განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2018
საქმის ნომერი
330100118002560041
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/3----18

№00----------

09 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ზაქარია ჟღენტი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლუ-----------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვი----–----------ე, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–----------–------------------------------------------------–----------–------------------------–-------------------–-------–-----------–----------------------------------------–-------------------------

 

ადვოკატი - ზვ--------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის 1-------- დაზარალებულ ნი---------–---–ის, 2018 წლის 1-------- დაზარალებულ თ---------------ს, 2018 წლის 3----–---- ეპიზოდები).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 0--------, საღამოს საათებში, ვი----–----------ემ მეუღლე ნი---------–---–ი თბილისში ლ----------------ში მდებარე სამსახურიდან ავტომობილით წაიყვანა თავიანთ საცხოვრებელ სახლში ქ. თბილისში, უ–------------------–---------------- კორპუსში. ავტომობილით მგზავრობისას და მათი საცხოვრებელი სახლის წინ ვი----–----------ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნი---------–---–ს დაემუქრა, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ავტომობილით მგზავრობისას უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს, ხოლო სახლის წინ კი უთხრა, რომ გადაასხამდა ბენზინს და დაწვავდა. ვი----–----------ის მუქარა ნი---------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2018 წლის 0--------, საღამოს საათებში, უ–------------------–---------------- კორპუსის წინ ვი----–----------ე შვილს - თა--------------ს იმის გამო, რომ თა-------------- გამოესარჩლა დედას - ნი---------–---–ს, რომელსაც ვი----–----------ე ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ გადაასხამდა ბენზინს და დაწვავდა, ხოლო შემდეგ აიღო ქვა და აპირებდა თ---------------სათვის სროლას. ვი----–----------ის მუქარა თა--------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის 0-----–---, დაახლოვებით 09:00 საათზე ქ. თბილისში, უ–------------------–---------------- კ---------------------ში მივიდა ვი----–----------ე, რომელმაც ძალის გამოყენებით შეამტვრია ბინის კარები და მეუღლეს ნი---------–---–ს დაემუქრა მისი და მისი შვილის - თ---------------ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ორივე მათგანს გადაასხამდა ბენზინს და დაწვავდა. ვი----–----------ის მუქარა ნი---------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

1.4. 2018 წლის 0-----–---, დაახლოვებით 09:00 საათზე ქ. თბილისში, უ–------------------–---------------- კორპუსის ბინა N---ში მივიდა ვი----–----------ე, რომელმაც ძალის გამოყენებით შეამტვრია ბინის კარი და მეუღლეს ნი---------–---–ს, რომელიც აპირებდა ტელეფონით 112-ში დარეკვას, მათი არასრულწლოვანი შვილის - გვ--–----------ის თანდასწრებით, ორი ხელით მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები და გადაუგრიხა მარჯვენა ხელის მაჯა, რითაც ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.5. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის 03----–---- ჩათვლით პერიოდში ქ. თბილისში, უ–------------------–---------------- კორპუსის ბინა N---ში ვი----–----------ე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს - ნი---------–---–ს და შვილს თა--------------ს, მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 9 წლის გვ--–----------ის თანდასწრებით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მათ პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით. უზღუდავდა მათ ხალხთან კომუნიკაციას, არ აძლევდა და უშლიდა სახლიდან გასვლას, თითქმის ყოველდღიურად აგინებდა და ლანძღავდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, სისტემატიურად ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით. ცდილობდა საცხოვრებელ ბინაში მისი უპირატესობის დამტკიცებას, მიიჩნევდა მათ თავის საკუთრებად და უნდა გაეკეთებინათ ის რასაც იგი ეტყოდა. ნი---------–---–ის მიმართ სისტემატიურად ეჭვიანობდა, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც აკითხავდნენ უცხო მამაკაცები. ვი----–----------ის ქმედებით ნი---------–---–ი და თა--------------ე განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 სასამართლოს დასკვნა ვი----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ვი----–----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გვ--–----------ის, გი----------------–---–ის, მე------------ს, იზ--–--–----–---–ის და დაზარალებულების: ნი---------–---–ის და თ---------------ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ამოღებულ ნივთმტკიცებას.

 

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვი----–----------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვი----–----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვი----–----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.4 სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის (სსკ-ის 151 მუხლი), რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.7. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ვი----–----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მირ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, (2018 წლის 1-------- დაზარალებულ ნი---------–---–ის, 2018 წლის 1-------- დაზარალებულ თ---------------ს, 2018 წლის 3----–---- ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვი----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე და დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცერებისა და მათზე სამართლებრივი რეაგირებისათვის, რადგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, მათი ბუნებიდან გამომდინარე, არღვევს ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობის, პლურალიზმისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული წესრიგის იდეას, შედეგად კი საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომლის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

 

5.5. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას მოტივის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება არაპირდაპირი დისკრიმინაცია გამოიწვიოს. მაგალითად, 2007 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაში „ანგელოვა და ილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას, სახელმწიფო ხელისუფლებებს აქვთ დამატებითი ვალდებულება, გაიღონ ყოველგვარი ძალისხმევა დანაშაულის რასისტული მოტივის აღმოსაჩენად და დაადგინონ, ამ შემთხვევაში თამაშობდა თუ არა რამე როლს ეთნიკური სიძულვილი ან სტერეოტიპი. თუ ამას არ გააკეთებენ და რასიზმით შთაგონებულ ძალადობასა და სისასტიკეს ისევე განიხილავენ, როგორც ამგვარი მოტივის გარეშე ჩადენილ დანაშაულს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თვალი დაუხუჭეს დანაშაულის სპეციფიკურ ბუნებაზე, რომელიც განსაკუთრებულად არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს. თუ განსხვავებულად არ მიუდგებიან არსებითად ერთმანეთისაგან განსხვავებულ სიტუაციებს, ეს მიგვიყვანს არასამართლიან განხილვამდე, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე–14 მუხლს.“ (ANGELOVA AND ILIEV v. BULGARIA, No.55523/00, პ.115).

 

5.6. 2010 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული იქნა რეკომენდაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომელმაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ეროვნულ კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში გამოიყენონ გათვალისწინებული პრინციპები და ზომები ლგბტ პირებთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად (მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)5 სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ).

 

5.7. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვი----–----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში.

 

5.5. მოცემულ შემთხვევაში ვი----–----------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვი----–----------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ვი----–----------ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვი----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის 1-------- დაზარალებულ ნი---------–---–ის, 2018 წლის 1-------- დაზარალებულ თ---------------ს, 2018 წლის 3----–---- ეპიზოდები)და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-------- დაზარალებულ ნი---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-------- დაზარალებულ თ---------------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3----–---- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვი----–----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვი----–----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 03 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ხელის კვლები და დაზიანებული საკეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი