გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2303-18
(საქმე №190210018002581745)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - თ---------- დ-------------ე
წარმომადგენელი - მ------- მ--–------
მოპასუხე - ი----- ბ--------ე
წარმომადგენელი - გ---–-- ბ----–-–---–-
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ი----- ბ--------ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-ს 0-----–--- დაბადებული ნ--- დ-------------ის და 2----–-–-- 2---------- დაბადებული ქ------- დ-------------ის სასარგებლოდ თვეში 250-250 (ორას ორმოცდაათ - ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი----- ბ--------ემ წარმოდგენლი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შვილებს გადაუხდის თვეში 80-80 ლარს, რადგან არის ემიგრანტი და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ---------- დ-------------ეს და და მოპასუხე ი----- ბ--------ეს 2----–-–-ს 0-----–--- შეეძინათ ვაჟი - ნ--- დ-------------ე.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა
3.1.2. მოსარჩელე თ---------- დ-------------ეს და და მოპასუხე ი----- ბ--------ეს 2----–-–-- 2---------- შეეძინათ ქალიშვილი - ქ------- დ-------------ე.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ი----- ბ--------ე იმყოფება საზღვარგარეთ სამუშაოდ, აქვს არასტაბილური შემოსავალი, შვილები ამჟამად ცხოვრობენ მამასთან, თუმც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მათზე ზრუნავდა დეიდა , ასევე დედაც მატერიალურად ეხმარებოდა შვილებს.
თ---------- დ-------------ეს მიუხედავად იმისა , რომ მუშაობს, არა აქვს საკამარისი შემოსავალი ბავშვების სათანადოდ სარჩენად, მათი აღზრდისა და სწავლისთვის საჭირო სახსრები.
მტკიცებულება: მოწმეთა ჩვენებები: თ----- ბ--------ის და მ------ ტ--–------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანდებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვნები ნ--- და ქ-------ი ცხოვრობენ მამასთან, რომელიც მუშაობს, თუმც არა აქვს საკმარისი შემოსავალი ბავშვების სათანადოდ რჩენისათვის.
მოპასუხე მხარე თანახმა შვილებს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 80-80 ლარის ოდენობით.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 250-250 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, იგი არის დამოკიდებული იმაზე იშოვის თუ არა სამუშაოს .
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150-150 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-ს 0-----–--- დაბადებული ნ--- დ-------------ის და 2----–-–-- 2---------- დაბადებული ქ------- დ-------------ის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 08 აგვისტოდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 50,40 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რომელიც გაანგარიშებული იქნა ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის იმ ნაწილის შესაბამისად, რა ნაწილშიც მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და რაც დააკისრა სასამართლომ .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე თ---------- დ-------------ის სარჩელი მოპასუხე ი----- ბ--------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ი----- ბ--------ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-ს 0-----–--- დაბადებული ნ--- დ-------------ის და 2----–-–-- 2---------- დაბადებული ქ------- დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულის სასარგებლოდ თვეში 150-150 (ას ორმოცდაათ - ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 08 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე ი----- ბ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50,40 (ორმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი