განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/665-18 (N041310518005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13. 08. 2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი მ------ ჩ-------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ე-- ქ-----–--ე
მამის სახელი: მ----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ჟ--–--------ს ქ. N2/79
ადვოკატი - მ------- მ--–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ე-- ქ-----–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, ქ. ქუთაისში ჟ--–--------ს ქუჩის N2-39/23-ის სადარბაზოში ე-- ქ-----–--ემ ცემა არასრულწლოვანი ნ---- თ-------–--ე, კერძოდ თმებში მოქაჩა, სახეში გაარტყა ხელი, ფეხი დაარტყა მარჯვენა წვივის არეში და მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ცემის შედეგად ნ---- თ-------–--ემ განიცადა ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 02 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ე-- ქ-----–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ე-- ქ-----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ე-- ქ-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: დ---- გ--–-–---–ის, ნ--- ღ--------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ ნ---- თ-------–--ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ცნობით ნასამართლობის შესახებ; ცნობით ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ე-- ქ-----–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ე.ი. ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე-- ქ-----–--ემ აღიარა დანაშაული; პირველადაა სამართალში, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-- ქ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
2. მსჯავრდებულ ე-- ქ-----–--ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 დისკად -რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე