განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი-ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორები - ნა-----------–---–ი, ლა–----------–--ე
დაცვის მხარე
ადვოკატი - გო-------------ე,ბრალდებული: გა---------------------------------ი,დაბადების თარიღი: 2---------------–--–--
პირადი ნომერი: 0-----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. თბილისი, ჩ----------------
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი.
განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 19:56 საათზე ქ. თბილისში ყ---------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გა-----------------ი ატარებდა დანას. ექსპერტიზის N------ დასკვნით თანახმად, აღნიშნული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 25 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გა-----------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს გა---------------ნი თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გა-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების გა-----------------ის, გი--------------–-–---–ის, გე-–------–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ექსპერტიზის N------ დასკვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2--------- განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 2--------- განაჩენით შესაბამისობაში მოიყვანა გა-----------------ის ქმედება ახალ კანონთან, რომლის მიხედვითაც ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ( 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რითაც შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გა-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა გა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გა-----------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გა-----------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გა-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2-----–---- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი-ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გა-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს .
მსჯავრდებულ გა-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
დანა-განადგურდეს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე