განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
130100118002541447
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-138 ( 130100118002541447)

განაჩენი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ---------------–---–---------------–-------–-–------------------------------------------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------–-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------–-

ადვოკატები - მანანა გელაშვილი, გოჩა ღამბარაშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 ივნისს, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისი მეუღლის ე------------–--ლის მიმართ. კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, დ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

მანვე ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 ივნისს, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ სახლში დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისი მეუღლის ე------------–--ლის მიმართ. კერძოდ, ხელი მოუჭირა ხელში, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულს შეესწრო დავით და ე------------–--ლების არასრულწლოვანი შვილი თ---------------–ვილი.

ესე იგი, დ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის არაწრულწლოვანი წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 ივნისს, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ სახლში დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილის - თ---------------–ვილის მიმართ. კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, დ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლოს დასკვნა დ---------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ე-- და თ---------------–ვილების ჩვენებებს, მოწმის თ----------------ვის ჩვენებას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია დ---------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის არაწრულწლოვანი წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ დ---------------–---–ს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას.

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩადენილს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, რათა ბრალდებული მალე დაუბრუნდეს ოჯახს.

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

დ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, დ---------------–---–ს საბოლოოდ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს დ---------------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

4. დ---------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო: 2018 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი