გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2018
საქმის ნომერი
120210018002411004
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2411004-2/330-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გ------- ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

 

თავდაპირველი სარჩელის მიხედვით:

 

მოსარჩელე - გ------- ს----------ე

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი

მოპასუხე - თ---------------ე

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

 

შეგებებული სარჩელის მიხედვით:

 

მოსარჩელე - თ---------------ე

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

მოპასუხე - გ------- ს----------ე

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. გ------- ს----------ის სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის N----------------წ. განჩინებით გ------- ს----------ზე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი, შემცირდეს და განისაზღვროს 75 ლარით.

 

გ------- ს----------ის სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩინებით გ------- ს----------ეს არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 150 ლარის გადახდა.

 

2----–-–------------დან გ------- ს----------ე ქორწინებაში იმყოფება ს-----–--- ხ-------–---თან, რომელიც დღეის მდგომარეობით ორსულადაა. გ------- ს----------ე და მისი მეუღლე ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 250 ლარის ოდენობით, ასევე გადასახადები - 50 ლარი თვეში.

 

მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო დაგროვილი აქვს გადაუხდელი ალიმენტი 1000 ლარის ოდენობით. მატერიალური მდგომაროების გაუარესების გამო ითხოვს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას.

2. თ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის N----------------წ. განჩინებით გ------- ს----------ეზე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გაიზარდოს 250 ლარამდე.

 

თ---------------ის სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩინებით გ------- ს----------ეს არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 150 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე მუშაობს ს--------------------–-----–--- და აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე მხარე არის კომლის წევრი, აქვს მიწის ნაკვეთები, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ამუშავებს და აქვს შემოსავალი, ასევე მისდევენ მესაქონლეობასაც.

მოსარჩელე ითხოვს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდას.

 

3. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თ---------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. მოპასუხე იმდროისათვის როდესაც დაეკისრა ალიმენტის გადახდაარ მუშაობდა, მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, პირიქით გაუმჯობესდა, მუშაობს და აქვს სტაბილური შემოსავალი.

2.2. მოპასუხე გ------- ს----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ------- ს----------ეს და თ-----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 20---–-–---------- დაბადებული ა----- ს----------ე.

3.1.3. არასრულწლოვანი ა----- ს----------ე ცხოვრობს დედასთან თ---------------ესთან.

3.1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის N----------------წ. განჩინებით გ------- ს----------ეს არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

3.1.5. გ------- ს----------ე მუშაობს ს--------------------–------–--’ ახ--––---------------------–- კოორდინატორის პოზიციაზე.

3.1.6. გ------- ს----------ის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 800 ლარს, ამას ემატება ავტოსატრანსპორტო საშუალების ამორტიზაციის ხარჯი 80 ლარი.

3.1.7. გ------- ს----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს-----–--- ხ-------–---თან.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2---------–-----------;

- ცნობა გ------- ს----------ის ხელფასის შესახებ;

- ქორწინების მოწმობა;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, გ------- ს------------ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გ------- ს----------ეს უნდა გაეზარდოს არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სარჩენად დაკისრებული ალიმენტი 50 ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლი, 1214-ე მუხლი, 1221-ე მუხლი, 1222-ე მუხლი, 1234-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამავე კოდექსის 1221-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ა----- ს----------ე უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ა----- ს----------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, განვითარების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არ უნდა შემცირდეს და პირიქით უნდა გაიზარდოს.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არასიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას. კერძოდ, ს----------–-----------------------------–-------------- მონაცემებით ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი შეადგენს ი---------------------–-- თვისთვის 248.5 ლარს, მ------- თვისთვის 250.6 ლარს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შეინიშნება საარსებო მინიმუმის ზრდის და არა კლების ტენდენცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების საარსებო მინიმუმის თანხით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წელს განსაზღვრული საალიმენტო თანხა 150 ლარის ოდენობით ვერ უზრუნველყოფს აუცილებელი ხარჯის მინიმუმს თანამედროვე პირობებში. ამდენად, მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის თანხა უნდა განისაზღვროს თვეში 200 ლარის ოდენობით, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. გ------- ს----------ის პრეტენზია კი, რომლის შესაბამისად მას აქვს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, მას არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად ითხოვს ალიმენტის შემცირებას, ვინაიდან მეტს ვერ გადაიხდის, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობას წარმოადგენს 200 ლარი არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ. შესაბამისად გ------- ს----------ეს უნდა გაეზარდოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩინებით არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სარჩენად დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 50 ლარით ლარით და საბოლოოდ დაეკისროს 200 ლარის ყოველთვიურად გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.“

გამომდინარე აღნიშნულიდან გ------- ს----------ეს უნდა დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის ა----- ს----------ის სასარგებლოდ ალიმენტი ყოველთვიურად 200 ლარი სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2----–-–----------დან მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

გ------- ს------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

მოსარჩელე თ---------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც გ------- ს----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 245-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ------- ს----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. თ---------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის №----------------–- განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს 50 ლარით და საბოლოოდ მოპასუხე გ------- ს----------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - ა----- ს----------ის სასარგებლოდ, მისი სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე დაეკისროს 200 ლარის ყოველთვიურად გადახდა – 2----–-–----------დან.

4. გ------- ს----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ------- ლონდარიძე