განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
03 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნები - ლელა აბალიშვილი, ეკა იასაღაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - გ-------------------
დაცვის მხარე
დამცველი - თ---------------------–---
ბრალდებული - ზ------ მ-----ის ძე ქ-------ვი, დაბადებული - 1--- წლის 1------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–--------------–------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება 3 (სამი) ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
თარჯიმანი - ელნურ თაღიევი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ზ------ ქ-------ვმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებ-–ი, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,51331 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 2017 წლის 08----------ს, ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, ზ------ ქ-------ვმა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,4276 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 11 წონაკად, 1000 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------------–-–---–ზე.
2017 წლის 14 ნოემბერს ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „----------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზ------ ქ-------ვმა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0234 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------------–-–---–ზე.
2017 წლის 15 ნოემბერს ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „----------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ ქ-------ვმა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0274 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------------–-–---–ზე.
2017 წლის 1- ნოემბერს ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „----------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ ქ-------ვმა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------------–-–---–ზე, ხოლო 0,01241 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ზ------ ქ-------ვმა შეინახა ქ. თბილისი, ს------–-----------–--------------–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს ამოღებული იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ზ------ ქ-------ვის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის შედეგად.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 1- ნოემბერს ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „----------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ ქ-------ვმა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------------–-–---–ზე, ხოლო 0,01241 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ზ------ ქ-------ვმა შეინახა ქ. თბილისი, ს------–-----------–--------------–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს ამოღებული იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ზ------ ქ-------ვის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზ------ ქ-------ვის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და ნარკოტიკული საშუალების გასაღებას
მოწმე რ----------–------ს ჩვენებით, რომელიც მუშაობს ც--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, ირკვევა შემდეგი: 2017 წლის 8----------ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მ------------–-–---–ი და ზ------------ სისტემატურად ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. ინფორმაციის თანახმად, ისინი ზ-----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „მერსედეს ბენცით“ იმყოფებოდნენ ო--------–ის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც როგორც პირადად, ასევე ავტომანქანაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ გამომძიებლის მიერ გამოკითხა მოწმის სახით. 2017 წლის 9 ნოემბერს დაევალა ფ-------–-ში მცხოვრები ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცის ვინმე „მ--–-–-ს“ ვინაობის დადგენა. მის მიერ დადგენილი იქნა, რომ „მ--–-–-“ იყო ფ-------–-–-------------–------------------ში მცხოვრები ზ------ მ-----ის ძე ქ-------ვი, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე მ------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ფ-------–-ში გაიცნო პიროვნება მეტსახელად „მ--–-–-“, იგივე ზ----- ქ-------ვი, რომლისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, თითო ე.წ. „ბ-–ს“ 100 (ას) ლარად. ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ხდებოდა კაფში, ან/და ბენზინგასამართ სადგურზე. 2017 წლის 08----------ს ზ------------სთან ერთად ავტომანქანით იმყოფებოდა ფ-------–-ში, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაუტარეს პირადი და ავტომაქანის ჩხრეკა. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლურჯ პაკეტში მოთავსებული 11 ე.წ. „ბ-–---“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიძინა დაახლოებით 1000 ლარად. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე დააფიქსირა შენიშვნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას. პოლიციის განყოფილებ-–ი გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც თანხმობა განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე - აღჭურვაზე და ფარულ ჩაწერაზე. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გამოძიების მიერ ხდებოდა მისი აღჭურვა, რომლის გამოყენებითაც ახდენდა ფარულ ჩაწერას. ნარკოტიკული საშუალების შესაძენ თანხას აძლევდა გამომძიებელი, რომლის გამოყენებითაც ოთხჯერ შეიძინა ზ----- ქ-------ვისგან ნარკოტიკული საშუალება. ზ----- ქ-------ვისგან შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას აძლევდა გამომძიებელს, რაზედაც დგებოდა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ადასტურებდნენ ხელისმოწერით.
მოწმე ნ-------------–-------ს ჩვენებით, იგი მუშაობდა ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 8----------ს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან მ-------- მ------–-–---–თან და ო----- შ-------–---–თან ერთად გამოცხადდა ო--------–აში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანაში შენიშნეს ზ------------ და მ------------–-–---–ი, რომლებსაც გამომძიებელმა განუმარტა უფლებები და ზ------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, გაჩხრეკილი იქნა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც მის მიერ ავტომანქანის წინა მარცხენა კარის ქვეშიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პარკში გახვეული 11 ე.წ. „წონაკი“ ნარკოტიკული საშუალება. მ------------–-–---–ის განმარტებით, ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკულ საშუალება „სირეცი“, რომელიც ეკუთვნოდა მას და ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით. 2017 წლის 22 დეკემბერს დილის საათებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომელ ლ---- ფ---–----–---–თან ერთად გამოცხადდა ზ------ ქ-------ვის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში, ს------–-----------–--------------–-------------------ში, სადაც ჩატარებული იქნა ზ------ ქ-------ვის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, ჩატარებული იქნა ზ------ ქ-------ვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ოთახში არსებული ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი ერთი ცალი მჭიდით და ხუთი ვაზნით, ხოლო მეორე ოთახის ჩხრეკისას მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ფლაკონი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ნივთიერება. ასევე, უჯრიდან ამოღებული იქნა ორი კაფსულა ფხვნილისებრი ნივთიერება და მომწვანო ფერის მცენარეული მასა. ჩხრეკის დასრულების შემდგომ ზ----- ქ-------ვი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელიც გადაყვანილი იქნა ქ. თბილისის პ---–-–--------------------ს ადმინისტრაციულ შენობ-–ი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ო----- შ-------–---–მა და მ-------- მ------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ------ ქ-------ვის შავი ფერის „B--”-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკასა და ამოღებ-–ი. ასევე, ზ----- ქ-------ვი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ ცენტრში, რომელსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
მოწმე ლ---- ფ---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი მონაწილეობით ჩატარებული იქნა მ------------–-–---–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. თანამშრომლებთან - გ-------------------–---სთან და ნ-------------–-------სთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ზ----- ქ-------ვის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ხოლო ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახში ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, მჭიდით და ხუთი ვაზნით. მეორე საძინებელი ოთახის ჩხრეკისას მაგიდიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მინის ფლაკონი მასში არსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის სითხით და ლაქებით. ასევე, უჯრიდან ამოღებული იქნა ორი კაფსულა, რომელშიც იყო მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება და ფურცელში გახვეული მცენარეული მასა, რომლებიც დაილუქა ბრალდებულის თანდასწრებით. მათ მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე თარჯიმნის მონაწილეობით ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზ----- ქ-------ვი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა კო-----------------------–---–მა.
მოწმე ო----- ჩ-----–ის ჩვენების მიხედვით, მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა მ------------–-–---–ისათვის ფულადი თანხის 140 ლარის გადაცემა ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით. 2017 წლის 15 ნოემბერს მ------------–-–---–ის ხელიდან ამოღებული იქნა ზ------ ქ-------ვისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. მის მიერ დანიშნული იქნა ქიმიური ექსპერტიზა, რითაც დადგინდა რომ ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“. მის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული იქნა ზ------ ქ-------ვის საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ჩხრეკა, რომელიც ამოღებული იქნა.
მოწმე გ-------------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ საკონტროლო შესყიდვის მიზნით მ------------–-–---–ისთვის გადაცემული იქნა ფულადი თანხა, რომლის ასლი დაურთო ოქმს. ა---------–-----------სთან და ო----- შ-------–---–თან ერთად 2017 წლის 14 და 1- ნოემბერს მ------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა თითი-თითო ე.წ. „წონაკი“ მოლურჯო ფერის, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეიძინა ზ----- ქ-------ვისგან. მ------------–-–---–ი ორივე შემთხვევაში გამოკითხული იქნა მოწმის სახით. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომლების: ლ---- ფ---–----–---–ის, ნ-------------–-------ს და თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარებული იქნა ზ----- ქ-------ვის პირადი ჩხრეკა, რის შემდეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, ჩატარდა ზ----- ქ-------ვის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ერთი-ერთი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის იარაღი, მეორე საძინებელი ოთახში მდებარე შავი ფერის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ფლაკონები ნარჩენებით, კაფსულა მასში არსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით და მომწვანო მცენარეული მასა, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო შემდეგ დანიშნა ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა. მათ მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზ------ ქ-------ვი.
მოწმე ქ--------–--–------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ჰეროინის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, მოწმის სახით გამოკითხა მ------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ზ------ ქ-------ვისგან. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე აღებული იქნა განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომლის ფარგლებში რამდენჯერმე მოხდა საკონტროლო შესყიდვა. აღნიშნულის შემდეგ აღებული იქნა მოსამართლის განჩინება ჩხრეკისა და დაკავების შესახებ, რის საფუძველზეც დაკავებულ იქნა ზ------ ქ-------ვი, რომელსაც ჩაუტარდა ჩხრეკა. მის მიერ ამოღებული იქნა ავტომანქანა ,,ვ--------“, დანიშნული იქნა ქიმიური ექსპერტიზა, დათვალიერებული იქნა ლაზერული დისკები და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.
2017 წლის 1- ნოემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მ------------–-–---–ის მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება. აღნიშნულ ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა, რომ „ჩემგან ამოღებული ნივთიერება არის სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი,“ რომელიც დღეს შევიძინე ზ----- ქ-------ვისგან.“
ქიმიური ექსპერტიზის N----/სქ-2--- /ქრ დასკვნის თანახმად:
მ------------–-–---–ისგან ამოღებული, ზ------ ქ-------ვისაგან შეძენილი:
თერმულად დამუშავებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით – 0,0409 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 0,0225 გრამის ოდენობით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ-----–------ემ და ს--------–--------მ.
2017 წლის 22 ნოემბრის დისკის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა 2017 წლის 1- ნოემბერს მოპოვებული ვიდეო მასალა. ვიდეოჩანაწერში მამაკაცი(მ) მოძრაობს ქუჩაში ფეხით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩერდება ბენზინგასამართ სადგურთან. მასთან მიდის მამაკაცი(მ1) „ჟ-----–--“ მარკის ავტომობილით, მამაკაცი უჯდება მანქანაში უკანა სავარძელზე. მისალმების შემდეგ მამაკაცი (მ1) აძლევს რამდენიმე ქაღალდის კუპიურას(ლარებს) და სთხოვს გაჩერებასთან ჩაყვანას, რაზეც (მ1) უარს ეუბნება. მ-„ჰა, მ--–-–!“ (გადასცემს თანხას) მ1-„ვალები არა?“ მ-„ჰა? ვალის მერე მოგცემ, ბიჭო. არ მყოფნის ესა.“ მამაკაცი(მ1) იღებს სპორტული ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან პატარა შეკვრას და გადასცემს მამაკაცს. მ-„ნახე რა პატარა არის, რა, ნახე რა პატარა არის (უჩვენებს ერთ პატარა შეხვეულს, ჩეკს). ძაან ცოტა არის, მ--–-–, ეს გეროინი, რომ იყოს კიდევ ჰო და ცოტა რაღაცა მოუმატე, მაგის დედა ვატირე, რა“. მამაკაცი გადადის მანქანიდან.
2017 წლის 22 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის და ეზოს ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ-------–--–---------------–-------------–------------------ში მდებარე ზ----- ქ-------ვის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახის შესასვლელთან ხელმარცხნივ არსებული მოშავო ფერის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ცალი თავდახურული მინის ფლაკონი მათში არსებული მოშავო-მოყავისფრო სითხით და ლაქებით. ამავე მაგიდის პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი კაფსულა მათში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებებით და უჯრებიან ქაღალდში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასით.
ქიმიური ექსპერტიზის N2-----------/ქრ დასკვნის თანახმად:
ზ------ ქ-------ვის ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) მოთავსებული 0,4 მლ მოყავისფრო ფერის სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,00973 გრამის ოდენობით;
უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონში (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) მოთავსებულ ბამბის ტამპონზე და ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერების დანარევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,00268 გრამის ოდენობით;
ექსპერტიზაზე წარდგენილ ხსნარში და დანაშრევში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,01241 გრამს;
უჯრედებიანი ქაღალდის ნაჭერში გადახვეული სპეციფიკური სუნის მქონე - მომწვანო ფერის მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობ-–ი) — 0,39 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ-----–------ემ და გ-------–------–-----მ.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2---- დასკვნის თანახმად:
ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: დ--------------–---–მა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ზ------ ქ-------ვმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებ-–ი და განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და არა გამსაღებელი. ნარკოტიკულ საშუალებას ზ------ ჭიღლაშვილთან ერთად ყიდულობდა „მ--–-–-სგან“ - იგივე ავთანდილ ასკეროვისგან და სოფელში ბიჭებისგან, რომელშიც იხდიდა 80 ან/და 100 ლარს, თუმცა ნარკოტიკული საშუალება თავად არასოდეს გაუსაღებია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან ბრალდებულის ჩვენება არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ზ------ ქ-------ვის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ავტომანქანაში განხორციელებული ვიდეოჩანაწერით და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული და კანონის მოთხოვნათა დაცვით დალუქული ნარკოტიკული საშუალებებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - ზ------ ქ-------ვმა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2017 წლის 1- ნოემბრის ეპიზოდი).
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ზ------ ქ-------ვმა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2017 წლის 1- ნოემბრის ეპიზოდი).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ჰეროინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა — მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებ-–ი იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი.
საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია: 1 სია მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების კრებსით ჩამონათვალს. II სია მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს. საქართველოში ეს ნივთიერებები სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალულია. ესენია განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. სწორედ ასეთი ნარკოტიკული საშუალებაა ,,ჰეროინი“ (დიაცეტილმორფინი).
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობ-–ი არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობ-–ი იმყოფება. უკანონო გასაღებ-–ი იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების: შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას.
შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ქ-------ვი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14-15 ნოემბრის ეპიზოდები) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებ-–ი და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ზ------ ქ-------ვის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (2017 წლის 14-15 ნოემბრის ეპიზოდები). ბრალდების მხარე შეეცედა ბრალის აღნიშნული ნაწილის დადასტურებას მხოლოდ ერთი მოწმის - მ------------–-–---–ის ჩვენებით, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 201- წლის 26 ივლისის №251აპ-1- განაჩენი, პუნქტი 29, 201- წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობ-–ი მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობ-–ი ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობ-–ი მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/0- განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ქ-------ვი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების გასაღებ-–ი (2017 წლის 1- ნოემბრის ეპიზოდი), ხოლო უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14-15 ნოემბრის ეპიზოდები) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებ-–ი და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ზ------ ქ-------ვის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ ქ-------ვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებ-–ი გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ნარკოტიკული ნივთიერებები დალუქულ მდგომარეობ-–ი, რომლებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები დალუქულ მდგომარეობ-–ი, რომელებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 3 ცალი DVD-R დისკი (ფარული აუდიო-ვიდეო მასალა), რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- „B--“-ეს მარკის ავტომანქანა, სახ. NE------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პ---–-–--------------------ს დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- „ვ--------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - X------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პ---–-–--------------------ს დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- აიდი ბარათი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტები, რომელიც ასევე ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ქ-------ვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებ-–ი და გამართლდეს.
2. ზ------ ქ-------ვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებ-–ი და გამართლდეს.
3. ზ------ ქ-------ვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებ-–ი და გამართლდეს.
4. ზ------ ქ-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 1- ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ------ ქ-------ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
6. ზ------ ქ-------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
7. ზ------ ქ-------ვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 0- (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებ-–ი საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
8. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
9. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ ზ----- ქ-------ვის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებ-–ი არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, ფ-------–-; საკ. კოდი N------------- ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 399.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, N3, N4.
10. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული ნივთიერებები დალუქულ მდგომარეობ-–ი, რომლებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები დალუქულ მდგომარეობ-–ი, რომელებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 3 ცალი DVD-R დისკი (ფარული აუდიო-ვიდეო მასალა) რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- „B--“-ეს მარკის ავტომანქანა, სახ. NE------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პ---–-–--------------------ს დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- „ვ--------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - X------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პ---–-–--------------------ს დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- აიდი ბარათი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტები, რომელიც ასევე ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი