განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2440308-1/195-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ა---––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ-------–----------
დაცვის მხარე: ბრალდებული: გ-------------------------------, დაბადებული 1--- წლის 0-------ს (პ/ნ 0----------), საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად მცხოვრები - ქალაქი ა---––---, ყ-------ს ქუჩა N---, რეგისტრაციის მისამართი; ქ.ა---––---, კ--------ს ქუჩა---------
ადვოკატი: ნ---------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1--------- ქ.ვ--–-ში მდებარე „ლ-------–-“ -ს ბენზინ გასამართ სადგურზე ლ--------–-–---–- ოპერატორ ა---------–-------–---–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით გ----------------ის თანდასწრებით სძალავდა 500 ლარის ოდენობით ფულად თანხას, გ----------------ემ იცოდა ლ--------–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაგრამ შეგნებულად დამალა და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარი მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-------------------მ ჩაიდინა: დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ვ----–-------–---–-ს გამოკითხვის მიხედვით: 2018 წლის 1--------- დაახლოებით 17:30 საათზე დაუკავშირდა მისი ძმის შვილი - ა---------–-------–---–ი, რომელიც მუშაობს ქ.ვ--–-ში ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ზე“ ოპერატორად და უთხრა, რომ აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა სამი პიროვნება, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მოითხოვა ფულადი თანხა გაურკვეველი მიზეზით, რომელიც უნდა გადაეცა საღამოს საათებში. იმ დროისათვის ვ----–-------–---–- იმყოფებოდა სამსახურში და დაუყონებლივ წასვლა ვერ მოახერხა, იკითხა იყო თუ არა მარტო და ა---------–მა განუმარტა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა მენეჯერი და მაღაზიის ოპერატორი. მასთან მისვლის შემდეგ ა---------–მა განმარტა რომ ისინი საუბრობდნენ საოპერატორო ოთახში, რა დროსაც უცნობმა პიროვნებამ ლ----მა მოსთხოვა თანხა 500 ლარის ოდენობით გაურკვეველი მიზეზით და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშწორებით. დაზარალებულის განმარტებით ამ პიროვნებას არ იცნობს, თუმცა იცნობს აქედან ორ პირს, ძმებ გა---------ს, რომლებთან ერთადაც ჰქონდა გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.
იხ. ს.ფ.56-58;
ა---------–-------–---–ის გამოკითხვის მიხედვით: 2018 წლის 1--------- ლ--------–-–---–- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფის მიყენებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძალავდა 500 ლარის ოდენობის ფულად თანხას, რის შედეგადაც მიადგა როგორც ფიზიკური ასევე მორალური სახის ზიანი. იგი სრულად ეთანხმება დადგენილებას და თავს ცნობს დაზარალებულად.
ს.ფ.32-34;
პ---–----------–---–-ს გამოკითხვის მიხედვით: რომ 2018 წლის 1--------- მორიგე იყო ა---------–-------–---–ი, მას დაუკავშირდა მენეჯერი თ------–-------- და განუმარტა, რომ ა---------–-------–---–ს ჰქონდა პრობლემა, მისვლისას მათთან ერთად იმყოფებოდა ა---------–ის ბიძა ვ----–-------–---–-. ა---------–მა განუმარტათ, რომ ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა სამი პიროვნება, რომელთაგანაც ერთ-ერთმა გაურკვეველი მიზეზითა და მუქარით მოსთხოვა თანხა 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე დაემუქრა ცემითა და სიცოცხლის მოსპობით.
იხ. ს.ფ.69-71;
ბრალდებულმა გ----------------ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
გ----------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გ----------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მოწმეთა - დ-------------–---–-ს, ს--------------–-–---–-ს, თ------–--------ს გამოკითხვის ოქმები, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ოქმი ამოცნობის შესახებ, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ვიდეო ჩანაწერი, განჩინება აღკვეთი ღონისძიების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------ე ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3200 ლარის ოდენობი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2018 წლის 3-------------, 2018 წლის 0--------–-- ჩათვლით) უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი 200 ლარით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ----------------ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3200 ლარის ოდენობით.
2.გ----------------ეს (პ/ნ 0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2018 წლის 3-------------, 2018 წლის 0--------–-- ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი 200 ლარით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
3.გ----------------ის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს,- გირაოს შემტანს ვ-–--------------------ს განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22 მიმღები ანგარიშის ნომერი GE27BG0000000999999999-ზე შეტანილი თანხა 3000 ლარი.
4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.საქმეზე დართული ნივთმტკიცება - ორი კომპაქტ დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი