გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.08.2018
საქმის ნომერი
130310117002025453
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-76-17

(130310117002025453)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აგვისტო, 2018 წელი ქ. ხ-–--რი

შესავალი ნაწილი

ხ-–--რის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

მოსარჩელე - ს----–--------–-------------რი

წარმომადგენელი - ნ---------–--–--ლი

მოპასუხეები - შპს "კ-------ნი", შპს "დ--ი", რ------------–-–--ლი, ნ-----------–-ძე, რ---------–-–--ლი, კ--------–-–--ლი და ნ---------–-–--ლი

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს "კ-------ნი", შპს "დ--ი", რ------------–-–--ლი, ნ-----------–-ძე, რ---------–-–--ლი, კ--------–-–--ლი და ნ---------–-–--ლი.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს "კ-------ნის" საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 219 817.63 ლარს, მათ შორის აღიარებული დავალიანება 8 890.64 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს "კ-------ნის" ქონებაზე 2015 წლის 22 დეკემბრის N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადსდასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 25 დეკემბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს "კ-------ნის" ქონება არ გააჩნია.

 

საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 25 აგვისტოს N3---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლითაც 2015 წლის 21 დეკემბერს გადასახდელად დაერიცხა 191 333 ლარი. შპს "კ-------ნი" რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 24 თებერვალს იურიდიულ მისამართზე ქალაქი ხ-–--რი, მაისის ქუჩა №2. დირექტორად და 20% წილის მესაკუთრედ ფიქსირდება რ-------------–-–--ლი. საწარმოს დამფუძნებლები არიან: რ-------------–-–--ლი - 20%, კ--------–-–--ლი - 20%, ნ-----------–-ძე - 20%, რ---------–-–--ლი - 20%, ნ---------–-–--ლი - 20%. შპს "კ-------ნის" საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია.

 

2015 წლის 02 დეკემბერს რ-------------–-–--ლმა თავისი მეუღლის ნ-----------–-ძის სახელზე დააფუძნა შპს "დ--ი", როგორც გამოწერილი ზედნადებებით ირკვევა შპს "დ--ის" საქმიანობის სახე არის სურსათით ვაჭრობა, იგივე რაც არის შპს "კ-------ნის". შპს "დ--ის" საქმიანობის ფაქტიური მისამართი ემთხვევა შპს "კ-------ნის" საქმიანობის მისამართს.

 

2015 წლის 11 დეკემბრიდან შპს "კ-------ნმა" 2016 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებებით შპს "დ--ის" გადააწერა 52798 ლარის საქონელი. 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით შპს "კ-------ნმა" რეგისტრაციიდან მოხსნა და შპს "დ--იმ" გაიფორმა საკონტროლო სალარო აპარატები №№DY00096033; DY00142715; DY00041800; DY00113930; DY00113994; DY00133607. რ-------------–-–--ლმა საგადასახადო შემოწმების პერიოდში 2015 წლის 13 ნოემბერს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 6--0-.5--3-- გადაუფორმა თავის მეუღლეს ნ-----------–-ძეს, ხოლო 2015 წლის 23 დეკემბერს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 6--0-.5--350 გადაუფორმა შვილს რ---------–-–--ლს, რაც აშკარად ადასტურებს იმას, რომ ადგილი ჰქონდა რ-------------–-–--ლის მხრიდან ქონების გარიდების ფაქტს.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ შპს "კ-------ნის" დირექტორის მიერ დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის სხვა შეზღუდული პასუხისმგებლოს საზოგადოებით გაგრძელება და ქონების ოჯახის წევრებზე გაფორმება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არცერთი ფაქტობრივის გარემოებით არ დასტურდება ცრუმაგიერ პირებად არსებობის ფაქტი და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

მოპასუხე რ------------–-–--ლმა ასევე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მის მიერ დაფარულ იქნა 100 000 ლარზე მეტი, შპს "კ-------ნის" დავალიანების ძირი თანხა და ჯარიმის შემცირების საკითხი დღემდე განხილვაში.

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 0- აგვისტოს მდგომარეობით შპს "კ-------ნის" საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 223 35--00 ლარს, მათ შორის აღიარებული საგადასახადო დავალიანება 8890.00 ლარს.

 

4.2. შპს "კ-------ნის" ქონებაზე 2015 წლის 22 დეკემბრის №0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 25 დეკემბერს.

 

4.3. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს "კ-------ნს" ქონება არ გააჩნია.

 

4.4. შპს "კ-------ნი" რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 24 თებერვალს იურიდიულ მისამართზე ქალაქი ხ-–--რი, მაისის ქუჩა N2. დირექტორად და 20% წილის მესაკუთრედ ფიქსირდება რ-------------–-–--ლი. საწარმოს დამფუძნებლები არიან: რ-------------–-–--ლი - 20%; კ--------–-–--ლი - 20%; ნ-----------–-ძე - 20%; რ---------–-–--ლი - 20%; ნ---------–-–--ლი - 20%.

 

4.5. 2015 წლის 02 დეკემბერს რ-------------–-–--ლმა თავის მეუღლის ნ-----------–-ძის სახელზე დააფუძნა შპს "დ--ი". როგორც გამოწერილი ზედნადებებით ირკვევა შპს "დ--ის" საქმიანობის სახე არის სურსათით ვაჭრობა.

 

4.6. 2015 წლის 11 დეკემბრიდან შპს "კ-------ნიმ" 2016 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებებით შპს "დ--ის" გადააწერა 52 798 ლარის საქონელი.

 

4.7. 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით შპს "კ-------ნიმ" რეგისტრაციიდან მოხსნა და შპს "დ--იმ" გაიფორმა საკონტროლო სალარო აპარატები №№DY00096033; DY00142715; DY00041800; DY00113930; DY00113994; DY00133607.

 

4.8. რობერტიბ გელაშვილმა 2015 წლის 13 ნოემბერს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №6--0-.5--3-- გადაუფორმა თავის მეუღლეს ნ-----------–-ძეს.

 

4.9. რობერტი გელასვილმა 2015 წლის 23 დეკემბერს უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით 6--0-.5--350 გადაუფორმა თავის შვილს რ---------–-–--ლს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „კ-------ნი", შპს "დ--ი", რ-------------–-–--ლი, ნ-----------–-ძე, რ---------–-–--ლი, კ--------–-–--ლი და ნ---------–-–--ლი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად უნდა იქნენ აღიარებული.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

7.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

7.5. საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

7.6. ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

7.7. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.

 

7.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

7.9. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

7.10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები, საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე, მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს 2 პირობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7.11. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დ--ეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს;

 

7.12. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

7.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

7.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა პირისაგან გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

 

7.15. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგ. ნათესავები - მეუღლე, მშობელი, შვილი). ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.

 

7.16. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მათი ურთიერთკავშირი, საქმიანობის აღრევა, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ მოქმედება მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.

 

7.20. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებებით დასტურდება, სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ ის, რომ შპს "კ-------ნი" და შპს "დ--ი" რეგისტრირებული არიან ერთიდაიგივე მისამართზე, ეწევიან ერთიდაიგივე სახეობის საქმიანობას, მოპასუხეები არიან ერთმანეთის ახლო ნათესავები და წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მათი განსხვავება ფაქტობრივად შეუძლებელია, შპს "კ-------ნის" რეგისტრაციიდან მოხსნილი საკასო აპარატები გაიფორმა შპს "დ--იმ".

ზემოაღნიშნული და სარჩელში მითითებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეთა მიერ უარყოფილი არ არის, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი უდაოდ ადასტურებს, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ახალი ფირმის- შპს "დ--ის" შექმნა გამოყენებულ იქნა შპს "კ-------ნის" დავალიანების გადახდისაგან თავის არიდებისათვის, ასევე მომხდარია მოპასუხე რ-------------–-–--ლის მიერ ქონების განრიდება, მისი უძრავი ქონების სხვა პირზე გასხვისება, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ის გარემოება, რომ რ-------------–-–--ლმა საქმის განხილვის პროცესში დაფარა შპს 'კ-------ნის" საგადასახადო დავალიანების ძირი თანხა ასევე ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

უცვლელად უნდა დარჩეს ხ-–--რის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 27 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო:

- რ------------–-–--ლის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6--0-.6--1---

- ნ-----------–-ძის (პ/ნ 5----------- კუთვნილ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6--0-.5--3--;

- რ---------–-–--ლის (პ/ნ 5----------- კუთვნილ უძრავ ნივთებს საკადასტრო კოდებით 1 6--0-.5--3--; 6-----------; 6--0-.5--3--- 0--------0---0---0--0--0--; 0--------0---0---0--0--0---

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----–--------–-------------რის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს "კ-------ნი" (ს/ნ 443854599), შპს "დ--ი" (ს/ნ 443861849), რ-------------–-–--ლი (პ/ნ 5----------), ნ-----------–-ძე (პ/ნ 5-----------, რ---------–-–--ლი (პ/ნ 5-----------, კ--------–-–--ლი (პ/ნ 57001014648) და ნ---------–-–--ლი (პ/ნ 57001035872) აღიარებულ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

3. მოპასუხეებს შპს "კ-------ნი"-ს, შპს "დ--ი"-ს, რ------------–-–--ლს, ნ-----------–-ძეს, რ---------–-–--ლს, კ--------–-–--ლს და ნ---------–-–--ლს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

 

4. უცვლელად დარჩეს გადაწყვეტყილების აღსრულებამდე ხ-–--რის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 27 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო:

- რ------------–-–--ლის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6--0-.6--1---

- ნ-----------–-ძის (პ/ნ 5----------- კუთვნილ უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6--0-.5--3--;

- რ---------–-–--ლის (პ/ნ 5----------- კუთვნილ უძრავ ნივთებს საკადასტრო კოდებით 1 6--0-.5--3--; 6-----------; 6--0-.5--3--- 0--------0---0---0--0--0--; 0--------0---0---0--0--0---

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) ხ-–--რის რაიონული სასამართლოს (ხ-–--რი, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი