განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/465-18 (№057200418001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ გო---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნუგ------ ლა–-- ძე ფუ--–--–--- - დაბადებული 1--- წლის 6-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, განათლება ს-–----–--, მცხოვრები: ბაღდათი, ფუ--–--–---ს ქ. N--
ადვოკატები - ალ---------- მუ--------, შო----- ვა----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:10 საათზე, ბაღდათში ეგ. ნი---–---–-ს ქ. N--ში მდებარე სახლის ეზოში, ნუ------ ფუ--–--–---მ შურისძიების მოტივით ცეცხლი წაუკიდა (ბენზინისა და ასანთის გამოყენებით) მეუღლის დედის- სო------ გო-----ს ავტომანქანას. სო------ გო-----ს მიდგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.2. ნუ------ ფუ--–--–--- მეუღლეს მა----- გო-----ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მა----- გო----- მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და მუქარას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ნუგ------ ფუ--–--–---ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რო------- გო-----ს, და---- გო-----ს, მა----- გო-----ს, რუ------- გო-----ს, სო------ გო-----ს გამოკითხვის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, განჩინება პირის დაკავების შესახებ, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ნუგ------ ფუ--–--–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება სხვისი ნივთის დაზიანებაში ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სხვისი ქონების დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ნივთის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია, რომ ქონება წარმოადგენდეს სხვა პირის საკუთრებას, ხოლო ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისთვის.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნუგ------ ფუ--–--–---მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის მეორე ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ნუგ------ ფუ--–--–--- აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის, ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნუგ------ ფუ--–--–---ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის, ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული ვერ იქნება ნუგ------ ფუ--–--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ნუგ------ ფუ--–--–---ს დანაშაულის თითოეულ ეპიზოდზე უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დეფორმირებული პოლიეთილენის ბოთლი, ქსოვილის ფრაგმენტი და ასანთის კოლოფი (ინახება ბაღდათის შს რაიონულ სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
დაზარალებულ მა----- გო-----ს მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნუგ------ ფუ--–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნუგ------ ფუ--–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ნუგ------ ფუ--–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნუგ------ ფუ--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 აპრილიდან.
საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დეფორმირებული პოლიეთილენის ბოთლი, ქსოვილის ფრაგმენტი და ასანთის კოლოფი (ინახება ბაღდათის შს რაიონულ სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
დაზარალებულ მა----- გო-----ს მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური