განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/288-18 (№041010318005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აგვისტო 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ გო---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლე---- კა------
მამის სახელი: ელ------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, აღ--–-----–------------, N1-----
ადვოკატი - მა----- იო---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილს ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, ქ. ქუთაისში, და---- აღ--–-----–------------ N1------ში მდებარე სახლში, ლე--- კა------მ იძალადა მეუღლეზე ლია ჩუ------ზე (ფეხი ჩაარტყა ზურგში), ძალადობის შედეგად ლია ჩუ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 27 თებერვალს, ქ. ქუთაისში, და---- აღ--–-----–------------ N1------ში მდებარე სახლში, ლე--- კა------მ არასრულწლოვანი შვილის - მა----- კა------ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლია ჩუ------ზე (ხელი კრა და წააქცია), ძალადობის შედეგად ლია ჩუ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2018 წლის 1 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ქუთაისში, და---- აღ--–-----–------------ N1------ში მდებარე სახლში, ლე--- კა------მ არასრულწლოვანი შვილის - მა----- კა------ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლია ჩუ------ზე (მოქაჩა თმაში). ძალადობის შედეგად ლია ჩუ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ლე---- კა------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილს ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლე---- კა------ს ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გიგა ხუ--–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს საღამოს საათებში სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება. ქუთაისში, აღ--–-----–-- გ----ირზე მცხოვრები მოქალაქე ლია ჩუ------ ითხოვდა დახმარებას, რადგან მისი მეუღლე ლე--- კა------ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძახებაზე გამოცხადდა თავად უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გი------ ტუ-----სთან ერთად. კორპუსთან მისვლისას დახვდათ მოქალაქე ლია ჩუ------, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლე--- კა------ს დაკავება მოხდა მის ბინაში, აღ--–-----–-- გ----ირზე. აღნიშნულზე შედგა დაკავების ოქმი, განემარტა უფლებები, ოქმზე მოაწერა ხელი და მოხდა მისი გადაყვანა პოლიციის პირველ განყოფილებაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლე--- შა-–---------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს შეტყობინება შევიდა პოლიციის პირველ განყოფილებაში, რომ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით აღ--–-----–-- გ----ირზე მცხოვრები მოქალაქე ლია ჩუ------ ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან მისი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესში დაიკითხა დაზარალებული, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი მეუღლე სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში აღწერდა სამ ეპიზოდს, როდესაც ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მა----- კა------, რაც ასევე დაადასტურა მა----- კა------მ. ლე--- კა------სათვის ბრალის გაცნობა მოხდა მის მიერ, ადვოკატის თანდასწრებით და გადაეცა მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქრ------- გი-------–---მ განმარტა, რომ ლე--- კა------ს იცნობს მას შემდეგ რაც მათი სიძე გახდა. ლია ჩუ------ მისი ნათესავია, არიან ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები. 2018 წლის 1 მარტს მივიდა ლია ჩუ------სთან სახლში 17:00 საათზე. სახლში საუბრის დროს ცოლ-ქმარი ერთმანეთთან შეკამათდა, თუმცა კამათის მიზეზი არ ახსოვს. ქრ------- გი-------–---მ განმარტა, რომ რადგან ცოლ-ქმრის კამათს შეესწრო არ უნდოდა კიდევ იქ გაჩერება, ლე--- კა------მ უთხრა ლია ჩუ------ს, მარტო არ გაეშვა და წაეყვანა მანქანით. წავიდნენ სახლში საღორიაზე. ლია და ბავშვი ცოტა ხნით გაჩერდნენ მასთან, შემდეგ ლიაც წავიდა სახლში. დაახლოებით გამთენიის 04:15 - 05:00 საათზე დაურეკა ლია ჩუ------მ და უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ ლე--- კა------მ იკამათეს და მან პოლიცია გამოიძახა, ასევე უთხრა, რომ ქრ------- გი-------–--- ხვალ უნდა მისულიყო პოლიციაში, რათა დაეკითხათ. მეორე დღეს წავიდა აღ--–-----–-- გ----ირზე მდებარე პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ მას და ლია ჩუ------ს ამ საკითხზე აღარ ჰქონიათ საუბარი.
დაზარალებულმა ლია ჩუ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
არასრულწლოვანმა მოწმემ მა----- კა------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 1 მარტს, ქ. ქუთაისში, დ. აღ--–-----–-- გ----.N1------ში ლია ჩუ------ს მიმართ მეუღლის ლე--- კა------ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 1 მარტს 18:36:40 საათზე 112-ის საშუალებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,105“ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ცხ------ და აცნობა, ქუთაისში აღ--–-----–-- გ----. N1------ში ლია ჩუ------ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ (არაფხიზელმა) ლე--- კა------მ.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისში, აღ--–-----–-- გ----. №1------ში, 2018 წლის 1 მარტს, 23:00 საათზე ლე---- კა------ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლე---- კა------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლე---- კა------ს მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, ლე---- კა------მ იძალადა მეუღლეზე ლია ჩუ------ზე. რაც შეეხება 2018 წლის 27 თებერვალის ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ (მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული), სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №001619618 დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ 02.03.2018 წ. 03:47-03:58 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლია ჩუ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (01.03.2018), ხოლო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს (26.02.2018). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ლია ჩუ------მ მიიღო ლე---- კა------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად. რაც შეეხება 2018 წლის 1 მარტის ეპიზოდს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა მოწმე გიგა ხუ--–---, რომლის ჩვენება არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლე---- კა------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები ლე--- შა-–--------- და ქრ------- გი-------–---. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ ლე--- შა-–--------- არის საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, რომელსაც უშუალოდ ფაქტთან შემხებლობა არ ჰქონია და ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისა და მოწმებისაგან. რაც შეეხება ქრ------- გი-----–---ს, მან დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლია ჩუ------მ მას ღამით დაურეკა და შეატყობინა, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, ვინაიდან მან და ლე---- კა------მ იკამათეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ლე---- კა------ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლე---- კა------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილს ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ლე---- კა------ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლე---- კა------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ლე---- კა------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ლე---- კა------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ლე---- კა------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ ლე---- კა------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური