გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/7240-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.08.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თათია ქოქაშვილი
მოსარჩელე კ-–------ ხ------,მოსარჩელე ნ---- კ------------,მოსარჩელე გ------ ე-–------ს ძე ბ-----–---–-,წარმომადგენელი დ----- ჩ-----,მოპასუხე ე-–------ ბ-----–---–-,მოპასუხე ა------- ბ-----–---–-,მოპასუხე ნ----- ბ-----–---–-,წარმომადგენელი ც---- მ----------,მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე გ------ ა-–----------ს ძე ბ-----–---–-,წარმომადგენელი ც---- მ----------,დავის საგანი: თანამესაკუთრეებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოსარჩელე ნ---- კ------------ ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ.
2. მოსარჩელე გ------ ე-–------ს ძე ბ-----–---–- ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ.
3. მოსარჩელე კ-–------ ხ------ ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეები არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვენ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს ასევე არ ცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 19.06.1--- წელს ა-–---------- ა-–----------ს ძე ბ-----–---–ს პრივატიზაციის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, 3-. კორპ. ბინა 9-, საერთო ფართით 69.77 კვ.მ. პრივატიზაციის ხელშეკრულება დარეგისტრირდა ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში. პრივატიზებაში მონაწილეობდენე ე-–------ ბ-----–---–-, ნ----- ბ-----–---–-, ა------- ბ-----–---–-, რომელთაც თავის კუთვნილ წილზე უარი არ განუცხადებიათ.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 31.
ცნობა დახასიათება ს. ფ. 32.
თანხმობის ასლები ს. ფ. 144-147.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მიხედვით 17.06.19-- წლისათვის დადო ბინაში ცხოვრობდნენ: ა-–---------- ა-–----------ს ძე ბ-----–---–-, მისი მეუღლე ა------- ბ-----–---–-, მათი შვილები ნ----- ბ-----–---–-, ე-–------ ბ-----–---–-, ე-–------ ა-–----------ს ძე ბ-----–---–-, შვილშვილი ნ---- ბ-----–---–- (ამჟამად კ------------).
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის ასლი ს. ფ. 36-37.
ქორწინების მოწმობა ასლი ს. ფ. 47.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. პრივატიზაციის დროისათვის კ-–------ ხ------ და გ------ ბ-----–---–- სადაო ბინაში ჩაწერილები არ იყვნენ.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. კ-–------ ხ------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–------ ბ-----–---–თან 15.09.1990 წლიდან. კ-–------ ხ------ ჩაწერილი იყო ქ. თ---–--–-, ღ--------–-ს ქ. #8--ში. კ-–------ ხ------ სადაო ბინაში დარეგისტრირდა ბინის პრივატიზების შემდგომ 01.11.1994 წლიდან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობის ასლი ს. ფ. 39.
ქორწინების სააქტო ჩანაწერის ასლები ს. ფ. 41-42.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცნობები ს. ფ. 46, 50.
საინფორმაციო ბარათი ს. ფ. 43.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. კ-–------ ხ------ს და ე-–------ ბ-----–---–-ს შვილები არიან 2-.0-.1--- წელს დაბადებული ნ---- ბ-----–---–- (ამჟამად კ------------) და 0-.0-.1--- წელს დაბადებული გ------ ბ-----–---–-. ნ---- ბ-----–---–-ს და გ------ ბ-----–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერების რეგისტრაცია განხორცილედა გლ----ის მაჩჩის განყოფილებაში ბავშვების მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობების ასლები ს. ფ. 45, 4-.
ქორწინების მოწმობა ასლი ს. ფ. 47.
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცნობები ს. ფ. 46, 50.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. ა-–---------- ბ-----–---–- გარდაიცვალა 26.09.1997 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 95).
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. ქ. თ---–---ს ლ-----ს რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 12.02.19-- წელს გაცემული 01----7 ორდერით, ორდერი გაიცა ა-–---------- ა-–----------ს ძე ბ-----–---–-ს სახელზე ოჯახის შემადგენლობის გრაფაში მითითებულნი არიან: ა-–---------- ბ-----–---–-, ა------- ბ-----–---–- - მეუღლე, გ------ი ა-–----------ს ძე ბ-----–---–- - შვილი, ნ----- ბ-----–---–- - შვილი, ე-–------ ბ-----–---–- - შვილი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ორდერის ასლი ს. ფ. 96-99.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 14.02.2017 წელს მომზადებული ცნობა დახასიათებით ქ. თ---–--–-, გ-–-----ს მე-2-ე მკ/რ-ში, კორპ. #3- ბინა 9- საცხოვრებელი ფართით 44.93 კვ.მ, საერთო ფართით 69.97 კვ.მ. ბინის მესაკუთრე/მოსარგებლის აღწერის გრაფაში მითითებულია ა-–---------- ბ-----–---–-, საფუძველი 19.06.19-- წლის #34--4-6 პრივატიზების ხელშეკრულება. დავის განხილვის დროისათვის უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 0-.1-.1-.0-2.0--.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა დახასიათება ს. ფ. 32-99.
საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა ს. ფ. 33-34.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
ა-–---------- ბ-----–---–-ს გარდაცვალების შემდეგ თუ ვინ წარმოადგენს მის მემკვიდრეს (კანონით ან ანდერძით) და ვინ მიიღო და რა ოდენობით სამკვიდრო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეებს არ მიუთითებიათ და ა-–---------- ბ-----–---–-ს კუთვნილ წილი სადაო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა ნ---- კ------------ს და გ------ ბ-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელე კ-–------ ხ-----ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილება,საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის N15 დადგენილება.
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების მე-2 პუნქტით ,,მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში“. ამავე დადგინილების მე-5 პუნქტის დანაწესით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.04.1992 წლის #15 დადგენილების მე-4 პუნქტით ,,ბინაში მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრთა შორის იგულისხმება პირიც, რომელიც პრივატიზაციის პერიოდში ოჯახში არ ცხოვრობს, მაგრამ მოცემულ ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ არის აგრეთვე ის პირი, რომლის უფლება ბინაზე დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ჯერ ბინაში შესახლებული არ არის“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992 წლის #107 დადგენილების გამოცემით სახელმწიფომ გამოხატა ნება, რომ მის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდი, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდათ მოქალაქეებს, რომლებიც ითვლებოდნენ დამქირავებლებად, დამქირავებლებსა და მათთან მცხოვრებ (ჩაწერილ) პირების საკუთრებაში გადასულიყო და მათ საკუთრებად გამოცხადებულიყო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების გზით. პრივატიზაციაში მონაწილეობისა და საკუთრების უფლების მომპოვებელ პირთა წრე დაზუსტდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.04.1992 წლის #15 დადგენილებით, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმატიულ აქტს წარმოადგენდა ნორმის განმარტებასთან მიმართებით, კერძოდ დამქირავებელთან ერთად ბინაში მცხოვრებ სრულწლოვან წევრებში იგულისხმება ის პირებიც, რომლებიც პრივატიზაციის პერიოდში ბინაში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ მოცემულ ბინაში ფართზე უფლებადაკარგულებად სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არ არიან, ასევე ის პირი, რომლის უფლება ბინაზე დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ჯერ ბინაში შესახლებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა იმ პირს, ვინც იყო დამქირავებლის ოჯახის წევრი და პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ან არ ცხოვრობდა თუმცა ასახული იყო მოსარგებლედ ბინის ორდერში და ბინაზე უფლებადაკარგულ პირად სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის ცნობილი, ბინის პრივატიზაციისას ბინაზე წარმოეშობოდათ საკუთრების უფლება ანუ უფლება საკუთრებაში/თანასაკუთრებაში მიიღოს უსასყიდლოდ გადაცემული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა სრულწლოვანი იქნებოდა იგი თუ არასრულწლოვანი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრივატიზაციაში მონაწილე პირი პირდაპირ წერილობით უარს აცხადებს პრივატიზაციის დროს მის კუთვნილ წილზე. ბინის პრივატიზებისას ერთ მოსარებლეზე ბინის პოტენციურ თანამესაკუთრეებად ითვლებიან პრივატიზაციაში მონაწილე ყველა პირი იმის მიუხედავად, ოჯახის რომელ წევრზე მოხდა ბინის პრივატიზაცია გარდა იმ შემთვევისა როდესაც პრივატიზებაზე წილის უფლების მფლობელი უარს იტყოდა პრივატიზაციისას საკუთარ წილზე.
საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების შესაბამისად სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის დამქირავებელს, მასთნ მცხოვრებ მის ოჯახის წევრსა და ნათესავს თუ ამ უკანაკნელს დადგენილი წესით უარი არ განუცხადებია საკუთრებაზე, შესაბამისად ისინი ბინის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარე ან მონაწილეობა მიიღეს თუ არა პრივატიზებაში.
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები. დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილ იქნენ აგრეთვე სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ დამქირავებელთან და ეწევიან საერთო მეურნეობას მათთან ერთდ. თუ ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქლაქენი აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, მათ აქვთ ისეთივე უფლება - მოვალეობანი, როგორც დამქირავებელსა და მის ოჯახის წევრებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცემა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში) (მაგ: იხ. სუსგ-ებები Nას-155-146-05, 05.082005 წელი; Nას-516-838-05, 14.11.2005 წელი; Nას-265-594-05, 14.06.2005 წელი; Nას-284-610-05, 26.07.2004 წელი; Nას-1161-1107-2013, 29.05.2015 წელი; Nას-1-69-1124-2016, 10.03.2017 წელი). საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კანონმდებლობა ბინაში (ორდერში) არასრულწლოვნის ჩაწერის შესაძლებლობას აღიარებდა, თუმცა, სრულწლოვანებამდე პირის მიერ გარიგების დადება, სსრ „სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ მე-14 მუხლით იყო რეგულირებული და ნორმის პირველი წინადადებით დადგენილი იყო შემდეგი: თხუთმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანი გარიგებას სდებს მშობლის, მშვილებლის ან მზრუნველის თანხმობით, მაგრამ მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგება, განკარგოს თავის ხელფასი ან სტიპენდია, განახორციელოს საავტორო უფლებები თავის ნაწარმოებზე, აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რაციონალიზატორულ წინადადებასა და სამრეწველო ნიმუშზე.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირის მიერ ორდერში ჩაწერისა თუ ქირავნობის ხელშეკრულების დადების ნების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, კანონი ამ უფლების რეალიზაციისათვის ითვალისწინებდა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის აუცილებლობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში არასრულწლოვნების უფლების გადაწყვეტისას კანონიერი წარმომადგენლის ნების არარსებობამ არ უნდა იქონიოს გავლენა ამ პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, მით უფრო, როდესაც სახეზეა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (არასრულწლოვნების ბინაში ცხოვრება; არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების ბინაში ცხოვრება და ჩაწერა).
წინამდებარე საქმეზე დადგენილი გარემოებების (პრივატიზაციის განხორციელებისას არ იყვნენ სრულწლოვანები ნ---- კ------------ და გ------ ბ-----–---–-) ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების გზით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ნ---- კ-----------ს და გ------ ბ-----–---–ს მოპოვებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით გათვალისწინებული საკუთრების უფლება ქ.თ---–--–-, გ-–-----ს მე-2 მ/რ-ში, 3--ე კორპუსში მდებარე №9- ბინაზე, ვინაიდან ნ---- კ------------ საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით ცხოვრობდა (ჩაწერილი იყო) სადაო ბინაში და წარმოადგენდა დამქირავებლის ა-–---------- ბ-----–---–-ს (შვილისშვილს) ნათესავს, ხოლო გ------ ე-–------ს ძე ბ-----–---–- მიუხედავდ იმის, რომ პრივატიზების დროისათვის იყო ერთი თვის და არ იყო ჩაწერილი (რეგისტრირებული) არც დედის და არც მამის რეგისტრაციის (ჩაწერის) მისამართზე მისი დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია განხორცილდა მამის ჩაწერის (რეგისტრაციის) გათვალისიწინებით, რის გამოც იგიც ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს დამქირავებელ ა-–---------- ბ-----–---–-ს ნათესავად (შვილიშვილი) და მასთნ მცხოვრებ პირად და სადაო ბინის პრივატიზაციაში მამის ანუ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილედ.
რაც შეეხება მოსარჩელე კ-–------ ხ-----ს, საქმის მასალებით უდაოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ბინის პრივატიზაციის დროს რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო სხვა მისამართზე, იგი სადავო უძრავ ქონებაში დარეგისტრირდა პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების შემდეგ, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ მოუპოვებია საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ამიტომაც მის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გარდაცვლილი ა-–---------- ბ-----–---–-ს წილის მის მემკვიდრეებზე გადანაწილების საკითხს, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით აღნიშნული მოცემული სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად სასამართლო ამ საკითხზე არ მსჯელობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობაში ვერ მოხდა გ------ ა-–----------ს ძე ბ-----–---–- და იგი პრივატიზების დროს რეგისტრირებული (ჩაწერილი) არ იყო სადაო ბინაში იგი წარმოადგენს ბინის ორდერში მითითებულ პირს და მანაც მოიპოვა პრივატიზების დროს საკუთრების უფლება, ვინაიდან იგი ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობილი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ პრივატიზების დროს თანასაკუთრების უფლება მოიპოვეს სადაო ბინაზე ა-–---------- ბ-----–---–მა, ა------- ბ-----–---–მა, ე-–------ ბ-----–---–მა, ნ----- ბ-----–---–მა, გ------ ა-–----------ს ძე ბ-----–---–მა, ნ---- კ-----------მა და გ------ ე-–------ს ძე ბ-----–---–მა.
ზემოაღნიშნულ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- კ------------ს და გ------ ბ-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოსარჩელე ნ---- კ------------ ცნობილ უნდა იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ; მოსარჩელე გ------ ბ-----–---–- ცნობილ უნდა იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო მოსარჩელე კ-–------ ხ-----ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის 1/7 ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე უნდა ეთქვას უარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 1080 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 მოსარჩელის ნაწილში მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (360+360+50) უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მოსარჩელე კ-–------ ხ------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა მოპასუხეებს გადასახდელად არ დაეკისრებათ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ უძრავი ქონების შეფასებისათვის გადახდილი თანხის 120 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრებას, მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს 120 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვთ - 500 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 333 ლარის ოდენობით გადახდა.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების ნ---- კ------------ს და გ------ ბ-----–---–-ს სასარგებლოდ მოსარჩელეთა მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის საერთო ჯამში - 1223 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის17.03.2017 წლის #2/7240-17 განჩინებით მოსარჩელე მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ---- კ------------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე ნ---- კ------------ ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ.
2. მოსარჩელე გ------ ბ-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე გ------ ბ-----–---–- ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.0-2.0--) 1/7 ნაწილის მესაკუთრედ.
3. მოსარჩელე კ-–------ ხ-----ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უძრავი ქონების მდებარე ქ. თ---–---, გ-–-----ს მე-2 მკ/რ-ნი, კორპუსი 3-, ბინა #9--ის 1/7 ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე ეთქვას უარი.
4. მოპასუხე ე-–------ ბ-----–---–ს, ა------- ბ-----–---–ს და ნ----- ბ-----–---–ს დაეკისროს ნ---- კ------------ს და გ------ ბ-----–---–-ს სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1223 ლარის გადახდა.
5. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.03.2017 წლის #2/7240-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი