განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
330100118002441635
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/2113-18

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების მ-----------–--–---–ის, მ----------–----ის,ბრალდებულ გ---------–-----–---–ის,ადვოკატ გ----------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------–-----–---–ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–-----------------ს, თბილისში, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–----------------–---–---------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ---------–-----–---–ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატება შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ---------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის განაჩენით გ---------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის თანახმად, გ---------–-----–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით.

2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე ქ. თ---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წ-------------–----ის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე, გ---------–-----–---–ი, რომელიც უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით იყო შეიარაღებული, ნ---------------–-–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა ფული, დაემუქრა მუხლების დახვრეტით, რის შემდეგაც გ---------–-----–---–მა აღნიშნული დაუდგენელი მარკის და ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა ნ---------------–-–---–ის ფეხების მიმართულებით, ხოლო შემდეგ დაუმიზნა და ესროლა, რითაც ნ---------------–-–---–ს მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა შემავალი გამჭოლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ კი, გ---------–-----–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ნ---------------–-–---–ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების მ--------------------–--–--------–---–-----–------------------------------------–---–-----–--–------------–----–---------------------------------------–---–------–-----------------------------–---–--------------------------------------–--–---------–--------–---------------------------------------–-–---–----------------–-–---–---------------–---–-----------–---------------------------------–---–---------------------------------–---------------------–--ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნ---------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულ გ---------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, გ---------–-----–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები) ერთობლიობა გ---------–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა (ანგარება) და მიზანს (სხვისი ფულის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მიერ გამოხატულ დამოკიდებულებას აშკარად დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ წესრიგს), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ზიანის მოცულობას), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ დანაშაული ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მან არაერთხელ განახორციელა მის მიმართ გასროლა, აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იქნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - ავტობუსის გაჩერებაზე, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობაშია მართლწესრიგთან; ქმედების შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), ასევე ბრალდებულის პიროვნებას (მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, - აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს).

ამდენად, გ---------–-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------–-----–---–ი ცნობილ იქნეს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ---------–-----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

გ---------–-----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 24 თებერვლიდან.

გ---------–-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ნივთიერი მტკიცებულები:

ნ---------------–-–---–ის სისხლის ნიმუში და სავარაუდოდ ტყვიის გულა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

კომპაქტ-დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

გ---------–-----–---–ის შარვალი და ერთი წყვილი ბოტასი, ნ---------------–-–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი