა საწარმოს თანხები გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის და არ მიმართეს სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების დასაფარად. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ამ ქმედებებით ცდილობდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
2. მოპასუხეთა პოზიცი
2.1. შპს ,,რ----ს“ თ-------------ს და ჯ--------------–---–ს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ სარჩელს და წარმოადგინეს საგადასახადო დავალიანების გადახდის გრაფიკი და ამონაწერი ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც შპს,, რ----ს“ აგვისტოს ჩათვლით გადახდილი აქვს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ასევე მიუთითებენ, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს იგი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შპს „რ----“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 5879.13 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შედარების აქტი( ს.ფ.53).
3.2. 2017 წლის 5 ივნისიდან შპს „რ----“-ს მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------ ბრძანება, რომელიც ჩაბარდა საწარმოს დირექტორს ჯ--------------–---–ს პირადად 2017 წლის 14 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება(ს.ფ. 56).
3.3. შპს „რ----“-ს ქონებაზე 2017 წლის 18 იანვრის N1---- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 21 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრიდან( ს.ფ.54)
-ამონაწერი შ--------–----------------ს გვერდიდან(ს.ფ.55)
3.4. შპს „რ----“-ს (ს/ნ4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 13 იანვარს, 2017 წლის 15 თებერვალსა და 2017 წლის 15 მარტს წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე (დამატებითი ღირებულებისა გადასახადში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები( ს.ფ.59-70).
3.5. შპს „რ----“-ს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 აპრილიდან, (იურ. მისამართია ქ. ა---––--- ე. ა-------–-ს ქ. N5) მისი საქმიანობის სახე იყო „საცალო ვაჭრობა დიზელის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში“, საწარმოს დამფუძნებლები არიან ჯ--------------–---–- (პ/ნ4----------) 50 %-იანი წილით, რომელიც არის ასევე ამ საწარმოს დირექტორი და თ------------- (პ/ნ0----------) 50 %- იანი წილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.71-72).
--ამონაწერი შ--------–----------------ს გვერდიდან(ს.ფ.73).
3.6. 2017 წლის 21 იანვარს და 2017 წლის 26 თებერვალს შპს „რ----“-მ სასაქონლო ზედნადების გამოწერით მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი, 1ც ავტომატი 3-ფაზა 1ც ვტომატი ფაზა ნოლი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) ღირებულებით 1421 ლარი მიაწოდა შპს „ს----------------ნ“-ს (ს/ნ4--------), მაშინ როდესაც საწარმოს გააჩნდა აღიარებული საგადასახდო დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასაქონლო ზედნადებები( ს.ფ.74-75).
3.7. გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შპს „ს----------------ნ“ის (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------- ბრძანება, რომელიც საწარმოს ელექტრონულად ჩაბარდა 22.06.2017 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------- ბრძანება.
3.8. 2017 წლის 28 სექტემბერს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) დაყადაღებულ იქნა, რომლის საერთო ღირებულება სავარაუდოთ ვერ უზრუნველყოფს შპს „რ----“-ს საგადასახდო დავალიანებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 სექტემბრის აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
3.9. შპს „ს----------------ნ“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 15 ივნისს გაეგზავნა N2----------- წერილი და ეთხოვა წარმოედგინა N ეა–53 #0------ და N0------ ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 1421 ლარი) მიღებული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, საწარმოს მიერ წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) დირექტორმა ჯ--------------–---–მა (პ/ნ 4----------) აღნიშნული თანხა მიიღო ხელზე და გასცა საწარმოო ორგანიზაციის ქვითარი, ეს მაშინ როცა საწარმოს გაჩნდა საგადასახდო დავალიანება და მიღებული თანხა არ მიმართა საწარმოს დავალიანების დასაფარავა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 15 ივნისის N2----------- წერილი.
- შპს „ს----------------ნ“-ის წერილი.
3.10. 2017 წლის 23 ივნისს ფ/პ მ-------–------–---–ს (პ/ნ 0----------) გაეგზავნა N2----------- წერილი და ეთხოვა წარმოედგინა No2-------- ზედნადებით (მთლიანი თანხით 6650 ლარი) მიღებული ქონების ღირებულების, შპს „რ----“-სათვის (ს/ნ 4--------) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2017 წლის 23 ივნისს მ-------–------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ შპს„რ----“-ს (ს/ნ 4--------) დირექტორმა ჯ--------------–---–მა (პ/ნ 4----------) 2--- წლის 18 იანვარს, მაშინ როცა საწარმოს ერიცხებოდა საგადასახდო დავალიანება, განცხადებით მიმართა მ-------–------–---–ს (პ/ნ 0----------) და სთხოვა საწარმოს კუთვნილი თანხები ჩაერიცხა შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) ერთ–ერთი დამფუძნებლის თ-------------ს (პ/ნ 0----------) პირად ანგარიშზე, რის საფუძველზეც მ-------–------–---–მა (პ/ნ 0----------) მოთხოვნიდან იმავე დღეს თ-------------ს (პ/ნ 0----------) პირად ანგარიშზე ჩარიცხა 1966,96 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 23 ივნისის N2----------- წერილი.
- მ-------–------–---–-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
3.11. 2017 წლის 03 ოქტომბერს თ-------------ს (ს/ნ 0----------) გაეგზავნა N2------------ წერილი და ეთხოვა წარმოედგინა მ-------–------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული შპს „რ----“–ს (ს/ნ 4--------) კუთვნილი თანხები ჩარიცხა თუ არა საწარმოს ანგარიშზე, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით თანხის საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხვა არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 03 ოქტომბრის N2------------ წერილი.
-თ-------------ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
3.12. შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) ერთ–ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ჯ--------------–---–ს (პ/ნ 4----------) 2017 წლის 06 ივნისს შეძენილი აქვს უძრავი ქონება (ს/კ 0-------------------------) მდებარე (ქალაქი თ---–---, დასახლება ს--------- მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ნაკვ·1-----), მაშინ როცა საწარმოს ერიცხებოდა საგადასახდო დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.13. 2017 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,რ----ს“ შორის დაიდო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება და შპს,,რ----ს“ გაუკეთდა თანხის გადახდის გრაფიკი. შპს,,რ----ს“ შ--------–----------------სათვის ჩარიცხული აქვს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. საგადასახადო დავალიანების დაფარვის საბოლოო თარიღია 2018 წლის 10 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ N---------.
- საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდის გრაფიკი.
-ამონაწერი შპს ,,რ----ს“ ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, რომ სასამართლომ შპს ,,რ----“-( ს/ნ 4--------), თ-------------( პ/ნ 0----------) და ჯ--------------–---–-( პ/ნ 4----------) აღიაროს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს, პირველი, რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს, მეორე, ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რაშიც იგულისხმება საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალიანების წარდგენა და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან მაშინ არ განსხვავდება, როდესაც, მაგალითად, საშემოსავლო ან მოგების გადასახადის მიზნებისათვის ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს (ნათესავს) გადასცემს შესაბამის ქონებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეზე პირები მხოლოდ მაშინ შეიძლება განხილულ იქნეს ცრუმაგიერად, თუ ამ პირების მეშვეობით ადგილი აქვს ასევე ქონების გადამალვას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოსავლების სამსახური ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,რ----“-( ს/ნ 4--------), თ-------------( პ/ნ 0----------) და ჯ--------------–---–-( პ/ნ 4----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
ამდენად, შპს ,,რ----“-ს( ს/ნ 4--------), თ-------------ს( პ/ნ 0----------) და ჯ--------------–---–--( პ/ნ 4----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით,6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს,,რ----“ს დამფუძნებლები არიან ჯ--------------–---–- (პ/ნ4----------) 50 %-იანი წილით, რომელიც არის ასევე ამ საწარმოს დირექტორი და თ------------- (პ/ნ0----------) 50 %- იანი წილით.
შპს „რ----“-ს (ს/ნ4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 13 იანვარს, 2017 წლის 15 თებერვალსა და 2017 წლის 15 მარტს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე (დამატებითი ღირებულებისა გადასახადში). შპს „რ----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 აპრილიდან, (იურ. მისამართია ქ. ა---––--- ე. ა-------–-ს ქ. N5) მისი საქმიანობის სახე იყო „საცალო ვაჭრობა დიზელის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში“, საწარმოს დამფუძნებლები არიან ჯ--------------–---–- (პ/ნ4----------) 50 %-იანი წილით, რომელიც არის ასევე ამ საწარმოს დირექტორი და თ------------- (პ/ნ0----------) 50 %- იანი წილით.
2017 წლის 21 იანვარს და 2017 წლის 26 თებერვალს შპს „რ----“-მ სასაქონლო ზედნადების გამოწერით მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი, 1ც ავტომატი 3-ფაზა 1ც ვტომატი ფაზა ნოლი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) ღირებულებით 1421 ლარი მიაწოდა შპს „ს----------------ნ“-ს (ს/ნ4--------), ეს მაშინ როდესაც საწარმოს გააჩნდა აღიარებული საგადასახდო დავალიანება, აღნიშნულიდან გამომდინარე გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შპს „ს----------------ნ“ის (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------- ბრძანება, რომელიც საწარმოს ელექტრონულად ჩაბარდა 22.06.2017 წელს. 2017 წლის 28 სექტემბერს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (1ც მერნიკი, 1ც მეტრო შტოკი, 1ც ლუკი საზომი სატერფულის ტიპი დნ130, 1ც ბრინჯაოს უკუსარქველი და 1ც საკონტროლო სალარო აპარატი) დაყადაღებულ იქნა, რომლის საერთო ღირებულება სავარაუდოთ ვერ უზრუნველყოფს შპს „რ----“-ს საგადასახდო დავალიანებას.
ასევე შპს „ს----------------ნ“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 15 ივნისს გაეგზავნა N2---------- წერილი და ეთხოვა წარმოედგინა N ეა–53 #0------ და N0------ ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 1421 ლარი) მიღებული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, საწარმოს მიერ წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) დირექტორმა ჯ--------------–---–მა (პ/ნ 4----------) აღნიშნული თანხა მიიღო ხელზე და გასცა საწარმოო ორგანიზაციის ქვითარი, ეს მაშინ როცა საწარმოს გაჩნდა საგადასახდო დავალიანება და მიღებული თანხა არ მიმართა საწარმოს დავალიანების დასაფარავად.
2017 წლის 23 ივნისს ფ/პ მ-------–------–---–ს (პ/ნ 0----------) გაეგზავნა N2----------- წერილი და ეთხოვა წარმოედგინა No2-------- ზედნადებით (მთლიანი თანხით 6650 ლარი) მიღებული ქონების ღირებულების, შპს „რ----“-სათვის (ს/ნ 4--------) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2017 წლის 23 ივნისს მ-------–------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ შპს„რ----“-ს (ს/ნ 4--------) დირექტორმა ჯ--------------–---–მა (პ/ნ 4----------) 2017 წლის 18 იანვარს, მაშინ როცა საწარმოს ერიცხებოდა საგადასახდო დავალიანება, განცხადებით მიმართა მ-------–------–---–ს (პ/ნ 0----------) და სთხოვა საწარმოს კუთვნილი თანხები ჩაერიცხა შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) ერთ–ერთი დამფუძნებლის თ-------------ს (პ/ნ 0----------) პირად ანგარიშზე, რის საფუძველზეც მ-------–------–---–მა (პ/ნ 0----------) მოთხოვნიდან იმავე დღეს თ-------------ს (პ/ნ 0----------) პირად ანგარიშზე ჩარიცხა 1966,96 ლარი.
2017 წლის 03 ოქტომბერს თ-------------ს (ს/ნ 0----------) გაეგზავნა M2------------ წერილი და ეთხოვა წარმოედგინა მ-------–------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული შპს „რ----“–ს (ს/ნ 4--------) კუთვნილი თანხები ჩარიცხა თუ არა საწარმოს ანგარიშზე, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით თანხის საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხვა არ დასტურდება.
ასევე დადგენილია, რომ შპს „რ----“-ს (ს/ნ 4--------) ერთ–ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ჯ--------------–---–ს (პ/ნ 4----------) 2017 წლის 06 ივნისს შეძენილი აქვს უძრავი ქონება (ს/კ 0-------------------------) მდებარე (ქალაქი თ---–---, დასახლება ს--------- მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ნაკვ·1-----), მაშინ როცა საწარმოს ერიცხებოდა საგადასახდო დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადები არ უნდა იყოს დამოკიდებული გადასახადის გადამხდელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო. ეს კი გადასახადის გადამხდელთ ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
მოცემულ სარჩელთან მიმართებით განსაკუთრებით საგულისხმოა იმ გარემოების დადგენა, თუ რა იურიდიული ინტერესი ამოძრავებს მოსარჩელეს სარჩელისადმი. როგორც წესი მოცემული ტიპის სარჩელის იურიდიული ინტერესი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვლინდება მეწარმის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საფუძვლით პირთა ცრუმაგიერად ცნობის საკითხის სწორად გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ არ შეილახოს სახელმწიფოს ინტერესები, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იქნეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებები და ინტერესები.
ხსენებულ ფაქტორთა გაანალიზება ცალსახად ადგენს იმ გარემოებებს, რაც საფუძველი შეიძლება გახდეს ცრუმაგიერ პირად ცნობისა. მოცემულ შემთხვევაში შპს,,რ-----თან“ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მას საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გაუწილვადა 12 თვეზე. კერძოდ, 2017 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურსა და შ------------- შორის დაიდო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება და შ------------ გაუკეთდა თანხის გადახდის გრაფიკი. შ------------ შემოსავლების სამსახურისათვის ჩარიცხული აქვს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. საგადასახადო დავალიანების დაფარვის საბოლოო თარიღია 2018 წლის 10 დეკემბერი.
მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმების პირობა და ცდილობს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემული სარჩელის მიზანი ფაქტობრივად წარმოადგენს არა დავის არსებითად გადაწყვეტას, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიებას იმ შემთხვევაში თუკი შპს,,რ----“ დაარღვევს მოსარჩელესთან მიღწეულ შეთანხმებას. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილ დანაწესს, რომლის მიხედვით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული ინტერესის დასაბუთებას ვერ ახდენს მოსარჩელე მხარე.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუმაგიერ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემოსავლები სამსახური საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ მე-5 მუხლის ,,უ’’ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად არ არსებობს მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის საქმე N3/187-17წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე ჯ--------------–---–-- (პ/ნ 4----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0-------------------------), მდებარე ქ.თ---–---, დასახლება ს--------, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (ნაკვ. 1-----), წილს : სადარბაზო 2, სართული 8------------------- ბლოკი,,ა". და თ-------------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ავტომობილს HYUNDAI H1 სახ.N A------.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის N3/187-17წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე ჯ--------------–---–-- (პ/ნ 4----------) კუთვნილ უძრავ ქონებას (ს/კ 0-------------------------), მდებარე ქ.თ---–---, დასახლება ს--------, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (ნაკვ. 1-----), წილს : სადარბაზო 2, სართული 8------------------- ბლოკი,,ა". და თ-------------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ავტომობილს HYUNDAI H1 სახ.N A------.
3.გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი