განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2018
საქმის ნომერი
140100118002548097
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002548097

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/268-18 07 აგვისტო, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ნ------- ც--–--ის,ბრალდებულ - ნ--------–-------–--,თარჯიმან - მ-------- ო------ ო---–ის,მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028090618002 საქმე ნა-------------–-----------–-------–-- მიმართ, (დაბადებული 1--- წლის 09 მ------, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ ფ-----–-) დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის და ივნისის თვის ეპიზოდები) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ნ--------–-------–-- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, (2018 წლის აპრილის და ივნისის თვის ეპიზოდები); მანვე, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის აპრილის თვეში, კასპის რაიონის სოფელ ფ-----–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვარლ მდგომარეობაში მყოფმა ნ--------–-------–--- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ----–---------–-------–--- შელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ტანისა და თავის არეში, ასევე ცხვირში, რის შედეგადაც ქ----–---------–-------–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

2018 წლის 08 ივნისს, ღამის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ფ-----–- მდებარე საავტომობილო გზაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ--------–-------–--- შელაპარაკებისას ქ----–---------–------–--- რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მარცხენა მხარში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ქ----–----------–-------–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 08 ივნისს, ღამის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ფ-----–- მდებარე საავტომობილო გზაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ--------–-------–--- შელაპარაკების იბ----------–-----------–-- მუშტი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შედეგადაც იბ----------–-----------–-- განიცადა ტკივილი.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ნ--------–-------–-- თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ნ--------–-------–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ნ--------–-------–-- სიფხიზლე-სიმთვრალეზე შემოწმების ოქმით, ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ნ--------–-------–-- ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის და ივნისის თვის ეპიზოდები) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ნ--------–-------–-- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------–-------–-- წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ--------–-------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის და ივნისის თვის ეპიზოდები), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობოთ;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობოთ;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობოთ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ--------–-------–-- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ნ--------–-------–-- პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

პირობით მსჯავრდებულ ნ--------–-------–-- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ--------–-------–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ნ--------–-------–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 09 ივნისიდან 2018 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე