გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210018002336187
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6869-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

 

მოსარჩელე - შ----------ი’’

წარმომადგენელი - პ---------–ია

 

მოპასუხე - შ---------------------------–-ნის’’ დირექტორი გ------------ძე

წარმომადგენლები - გ---------------–-–---–ი, ლ-------------იძე

 

დავის საგანი - დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს გ------------ძე შ---------------------------–-ნის’’ დირექტორის თანამდებობიდან.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე შ----------მა’’ და შ--------------’’-მა 2017 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებებით შეიძინეს შ---------------------------–-ნის’’ 50-50% წილები. შ---------------------------–-ნი’’ აწარმოებს მშენებლობას ქ. თბილისში, ა-–-------ს ქუჩაზე (ს----------------–ის მიმდებარედ) მდებარე მიწის ნაკვეთზე, საზოგადოების დირექტორად კი შ--------------’’-ის თხოვნით დაინიშნა გ------------ძე. შ---------------------------–-ნის’’ წილების შეძენასთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებაზე. აღნიშნული გამოწვეული იყო იმ კომპლექსური მდგომარეობით, რაც შექმნილი იყო შ---------------------------–-ნის’’ ირგვლივ. კერძოდ, კომპანიას გააჩნდა დიდი დავალიანება კრედიტორების წინაშე, შეჩერებული იყო მშენებლობა და არ არსებობდა მშენებლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი სახსრები, იმავდროულად კრედიტორის მიერ დაწყებული იყო დავა სასამართლოში კომპანიისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული გარემოებების გამო დათმო შ-------------------t’’-მა მისი კუთვნილი 100% წილი შ---------------------------–-ნში’’. სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე ხელშეკრულების მონაწილე იყო რამდენიმე მხარე, მათ შორის კომპანიის ახალი პარტნიორები შ----------ი’’ და შ--------------’’.

 

2017 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შ----------ს’’ უნდა გადაეკისრებინა კომპანიის დავალიანება, რაზეც კომპანიას უნდა გაეცა შესაბამისი თავდებობა, ხოლო შ--------------’’-ს უნდა უზრუნველეყო მშენებლობის გაგრძელება საკუთარი და მოზიდული სახსრებით. შ----------ს’’ უნდა გადაეკისრებინა შ---------------------------–-ნის’’ ვალი 2 400 000 აშშ დოლარის ოდენობით შ-------------------------–----------–-----–-------–---------------ის’’ წინაშე, რაზეც ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებდა მხოლოდ იმ პირობით, თუ შ---------------------------–-ნი’’ იკისრებდა თავდებობას შ----------ი’’-ს ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის სანაცვლოდ კი გათავისუფლდებოდა კრედიტორის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ დაყადაღებული ფართები.

 

საზოგადოების დირექტორი გ------------ძე, ნაცვლად იმისა, რომ ხელი მოეწერა თავდებობაზე, მოუწოდებდა შ----------ს’’ გაეფორმებინა ვალის გადაკისრების ხელშეკრულება. ცხადია, რომ კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილი იყო სასამართლო განჩინების საფუძველზე, არ მოახდენდა ვალის გადაკისრებაზე თანხმობის გაცემას, თუ არ იარსებებდა შესაბამისი გარანტიები. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ეცნობა დირექტორს და ეთხოვა მას, რომ ხელი მოეწერა თავდებობაზე. გ------------ძეს დღესაც არ აქვს ხელი მოწერილი თავდებობის დოკუმენტზე, რის გამოც კრედიტორმა უარი განაცხადა მორიგებაზე და გააგრძელა სასამართლო დავა. ამ გარემოების გამო ზიანი ადგება კომპანიას (შ---------------------------–-ნს’’), ვინაიდან მისი ფართები დაყადაღებულია, ხოლო შ--------------’’-ის მიერ მოზიდული სახსრები საკმარისი არ არის მშენებლობის დასასრულებლად.

 

გ------------ძის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს მოწვეული იქნა პარტნიორთა კრება შ----------ის’’ გარიცხვის მიზნით. კრებაზე ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება არასაკმარისი ხმების გამო და შ---------------------------–-ნმა’’ მოგვიანებით 2017 წლის 27 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე. ცხადი გახდა, რომ გ------------ძის და შ--------------’’-ის მიზანი იყო შ---------------------------–-ნის’’ ხელში ჩაგდება. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ აწერს თავდებობის დოკუმენტზე ხელს გ------------ძე, რათა მას შემდგომში მოეთხოვა შ----------ის’’ გარიცხვა, თითქოს ამ უკანასკნელმა არ განახორციელა შენატანის შეტანა კომპანიის კაპიტალში.

გარდა იმ გარემოებისა, რომ გ------------ძე მოქმედებს კომპანიის ერთი პარტნიორის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რის გამოც საფრთხეში ჩააგდო თავად მისთვის რწმუნებული კომპანია, მათი ინფორმაციით, რაც დაადასტურა კიდეც ბოლო პარტნიორთა კრებაზე დირექტორმა, კომპანიას დაეკისრა დაახლოებით 2 400 000 აშშ დოლარი შ-------------------------–----------–-----–------–-----–-------–--------------იის’’ სასარგებლოდ.

 

გ------------ძის საქმიანობა დირექტორის თანამდებობაზე არ არის ეფექტური, მეტიც ზიანის მომტანია კომპანიისთვის, მან ვერ უზრუნველყო მშენებლობის წარმართვა სათანადო წესით, რის გამოც თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დირექტორის მოთხოვნა პროექტის კორექტირების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ პროექტის შეთანხმების შემდგომ, მშენებლობა ნაწარმოებია პროექტის დარღვევით, რის გამოც საჭიროა პროექტის კორექტირება და ახალი მშენებლობის ნებართვის მოპოვება, რის განხორციელებასაც ვერ ახერხებს დირექტორი, უფრო მეტიც, როგორც გაირკვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დააჯარიმა კომპანია მშენებლობისას არსებული დარღვევებისთვის 4000 ლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტის კორექტირებას და ახალი მშენებლობის ნებართვის აღებას ვერ ახერხებს დირექტორი, კომპანია ყოველ სამ თვეში დაჯარიმდება წინა ჯარიმაში მითითებული თანხის სამმაგი ოდენობით. მითითებული გარემოება ცხადყოფს, რომ დირექტორის მოქმედებები აზიანებს კომპანიის ინტერესებს.

 

დირექტორი ხშირ შემთხვევებში აყოვნებს ან/და სრულყოფილად არ უზრუნველყოფს პარტნიორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას. ასევე დირექტორის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულებები, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნია. მან გააფორმა ხელშეკრულება მშენებელთან ფართების გადაცემის თაობაზე, რაზეც არ იყო უფლებამოსილი. ამგვარი მოქმედებები კი აზიანებს კომპანიას. დირექტორმა ასევე გააფორმა ხელშეკრულება შ--------------’’-თან საწესდებო კაპიტალის შევსებაზე. კაპიტალის შევსების საკითხზე შეთანხმება არ შეიძლება დაიდოს დირექტორს და პარტნიორს შორის, აღნიშნულს სჭირდება პარტნიორთა შორის შეთანხმება. ასეთი დოკუმენტი კი პარტნიორებს შორის არ არის ხელმოწერილი. სავარაუდოდ შ--------------’’ თანხის შეტანას ახორციელებდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რათა მოგვიანებით დაებრუნებინა თანხა გაყიდული ფართებიდან და მხოლოდ შემდგომ მომხდარიყო დივიდენდების განაწილება პარტნიორებს შორის. აღნიშნულში კი კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ შ--------------’’-ს ხელს უწყობდა მოპასუხე.

 

გარდა აღნიშნულისა, ბოლო თვეების განმავლობაში დირექტორი დაჟინებით ცდილობს მოახდინოს მშენებარე, დაუსრულებელი ბინების გაყიდვა შედარებით დაბალ ფასად. აღნიშნულის მიზეზად კი მიუთითებს კრედიტორის დავალიანების დაფარვის აუცილებლობას. საყურადღებოა, რომ ერთი კრედიტორი არის შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია’’, რომელთან დავაც ჯერ არ დასრულებულა, ხოლო მეორე კრედიტორი არის შ--------------7’’-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ინესა გელაშვილი, რომლის სესხზეც გადასახდელია სარგებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ დირექტორი ცდილობს ხელი შეუწყოს კომპანიის ერთ პარტნიორს (შ--------------’’) პარტნიორთა შეთანხმების საწინააღმდეგოდ კომპანიიდანვე მიღებული თანხებით დააფინანსოს მშენებლობა, რითიც ამცირებს კომპანიის მოგებას. აღნიშნული მცდელობები კი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ იგი მოქმედებს არა შ---------------------------–-ნის’’, არამედ შ--------------’’-ის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

2017 წლის 26 დეკემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელის მიერ დაისვა საკითხი დირექტორის თანამდებობიდან გ------------ძის განთავისუფლების თაობაზე. 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა შ--------------’’-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) მხარი არ დაუჭირა დირექტორის გათავისუფლებას. შესაბამისად, მოსარჩელე შ----------ი’’ იძულებულია სარჩელით მოითხოვოს დირექტორის განთავისუფლება.

 

(იხ. სარჩელი ტომი I, ს.ფ. 2-16, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 12:24:50, ტომი II, ს.ფ. 415-417).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ---------------------------–-ნის’’ დირექტორად ის დაინიშნა არა შ--------------’’-ის თხოვნით, არამედ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. შ--------------’’-ს და შ----------ს’’ ისევე როგორც შ---------------------------–-ნ’’-ის პარტნიორებს შორის ნამდვილად არსებობდა შეთანხმება კომპანიის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა შ--------------’’ არ იყო ვალდებული დაესრულებინა შეჩერებული მშენებლობა, შ--------------’’ ვალდებული იყო დაესრულებინა მხოლოდ შენობა-ნაგებობის მონოლითური კარკასის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი სამუშაოები შ--------------’’-ს და შ----------ს’’ ერთობლივად უნდა ეწარმოებინათ.

 

გ------------ძის მითითებით, მოსარჩელე არასწორად წარმოაჩენს ფაქტობრივ გარემოებას, როცა მიუთითებს, რომ ვალის გადაკისრება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც დაიდებოდა თავდებობის ხელშეკრულება, უფრო მეტიც, ვალის გადაკისრებასა და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებას არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან.

 

შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იას’’ შ---------------ს და შ----------ს’’ შორის 2017 წლის 31 იანვარს დაიდო შეთანხმება, რომლითაც შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იამ’’ განაცხადა თანხმობა, რომ შ---------------------------–-ნმა’’ თავისი ყველა ვალდებულება შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ გადააკისროს შ----------ს’’ შედეგ ვადებში და შემდეგი პირობების დაცვუთ:

 

ა) შ----------ს’’ ვალი გადაეკისრება მას შემდეგ, რაც შ----------ი’’ და შ--------------’’ შ-------------------t’’-ისგან იყიდიან ჯამურად 100%-ს თითოეული 50-50 %, შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში და ამ წილებზე დარეგისტრირდება შ----------ის’’ და შ--------------’’-ის სრული, შეუზღუდავი და ვალდებულებებისგან თავისუფალი საკუთრების უფლება;

 

ბ) შ---------------------------–-ნსა’’ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის (ქ. თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3/ ქ. თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3 მიმდებარედ, ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10, საკადასტრო კოდი 0---------------) დაიდება ხელშეკრულება, რომლითაც მითითებულ მიწის ნაკვეთზე შ---------------------------–-ნის’’ სასარგებლოდ დადგენილი აღნაგობის უფლების ვადა გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ვალდებულების გადაკისრება უნდა მოხდეს ,,ბ’’ პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარულ დღეში. ამავე შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, გადასაკისრებელი ვალის მოცულობად განისაზღვრა 2 400 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში). ამ ვალის გადაკისრებით შ---------------------------–-ნისადმი’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ ყველა მოთხოვნა, რომელიც წარმოშობილი იყო წინამდებარე შეთანხმებამდე, სრულად გადადიოდა შ----------ზე’’ და შ---------------------------–-ნისადმი’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იას’’ ვალის გადახდის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებოდა. შეთანხმებით დადგინდა, რომ შ----------ი’’ ვალდებული იყო ვალის გადაკისრების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლება შ---------------------------–-ნის’’ მიმართ შეეტანა შ---------------------------–-ნის’’ საწესდებო კაპიტალში. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა, რომ შ----------ი’’ და შ--------------’’ ვალდებული იყო უზრუნველეყო წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან 7 კალენდარულ დღეში შ---------------------------–-ნის’’ მიერ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იასთან’’ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადება, რომლითაც შ---------------------------–-ნი’’ იკისრებს სოლიდარულ თავდებობას შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ შ----------ი’’-ს ყველა ვალდებულებისათვის.

 

2017 წლის 31 იანვარს, ასევე დაიდო ხელშეკრულება სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ შ---------------------------–-ნის’’, შ-------------------t’’-ს, შპს ,------------–------ს’’, შ--------------’’-ს და შ----------ს’’ შორის, რომლის 5.1 მუხლით დადგინდა, რომ შ----------ი’’ და შ---------------------------–-ნი’’ ვალდებულნი არიან დადონ ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,-----------------------–--ი’’ შ----------ს’’ გადააკისრებს შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ არსებულ ვალდებულებებს სრულად, ხოლო შ----------ი’’ იკისრებს ამ ვალდებულებებს. ეს ხელშეკრულება უნდა დაიდოს 5 კალენდარულ დღეში მას შემდეგ, რაც შ---------------------------–-ნი’’-ს პარტნიორად დარეგისტრირდებიან შ----------ი’’ და შ--------------’’ და მათ წილზე არ იქნება დარეგისტრირებული რაიმე სახის შეზღუდვა, აკრძალვა, ვალდებულება, დაკავშირებული შ-------------------t’’-თან. ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტით შ----------ი’’ ვალდებული იყო ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების შედეგად შ----------ი’’-ს მოთხოვნის უფლება შ---------------------------–-ნი’’-ს მიმართ შეეტანა შ---------------------------–-ნი’’-ს საწესდებო კაპიტალში და ამ გზით მომხდარიყო შ---------------------------–-ნი’’-ს ვალდებულების შესრულება შ----------ი’’-ს მიმართ. შ----------მა’’ და შ--------------’’-მა ,,l------------nt’’-ის წილები შეიძინეს 50-50 % 2017 წლის 31 იანვარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ შ----------ის’’ ვალდებულებას, გადაეკისრებინა შ---------------------------–-ნი’’-ს ვალი და თავდებობის ხელშეკრულების დადებას შორის არანაირი კავშირი ან ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობდა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თავდებობის ხელშეკრულების დადებით შ---------------------------–-ნი’’ ვალდებულებას კისრულობდა კრედიტორის, შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ და არა შ----------ის’’ მიმართ. შ----------ი’’ ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული იქნებოდა ვალდებულება შეესრულებინა კრედიტორის მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თავდები გადაიხდიდა მის ვალს, მას ვალდებულება შესასრულებელი ექნებოდა თავდების მიმართ რეგრესის წესით.

 

რაც შეეხება ყადაღისგან ფართების გათავისუფლებას, ეს მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, რაც შ----------ი’’ გადაიკისრებდა კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას. გ------------ძეს, როგორც შ---------------------------–-ნის’’ დირექტორს არასოდეს განუცხადებია უარი თავდებობის ხელშეკრულების თაობაზე. ამგვარი მტკიცებულება არც არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან მისთვის არავის მიუმართავს ამგვარი მოთხოვნით. 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმების მე-5 მუხლის მიხედვით შ----------ი’’ და შ--------------’’ ვალდებული იყვნენ მოეხდინათ შ---------------------------–-ნის’’ მიერ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იასთან’’ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით გ------------ძემ, როგორც შ---------------------------–-ნის’’ დირექტორმა, შ--------------’’-ის მსგავსად არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს მომხდარიყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის თავდებობის ხელშეკრულების დადება, თუმცა უშედეგოდ.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იამ’’ სასამართლო დავა გააგრძელა არა იმის გამო, რომ არ არსებობდა თავდებობის ხელშეკრულება, არამედ იმიტომ, რომ შ----------ის’’ მიერ დაირღვა ვალდებულება და არ იქნა გადაკისრებული ვალი 2 400 000 აშშ დოლარის ოდენობით. შექმნილი ვითარება წარმოადგენს შ----------ის’’ მიერ ვალდებულებათა დარღვევის უშუალო შედეგს და ცხადია შ---------------------------–-ნის’’ დირექტორი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ამ მდგომარეობაზე ვერც ქმედებით და ვერც უმოქმედობით.

 

რაც შეეხება შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სარჩელს შ----------ის’’ გარიცხვის თაობაზე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შ----------ი’’ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შ---------------------------–-ნს’’ და ცდილობს მის გაკოტრებამდე მიყვანას. პარტნიორები, შ----------ი’’ და შ--------------’’ შეთანხმდნენ კაპიტალის შევსების წესზე, მათ შორის განსაზღვრული იქნა რომ შ----------ი’’ გადაიკისრებდა შ---------------------------–-ნის’’ ვალს 2 400 000 აშშ დოლარის ოდენობით და ამ მოთხოვნას შეიტანდა შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში. აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა შ----------ის’’ მიერ და შესაბამისად მის მიერ არ იქნა შეტანილი შენატანი საზოგადოების კაპიტალში, რაც პარტნიორის გარიცხვის საფუძველს წარმოადგენს. კაპიტალის შეუტანლობის გამო კომპანიას მიადგა ზიანი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა დაახლოებით 2 500 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად იზრდება დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით. შ----------ი’’-ს მიერ ვალის გადაკისრების შემთხვევაში 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმებით გადაკისრებული ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებიდან 24 თვეში, ხოლო არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შ---------------------------–-ნს’’ მოუწევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალის გადახდა 24 თვეზე ნაკლებ ვადაში. იმის გამო, რომ შ----------მა’’ არ მოახდინა ვალის გადაკისრება, შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია’’ აგრძელებს შ---------------------------–-ნთან’’ სასამართლო დავას, რის შედეგადაც შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იას’’ კიდევ ერთი სარჩელი აქვს აღძრული შ---------------------------–-ნი’’-ს წინააღმდეგ მიუღებელი შემოსავლის სახით 666865 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ არა დირექტორი, არამედ შ----------ი’’ არის დაინტერესებული ზიანი მიაყენოს კომპანიას და ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს კომპანიის ფუნქციონირებას და განვითარებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ გ------------ძე მოქმედებს მხოლოდ ერთი პარტნიორის ინტერესებისთვის, და რომ მას მიუძღვის ბრალი იმაში, რომ შ---------------------------–-ნს’’ დაეკისრა 2 400 000 აშშ დოლარის გადახდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან აღნიშნული თანხის გადახდა შ---------------------------–-ნს’’ დაეკისრა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც დაიდო 2015 წლის 21 იანვარს, მაშინ, როდესაც დირექტორი გ------------ძე არ იყო. ის დირექტორად დაინიშნა 2017 წლის 01 თებერვალს.

 

ასევე საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოსაზრება, რომ დირექტორის საქმიანობა არაეფექტურია. თითქოს დირექტორმა ვერ მოახერხა მშენებლობის ნებართვის მოპოვება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა კომპანიას. 2018 წლის 16 მარტის 38----- გადაწყვეტილებით გაიცა თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 მარტიდან - 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდი. ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 14 მარტს მიღებული დადგენილება ,,მშენებლობის შეჩერების შესახებ’’.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ დირექტორის საქმიანობა ეფექტურია და მოსარჩელის მოსაზრება მოკლებულია საფუძველს და არ უნდა იქნას გაზიარებული.

 

შ---------------------------–-ნი’’ ჯერ კიდევ წარმოადგენს ქმედით კომპანიას, რომლის დირექტორს ცხადია საქმე გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველთვის გონივრულ ვადაში ხდება ინფორმაციისა თუ დოკუმენტების მიწოდება პარტნიორებისთვის. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შ----------ი’’ შეგნებულად ხშირად ითხოვს უკვე გადაცემული დოკუმენტის ხელმეორედ გადაცემას.

 

უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ თურმე შ--------------’’-სა და დირექტორს შორის დადებულია შეთანხმება საწესდებო კაპიტალის შევსების/გაზრდის შესახებ. ის გარემოება, რომ მონოლითური კარკასის დასრულება შ--------------’’-ის ვალდებულებას წარმოადგენდა, შეთანხმებული იყო შ----------სა’’ და შ--------------’’-ს შორის. შესაბამისად, ,,საწესდებო კაპიტალის შევსების შესახებ’’ 2017 წლის 03 თებერვლის ხელშეკრულებით, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, განისაზღვრა კაპიტალის შევსების წესი. კერძოდ, თანხების შეტანა კომპანიის ანგარიშზე უნდა მომხდარიყო დირექტორის შეტყობინების საფუძველზე საჭიროების შესაბამისად.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ დირექტორმა გააფორმა შეთანხმება მშენებარე კომპანიასთან (შპს ,,ს--------–სი), რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. აღნიშნული მოსაზრებაც დაუსაბუთებელია. შ---------------------------–-ნს’’ და შპს ,,ს--------–ს’’ შორის 2017 წლის 20 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 8 თვის ვადაში. მენარდესთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდებოდა ორი ფორმით: ფულადი ანაზღაურებით და უძრავი ქონების გადაცემით. ფულადი ანაზღაურებით გადაიხდებოდა მონოლითური გადახურვის ფილის გარე კონტურზე ყოველ 1 კვ.მ-ზე 54.28 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდებოდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გადაცემით თეთრი კარკასის მდგომარეობით, რომლის ღირებულება 1 კ.მ-ზე შეადგენდა 2307 ლარს დღგ-ს ჩათვლით. საბოლოო ანგარიშსწორება ანუ უძრავი ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სამუშაოს დასრულებამდე შ----------მა’’ მიწერა წერილი შპს ,,ს--------–სს’’, რომ მისი თანხმობის გარეშე შ---------------------------–-ნის’’ დირექტორს არ ჰქონდა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება და დირექტორი არ იყო უფლებამოსილი პარტნიორთა თანხმობის გარეშე გაესხვისებინა უძრავი ქონება. ცხადია, დირექტორი პარტნიორთა თანხმობის გარეშე ვერ გაასხვისებდა უძრავ ქონებას და გ------------ძეს აღნიშნული არც უცდია. იმ პერიოდისათვის, როდესაც საჭირო გახდებოდა უძრავი ქონების მენარდის საკუთრებაში გადაცემა, ჩატარდებოდა პარტნიორთა კრება და დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოხდებოდა მენარდესთან ანგარიშსწორება უძრავი ქონების გადაცემის გზით. კომპანიისთვის მომგებიანი იყო შესრულებული სამუშაოს ნატურით ანაზღაურება, რადგან მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რომელიც ნატურით უნდა ანაზღაურებულიყო, საბოლოო ჯამში შეადგენდა - 423751.69 ლარს. ანუ კრედიტორს უნდა გადასცემოდა 183.68 კვ.მ უძრავი ქონება 1 კვ.მ 2307 ლარის (დაახლოებით 940 აშშ დოლარი) ანგარიშით, მაშინ როდესაც დავალიანების დაფარვის მიზნით 183.68 კვ.მ ფართის რეალიზაცია რომ მომხდარიყო საბაზრო ფასში დაახლოებით 1 კვ.მ 1715 ლარად (დაახლოებით 700 აშშ დოლარი). შესაბამისად, აღნიშნული ქმედება კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა. აღნიშნული ქმედება სწორედ კომპანიის ინტერესს ემსახურება და მიმართული არის მოგების მოტანისკენ.

 

2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ შ---------------------------–-ნის’’ მიერ სს ,,კ----------------------------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით შ--------------’’ უზრუნველყოფს შ---------------------------–-ნის’’ დაკრედიტებას. ამასთან, სესხის ოდენობა უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1100000 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი არაუმეტეს 8.5 %, სესხის ვადა არაუმეტეს 12 თვე. შ--------------’’-მა ჯეროვნად შეასრულა აღნიშნული პირობა და შესაბამისად შ---------------------------–-ნს’’ გააჩნია ვალდებულება ფიზიკური პირის ინ-------–-–---–ის მიმართ, რომელიც წარმოადგენს კრედიტორს. ინესა გელაშვილმა 2017 წლის 29 მარტს კომპანიას ასესხა 1100000 აშშ დოლარი. სესხს ერიცხება სარგებელი წლიური 8.5 %. სესხის ხელშეკრულება დადებულია 12 თვით, შესაბამისად, სესხი უნდა დაბრუნდეს 2018 წლის 29 მარტამდე. ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1 %-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე, რაც ყოველდღიურად გამოდის 1100 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ კრედიტორს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების დაწყება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად აღმასრულებელი ყადაღას დაადებს მოვალის ნებისმიერ ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, რაც შ---------------------------–-ნის’’ სრულ პარალიზებას გამოიწვევს. ფართების რეალიზაციის მიზანს სწორედ დავალიანების დროულად დაფარვა წარმოადგენს. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მათ თხოვეს კრედიტორს ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევა, თუმცა კრედიტორის წერილის მიხედვით, როცა შ---------------------------–-ნის’’ საკუთრებაში არსებული ფართების 1 კვ.მ 800 აშშ დოლარად შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო შ----------ი’’ თანახმა არ არის ფართები გაყიდოს 900 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად, კრედიტორი ვერ ხედავს რეალურ საშუალებას, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ორჯერ იქნა მოწვეული პარტნიორთა კრება 2017 წლის 2 ნოემბერს და 26 დეკემბერს, თუმცა შ----------ის’’ მიდგომა არის შემდეგი - ,,არ დგას კრედიტორების გასტუმრების საკითხი, სასამართლო დავა არ დასრულებულა, არ უნდა ვიჩქაროთ’’. აღნიშნული დამოკიდებულება ცალსახად მიუთითებს, თუ ვის გააჩნია კომპანიისთვის ზიანის მიყენების სურვილი.

 

აღნიშნული სარჩელით მოსარჩელე ცდილობს თავი აარიდოს შ---------------------------–-ნისთვის’’ 966420 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი II, ს.ფ. 1-23, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:49:47, ტომი II, ს.ფ. 413-417).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 იანვარს, შ---------------------------–-ნს’’, შპს ,,I-------------t’’-ს, შპს ,,სვ დეველოპერს’’, შ--------------’’-ს და შ----------ს’’ შორის დაიდო სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს შემდეგი სამართლებრივი გარემოებები:

 

1. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0--------------- დატვირთულია აღნაგობით შ---------------------------–-ნის’’ სასარგებლოდ და აღნაგობის საბოლოო ვადაა 01/03/2017 წელი;

2. შ---------------------------–-ნი’’ ვალდებულია მიწის ნაკვეთზე ააშენოს შენობა-ნაგებობა, მიიყვანოს იგი შეთანხმებულ მდგომარეობამდე და ფართების ნაწილი გადასცეს კრედიტორებს;

3. წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და შ---------------------------–-ნს’’ კრედიტორების მიმართ არ აქვს შესრულებული ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული ვალდებულებები;

4. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასრულება და შ---------------------------–-ნის’’ მიერ ვალდებულების შესრულება საჭიროებს აღნაგობის ვადის გაგრძელებას;

5. შ---------------------------–-ნს’’ და შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იას’’ შორის არსებობს სასამართლო დავა, კერძოდ, შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია, როგორც შ--------------------------–--------- მოითხოვს განსაზღვრული თანხის გადახდას შესრულებული სამუშაოს და მიყენებული ზიანისათვის. ამასთანავე, თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მოთხოვნით დაყადაღებულია შ---------------------------–-ნი’’-ს კუთვნილი ფართების ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

3.1.2. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს ,,I-------------t’’ იღებს ვალდებულებას, შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში თავისი კუთვნილი წილის 50% მიჰყიდოს შ--------------’’-ს და 50% მიჰყიდოს შ----------ს’’. მეორე პუნქტის თანახმად კი, შ--------------’’ და შ----------ი’’ იღებენ ვალდებულებას თითოეულმა მათგანმა იყიდოს შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში შპს ,, I-------------t’’-ის კუთვნილი წილის 50-50%. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში შპს ,,I-------------t’’-ის კუთვნილი წილის 50%-ის ნასყიდობის ფასია 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად წინა პუნქტში მითითებული ნასყიდობის ფასის გადახდა უზრუნველყოფილი იქნება შ---------------------------–-ნის’’ სოლიდარული თავდებობით და იპოთეკით, კერძოდ: შ---------------------------–-ნი’’ ვალდებულია შპს ,,I-------------t’’-ის მიმართ შ--------------’’-ის და შ----------ი’’-ს ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთოს მშენებარე ფართები ქ. თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3/ თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3, მიმდებარედ/ ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

3.1.3. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების 5.1 მუხლით დადგინდა, რომ შ----------ი’’ და შ---------------------------–-ნი’’ ვალდებულნი არიან დადონ ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,-----------------------–--ი’’ შ----------ს’’ გადააკისრებს შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ არსებულ ვალდებულებებს სრულად, ხოლო შს ,,გუთი’’ იკისრებს ამ ვალდებულებებს. ეს ხელშეკრულება უნდა დაიდოს 5 კალენდარულ დღეში მას შემდეგ, რაც შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორად დარეგისტრირდებიან შ----------ი’’ და შ--------------’’ და მათ წილზე არ იქნება დარეგისტრირებული რაიმე სახის შეზღუდვა, აკრძალვა, ვალდებულება, დაკავშირებული შპს ,,I-------------t’’-თან. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტით შ----------ი’’ ვლდებულია ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების შედეგად შ----------ი’’-ს მოთხოვნის უფლება შ--------------------------–------- მიმართ შეიტანოს შ---------------------------–-ნი’’-ს საწესდებო კაპიტალში და ამ გზით მოხდეს შ---------------------------–-ნის’’ ვალდებულების შესრულება შ----------ის’’ მიმართ.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად შ----------ი’’ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების დადების შემდეგ უზრუნველყოს შპს ,,გრ---------------–----------–-----–-------–-----------------ს’’ მიერ შ---------------------------–-ნის’’ მიმართ სასამართლო დავის შეწყვეტა და სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყველა ღონისძიების გაუქმება (ყადაღისგან განთავისუფლება შ---------------------------–-ნის’’ კუთვნილი ფართებისა, რომლებიც სასამართლო წესით დაყადაღებულია შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მოთხოვნით). ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

3.1.4. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ შ---------------------------–-ნის’’ მიერ სს ,,კ----------------------------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით შ--------------’’ უზრუნველყოფს შ---------------------------–-ნის’’ დაკრედიტებას. ამასთან, სესხის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაახლოებით 1100000 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი არაუმეტეს 8.5%, სესხის ვადაა არაუმეტეს 12 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

3.1.5. შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია’’-ს, შ---------------ს და შ----------ს’’ შორის 2017 წლის 31 იანვარს დაიდო შეთანხმება, რომლითაც შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იამ’’ განაცხადა თანხმობა, რომ შ---------------------------–-ნმა’’ თავისი ყველა ვალდებულება შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ გადააკისროს შ----------ს’’ შედეგ ვადებში და შემდეგი პირობებით: ა. შ----------ს’’ ვალი გადაეკისრება მას შედეგ, რაც შ----------ი’’ და შ--------------’’ შ-------------------t’’-ისგან იყიდიან ჯამურად 100%-ს თითოეული 50-50%, შ---------------------------–-ნი’’-ს კაპიტალში და ამ წილებზე დარეგისტრირდება შ----------ი’’-ს და შ--------------’’-ის სრული, შეუზღუდავი და ვალდებულებებისგან თავისუფალი საკუთრების უფლება. ბ. შ---------------------------–-ნს’’ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის (ქ. თბილისი, ა-–-------ს ქუჩა 8/3, მიმდებარედ ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10, საკადასტრო კოდი 0---------------) დაიდება ხელშეკრულება, რომლითაც მითითებულ მიწის ნაკვეთზე შ---------------------------–-ნი’’-ს სასარგებლოდ დადგენილი აღნაგობის უფლების ვადა გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. გ. ვალდებულების გადაკისრება უნდა მოხდეს ,,ბ’’ პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარულ დღეში.

 

ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად გადასაკისრებელი ვალის მოცულობად განისაზღვრა 2 400 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში). ამ ვალის გადაკისრებით შ---------------------------–-ნი’’-სადმი შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ ყველა მოთხოვნა, რომელიც წარმოშობილი იყო წინამდებარე შეთანხმებამდე, სრულად გადადიოდა შ----------ზე’’ და შ---------------------------–-ნისადმი’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იას’’ ვალის გადახდის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებოდა. შეთანხმებით დადგინდა, რომ შ----------ი’’ ვალდებული იყო ვალის გადაკისრების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლება შ---------------------------–-ნის’’ მიმართ შეეტანა შ---------------------------–-ნის საწესდებო კაპიტალში.

 

ამავე შეთანხმების მე-5 პუნქტით განსაზღვრული იქნა, რომ შ----------ი’’ და შ--------------’’ ვალდებულნი არიან უზრუნველყონ წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან 7 კალენდარულ დღეში შ---------------------------–-ნის’’ მიერ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იასთან’’ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადება, რომლითაც შ---------------------------–-ნი’’ იკისრებს სოლიდარულ თავდებობას შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ მიმართ შ----------ის’’ ყველა ვალდებულებისათვის. თავდებობით სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ ყველა მოთხოვნა შ----------ისადმი’’. სოლიდარული ხელშეკრულება უნდა დაიდოს საჯარო/სანოტარო აქტის ფორმით და იგი უნდა ითვალისწინებდეს აღსრულებას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთანავე, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე შ---------------------------–-ნის’’ მიერ შპს ,,გრ---------------–----------–-----–ო-ს--–------ კომპანიის’’ ვალის გადახდის შემთხვევაში შ--------------’’-ს რჩება უფლება, შ----------ს’’ მოსთხოვოს მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება.

 

ამავე შეთანხმების თანახმად, შ----------ის’’ მიერ ვალის გადაკისრების შემთხვევაში 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმებით გადაკისრებული ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებიდან 24 თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 62-65).

 

3.1.5. შ----------მა’’ და შ--------------’’-მა 2017 წლის 31 იანვრის შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით შეიძინეს შპს ,,I-------------t’’-ის 50-50 %-ანი წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 31 იანვრის შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ.17-27);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.28-37).

 

3.1.6. შ---------------------------–-ნის’’ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ---------------------------–-ნი’’-ს დირექტორად დაინიშნა გ------------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ---------------------------–-ნის’’ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 38-39).

 

3.1.7. 2017 წლის 31 იანვრის სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის დადგენის შესახებ ხელშეკრულების თანახმად თავდებმა შპს ,-----------------------–--მა’’ იკისრა სოლიდარული თავდებობა შ-------------------t’’-ის წინაშე შ--------------’’-ის და შ----------ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მესაკუთრემ იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი, მშენებარე ფართები, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3/თბილისი, ა-–-------ს ქუჩა №8/3, მიმდებარედ, ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10, საკადასტრო კოდი:0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი თავდებობის და იპოთეკის დადგენის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 187-201).

 

3.1.8. შ--------------’’-ს და შ---------------------------–-ნს’’ შორის 2017 წლის 3 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალის შევსებაზე, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ შ--------------’’ მოახდენს ფულად და არაფულად შენატანებს შ---------------------------–-ნის’’ საწესდებო კაპიტალში, რკინა ბეტონის მონოლითური კარკასის მშენებლობის და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯისთვის. თანხების შემოტანა ხდება პარტნიორის მიერ შ---------------------------–-ნის’’ ანგარიშზე, კომპანიის დირექტორის შეტყობინების საფუძველზე საჭიროების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალის შევსებაზე (ტომი I, ს.ფ. 201-202).

 

3.1.9. 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,I-------------t’’-ს და შ---------------------------–-ნს’’ შორის დაიდო ვალდებულების შესრულების ანგარიშში უძრავი ქონების იპოთეკის საგნების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სავალო ხელშეკრულებების საფუძველზე ძირითადმა მოვალეებმა კრედიტორისგან იყიდეს შ---------------------------–-ნი’’-ს კაპიტალში წილები (თითოეულმა 50-50%). მე-2 პუნქტის თანახმად სავალო ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად თითოეული ძირითადი მოვალე ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი კრედიტორისთვის გადაეხადა შემდეგი გრაფიკით: ა. 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში-ნასყიდობის საგანზე ,,შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში შესყიდულ წილზე ძირითადი მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დღესვე. ბ. 1 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში სავალო ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში. მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შ---------------------------–-ნმა’’ კრედიტორის წინაშე იკისრა სოლიდარული თავდებობა და ძირითად მოვალეთა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული მშენებარე ფართები მდებარე ქ. თბილისში, ა-–-------ს ქუჩა №8/3/ ა-–-------ს ქუჩა №8/3 მიმდებარედ ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10-ში, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად ირკვევა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ა. ძირითად მოვალეებს კრედიტორისთვის გადახდილი აქვთ შ---------------------------–-ნის’’ კაპიტალში წილის ნასყიდობის ფასი-თითოეულს 1 000000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სულ ძირითად მოვალეებს გადახდილი აქვთ 2 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალდებულების შესრულების ანგარიშში უძრავი ქონების იპოთეკის საგნების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 226-255).

 

3.1.10. შ---------------------------–-ნს’’ და შპს ,,ს--------–ს’’ შორის 2017 წლის 20 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 8 თვის ვადაში. მენარდესთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდებოდა ორი ფორმით: ფულადი ანაზღაურებით და უძრავი ქონების გადაცემით. ფულადი ანაზღაურებით გადაიხდებოდა მონოლითური გადახურვის ფილის გარე კონტურზე ყოველ 1 კვ.მ-ზე 54.28 ლარი. ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდებოდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გადაცემით თეთრი კარკასის მდგომარეობით. რომლის ღირებულება 1 კ.მ-ზე შეადგენდა 2307 ლარს დღგ-ს ჩათვლით. საბოლოო ანგარიშსწორება ანუ უძრავი ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 219-230).

 

3.1.11. შ---------------------------–-ნს’’ და ინ-------–-–---–ს შორის 2017 წლის 29 მარტს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინ-------–-–---–მა შ---------------------------–-ნს’’ ასესხა 1100000 აშშ დოლარი. სესხს ერიცხება სარგებელი წლიური 8.5 %. სესხის ხელშეკრულება დადებულია 12 თვით, 2018 წლის 29 მარტამდე. ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1 %-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ კრედიტორს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების დაწყება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 136-148).

 

3.1.12. 2017 წლის 25 სექტემბერს მოწვეული იქნა შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორთა კრება შ----------ი’’-ს გარიცხვის, ასევე დირექტორის პასუხისმგებლობის საკიხთის გარკვევის მიზნით.

 

აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

შ---------------------------–-ნმა’’ 2017 წლის 27 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს სარჩელით პარტნიორის გარიცხვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ო--------------------–--ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 68-81);

- სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 165-186).

 

3.1.13. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ა-–-------ს ქუჩა №8/3, ა-–-------ს ქუჩა №8/3 მიმდებარედ, ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10-ში (საკადასტრო კოდი 0---------------) შ---------------------------–-ნის’’ მიერ განხორციელდა მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. პროექტის შეთანხმების შემდგომ, მშენებლობა ნაწარმოებია პროექტის დარღვევით, რის გამოც საჭიროა პროექტის კორექტირება და ახალი მშენებლობის ნებართვის მოპოვება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა კომპანია მშენებლობისას არსებული დარღვევებისთვის დააჯარიმა 4000 ლარით. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომპანია ყოველ სამ თვეში დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმაში მითითებული თანხის სამმაგი ოდენობით.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დირექტორის მოთხოვნა პროექტის კორექტირების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 187-188);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის №001136 დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 189-191).

 

3.1.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ-----------------------–----------–-----–-------–--------------იის’’ სარჩელი მოპასუხე შ---------------------------–-ნის’’ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ; შ---------------------------–-ნს’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 094 579,34 აშშ დოლარის გადახდა; შ---------------------------–-ნს’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 285,97 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 61,22 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,54 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,13 აშშ დოლარს; შ---------------------------–-ნს’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 177,32 აშშ დოლარს; შ---------------------------–-ნს’’ შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების 590 000 ლარის გადახდა; შ---------------------------–-ნი“-ს შ-----------------------–----------–-----–-------–--------------ია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 94-112).

 

3.1.12. 2018 წლის 25 იანვარს მოწვეული იქნა შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორთა კრება, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორის, გ------------ძის გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი.

 

დირექტორის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა შ----------მა’’ (50%-იანი წილი), წინააღმდეგი იყო შ--------------’’ (50%-იანი წილი).

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ო--------------------–--ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 137-145).

 

3.1.13. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურული სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №38----- ბრძანებით გაიცა თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა მისამართზე ქ. თბილისში, ა-–-------ს ქუჩა №8/3, ა-–-------ს ქუჩა №8/3 მიმდებარედ/ ა-–-------ს ქუჩა №12/ა------------- №7/2--------------–----- მოედანი №1/ა-–-------ს ქუჩა №10-ში, საკადასტრო კოდი 0---------------. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 მარტიდან - 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

 

ხოლო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 მარტის დადგენილების თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 14 მარტს მიღებული დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურული სამსახურის 2018 წლის 16 მარტის 38----- ბრძანება (ტომი II, ს.ფ. 276-278);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 მარტის დადგენილება (ტომი II, ს.ფ. 279-280).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საფუძველი გახდებოდა გ------------ძის შ---------------------------–-ნის’’ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების, მოწმის ჩვენებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

ზემოაღნიშნული დავა გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონმდებლობიდან და შ----------ის’’ მიერ სარჩელით მოთხოვნილია შ---------------------------–-ნის’’ დირექტორის თანამდებობიდან გ------------ძის გათავისუფლება ფიდუციურ მოვალეობათა დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საზოგადოების დირექტორის ქცევის შესაბამისობა სამეწარმეო ურთიერთობების კონტექსტში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორებს წარმოადგენენ: შ----------ი’’ (50%-იანი წილით) და შ--------------’’ (50%-აინი წილით). შ---------------------------–-ნის’’ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ---------------------------–-ნის’’ დირექტორად დაინიშნა გ------------ძე. 2018 წლის 25 იანვარს მოწვეული იქნა შ---------------------------–-ნის’’ პარტნიორთა კრება, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორის, გ------------ძის გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი. დირექტორის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა შ----------მა’’, წინააღმდეგი იყო შ--------------’’. შესაბამისად ზემოაღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისის ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საზოგადოების დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე წესდებით.

 

ძირითადი მიზანი, რომელიც მისაღწევადაც მიმართულია მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს საზოგადოებაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება საწარმოს მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში.

 

საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება დაცულია ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით (Business Judgement Rule), რაც ნიშნავს, რომ კანონმდებელი დირექტორისაგან მოითხოვს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

კანონის ზემოაღნიშნული 9.6 მუხლი დირექტორს ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას აკისრებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასების ერთგვარი საშუალებაა. ხსენებული ფიდუციური ვალდებულებები ხელმძღვანელ პირს/დირექტორს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, Business Judgment Rule-იც (სამეწარმეო გადაწყვეტილებათა თავისუფლება) კი ვერ გაათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მოყვება ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

 

მოსარჩელის მითითებით, დირექტორის ქმედებები ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს, ზიანს აყენებს საზოგადოებას და აღნიშნულის გამო სასამართლომ უნდა შეაფასოს კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს და პარტნიორის ინტერესებთან მიმართებით და გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით): საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.

 

ვინაიდან კერძო სამართლის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ არ აწესრიგებს საწარმოსა და მის დირექტორს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ (სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუთითებს მხოლოდ წესდებაზე, ამავე კანონსა და ხელშეკრულებაზე), რომ შესაფასებელი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

 

სწორედ უმთავრესი ნიშანი, რაც განასხვავებს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან მოვალეობათა შესრულებას სხვა ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (შრომითი ხელშეკრულება), ეს არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ.

 

შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს დირექტორის მხრიდან კეთილსინდისიერად ქცევის მოვალეობის დარღვევა, ხოლო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ დირექტორი მოქმედებდა მეწარმეთა კანონის მოთხოვნათა და საწარმოს ინტერესების შესაბამისად, ეკისრება დირექტორს. ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მეწარმეთა კანონით მისი ინტერესები დაცულია.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მოცემულ საქმეზე დირექტორის მიერ ფიდუციურ მოვალეობათა დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება

 

ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ პარტნიორთა კრებამ, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საწარმოს ავტონომიაში, დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრებაზე ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მეორე 50%-იანი წილის პარტნიორი არ დაეთანხმა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუმცა, განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოსთვის უცნობია მეორე 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის პოზიცია. დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ სარჩელზე პასუხისმგებელ პირებს. ამასთან, 2018 წლის 07 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვაზე, განსახილველი დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ხომ არ იქონიებდა შ--------------’’-ის უფლება მოვალეობებზე, მხარეებმა განმარტეს, რომ დავის საგანი იყო უშუალოდ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი და აღნიშნულის გამო იქნა დასახელებული მოპასუხედ მხოლოდ გ------------ძე.

 

საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასება, ასევე საქმეზე დართული სასამართლო განჩინებების/გადაწყვეტილებების ანალიზი სასამართლოს საფუძველს აძლევს დასკვნისთვის, რომ აღნიშნული დავა გამოწვეულია პარტნიორთა შორის რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობით და ნაწილი მოთხოვნის ადრესატიც არის მეორე, 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი. შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორებმა (შ----------ი’’, შ--------------’’), კრების მეშვეობით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს (შ---------------------------–-ნის’’) საუკეთესო მიზნების და ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც პარტნიორები შეთანხმდნენ წილების ისეთ განაწილებაზე, როგორიცაა 50%-50% მათ იმთავითვე დაუშვეს შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგიერთ საკითზე გადაწყვეტილება ვერ იქნებოიდა მიღებული. თუმცა, სარჩელით მოთხოვნილი საკითის გადაწყვეტაში სასამართლოს მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი საზოგადოების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული და დაცულია ადამიანის (იურიდიული პირის) საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, ანუ უფლება მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პირისთვის დარღვეულად მიჩნეული თავისი უფლების დაცვის შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით, თუ სასამართლო დადგენს, რომ პირი ვერ ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას სხვა პირის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად.

 

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. საზოგადოების მართვაში პარტნიორის მონაწილეობის მინიმალური სტანდარტი დაცულია ასევე და დირექტორის მხრიდან ამ მოვალეობის შესრულება ექვემდებარება სასამართლო კონტროლსაც, ამ მხრივ თვალსაჩინოა ქმედების დავალდებულების (საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა) შესახებ სარჩელები, რომელთა დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად სასამართლო არ ითვალისწინებს საზოგადოების/დირექტორთა კვალიფიციურ შედავებას, თითქოს უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებამდე პარტნიორი არ ცდილობდა სასურველი ინფორმაციის უშუალოდ მათთვის მიმართვის გზით მოპოვებას.

 

სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი უხეშად ჩაერიოს საწარმოს შიდა საქმიანობაში და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ თუ ვინ არის შესაფერისი კანდიდატი დირექტორის თანამდებობაზე და პირიქით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ასევე არ დასმულა საკითხი იმის თაობაზე, თუ ვის უნდა შეესრულებინა დირექტორის მოვალეობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და ვინ იქნებოდა პარტნიორებისთვის მისაღები კანდიდატურა. ზემოაღნშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სასამართლო კონტროლი ამ მიმართებით იქნებოდა ჩარევა საწარმოს საქმიანობაში და შესაძლოა მოეხდინა მისი პარალიზებაც კი.

 

ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 238), ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ----------ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე