განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი
სხდომის მდივნები - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - მარიამ ბერძენიშვილი
დაცვის მხარე
დამცველი - ნ--------–-–---–-, ც------------------
ბრალდებული - გ------- თ-------- ძე ღ-----–---–-, დაბადებული - 1--- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ს--------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჭ-------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 22 მარტს ნ-----–-----------–---სა და შპს „ს-------------ს“ წარმომადგენელ გ------- ღ-----–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად გ------- ღ-----–---–ს სარგებლობაში გადაეცა ოთხი ავტომობილი. აქედან ერთ-ერთი „M------------”, სახ. N-------, რომელიც იყო ნ-----–-----------–---ს მეუღლის - თ----- ღ---------- საკუთრება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, გ------- ღ-----–---–-ს საკუთრებაში იმ შემთხვევაში გადავიდოდა ოთხივე ავტომობილი, თუ ის სრულად, დადგენილ ვადაში გადაუხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ნ-----–-----------–---ს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გ------- ღ-----–---–ს აღნიშნულის უფლება არ ჰქონდა, 2015 წლის 22 მარტს მან განიზრახა გაესხვისებინა ავტომანქანა „M------------“ სახ. N-------. 2015 წლის 22 მარტს გ------- ღ-----–---–- შეხვდა ზ------ გ---–---–- და უთხრა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო თ----- ღ---------- საკუთრება. მოატყუა დაზარალებული, რომ თ----- ღ--------ა იყო მისი ნათესავი, მასთან შეთანხმებით ყიდიდა ავტომანქანას და გადაფორმებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა. ზ------ გ---–---–ი ენდო გ------- ღ-----–---–ს და ჯამში გადაუხადა 4700 აშშ დოლარი, თუმცა ავტომობილი ვერ გადაიფორმა. ამრიგად, გ------- ღ-----–---–- მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ზ------ გ---–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 4700 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
დაზარალებულმა ზ------ გ---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დ----- ი---------–- არის მისი ბავშვობის მეგობარი, ხოლო გ------- ღ-----–---–- გაიცნო დ----- ი---------–-სგან. დ----- ი---------–-სთვის ცნობილი იყო, რომ უნდოდა ავტომანქანის შეძენა და შესთავაზა „B--“-ს მარკის ავტომანქანა, რის სანაცვლოდ წინასწარ გამოართვა 300 აშშ დოლარი. 2015 წლის 22 მარტს დაუკავშირდა დ----- ი---------–- და განუცხადა, რომ „B--“-ს მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას ვერ ახერხებდა და შესთავაზა მისი ნათესავის საკუთრებაში არსებული „------------“ მარკის ავტომანქანის შეძენა. შეთანხმდნენ, რომ დაათვალიერებდა ავტომანქანას და თუკი მოეწონებოდა შეიძენდა. 2015 წლის 22 მარტს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, დაუკავშირდა დ----- ი---------–-, რომელმაც აცნობა, რომ ავტომანქანა ჩაყვანილი ჰყავდათ სოფელ ს---------–-–- და შეეძლო ენახა. დ----- ი---------–თან ერთად მივიდა ავტომანქანის დასათვალიერებლად, სადაც გაიცნო გ------- ღ-----–---–-. შეთანხმდნენ, რომ ავტომანქანას შეიძენდა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარად, რომელსაც გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ. გ------- ღ-----–---–მა განუმარტა, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა მისი ნათესავის თ----- ღ---------- საკუთრებას, რის დასადასტურებლადაც წარუდგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და იქვე განუმარტა, რომ ავტომანქანის გაფორმებაზე არ შეექმნებოდა პრობლემა, რადგან თ----- ღ--------ა იყო მისი ნათესავი. მეორე დღეს, დაზარალებული გ------- ღ-----–---–ს შეხვდა ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა 3700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, ხოლო გ------- ღ-----–---–მა - ავტომანქანა და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. 2015 წლის 25 აპრილს ბრალდებულს კიდევ გადასცა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და სთხოვა, რომ ავტომანქანა მის სახელზე გაეფორმებინა, დაალომბარდებდა და დარჩენილ თანხასაც მისცემდა, მაგრამ უარი მიიღო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა გ------- ღ-----–---–ს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანის მესაკუთრისთვის - თ----- ღ----------თვის გადასახდელი ჰქონდა 800 (რვაასი) აშშ დოლარი და შესთავაზა გადაეხადა აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც ავტომანქანას უპრობლემოდ გაუფორმებდა, რაზეც დათანხმდა. გ------- ღ-----–---–მა განუმარტა, რომ ქალაქიდან გადიოდა პირად საქმეზე, გადასცა ავტომანქანის მეპატრონის ტელეფონის ნომერი სთხოვა დაკავშირებოდა და გადაეხადა დარჩენილი თანხა 800 (რვაასი) აშშ დოლარი, რის შემდეგაც თ----- ღ--------ა უპრობლემოდ გადაუფორმებდა ავტომანქანას. გ------- ღ-----–---–-ს მიერ მიწოდებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თ----- ღ---------- მეუღლეს - ნ-----–-----------–---ს, რომელსაც განუმარტა, რომ გ------- ღ-----–---–-სგან შეიძინა ავტომანქანა „მერსედესი“, მზად იყო გადაეხადა დარჩენილი 800 (რვაასი) აშშ დოლარი და სთხოვა ავტომანქანის გადაფორმება, რაზედაც ნ-----–-----------–---მ უპასუხა, რომ გ------- ღ-----–---–ს დიდი თანხა ჰქონდა გადასახდელი და სანამ თანხას სრულად არ გადაუხდიდა ავტომანქანა არ გადაფორმდებოდა. დაზარალებულის განმარტებითვე, გ------- ღ-----–---–-ს ქმედებით მიადგა 4700 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.
მოწმე ნ-----–-----------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ გადაწყვიტა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების გასხვისება და სწორედ აღნიშნული მიზნით განცხადება განათავსა საიტზე -----------ზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2015 წლის თებერვალის თვეში დაუკავშირდა გ------- ღ-----–---–-, რომელსაც უნდოდა მწვანე ფერის „ოპ--–--------ს“ ფირმის ავტომანქანის შეძენა. 2015 წლის 22 მარტს გ------- ღ-----–---–- ცოლის ძმასთან ერთად მივიდა მასთან, რომელმაც განუმარტა, რომ უნდოდა ოთხივე ავტომანქანის შეძენა, თუმცაღა არ ჰქონდა მთლიანი თანხა და შესთავაზა თანხის ეტაპობრივად დაფარვა, რაზედაც დათანხმდა. შეთანხმდნენ ოთხივე ავტომანქანის, კერძოდ: „მ-------------–-------“, ორი „ოპ--–--------ს“ და „-------“ შეძენაზე, რომლებშიც ეტაპობრივად სულ უნდა გადაეხადა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი. კერძოდ: ავტომანქანების გადაცემის დროს გ------- ღ-----–---–ს უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, 2015 წლის მარტის ბოლომდე უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის მაისის ბოლომდე უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი. ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და უჭირდა გადაადგილება, მის მიერ მეორე დღეს სახლში შედგენილი იქნა ხელშეკრულება, თუმცა ვინაიდან პრინტერი არ ჰქონდა შვილს - ი------------–--ას გადაუგზავნა ოფისში და სთხოვა ხელშეკრულების ამობეჭდვა. ი------------–--ას ოფისში მიაკითხა გ------- ღ-----–---–მა და ხელშეკრულებასთან ერთად მივიდნენ მასთან სახლში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში ვინ კოდები იყო არასწორად მითითებული და საჭირო გახდა ხელშეკრულების შესწორება. აღნიშნული მიზნით, ი------------–--ა და გ------- ღ-----–---–- კვლავ წავიდნენ ოფისში და ჩაასწორეს ხელშეკრულება, რომელსაც ნ-----–-----------–---ს თანხმობით მათვე მოაწერეს ხელი, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეზოში ვერ ჩავიდა. გ------- ღ-----–---–სა და ი------------–--ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ------- ღ-----–---–ს გადაეცა ავტომანქანებით სარგებლობის უფლება, განკარგვის უფლების გარეშე, ხოლო განკარგვის უფლებას მოიპოვებდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარს მთლიანად გადაიხდიდა. გ------- ღ-----–---–მა იმავე საღამოს გადასცა 2500 (ორი ათასხუთასი) აშშ დოლარი და განუმარტა, რომ მეორე დილით გადასცემდა 1500 (ათასხუთას) აშშ დოლარს, თუმცა მეორე დღეს თანხა არ მიუტანა, ხოლო როდესაც უკავშირდებოდა სხვადასხვა მიზეზს იგონებდა, რომ თანხა არ გადაეხადა. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ბრალდებული ავტომანქანებს დაუბრუნებდა, თავად კი - 2500 (ორი ათასხუთას) აშშ დოლარს. 2015 წლის 07 აპრილს დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, როგორც მოგვიანებით გაიგო ზ------ გ---–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გ------- ღ-----–---–-სგან შეიძინა „------------“ მარკის ავტომანქანა და სთხოვა გაყოლოდა ავტომანქანის გაფორმების მიზნით. ზ------ გ---–---–- მან განუმარტა, რომ გ------- ღ-----–---–ს თანხა ჰქონდა გადასახდელი და სანამ სრულად არ გადაუხდიდა არ გადაუფორმებდა ავტომანქანას. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ატყუებდა და ემალებოდა, დახმარების სათხოვნელად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მოგვიანებით, გ------- ღ-----–---–-სგან უცხო ნომრიდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ საგამოძიებო ორგანოებთან პრობლემების გამო იყო მიმალვაში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი------------–--ამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებისა და ბრალდებულთან შეთანხმების თანახმად, ავტომანქანების გადაფორმება მოხდებოდა მხოლოდ ოთხივე ავტომანქანის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ.
მოწმე დ----- ი---------–-ს ჩვენების მიხედვით, 2015 წლის მარტის თვეში დამხმარედ მუშაობდა მეგობართან ისანში დაშლილი ავტომანქანების ბაზრობაზე. სწორედ მეგობრისგან გაიცნო გ------- ღ-----–---–-. გ------- ღ-----–---–მა შესთავაზა, რომ დაეწყოთ ავტომანქანების ბიზნესი, რომელშიც ჩადებდა 10 000 აშშ დოლარს, ხოლო რამდენიმე დღეში გასაყიდად მიუყვანა „------------“ ფირმის ავტომანქანა, სახ. N-------. აღნიშნული ავტომანქანა ნახა ზ------ გ---–---–მა, რომელსაც მოეწონა და უნდოდა შეძენა. გ------- ღ-----–---–მა ზ------ გ---–---–- განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა მისი ნათესავის - თ----- ღ---------- საკუთრებას და მასთან შეთანხმებით ყიდიდა ავტომანქანას, რის გამოც ავტომანქანის გაფორმებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებოდა. შეთანხმდნენ, რომ თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მთლიანი თანხის გადახდის შემდეგ გადაუფორმებდა ავტომანქანას. მეორე დღეს, გ------- ღ-----–---–მა ზ------ გ---–---–- გადასცა „------------“ მარკის ავტომანქანა, ავტომანქანის გასაღები და თ----- ღ---------- სახელზე გაცემული ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, რათა ზ------ გ---–---–- შეძლებოდა ავტომანქანით სარგებლობა, ხოლო ზ------ გ---–---–მა გადასცა თანხის ნაწილი 3 700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი. მოგვიანებით დაზარალებულმა ბრალდებულს კიდევ გადასცა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და სთხოვა ავტომანქანა გადაეფორმებინა, რომელსაც დაალომბარდებდა და გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, რაზეც გ------- ღ-----–---–მა უარი განუცხადა.
მოწმე გ---- ბ-–---–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ვაკე საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილებიდან სამსახურეობრივი ბარათით გადაიგზავნა ნ-----–-----------–---ს განცხადება გ------- ღ-----–---–-ს მიერ თაღლითობის ჩადენასთან დაკავშირებით. თავდაპირველად აღნიშნული განცხადება შესასრულებლად დაეწერა გ------- მაისურაძეს, ხოლო შემდეგ გადაეწერა მას. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ: მოწმეებს განუმარტა უფლება-მოვალეობები, დაკითხა ნ-----–-----------–---, ზ------ გ---–---–ი, დ----- ი---------–-, ქ------ წ-–---–---–----------------–------------------------–---–-------------------------------------–- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ს. ზ------ გ---–---–მა დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარადგინა „------------“ ფირმის, სახ. N-------, ავტომანქანა, ავტომანქანის გასაღები და სარეგისტრაციო მოწმობა, რომლებიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და გაჩერებული იქნა პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული იქნა განჩინება ყადაღის დადების თაობაზე, რომელიც გადააგზავნა მომსახურების სააგენტოში აღსრულების მოთხოვნით. ასევე, წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების სააგენტოს და მეწარმეთა რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია ხელშეკრულებაში მითითებული სამეწარმეო პირის არსებობასთან დაკავშირებით.
მოწმე ქ------ წ-–---–---–ის სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებული ჩვენებით დგინდება, რომ ისანში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გახსნა დაშლილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზია, რომელსაც ამუშავებდა მარტო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეგობარმა - დ----- ი---------–მა სთხოვა მასთან მუშაობის დაწყება, რომელსაც დააწყებინა მუშაობა. 2015 წლის მარტის თვეში მაღაზიაში მივიდა მისი უბნელი - გ------- ღ-----–---–-, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა საქმეში შესვლა. ვინაიდან, გ------- ღ-----–---–ს თანხა არ ჰქონდა, შესთავაზა ავტომანქანების გაყიდვით მიღებული ფულის ჩადებდა მაღაზიაში. ბრალდებულს თან ჰყავდა მიყვანილი „------------“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით „T------“ და იმავე დღეს უთხრა მას და დ-----ს, რომ გასაყიდ მანქანებს შორის ერთ-ერთი სწორედ აღნიშნული „მერსედესი“ იყო. დ-----მა დაურეკა მის სოფლელ ზ------ გ---–---–- და უთხრა, რომ იყიდებოდა „------------“ ფირმის ავტომანქანა და შესთავაზა ენახა გ------- ღ-----–---–-. იმავე ღამეს, გ------- ღ-----–---–თან ერთად „მერსედესით“ მივიდნენ სოფელ ს---------–-–-, სადაც შეხვდნენ ზ-----ს და დ-----ს. ზ-----მ მოიწონა ავტომანქანა და გ-------ს შეუთანხმდა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარზე, თუმცა მისივე თქმით, ვინაიდან სრული თანხა თან არ ჰქონდა, მეორე დილით ჩავიდოდა თბილისში, ჩაიტანდა თანხის ნაწილს, მისცემდა გ-------ს, ხოლო გ------- მას გადასცემდა ავტომანქანას. მეორე დილით, მეტრო „ისანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დ-----თან ერთად შეხვდა ზ------ გ---–---–-, რომელმაც გ-------ს გადასცა 3700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა გარკვეული დროის შემდეგ. ასევე, გ-------მ ზ------ს დანარჩენი გადასახდელი თანხიდან გამოუქვითა დ-----ის მიერ მისაცემი ვალი 300 (სამასი) აშშ დოლარის ოდენობით. გ-------მ გადასცა ზ-----ს ავტომანქანა, გასაღები და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, რომელიც გაცემული იყო ვინმე თ----- ღ---------- სახელზე. გ-------მ ზ-----ს უთხრა, რომ მანქანის მესაკუთრე თ----- ღ--------ა იყო მისი ახლობელი და მანქანას ყიდიდა მასთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე. მოგვიანებით, დაზარალებულმა მისი და დ----- ი---------–-ს თანდასწრებით ბრალდებულს კიდევ გადასცა 1000 აშშ დოლარი. შემდეგ, ზ-----ს მხრიდან იყო შეთავაზება ავტომანქანის დალომბარდების და დარჩენილი თანხის დაფარვის, მაგრამ ამ შეთავაზებაზე გ-------სგან იყო უარი. შემდეგ, იგი ჩავიდა ს---------–-–- და შეხვდა გ---–---–-, რათა გაერკვია თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნული საკითხის მოგვარება, რაზეც ზ-----მ უთხრა, რომ ბრალდებულს ან ავტომანქანა გადაეფორმებინა მასზე ან/და გადახდილი თანხა დაებრუნებინა უკან.
2015 წლის 22 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ი------------–--ას და შპს „ს-------------ს“ წარმომადგენელს გ------- ღ-----–---–ს შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი------------–--ამ აიღო ვალდებულება, რომ გ------- ღ-----–---–ს გადასცემდა ოთხ ავტომობილს, მათ შორის „M------------”-ს სახ. N-------. ასევე, გადასცემდა ქონებასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ დოკუმენტს და უზრუნველყოფდა მის სახელმწიფო რეგისტრაციას მყიდველის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სახელზე ქონების ღირებულების სრულად დაფარვისთანავე. საკუთრების უფლება მყიდველზე გადავიდოდა ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ. ქონების ღირებულებად განისაზღვრა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი. ავტომანქანის გადაცემისთანავე მყიდველს უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2015 წლის 31 მარტისა, ხოლო დარჩენილი თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი - არა უგვიანეს 2015 წლის 31 მაისისა.
2015 წლის 02 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა მოწმე ნ-----–-----------–---ს მიერ წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში შენახული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. კერძოდ, 2015 წლის 24 მარტს 19:57 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „მოვდივარ ძმაო, გზაში ვარ“. 2015 წლის 24 მარტს 20:13 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „ყველაზე დიდი ერთ საათში“. 2015 წლის 24 მარტს 21:31 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „ფული მომაქვს ძმაო, რა ბავშვი, ხომ არ ხარ!“ 2015 წლის 27 მარტს 16:40 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „ნ--- ორშაბათს ავდგები ფეხზე ძმაო და საათის ოთხისთვის შევიკრიბოთ, ეს ასტრა და ჰონდა მიყავთ და ბალონი უნდა გავატანოთ. ძმაო ორშაბათს სამზე ან ოთხზე აუცილებლად ვნახოთ ერთმანეთი, ფულიც ხომ ამოსატანია დარჩენილი, გამაყუჩებლებს მიკეთებენ და თუ არ გიპასუხე, ე.ი. მძინავს“. 2015 წლის 30 მარტს 19:42 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „ჯანმრთელობაზე არაფერი აღარ მიჭირს, ჩემმა დისშვილმა 11 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო და აქ ვარ სოფელში“; 19:50 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „ნ--- მაპატიე ძმაო, მართლა გულით გთხოვ, როგორც კაცი კაცმა, ჩამოვალ ამ კვირის ბოლოს, პარასკევს საღამოს, უფრო სწორედ ხუთშაბათს გავასვენებთ ბავშვს და იმ ღამესვე გნახავთ“. 2015 წლის 07 აპრილს 16:45 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „დაგირეკავ დღის ბოლომდე და გეტყვი, ჯერ ფულს ვეძებ, 1500 უკვე ხელში მაქვს“. 2015 წლის 08 აპრილს 10:24 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „დილა მშვიდობის ნ---, პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე ამოვალ შენთან სახლში, რომ ნოტარიუსში წავიდეთ, ფულიც ზედ მექნება და როგორც ვთქვით, ნოტარიუსში ხელი-ხელში შენ ჯერ გენერალურ მინდობილობებს, მე ნოტარიუსის თანდასწრებით გაძლევ ფულს“. 2015 წლის 0- აპრილს 08:24 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „შენი მანქანები ეზოში დგას, წუხელ ბავშვი მომპარეს, გზაში ვარ, მოვდივარ, მანქანებს ყველას გატან. არ მიღირს ეგ ოპელები არცერთი 2500 დოლარი, ამიტომ ფულს დამიბრუნებ ძმა“. 2015 წლის 0- აპრილს 16:17 საათზე შესულია შეტყობინება გ------- ღ-----–---–-ს ნომრიდან 5----------- „მანქანის გასაღებებს ველი, რომ ამოვიყვანო ნ---. თუ არა და აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვდგავარ, რომ საჩივარი შევიტანო, დღეს ყველა ვარიანტში მანქანებს ამოგიყვან და იმაზე რაც გითხარი არ მიღირს მე არცერთი მანქანა 2500 აშშ დოლარი, ჩავრთავ ჩემს ნომერს და დაგირეკავ, რომ წამოვიყვან მანქანებს“. 2015 წლის 14 აპრილს 10:58 საათზე შემოსულია შეტყობინება უცხო ნომრიდან 5----------- „ნ--- ძმაო, შენი მანქანები დგას ეზოში, ეზო კი იცი, მიდი და წამოიყვანე. მე პრობლემები შემიქმნა პოლიციამ, სანამ არ მოგვარდება, მაგათთან ვიქნები სხვისი ნომრით ჯერ. ერთ კვირაში მოვაგვარებ პოლიციასთან პრობლემას და მერე ჩამოვალ და დაგირეკავ. ხვალ უნდა ველაპარაკო ადვოკატს, რომ რა ხდება გვარდება თუ არა ჩემი საქმე. მანქანებს მიაკითხე ან ერთ კვირაში თავად ადვოკატს დავავალებ, თუ არ მოგვარდა, რომ ამოგვიყვანოს სახლში“. 2015 წლის 14 აპრილს 10:58 საათზე შესულია შეტყობინება უცხო ნომრიდან ნომრიდან 5----------- „ეს სხვისი ნომერია და საღამოს ვეცდები ახალი ნომერი მოვიტანო და დაგირეკო“. 2015 წლის 21 აპრილს 18:58 საათზე შესულია შეტყობინება უცხო ნომრიდან 5----------- „გ-------ს ბიჭი ვარ, ორი დღე გვაცადე მაქსიმუმ, მანქანას მოვიყვან იმ ოპელს აუცილებლად“.
2015 წლის 0- ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ზ------ გ---–---–ის მიერ წარდგენილი „------------“ ფირმის E-350 მოდელის ავტომანქანა სახ. N-------, რომელიც არის რუხი ფერი, ოთხივე კარი და საბარგული არის ჩაკეტილ მდგომარეობაში. ჩაკეტილია ძრავის ხუფი. ავტომანქანას აქვს ოთხი საბურავი და დაზიანების რაიმე კვალი ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნება.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი იმ საფუძვლით, რომ საქმეში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან დაცვის მხარის პოზიციაარ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის კარგად იყო ცნობილი ის გარემოება, რომ ავტომანქანების ღირებულების სრულად დაფარვამდე არ ჰქონდა ავტომანქანების გაყიდვის უფლება და მიუხედავად აღნიშნულისა, მან მოატყუა დაზარალებული, რომ გაფორმებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა, ავტომანქანა მის ნათესავზე იყო რეგისტრირებული და მოტყუებით გამოართვა 4700 აშშ დოლარი, რომელიც უკან აღარ დაუბრუნებია.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ------- ღ-----–---–- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და გ------- ღ-----–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება და 3. მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ზ------ გ---–---–ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 4700 აშშ დოლარს. აღნიშნული კი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული ნათელია, რომ ბრალდებული გ------- ღ-----–---–- მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 4700 აშშ დოლარს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ მას არ ჰქონდა საკუთრების უფლება მოპოვებული აღნიშნულ ავტომანქანაზე და ვერ შეძლებდა მის გადაფორმებას ზ------ გ---–---–ისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა მის ახლობელს და გადაფორმება არ წარმოადგენდა პრობლემას, რის საფუძველზეც მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას.
სასამართლო ასევე, უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ღ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„------------“ ფირმის ,,E-350“ მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით T------, „------------“ ფირმის ,,E-350“ მოდელის ავტომანქანის ტექ. პასპორტი და გასაღები, რომელებიც ჩაბარებული აქვს ნ-----–-----------–---ს, ყადაღის მოხსნის შემდეგ, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ღ-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2. გ------- ღ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.
3. გ------- ღ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ თ-----ა ღ---------- საკუთრებაში არსებულ ავტომობილ ,,მ-------------–-------ს“, ფერი - რ-----------–------–--–------, სანომრე ნიშანი T------, საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას A--------, გაცემული 14.07.2--- წელს და გასაღებთან ერთად, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დ----- მგელიაშვილი