გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-52-2018
130310018002539208
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ხ-–----ი
შესავალი ნაწილი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - ი--------–-–---–ი
მოპასუხე - ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ია
წარმომადგენლები - მ----------------ე, დ-----------–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხ-–----ის მუნიციპელიტეტის მ---ის 2018 წლის 12 ივნისის №497-პ/შ ბრძანება ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენლის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ი--------–-–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა;
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში თვეში 800 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე უთითებს, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტორული სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 12 ივნისის N497-პ/შ ბრძანებით მოხდა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან; მიაჩნია, რომ ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მისივე განმარტებით, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 16 მარტის ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, რასაც ასევე უკანონოდ მიიჩნევს, რადგან გასული იყო სურამის ერთ-ერთ მაცხოვრებელთან პრობლემის გასარკვევად, ანუ ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცაღა მითითებული ბრძანება არ გაუსაჩივრებია. თვლის, რომ ეს ფაქტი გამოიყენა მოსარჩელემ და 2018 წლის 30 აპრილს კვლავ მოხდა მისი შემოწმება. მითითებულ დროსაც, სურამის ერთ-ერთი მაცხოვრებლის გოჩა კორკოტაძის თხოვნით გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს - ჩინურ კომპანიასთან მოსახლეობას ჰქონდა დავა. ადგილზე ასავე მივიდნენ ხ-–----ის მ---ი გიორგი გურასპაშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, რომელსაც მან (მოსარჩელემ) ხელზე გადასცა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია. როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, აღნიშნულ პერიოდში ხ-–----ის მ---იის შიდა აუდიტის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილას იმის შესამოწმებლად, იმყოფებოდა თუ არა იგი (მოსარჩელე) სამსახურში. მოსარჩელე იმასაც აღნიშნავს, რომ მისი, როგორც მ---ის წარმომადგენლის, ვალდებულებაა, შეისწავლოს მის ტერიტორიაზე არსებული პრობლემები და მ---ს წარუდგინოს წინადადებები მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ, და თუ არ გავიდა მოსახლეობაში, ვერ მოხდება მისი ვალდებულებების შესრულება. თვლის, რომ მის მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, და თუკი მისი ქმედება მაინც ჩაითვლებოდა დისციპლინურ გადაცდომად, სამსახურიდან გათავისუფლება არ მიაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად; შესაძლებელი იყო, გამოეყენებინათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან არ იქნებოდა დაკავშირებული, და რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს (27.08.2018 სხდომის ოქმი 13:31:11-13:31:30). მისივე განმარტებით, მან იცოდა, რომ ჰქონდა ვალდებულება, საქმის კურსში ჩაეყენებინა ხელმძღვანელი, იმ შეხვედრის შესახებ, რაც დამსაქმებელსა (ჩინურ კომპანია) და დასაქმებულებს შორის გაიმართა გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. აქვე აღნიშნა, რომ აუცილებლად მიაწვდიდა ინფორმაციას ხელმძღვანელს, ოღონდაც მას შემდეგ, რაც თავად გაერკვეოდა სიტუაციაში (სხდომის ოქმის 13:26:03-13:27:30); ისიც აღნიშნა, რომ წინა დღეს, ანუ ვიდრე აქცია გაიმართებოდა, ერთი დღით ადრე მისთვის ცნობილი იყო ამ შეხვედრის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, თუკი მასთან განხორციელდებოდა სატელეფონო კომუნიკაცია, რაც საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ მომხდარა, იგი გამოცხადდებოდა სამსახურში.
2. მოპასუხის პოზიცია
ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მ---ის სხვადასხვა სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების გადამოწმება. სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი რიგითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენლის ი--------–-–---–ის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი - იგი სამუშაო საათებში არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას. ი--------–-–---–ს 2018 წლის 16 მარტის N806 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, ასევე სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნის გამო. შესაბამისად, 2018 წლის 30 აპრილის ფაქტი წარმოადგენდა ი--------–-–---–ის მიერ, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირის მიერ, ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არის მძიმე დისციპლინური გადაცდომა და ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. მოპასუხე თვლის, რომ 2018 წლის 12 ივნისის N497-პ/შ ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 16 მარტის N806 ბრძანება, რომლითაც ი--------–-–---–ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, არის უკანონო, და აქვე აღნიშნავს, რომ ი--------–-–---–ი დაეთანხმა აუდიტორულ დასკვნასაც და ბრძანებასაც - მას არ უსარგებლია გასაჩივრების უფლებით.
მოპასუხე ასევე არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი 2018 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. ადგილი, სადაც ი--------–-–---–ი იმყოფებოდა, წარმოადგენს სოფელ ოსიაურის ტერიტორიას და, შესაბამისად, არის ოსიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორია.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ თითქოს გამიზნული იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნავს, რომ 2018 წლის 17 აპრილს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, შპს ,,სასტუმრო სურამი პალასი“-ს დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება ი--------–-–---–ის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე. მითითებული კომპანია აწარმოებს დაბა სურამში სასტუმროს მშენებლობას და განმცხადებლის აზრით, ი--------–-–---–ი ხელს უშლიდა პროექტის განხორციელებაში. დაიწყო საქმის საფუძვლიანი შესწავლა, რის შედეგადაც ი--------–-–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. მოპასუხე თვლის, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის ვარაუდს, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება დევნა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდება.
მოპასუხე იმასაც უთითებს, რომ მუნიციპალიტეტის მ---იის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მ---ის სხვადასხვა სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების გადამოწმება და რომ ეს მხოლოდ სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში არ მომხადარა. 2018 წლის 30 აპრილს სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი რიგითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა ი--------–-–---–ის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი - იგი სამუშაო საათებში არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას; მისი ადგილსამყოფელისა და მიზეზის შესახებ, თუ რატომ არ იმყოფებოდა სამსახურში, არ იყო საქმის კურსში არც მისი ხელმძღვანელი და არც ადგილზე მისი თანმშრომელი.
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეში მესამე პირი (-ები) არ ყოფილა ჩაბმული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 9 იანვრის №18-პ/შ ბრძანების საფუძველზე ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენლის პოზიციაზე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ი--------–-–---–თან ერთი თვის ვადით, 2018 წლის 9 იანვრიდან 9 თებერვლამდე. მითითებული ვადა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 8 თებერვლის №72-პ/შ ბრძანებით გაგრძელდა 15 თებერვლის ჩათვლით ( ს.ფ. 81-83; 78-80).
4.2. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 13 თებერვლის №82-პ/შ ბრძანებით ი--------–-–---–ი ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენლის კორექტირებულ და გარდაქმნილ თანამდებობაზე მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტად იქნა გადაყვანილი. ( ს.ფ. 77).
4.3. ი--------–-–---–ის მიმართ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის №517 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება; მ---ის 2018 წლის 16 მარტის №806 ბრძანებით, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის 14 მარტის №790/10 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენელს ი--------–-–---–ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (ს.ფ. 66-73). მითითებული ბრძანება ი--------–-–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა.
4.4. ი--------–-–---–ის მიმართ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 01 მაისის №1067 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება; მ---ის 2018 წლის 12 ივნისის №497 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის №1808/10 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, დადგინდა, რომ ი--------–-–---–ი 2018 წლის 30 აპრილს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას უკვე ჰქონდა შეფარდებული ,,გაფრთხილება“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნატის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და ამავე კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ი--------–-–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,სამსახურიდან გათავისუფლების“ შეფარდების შესახებ. (ს.ფ. 35-45; 59).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N37 დადგენილება
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის შინაგანაწესის პირველი მუხლის თანახმად, შინაგანაწესი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 122-ე მუხლის და შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, არეგულირებს საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს. შინაგანაწესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული პირი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე; ხოლო მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაო დღე იწყება 9:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე (ს.ფ. 162-163).
7.2. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N37 დადგენილების, რომლითაც დამტკიცდა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის დებულება, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ---ის წარმომადგენელი მ---ს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მ---თან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან.
7.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ იგი მიმდინარე წლის 30 აპრილს სურამის მაცხოვრებლებთან შეხვედრით, რომლებსაც გარკვეული პრობლემა ჰქონდათ ჩინურ კომპანიასთან, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და რომ იმ კონკრეტულ მომენტში მათთან შეხვედრა და პრობლემის ადგილზე გაცნობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი ყოფნა სამსახურის შენობაში. დადგენილია, რომ მისი სამსახურში არყოფნის მიზეზის შესახებ არც ხელმძღვანელს და არც ადგილზე თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია. სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნინო ჩადუნელმა, რომელიც დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის სამსახურის კოორდინაციის სპეციალისტია, დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო, მიმდინარე წლის 30 აპრილს, დილით რა მიზეზით არ მივიდა სამსახურში ი--------–-–---–ი და სად იმყოფებოდა იგი. მან ისიც დაადასტურა, რომ შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შესთავაზა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ტელეფონით დაუკავშირდებოდა ი--------–-–---–ს და გაარკვევდა მისი ადგილზე არყოფნის მიზეზს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მისივე განმარტებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ი--------–-–---–ი არ იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ თუკი გაჩნდებოდა საჭიროება გარკვეული საკითხის მასთან შეთანხმებისა, უკავშირდებოდა ტელეფონით და არ ახსენდება შემთხვევა, რომ მისი ზარისთვის არ ეპასუხოს ი--------–-–---–ს ან არ მისულიყო სამსახურში საჭიროების შემთხვევაში (სხდომის ოქმი 27.08.2018; 13:43:53-13:55:46).
7.4.დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ ი--------–-–---–მა წინა დღეს მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 30 აპრილს იგეგმებოდა გარკვეული აქცია-შეხვედრა, შესაბამისად, მას ჰქონდა საკმარისი დრო, იმისთვის, რომ უშუალო ხელმძღვანელი ჩაეყენებინა საქმის კურსში, როგორც აქციასთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებაც, რომ 30 აპრილს დილიდან ვერ შეძლებდა სამსახურში მისვლას, ვინაიდან სურამის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ესაჭიროებოდა მისი დახმარება-თანადგომა დამსაქმებელთან (ჩინურ კომპანიასთან) არსებული პრობლემის მოგვარებაში.
7.5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება; ამავე კანონის 98-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
7.6. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 16 მარტის №806 ბრძანებით, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---იის დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მ---ის წარმომადგენელს ი--------–-–---–ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. მითითებული ბრძანება ი--------–-–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა. დადგენილია, რომ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში ი--------–-–---–ი მიმდინარე წლის 30 აპრილს არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე - მიზეზთან დაკავშირებით არ იყო ინფორმირებული მისი ხელმძღვანელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოსაზრება, რომ თუკი 30 აპრილს მისი სამსახურში გამოუცხადებლობა მაინც განიხილება ისე, როგორც დისციპლინური გადაცდომა, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ეს არ უნდა გამხდარიყო და რომ შეიძლებოდა, დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა შეეფარდებინათ მისთვის, ვერ ჩაითვლება ისეთ არგუმენტად, რაც შესაძლოა, საფუძველი გახდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა.
7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
7.8. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება.
7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
7.10. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან წინააღმდეგობა, მოსარჩელის მოთხოვნა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ---ის 2018 წლის 12 ივნისის N497-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-13, 22-ე 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება, გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ქ. ხ-–----ი, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი