განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
200100118002593477
დავის ტიპი
265 3
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002593477

№1/237-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

13 სექტემბერი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------------–---–ი

ბრალდებული: გ------- მ-----–---ი

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ.თელავი, დ------ის ქუჩა N20, ბინა N40

მცხოვრები: ქ.თელავი, დ------ის ქუჩა N20, ბინა N40

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

აღწერილობით _ სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2015 წლის 30 სექტემბრის თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით გ------- მ-----–---ი ცნობილი იქნა დამნასავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. გ------- მ-----–---ი, იყო რა ნასამართლევი, 2018 წლის გაზაფხულზე, გ------- მ-----–---მა, ქალაქ თელავში, დ------ის ქუჩა N20, ბინა N40ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2018 წლის 05 ივლისს ჩატარებული გ------- მ-----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 03 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის N154/სქ დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „კანაფის“ მცენარეს, საერთო წონით - 91,21 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ზ----------–--–---–ის, ლ------------–-–---–ის, ე-------------ის, გ------- ბ-–-–---–ის და ზ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ-----–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ გ------- მ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

6. გ------- მ-----–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის არ გამოყენების დასაბუთება:

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

8. სასამართლო განმარტავს, როომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 14.07.2017. N1/9/701,722,725.), ანუ სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა თუ ეს ეხება 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვას, კულტივირებას ან მოყვანას. მოცემულ შემთხვევაში, გ------- მ-----–---მა უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უწევდა 91,21 გრამ, საერთო წონის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი „კანაფის“ მცენარეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილს გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია, ამიტომ მას არ უნდა დაენიშნოს სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. გ------- მ-----–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არ დაენიშნოს სასჯელი.

10. გ------- მ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

11. გ------- მ-----–---ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე 05(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

12. ნივთიერი მტკიცებულებები - გ------- მ-----–---ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ძირი „კანაფის“ მცენარე, წონით 89,21 (საწყისი ოდენობა 91,21 გრამი), დალუქული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური