განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/27-18
(გამოძიების №0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ივ-------–-----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------------ს, პირადი #2----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღო-----ში.
ადვოკატი - ნო--------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღო-----ში მდებარე ივ-------–-----–---–ისა და ეკ----------------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ივ-------–-----–---–მა ხელების ხელების არეში მრავალჯერადი დარტყმისა და პლასტმასის ნატეხის ზურგის არეში გასმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფითა და გინებით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი ცოლის - ეკ----------------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
1.2. 2017 წლის ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღო-----ში მდებარე ივ-------–-----–---–ისა და ეკ----------------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ივ-------–-----–---–მა ხელების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ეკ----------------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ივ-------–-----–---–ის მიერ 2018 წლის 9 ივნისსა და 2017 წლის ივლისში, ასევე ბოლო ორი წლის მანძილზე მეუღლის - ეკ----------------–---–ის მიმართ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღწერილ გარემოებებში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალდებულმა ივ-------–-----–---–მა საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
3.2. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა დაზარალებულმა ეკ----------------–---–მა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.
3.3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით, ბრალდებულისა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმების გარდა ყველა სხვა მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება #1364875, ეკ----------------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ივ-------–-----–---–ის ალკოტესტით შემოწმების ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მოწმეების - ვა---–---------------------–---–---ს, სო-–--------------–----–ის, თა--------–-----–---–ისა და ლა-–---------------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 28 ივნისის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ნივთმტკიცებები უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს. ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს.
_____________________________________
1იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.
2აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.
3ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.
3.4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ივ-------–-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ზემოაღნიშნული გამონაკლისების გარდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თუმცა მათი შეფასება
მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები (ვინაიდან, საბოლოო ჯამში, სადავო მტკიცებულებები საქმეზე ფაქტობრივად აღარ დარჩა) შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ივ-------–-----–---–ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.
3.7. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის ეკ----------------–---–ი და ივ-------–-----–---–ები არიან მეუღლეები - ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული სადავოდ არ გამხდარა.
3.8. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ეკ----------------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა ისარგებლა
____________________________________________
4იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დუმილის უფლებით. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს: ვა---–---------------------–---–--- და სო-–--------------–---–ი (სოფელ ღო-----ში ბრალდებულის მეზობლები არიან) არ ადასტურებენ არა მარტო 2018 წლის 9 ივნისს მომხდარ რაიმე ფაქტს, არამედ საერთოდ არ სმენიათ ივ-------–-----–---–სა და ეკ----------------–---–ს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობებზე, მით უმეტეს ძალადობაზე; თა--------–-----–---–ის განცხადებით (ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი) მას არასდროს სმენია ან შესწრებია მამის მიერ დედის ცემის ან გინების ფაქტს; ლა-–---------------მა (დაზარალებულის დედა) აღნიშნა, რომ არასდროს პირადად არ შესწრებია ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ ჩხუბს ან ცემის ფაქტს, მხოლოდ სმენია ამის შესახებ, გარდა ამისა, ერთხელ, 2017 წლის ივნისის შეესწრო მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ „წაკამათებას“, რის შემდეგაც შვილმა უთხრა, რომ ივ-------–-----–---–მა სცემა იგი, თუმცა მოწმე ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატა ცემა ან განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი. აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენება ეფუძლება მხოლოდ სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და იგი ვერ მიუთითებს მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით რელევანტურ გარემოებებს, გარდა ამისა, ნიშნადობლივია, რომ მოწმე მიუთითებს 2017 წლის ივნისის ფაქტზე, მაშინ, როდესაც ივ-------–-----–---–ს ბრალი ედება 2017 წლის ივლისში განხორციელებული ძლადობისთვის.
3.9. სასამართლო ასევე შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ საგნებზე (მაისური და აქანტაზის ტარის ნაწილი) არანაირი ექსპერტიზა ჩატარებულა, რაც დაადგენდა მათ კონკრეტულ შემხებლობას წარდგენილ ბრალდებებთან და ივ-------–-----–---–თან, რაც მთავარია. შეტყობინების რეგისტრაციის ბარათში ასევე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება. 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება პირადი გასინჯვის შედეგებს), რომლის თანახმადაც, ეკ----------------–---–ს აღენიშნება ნაჭდევები და სისხლჩაქცევები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, არ შეიძლება გახდეს რაიმე ფორმით ივ-------–-----–---–ის მიერ 2018 წლის 9 ივნისს განხორციელებული ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ამ დაზიანებების ივ-------–-----–---–ის მიერ მიყენების თაობაზე, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დადგენის საკმარის და ობიექტურ საფუძვლად, რადგან, ერთი მხრივ, იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და, მეორე მხრივ, ამ განმარტების გაკეთებისას არავის გაუფრთხილებია დაზარალებული, რომ უფლება ჰქონდა უარი განეცხადებინა ახლო ნათესავების წინააღმდეგ ინფორმაციის გაცემისაგან. ბუნებრივია მაშინ, როდესაც ასეთი განმარტება ჩვენების მიცემისას აუცილებელია, ხოლო მისი არარსებობისას შინაარსობრივად და ფორმალურად მსგავსი ხასიათის „მტკიცებულება“ სხვა გზითაც შეიძლება „შეიფუთოს“, პრობლემაა სამართლებრივი თვალსაზრისით. ზუსტად ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით ეკ----------------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმშიც, რაზეც სასამართლო აღარ შეჩერდება.
3.10. ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ან სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და რაც განხორცილედა ივ-------–-----–---–ის მიერ. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, ვინაიდან ცალსახაა, რომ დაზარალებულს აქვს სხეულის დაზიანებები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ივ-------–-----–---–ის მხრიდან ჰქონდა ადგილი ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებას, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამიტომ, სასამართლო აღარ შეჩერდება ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის განცდის საკითხზე, ვინაიდან, ზოგადად, შესაბამისი ქმედებების ივ-------–-----–---–ის მიერ განხორციელება ვერ დაადგინა სასამართლომ.
3.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ივ-------–-----–---–ის მხრიდან ეკ----------------–---–ის ცემის, ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები 2017 წლის ივლისში, 2018 წლის 9 ივნისსა და ბოლო ორი წლის განმავლობაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ივ-------–-----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ივ-------–-----–---–მა განახორციელა ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან სისტემატური შეურაცხყოფა დაზარალებულ ეკ----------------–---–ზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ივ-------–-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. ივ-------–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 3000 ლარი განაჩენის აღსასრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს ივ-------–-----–---–ს (2----------).
4. ნივთმტკიცებები: შავი ფერის მაისური და პლასტმასის აქანდაზის სახელური საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს - ეკ----------------–---–ს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ივ-------–-----–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი