განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
120100118002326443
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/075-87წ. 07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

დაცვის მხარე: ბრალდებული – პა-------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ად----ი, სოფელი უ---;

 

ადვოკატი - ნო-------------–---–ი, ირ---–---------აძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პა-------------–---–მა 2017 წლის ზაფხულში და სექტემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის, 1--------- წელს დაბადებული ს------------–---–-ს თანდასწრებით საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, ლანძღა აგინა და ცემა მეუღლე სო-------------აძე, უკბინა მხარზე, რითაც სო-------------აძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მანამდე რამოდენიმე ხნით ადრე ძალით გამოყენებით სო-------------აძე დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში და სახეზე ხელების ძლიერი დაწოლით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2018 წლის 15 იანვარს დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც მარტო ორნი იმყოფებოდნენ სახლში, ხელი კრა მაგიდაზე არსებულ საჭმლით სავსე თეფშს გადააგდო მაგიდიდან ძირს, სო-------------აძეს დაუწყო ლანძღვა-გინება დედის და ახლო ნათესავების მისამართით, აიღო მაგიდიდან გაყინული, გაქვავებული ხორცი და ესროლა სო-------------აძეს, რომელიც მოხვდა გულმკერდის არეში, რითაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა:

 

პა-------------–---–მა 2017 წლის ზაფხულის თვეში თავის საცხოვრებელ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლე სო-------------აძე ჩაკეტა ოთახში, ყელზე მიადო დანა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით რა დროსაც სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანამდე სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანამდე რამოდენიმე დღით ადრე სო-------------აძე დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში და ემუქრებოდა გაგუდვით, რა დროსაც სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

წარდგენილი ბრალდება:

 

2018 წლის 15 იანვარს პა-------------–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო 2018 წლის 17 იანვარს პა-------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება:

 

2018 წლის 18 იანვარს პა-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება, გარდა და-–----------–---–ის, ნან---------–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიცემული ჩვენებისა, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

დაზარალებული სო-------------აძემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მისი მეუღლე პა-------------–---–ი სულ ძალადობდა მასზე, აყენებდა როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, გასული წლის ზაფხულის თვეში ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის 15 იანვარს პა-------------–---–ი სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მან სთხოვა მეუღლეს საჭმლის მიტანა, რაზედაც სო-------------აძემ წვნიანი მიუტანა და დაუდო მაგიდაზე, ხოლო რამოდენიმე წუთის შემდეგ მან ხელი ჰკრა თეფშს და გადააგდო მაგიდიდან და დაიწყო გინება, შემდეგ მოითხოვა ხორცის შეწვა, რაზეც დაზარალებულმა მაცივრიდან გამოიღო გაყინული ხორცი და დადო მაგიდაზე, რომ ყინული გამდნარიყო. რაზეც პა----- აიღო გაყინული ხორცი და ესროლა სო-------------აძეს, რომელიც დაზარალებულს მოხვდა გულმკერდის არეში.

 

არასრულწლოვანმა სა-----------–---–მა მოწმის სახით გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი წარსულში არაერთხელ ყოფილა შემსწრე თუ როგორ ეჩხუბებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მისი მამა პა-------------–---–ი სო-------------აძეს. ზუსტად თარიღი არ ახსოვს, ერთხელ მის დედას სო-------------აძეს მამამ პა-------------–---–მა მხარზე დაარტყა ხელი და უკბინა, რის გამოც სო-------------აძეს მხარზე ეტყობოდა კიდეც ნაკბენი. ასევე სახეზე დააფარა ბალიში და გუდავდა. ძირითადაც მამა იყო ხოლმე ნასვამ მდგომარეობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა ფხიზელიც ეჩხუბებოდა და აგინებდა მის დედას.

 

17.01.2018 წლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ სო-------------აძე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

მოწმე და-–----------–---–ის განმარტებით, და-–----------–---–ი პა-------------–---–ის ნათესავი და მეზობელია, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. შემთხვევის დროს დალი სახლში არ იყო და არ დაუნახავს არაფერი, უბრალოდ სხვისგან გაიგონა რომ ცოლ-ქმარს შორის მოხდა ჩხუბი. დალის თქმით სხვა დღეებში ხშირად ჩხუბობდნენ და რამდენჯერმე პა----ს მეუღლე ს------ მივიდა მასთან და უთხრა რომ ყველა წვრილმანზე ეჩხუბებოდა ქმარი.

 

მოწმე ნან---------–---–ის განმარტებით, ნან---------–---–ი არის პა-------------–---–ის მეზობელი. ნანი პა----ს დედასთან მეგობრობდა და ხშირად მიდიოდა მათ ოჯახში, სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა. 2018 წლის 15 იანვარს დღის საათებში ს------ გი-------ე მივიდა ნ--------, ბავშვი მიუყვანა და უთხრა, რომ უნდა ეჩივლა თავისი მეუღლისთვის, რადგან მაცივარი დაამტვრია და ეჩხუბა.

 

პა-------------–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დადგენილებით სო-------------აძის დაზარალებულად ცნობის შესახებ, პა-------------–---–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება პა-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების - ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტი. როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ პა-------------–---–მა 2017 წლის ზაფხულში და სექტემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის, 1--------- წელს დაბადებული ს------------–---–-ს თანდასწრებით საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, ლანძღა აგინა და ცემა მეუღლე სო-------------აძე, უკბინა მხარზე, რითაც სო-------------აძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მანამდე რამოდენიმე ხნით ადრე ძალით გამოყენებით სო-------------აძე დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში და სახეზე ხელების ძლიერი დაწოლით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2018 წლის 15 იანვარს დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც მარტო ორნი იმყოფებოდნენ სახლში, ხელი კრა მაგიდაზე არსებულ საჭმლით სავსე თეფშს გადააგდო მაგიდიდან ძირს, სო-------------აძეს დაუწყო ლანძღვა-გინება დედის და ახლო ნათესავების მისამართით, აიღო მაგიდიდან გაყინული, გაქვავებული ხორცი და ესროლა სო-------------აძეს, რომელიც მოხვდა გულმკერდის არეში, რითაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე პა-------------–---–მა 2017 წლის ზაფხულის თვეში თავის საცხოვრებელ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლე სო-------------აძე ჩაკეტა ოთახში, ყელზე მიადო დანა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით რა დროსაც სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანამდე სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანამდე რამოდენიმე დღით ადრე სო-------------აძე დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში და ემუქრებოდა გაგუდვით, რა დროსაც სო-------------აძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პა-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არგააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი: არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პა-------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პა-------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პა-------------–---–ი (პ/N 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. პა-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.

ასევე, პა-------------–---–ი (პ/N 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, პა-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. პა-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.

 

საბოლოოდ, პა-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. პა-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.

 

2. პა-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

 

3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. პა-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს და-------------–---–ს (პ/№ 0----------), თანხა გადახდილი სს ,,საქართველოს ბანკის მეშვეობით, 2018 წლის 18 იანვარს) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე