გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
190210018002557426
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2171-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - შ------- ხ----ე

მოპასუხე - ნ-------- კ--–----ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ნ-------- კ--–----ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ------- კ--–----ის, 2--- წლის 1---------- დაბადებული ლ-- და ლ---- კ--–----ეების, 2--- წლის 1-------------- დაბადებული ნ--- კ--–----ის და 2--- წლის 0-----–--- დაბადებული დ----- კ--–----ის სასარგებლოდ თვეში 200-200 (ორას-ორასი) ლარის ოდენობით. ჯამში ხუთივე ბავშვზე თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-------- კ--–----ემ წარმოდგენლი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არის თვითდასაქმებული ხელოსანი, რომელსაც არ გააჩნია სტაბილური და მაუდმივი შემოსავალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შ------- ხ----ე და მოპასუხე ნ--------ი კ--–----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2003 წლიდან.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. მოსარჩელე შ------- ხ----ესა და მოპასუხე ნ--------ი კ--–----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ხუთი შვილი. 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ------- კ--–----ე, 2--- წლის 1---------- დაბადებული ლ-- და ლ---- კ--–----ეები, 2--- წლის 1-------------- დაბადებული ნ--- კ--–----ე და 2--- წლის 0-----–--- დაბადებული დ----- კ--–----ე.

მტკიცებულება: გ------- კ--–----ის, ლ----ი კ--–----ის, ლ-- კ--–----ის, ნ--- კ--–----ის და დ----- კ--–----ის დაბადების მოწმობის ასლები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე შ------- ხ----ეს არ გააჩნია საკუთარი სახლი, რის გამოს არასრულწლოვან შვილებთან ერთად 2017 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და თვეში იხდის ქირას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. მოსარჩელე შ------- ხ----ე კომუნალურ გადასახადებში ყოველთვიურად ზამთრის პერიოდში საშუალოდ იხდის 180 ( ას ოთხმოცი) ლარს, ხოლო სხვა სეზონზე ყოველთვიურად საშუალოდ იხდის 50 (ორმოცდაათი) ლარს.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. მოპასუხე ნ-------- კ--–----ე არის ხელოსანი და აქვს შემოსავალი.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120-120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანდებამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და რჩენა არის მშობელთა ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლის სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ან უმუშევრობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვნები გ-------, ლ----ი, ლ--, ნ--- და დ-----ი ცხოვრობენ დედასთან - რომელიც არ მუშაობს და არანაირი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე მხარე არ არის თანახმა შვილებს გადაუხადოს ალიმენტი. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 200-200 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 120-120 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ------- კ--–----ის, 2--- წლის 1---------- დაბადებული ლ-- და ლ---- კ--–----ეების, 2--- წლის 1-------------- დაბადებული ნ--- კ--–----ის და 2--- წლის 0-----–--- დაბადებული დ----- კ--–----ის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 24 ივლისიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და გაწეულ ხარჯებს გაიღებს სასამართლო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შ------- ხ----ის სარჩელი მოპასუხე ნ--------ი კ--–----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნ-------- კ--–----ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ------- კ--–----ის, 2--- წლის 1---------- დაბადებული ლ-- კ--–----ის, 2--- წლის 1---------- დაბადებული ლ----ი კ--–----ის, 2--- წლის 1-------------- დაბადებული ნ--- კ--–----ის და 2--- წლის 0-----–--- დაბადებული დ----- კ--–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულის სასარგებლოდ თვეში 120-120 (ას ოც - ას ოცი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 24 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე;

 

3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი