განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
330100114566534
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

(საქმეN1--------)

(საქმეN1--------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ზ---- ქ--------–---–-

ადვოკატი: ნ-----–---- ბ---–-----

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: რ----- დ-------ე

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 1---------წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–----------------------------–-------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-

 

ბრალდებული: ი-–-- ლ-----ე

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 0---------წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–----------------------------–-------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რ----- დ-------ის და ი-–-- ლ-----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 28 მარტს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, პროკურორ ზ---- ქ--------–---–-ს შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების თაობაზე დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმეს №0----------- (სასამართლო წარმოების №1--------) ბრალდებულ რ----- დ-------ის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქარათველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაუერთიანდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე №0----------- (სასამართლო წარმოების №1--------) ე------ დ--------ის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის საქმე №0----------- (სასამართლო წარმოების №1--------) ი-–-- ლ-----ის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა საქმის ნომერი 1-------- და საქმის განხილვა გაგრძელდა ერთ წარმოებად.

 

2018 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ნ-----–---- ბ---–----ის შუამდგომლობა ბრალდებულ ე------ დ--------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ე------ დ--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

ბრალდების არსი:

რ----- დ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

ი-–-- ლ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი ს----–-–------ საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მეშვიდე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. მეექვსე პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მეშვიდე მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა) ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. ,,წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. მე-2 პუნქტის თანახმად წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილი იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარეს წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით - 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით მდინარე ჭ-------ის სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-------–--–-- 90 კილომეტრი. შესაბამისად ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრს.

 

1. 2011 წლის 0-----–---, საქართველოს მ----------სა და შპს ,,ა------------------”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა----ის რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ-------ისა და ა-------–--–-- ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 1 კვ.მ-ში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს. ხ--–---------- რაიონის სოფელ მ---------ში მცხოვრებ რ----- დ-------ის მამას დ----- დ-------ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. რ----- დ-------ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ მდინარე ჭ-------ის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა ს----–-–------ კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს ,,ა------------------”-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით რ----- დ-------ემ დახმარებისათვის მიმართა შპს ,,გ----” ამზომველ ხ------ ლ-----ეს და სთხოვა მამის დ----- დ-------ის სახელზე აეზომა მდინარე ჭ-------ის კალაპოტში არსებული 3890 კვ.მ. ფართი. აღნიშნულზე ხ------ ლ-----ე დათანხმდა და 2012 წლის 0------------- დ----- დ-------ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის თვითმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად რ----- დ-------ემ მიმართა ხ--–---------- რაიონის სოფელ მ---------ის რ–---------–- ჯ----– ლ-----ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მამის დ----- დ-------ის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ----– ლ-----ემ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 1------------- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა დ----- დ-------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 3890 კვ.მ. ფართის არსებობის შესახებ. ამის შემდეგ 2012 წლის 1------------- რ----- დ-------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ს-------------------------------–------------- ხ--–---------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის რ----- ზ----ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 2------------- რ----- დ-------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ, ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში, ნაწილობრივ მდინარის რიყეზე და მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 3893 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით რ----- დ-------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება ს----–-–------ კუთვნილ ფართზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს ,,ა------------------” და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს ,,ა------------------”-ის კუთვნილ, ჯამში 77 860 ლარს. აღნიშნული ქმედებით რ----- დ-------ემ ს----–-–------ და შპს ,,ა------------------”-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 0--------–- ს-------------------------------–------------- გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 3893 კვ.მ. ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

2. 2011 წლის 0-----–---, საქართველოს მ----------სა და შპს ,,ა------------------”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა----ის რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ-------ისა და ა-------–--–-- ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 1 კვ.მ-ში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს. ხ--–---------- რაიონის სოფელ მ---------ში მცხოვრებ ი-–-- ლ-----ის დედას ნ-----–- ლ-----ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ი-–-- ლ-----ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-------ის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა ს----–-–------ კუთვნილი ფართები და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს ,,ა------------------”-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ი-–-- ლ-----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს ,,გ----” ამზომველ ხ------ ლ-----ეს და სთხოვა დედამისის ნ-----–- ლ-----ის სახელზე აეზომა მდინარე ჭ-------ის კალაპოტში არსებული 545 კვ.მ. და 1288 კვ.მ. ფართები. აღნიშნულზე ხ------ ლ-----ე დათანხმდა და 2013 წლის 0----------------- ნ-----–- ლ-----ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელშიც აღნიშნული ფართების დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. გარდა ამისა ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის თვითმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ი-–-- ლ-----ემ მიმართა ხ--–---------- რაიონის სოფელ მ---------ის რ–---------–- ჯ----– ლ-----ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართების მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ----– ლ-----ემ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 0-------------------------- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ნ-----–- ლ-----ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 545 კვ.მ. და 1288 კვ.მ. ფართების არსებობის შესახებ. ამის შემდეგ 2013 წლის 0--------------------------- ი-–-- ლ-----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ს-------------------------------–------------- ხ--–---------- სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის დ----- გ-------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, ი-–-- ლ-----ისა და ნ-----–- ლ-----ის სახელზე სოფელ მ---------ში, რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ, ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 545 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 2-----------, დარეგისტრირდა 2013 წლის 0------------–- და ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში, ნაწილობრივ მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე და მდინარის წყალდაცვითი ზოლში არსებული 1289 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 2----------- დარეგისტრირდა 2013 წლის 2----------. ამ გზით ი-–-- ლ-----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება ს----–-–------ კუთვნილ ფართებზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს ,,ა------------------” და მითითებული ფართების ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს ,,ა------------------”-ის კუთვნილ, ჯამში 36 680 ლარს. აღნიშნული ქმედებით ი-–-- ლ-----ემ ს----–-–------ და შპს ,,ა------------------”-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 0--------–- ს-------------------------------–------------- გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 545 კვ.მ. და 1289 კვ.მ. ფართების რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------- წ---–-----მა განმარტა, რომ არსებობს დაურეგისტრირებელი და დარეგისტრირებული უძრავი ქონება. არსებობს დაურეგისტრირებელი უბრალო ქონება, რომელიც ასევე წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას თუ არ არსებობს რაიმე სხვა დოკუმეტი, რომელიც ადგენს ფიზიკური პირის სამართლებრივ უფლებას ამა თუ იმ მიწაზე. ს----–-–------ არ აქვს ყველა მიწა დარეგისტრირებული საქართველოს მასშტაბით, პერიოდულად ხდება მათი აღრიცხვა და რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულ საქმეზე მოხდა გარკვეული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება კერძო პირებზე, რომლებსაც არ ქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რითაც ს----––------ მიადგა გარკვეული სახის ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული. მოწმის განმარტებით, არის მიწები, რომლებიც მდინარის კალაპოტთანაა და რომელთა რეგისტრაციაც არ შეიძლება. როგორც იცის, სადავო მიწებიც მოქცეული იყო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთა დარეგისტირება არ შეიძლებოდა.

 

გარდა ზემოთმითითებული ჩვენებისა, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, ს----------------------- გადმოგზავნილი მასალებით, უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, ს----------------------- მიღებული სიტუაციური და KFW მონაცემების შემცველი ნახაზებით და სურათებით, ე------------ სამინისტროდან მიღებული მასალებით, წყლის შესახებ კანონით, ს------------------ის ინსტრუქციით, ხ--–---------- რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემებით და საკომლო ჩანაწერებით, ს-------------------------------–------------- გადაწყვეტილებით, თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებებით, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამასთან, ბრალდებულებმა ი-–-- ლ-----ემ და რ----- დ-------ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურეს ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ი-–-- ლ-----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ----- დ-------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რ----- დ-------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ი-–-- ლ-----ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ----- დ-------ე (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- დ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან, რ----- დ-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

 

ი-–-- ლ-----ე (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- ლ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან, ი-–-- ლ-----ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი CD დისკი, რომელშიც მოთავსებულია საკადასტრო კოდით 2----------- - რეგისტრირებული ნაკვეთის ნახაზი და სურათები, ერთი ცალი CD დისკი, რომელშიც მოთავსებულია საკადასტრო კოდით 2----------- და 2----------- - რეგისტრირებული ნაკვეთების ნახაზები და სურათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, მხარეების მიერ გასაჩივრდეს, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე