განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
330100118002464560
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ნ-----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------ რ-----ის ძე ჩ-------ი - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ------------------------–-----------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ გ------ ჩ-------ს, 2018 წლის 5 აპრილს, ნარკოლოგიური გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის ჯგუფის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი; ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ ჩ-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------ ჩ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ გ------ ჩ-------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით (რაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრის წერილის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მოხდილი არაა). იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სს საქმეზე გ------ ჩ-------ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა 2018 წლის 5 აპრილს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენის გამოტანამდე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ ჩ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 60 (სამოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------ ჩ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით;

 

მასვე, საქართველოს 59-ე მუხლის მე-8 და სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

გ------ ჩ-------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

გ------ ჩ-------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 

გ------ ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია