განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
200100118002590818
დავის ტიპი
362 1
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002590818

N1/232-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

18 სექტემბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–---- ტ-----–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ------- გ-------–---–ი

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ბ---------ი

მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ბ---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბ---------ის საავტომობილო გზაზე, ავტომანქანა „ფორდის“ სახელმწიფო ნომრით O-------- მართვის დროს, მძღოლი გ------- გ-------–---–ი იყენებდა მართვის ყალბ მოწმობას, რაშიც იგი ამხილეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--ს თანამშრომლებმა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ი-–---------–-–---–ის და კ------------------–ის გამოკითხვის ოქმებით, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმით, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

2. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ-------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3. სასამართლოს ბრალდებულ გ------- გ-------–---–ისს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

4. გ------- გ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- გ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

7. სასამართო ყურადღებას მიაქცევს, რომ ბრალდებული გ------- გ-------–---–ი, დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ - 2017 წლის 10 ნოემბერს ითვლებოდა გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირად. თუმცა, ბრალის წარდგენის მომენტში - 2018 წლის 07 აგვისტოს, მას ნასამართლობა გაქარწყლებული ქონდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული დამამძიმებელ გარემოებას აღარ წარმოადგენს. ამიტომ, სასამართლო გამოიყენებს მსუბუქ სასჯელს - ჯარიმის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. გ------- გ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

9. გ------- გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

10. ნივთიერი მტკიცებულება - გ------- გ-------–---–ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, დალუქული ერთი პაკეტით და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური