განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2018
საქმის ნომერი
010100116001379277
დავის ტიპი
177 3 დ , 177 2 ა
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100116001379277

საქმე N1-561/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

07ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - პ------–-–--–---

ადვოკატები - ვ-–-----------–---–---------–--------ე

 

ბრალდებული: ნ-------------------ე

მამის სახელი: ბ-----ი

პირადი ნომერი: 61001078774

დაბადებული: 23. 12.1---–--–-

მ-----–--------------------–----------–--ე

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახურიმდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციისმისამართი: ქ---------------–---------------------------

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედებისკვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------------------ეს ბრალი ედება მასში, რომ 2016 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქ---------–------–---------------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----–------–------ კუთვნილ ავტომანქანა ,,T----------” , სახელმწიფო ნომრით T--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე ნ-------------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.1 მოწმის სახით დაკითხული ნ-----–------–------ (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, ს--–--------------ე მდებარე სასურსათო მაღაზია მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 200-300 მეტრშია და იქ იშვიათად დადის. იმ დღეს მაღაზიაში შვილთან, რ----–-- ბ---–-----სთან ერთად მანქანით წავიდა. მაღაზიასთან მანქანა ღია დატოვა. გასაღი ზედ იყო. მაღაზიაში პური იყიდეს და 2 წუთში გამოვიდნენ, მაგრამ მანქანა ადგილზე არ დახვდათ. შვილთან ერთად ეძებდა მანქანას. შემდეგ დაურეკა მეუღლეს. მანქანა უკან არ დააბრუნეს, რის გამოც მისმა მეუღლემ დარეკა პოლიციაში. მანქანა, რომ ადგილზე არ დახვდათ, თავისი მეუღლის გარდა არავისთვის უთქვამს - ,,იქ ვისზე უნდა მეთქვა ჩემი ნაცნობი არავინ იყო.“ არ დაინტერესებულა მაღაზიას ჰქონდა თუ არა კამერები. ნ-------------------ეს არ იცნობს. შვილისათვის, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს, მანქანა არ გადაუცია.

 

2.2 მოწმე რ----–-------–-----ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, მამასთან ერთად გასვენებაში იმყოფებოდა ხ---–--–-. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, საღამოს შვიდი საათისათვის გავიდა სამსახურში პროდუქციის აღსაწერად, ხოლო 8-9 საათისათვის დედასთან, ნ-----–------–----ესთან ერთად მანქანით წავიდა ს--–--------------ე მდებარე სასურსათო მაღაზიაში, რომლის კლიენტები არიან და ყოველთვის იქ ყიდულობენ პროდუქტს. რამდენიმე წუთში მივიდნენ მაღაზიასთან, სადაც პური და საკვები შეიძინეს. მანქანა ღია დატოვეს და გასაღებიც ზედ ჰქონდა. მაღაზიიდან, რომ გამოვიდნენ მანქანა არ დახვდათ. საკუთარი ძალებით ეძებდნენ მანქანას, ფიქრობდნენ ახლო-მახლო ხომ არ იყო ან ვინმე ხომ არ გაეხუმრათ. უბნის ტერიტორიაზე ეძებდნენ მანქანას ნახევარი საათი. ფიქრობდნენ იქნებ დაბრუნებულიყო და ამიტომ არ დარეკეს პოლიციაში. შემდეგ დედამ დაურეკეს მამას და აცნობა რაც მოხდა. ვიდეოკამერების არსებობით არ დაინტერესებულა. ნ-------------------ესთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს. ჰყავთ საერთო მეგობრები. მართვის მოწმობა არა აქვს და არ გადაადგილდება მანქანით.

 

2.3 მოწმე ნ-------------–------ ჩვენების თანახმად, დაზარალებულის ქმარია. 3 შვილი ჰყავთ. ბავშვები იცნობენ ნ-------------------ეს. 2016 წლის 21 აპრილს, ხ---–--–- გასვენებაში იმყოფებოდა შვილთან, რ----–-------–--------ან ერთად. იმავე დღეს დაბრუნდნენ ბათუმში და საღამოს სამსახურის საქმეებზე წავიდა. მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მაღაზიაში რ----–--თან ერთად მანქანით იყვნენ წასული და მაღაზიიდან, რომ გამოვიდნენ მანქანა ადგილზე არ დახვდათ და რა ვქნათო. ნახევარი საათი ელოდებოდნენ და რომ არ მოიყვანეს მანქანა, ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში.

 

2.4 მოწმე მ---------–---ს ჩვენების თანახმად, ს--–---------------------“-ში მაღაზია აქვს გახსნილი, რომელიც იმ პერიოდში შვილის, ჯ----–----–---ს სახელზე იყო გაფორმებული. მაღაზიაში საღამოს შემოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭი და ქალი. რაღაცეები იყიდეს და გავიდნენ გარეთ. მოისმა ხმამაღალი საუბარი. გარეთ გასულს უთხრეს, რომ მანქანა აღარ არისო ადგილზეო. მაღაზიის ვიდეო კამერის ჩანაწერი იყო წაშლილი, რადგან ყოველ მე-40 დღეს იშლება.

 

2.5 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შევიდა 2016 წლის 21 აპრილს, 23:31:40 საათზე. 2016 წლის 21 აპრილს, 23:45 საათზე, შესასრულებლად დაეწერა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, ბექა თავართქილაძეს.

 

2.6 ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ-------------------ე დაკავებული იქნა 2016 წლის 22 აპრილს, 00:01 საათზე, ქ. ბათუმში, ს--–-------------------ის მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალ ნაწილზე. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ამოღებულ იქნა ნ-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,T----------”, სახელმწიფო ნომრით T--------.

 

2.7 მოწმის სახით დაკითხული ფ-------------–------ ჩვენების თანახმად, მუშაობს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 21 აპრილს, 10:00 საათიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ოპერატორიდან შემოვიდა შეტყობინება ქურდობის თაობაზე. მ----------- ქუჩაზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი, ნ-----–------–----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მოპარეს ავტომანქანა. ღამით ს--–--------------ე შეაჩერეს მანქანა ,,T----------”. მძღოლი არ გაქცეულა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. განაცხადა, რომ დოკუმენტაცია არ ჰქონდა. მოხდა იდენტიფიცირება. რ----–---------------- დაკავებულ იქნა გამომძიებლის მიერ და გადაყვანილი იქნა პოლიციის მე-5 განყოფილებაში, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სადგომზე. მანქანაში სხვა ვინმე იმყოფებოდა თუ არა, არ ახსოვს.

 

3. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები:

 

3.1 მოწმე ზ--------------ს ჩვენების თანახმად, კურსელები ჯ--- და ნ--- საქეიფოდ იყვნენ მასთან ახალშენში. მათ შეუერთდათ ნ---ს ძმა, ნ-------------------ე. კომპიუტერზე ითამაშეს, შემდეგ დალიეს. მოგვიანებით რ----–-- ბ---–----- მივიდა მანქანით და მეგობარი მ----------–------ეც ესტუმრა. წასვლისას ნ------ რ----–---- მანქანის საჭესთან დაჯდა. შემდეგ რა მოხდა არ იცის.

 

3.2 მოწმე მინა ზოიძის ჩვენების თანახმად, მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში. დაახლოებით 20:30 საათზე მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სახლში. მის შვილს, ზ------------ეს სტუმრად ჰყავდა მეგობრები, რომლებიც უკვე წასვლას აპირებდნენ. მათ დარჩენა სთხოვა, მაგრამ 10 წუთში ისინი ეზოში გაჩერებულ ვერცხლისფერ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ზ------------ე და მისი მეგობარი, მ----------–------ე დარჩნენ მხოლოდ სახლში.

 

3.3 მოწმე მ----------–------ის ჩვენების თანახმად, ზ-----------------ნ იყო სტუმრად ახალშენში. იქ იყვნენ ნ----------------ე, ჯ----–----–--ე და ნ-------------------ე. ნ------მ დაურეკა რ----–-------–-----ს და ამოსვლა სთხოვა. რ----–--ი, რომელსაც მხოლოდ სახით იცნობდა, პატარა ვერცხლისფერი მანქანით მივიდა. მისი მისვლის შემდეგ, სახლში ზ------ მშობლები დაბრუნდნენ. წასვლისას რ----–--მა ნ------ს გადასცა მანქანის გასაღები. საჭესთან ნ------ დაჯდა, გვერდით მანქანის პატრონი, უკან ნ--- და ჯ---.

 

3.4 მოწმე ნ----------------ის ჩვენების თანახმად, არის ბრალდებულის ძმა. დაზარალებულის შვილი მეგობარია. ბავშობიდან მეგობრობდა მასთან, თუმცა მისი ძმა უფრო მეგობრობდა. ზ------------ე და ჯ----–----–--ე მისი თანაკურსელები არიან. სტუმრად იყვნენ ზ------------ის სახლში, ახალშენში, სადაც ითამაშეს კომპიუტერული თამაშები, შემდეგ ცოტა დალიეს. მათ შეურთდა ნ---ს ძმა, ნ-------------------ე და მეგობარი ნ-------–------ე. საღამოს ნ------მ დაურეკა რ----–-------–-----ს და მანქანით ამოსვლა სთხოვა. რ----–--ი ამოვიდა. ახალშენიდან წამოსვლისას, ნ------ რ----–---- თანხმობით საჭესთან დაჯდა. წავიდნენ ,,გარადოკისკენ.'' რ----–--ი მაღაზიასთან ჩამოვიდა. მას უთხრეს, რომ ,,ცოტა ხნით გავიდოდნენ და ამოვიდოდნენ უკან,’’ რაზეც რ----–--მა თანხმობა განაცხადა. ნ------მ ქალაქში დატოვა. შემდეგ რ----–--მა დაურეკა და უთხრა, რომ მანქანა უნდა წაეყვანა დედამისთან, მიაკითხა და ერთად დაიწყეს ნ------ს ძებნა, მაგრამ ,,გ---------–-'' ვერ ნახეს.

 

3.5 მოწმე ჯ----–----–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, მან და ნ----------------ემ ზ-----------------ნ წასვლა გადაწყვიტეს. ზ------თან სახლში ყოფნისას კომპიუტერზე ითამაშეს, რის შემდეგ გაიშალა მაგიდა. ახალშენში ავიდა ნ---ს ძმა, ნ-------------------ე. ასევე მივიდა მ----------–------ე, რომელიც იქ გაიცნო. საღამოს ნ------მ დაურეკა რ----–-------–-----ს, რომელიც მანქანით ამოვიდა მათთან. წამოსვლისას ნ------მ რ----–--ს საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რაზეც იგი თანახმდა. მანქანაში მასთან ერთად ისხედნენ - ნ-------------------ე, რ----–-- ბ---–----- და ნ----------------ე. ს--–--------------ე, მაღაზიასთან რ----–--ი მანქანიდან გადავიდა. ნ------მ უთხრა, რომ ნ---ს დავტოვებთ და მალე ამოვალთო. წამოსვლის შემდეგ დარეკა უცნობმა პირმა და უთხრა, რომ რ----–---- მეგობარი ვარ და მანქანას როდის მოიყვანთო. დარეკა რ----–---- დედამაც და უთხრა როდის მოიყვანთ მანქანასო. შემდეგ პოლიციელებმა დააკავეს. მათ განუცხადა, რომ მანქანა რ----–-------–-----მ ათხოვათ. პოლიციიდან ღამის 5:00 საათზე გამოუშვეს.

 

3.6 მოწმის სახით დაკითხული ნ-------------------ის (ბრალდებული) ჩვენების თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 4-5 საათამდე ავიდა ახალშენში ზ-----------------ნ, სადაც თამაშობდნენ კომპიუტერულ თამაშებს. შემდეგ დაიწყეს დალევა. იქ იყვნენ - ზ------------ე, ჯ----–----–--ე, ნ----------------ე და შემდეგ მივიდა მ----------–------ე. საღამოს დაურეკა რ----–-------–-----ს და მანქანით ამოსვლა სთხოვა. მისი ამოსვლის შემდეგ, კიდევ 2 ჭიქა დალიეს და წამოვიდნენ. გამოსვლისას ზ------ დედა შემოხვდათ. რ----–--ს მანქანის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რაზეც ის დათანხმდა. გვერდით რ----–--ი დაჯდა, უკან - ნ--- და ჯ--- დასხდნენ. რ----–-------–-----ს სიგარეტი უნდა ეყიდა, რის გამოც ს--–-----ს ქუჩაზე, მაღაზიასთან მანქანა გააჩერა, რა დროსაც რ----–--ს უთხრა, რომ თავის ძმას - ნ---ს ქალაქში დატოვებდა და მალე დაბრუნდებოდა, რაზედაც თანხმობა მიიღო. გზაში ჯ---ს დაურეკა ვიღაცამ უთხრა ,,მანქანას როდის ამოიყვანთო ბიჭოო’’. შემდეგ რ----–---- დედამ დარეკა და უთხრათ ,,მანქანა როდის უნდა მოიყვანოთ, ნორმალურები თუ ხართო’’. ,,გ---------–-’’ რ---------–-ს ქუჩით ავიდა. რ----–-- ბ---–----- იყო მისი მეგობარი და მანქანა ხშირად უთხოვებია მისთვის, მაგრამ დედამისის ზეგავლენის ქვეშაა. სურს სიმართლის დადგენა. გამომძიებელს სთხოვა მაღაზიასთან კამერების გადამოწმება, რაც არ განხორციელდა. მართვის მოწმობა არ აქვს. იმ დღეს ნასვამი იყო.

 

3.7 მოწმე ჯ----–----–---ს ჩვენების თანახმად, ს--–--------------ე სასურსათო მაღაზია ჰქონდა გახსნილი, სადაც დამონტაჟებული იყო კამერები. ადვოკატების მისვლამდე სხვა პირები იყვნენ მისული, რომლებმაც წაიღეს კამერის მეხსიერების ჩიპი. უკან რომ დააბრუნეს, ჩანაწერი წაშლილი იყო. კამერა 40 დღე ინახავს ჩანაწერს და შლის მე-40 დღეს.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორი და შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მხარის თანასწორად გააჩნდეს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის და ამ მტკიცებულებების და არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, ხოლო სასამართლო ვალდებულია მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, ერთნაირი გულმოდგინებით შეაფასოს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული თითოეული მტკიცებულება და ამ მტკიცებულების თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში არის წინააღმდეგობები, კერძოდ, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მოწმე მ----- მელაძის ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული ჩვენებები დამაჯერებლობას არის მოკლებული.

 

4.1 დაზარალებული ნ-----–------–----ე და დაზარალებულის შვილი, რ----–-------–----- აცხადებენ, რომ ს--–--------------ე მდებარე მაღაზიაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 8-9 საათზე. ნ-----–------–------ მეუღლემ, ნუგზარ ბ---–-----მ პოლიციაში დარეკა მომხდარი ფაქტიდან ნახევარ საათში, ხოლო შეტყობინების თანახმად, სატელეფონო ზარი პოლიციის განყოფილებაში შესულია 2016 წლის 21 აპრილს, 23:31:40 საათზე.

 

4.2 დაზარალებულმა ნ-----–------–----ემ განაცხადა, რომ იშვიათად დადიოდნენ ს--–--------------ე მდებარე მაღაზიაში, ხოლო მისი შვილი - რ----–-------–----- კი ჩვენებაში ამბობს, რომ ,,მაღაზიის კლიენტები ვართ, ყოველთვის იქ ვყიდულობთ პროდუქტს და მასიური კლიენტები ვართ მისი“.

 

4.3 მოწმე მ----- მელაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ მაღაზიაში საღამოს შემოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭი და ქალი. რაღაცეები იყიდეს და გავიდნენ გარეთ. ატყდა ხმამაღალი საუბარი. გარეთ გასულს უთხრეს, რომ მანქანა აღარ არისო ადგილზეო, ხოლო დაზარალებულ ნ-----–------–----ეს და მის შვილს, რ----–-------–-----ს ჩვენებებში არ უთქვამთ, რომ მანქანის ქურდობის თაობაზე ვინმეს რაიმე უთხრეს. ნ-----–------–------ ჩვენების თანახმად, ,,იქ ვისზე უნდა მეთქვა ჩემი ნაცნობი არავინ იყო.“ რ----–-------–-----ს ჩვენების თანახმად, მანქანის ქურდობის ფაქტის თაოაბაზე არავისთვის უთქვამს.

 

4.4 მოწმე მე--------–---- განცხადა, რომ ვიდეო კამერის ჩანაწერი იშლება ნებისმიერ მე-40 დღეს, რის გამოც 2016 წლის 16 აპრილის ჩანაწერი მე-2 დღეს წაიშალა. მ---------–---ს შვილმა, ჯ----–----–---მ, რომელიც იმ დროს (2016 წლის 21 აპრილს) იყო მაღაზიის მეპატრონე, დაადასტურა, რომ მაღაზიის ვიდეო კამერის ჩანაწერი იშლება ამა თუ იმ ფაქტის ჩაწერიდან მე-40 დღეს.

 

ამდენად, სახეზე არ არის დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის, თუმცა საქმის გარემოებების და მტკიცებულებების შინაგანი რწმენით შეფასების და მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

5. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

5.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ-------------------ემ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ---------–------–---------------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-------–-----მ ნება დართო ნ-------------------ეს თავისი დედის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (,,T----------”, სახელმწიფო ნომრით T--------) წაეყვანა მისი ძმა, ნ----------------ე, რომელიც უნდა დაეტოვებინა ქ. ბ-------------------------ე და დროულად დაებრუნებინა ავტომანქანა ს--–--------------ე მდებარე მაღაზიასთან. ნ-------------------ემ არ დააბრუნა ავტომანქანა. მან ჩათვალა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ქ. ბ-------------------------ე ნ-----–------–------ ავტომანქანით მოძრაობისა და გადაადგილების უფლება ჰქონდა და მფლობელისა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ქ. ბ-------------------------ე, ავტომანქანით თვითნებურად მოძრაობდა რამდენიმე საათი, რა დროსაც, 2016 წლის 22 აპრილს, 00:01 საათზე, დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

5.2 მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნ-------------------ე მართავდა ნ-----–------–------ კუთვნილ ავტომობილს - ,,T----------”, როდესაც იგი დააკავა საპატრულო პოლიციამ. ბრალდების მხარის განმარტებით, ნ-------------------ე ავტომანქანას დაეუფლა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაცვის მხარის განმარტებით კი - ნ-------------------ეს დაზარალებულის შვილმა, რ----–-------–-----მ ათხოვა იმ დროისათვის მის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა და მას ქურდობის განზრახვა არც ჰქონია და უდანაშაულოა.

 

თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად ბრალდებულის ქცევის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ თვითნებობასთან.

 

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ნ-------------------ის განზრახვაში არ იკვეთება ნ-----–------–------ ავტომანქანის მისაკუთრების მიზანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველო სსსკ-ის 360-ემუხლით (თვითნებობა) დაცვის ობიექტია - სადავო უფლების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქე კი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ და თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილი უფლება - ეს ის უფლებაა, რომელიც პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, თავისად დაგულებული უფლება - კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არა აქვს ანდა ეს უფლება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ნ-------------------ემ მიიჩნია, რომ მას ნ-----–------–------ ავტომანქანით ბათუმის ქუჩებში, რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრაობის და გადაადგილების უფლება ჰქონდა (თავისად დაგულვებული უფლება), თუმცა სინამდვილეში ამის უფლება არც ნ-----–------–----ეს (მანქანის მესაკუთრე) და არც მის შვილს რ----–-------–-----ს (იმ დროსათვის მანქანა მის მფლობელობაში იყო) მისთვის არ მიუციათ. აღნიშნული უფლება ნ-------------------ეს ექნებოდა მანქანის მესაკუთრისაგან მიღებული ნებართვის შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, რ----–-------–-----მ ნება დართო ნ-------------------ეს თავისი დედის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით წაეყვანა მისი ძმა, ნ----------------ე და დროულად დაებრუნებინა ავტომანქანა, მაგრამ ნ-------------------ემ არ დააბრუნა ავტომანქანა და თავისი შეხედულებისამებრ, მესაკუთრისა და მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა ნ-----–------–------ კუთვნილი ავტომანქანა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

 

5.3 სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი, რომელსაც საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით სასასამართლო ადგენს და შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს. ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური და მორალური, ასევე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევაში გამოიხატოს.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ნ-------------------ის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში დაზარალებულს აღარ მიეცა საშუალება მფლობელობაში ჰყოლოდა საკუთარი ავტომანქანა და ესარგებლა თავისი საკუთრებით საჭიროებისამებრ. აღნიშნული ასევე დაკავშირებული იყო დაზარალებულის ფსიქოლოგიურ განცდებთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ნ-------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს (არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი) და თვლის, რომ ნ------ ფუტკრაძეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-------------------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ნ-------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. ნ-------------------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 27აპრილის ჩათვლით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აპრილის განჩინებით, ნ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ბ-----ი ფ------------ (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ო------------------–----–-----------------------ა, ს-------------------ი: 26.27.07.0--) 5 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი