გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002360630
№3-136/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მარ---–---ა დი------ე
წარმომადგენელი - რ---ზ ჯო-------ე, სარ---ონ დი------ე
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მარ---–---ა დი------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილებისა (მარ---–---ა დი------ის ნაწილში) და „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე“ 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მარ---–---ა დი------ე 1990 წლიდან ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს 2--- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №3-ის მიმდებარედ.
წლების განმავლობაში აღნიშნულ ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ე ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მოჰყავდა ერთწლოვანი კულტურული მცენარეები, ასევე, ნაკვეთზე გაშენებულია თხილის ნარგავები და შემოსაზღვრულია ღობით. მას არცერთ ეტაპზე არ მიუტოვებია და არ გაუჩანაგებია მიწის ნაკვეთი, რასაც დაადასტურებენ უახლოესი მეზობლები, სარჩელში მითითებული მოწმეები.
მარ---–---ა დი------ემ 2008 წელს მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 2008 წლის 3 იანვრის №3 ოქმის №200 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მარ---–---ა დი------ის განცხადება, აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და 2008 წლის 10 იანვარს გაცემული იქნა №4813 საკუთრების უფლების მოწმობა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული №882008220457-03 (17.07.2008) განაცხადის საფუძველზე დარეგისტრირდა მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლება ქ. ქო----–---–ი, რუ-------–ის ქუჩა №5-ში მდებარე, 2--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: 20.18.02.974 .
მარ---–---ა დი------ე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია (ქ. ქო----–---–ი, რუ-------–ის ქუჩა N5-ში მდებარე, 2--- კვ.მ.) მიწის გადასახადის გადამხდელად, რასაც ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 15 ოქტომბრის შეტყობინება, საგადასახადო მოთხოვნა N081-20539/4052 ფ/პ ქონების გადასახადის თაობაზე.
მარ---–---ა დი------ემ 2015 წელს გადაწყვიტა, თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, რა დროსაც საჯარო რეესტრის მიმღები ოპერატორისაგან ცნობილი გახდა, კომისიის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების შესახებ.
მარ---–---ა დი------ემ 2016 წლის 23 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №882016549517 განაცხადით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რითაც აღდგებოდა მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე.
2017 წლის 10 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მარ---–---ა დი------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 16 ნოემბრის №11-03/107 განკარგულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, მარ---–---ა დი------ეზე გაცემული №4813 საკუთრების უფლების მოწმობა 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის №15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, იმ საფუძვლით, რომ საკუთრების მოწმობა მარ---–---ა დი------ეზე გაიცა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებითად დაირღვა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები (არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი).
მარ---–---ა დი------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2009 წლის 1-ლი იანვრის №7 ოქმის, №15 გადაწყვეტილება მარ---–---ა დი------ის ნაწილში და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილებით მარ---–---ა დი------ეს უკანონოდ უთხრა უარი, საკუთრების უფლების აღიარებაზე და არ აღუსრულებია კანინერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მისი უფლებები, რომელიც დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 3 იანვარს №3 ოქმის №200 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მარ---–---ა დი------ის განცხადება და მის სახელზე გასცა №4813 საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის №15 გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ თავის დროზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობა მარ---–---ა დი------ეზე გაიცა, როგორც მის თვითნებურად დამკავებელზე, თუმცა განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე იმ დროისათვის არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი.
კომისის არქივში დაცულ, მარ---–---ა დი------ის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში არ ინახება მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოახდინა აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილობა.
ამის შემდგომ, მარ---–---ა დი------ემ საკუთრების მოწმობის ბათილობის საკითხის განხილვის ნაცვლად, კომისიის შეცდომაში შეყვანის მიზნით ახალად დაიწყო საქმის წარმოება, იგივე მიწის ნაკვეთზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, შეცვლილი კონფიგურაციით და ნაკლები კვადრატულობით. კერძოდ, კომისიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის №250848 წერილის საფუძველზე მოითხოვა დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქუჩა №3-ის მიმდებარე 1604,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
განცხადება განხილული იქნა კომისიის 2016 წლის 11 ნოემბრის №11-02/04 სხდომაზე და 2016 წლის 11 ნოემბრის №4 ოქმის საფუძველზე მარ---–---ა დი------ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რის შემდეგაც მარ---–---ა დი------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 16 ნოემბრის №11-03/107 განკარგულების ბათილობა, თუმცა მან უკან გაიხმო სარჩელი და სასამართლო წარმოება შეწყდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 26.10.2017 წლის გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხების შესწავლის მიზნით მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით ნაკვეთი შემოსაზღვრულია მარტივი კონსტრუქციის ფიქსირებული საზღვრით და მასზე გაშენებულია 2-3 წლის თხილის ნარგავები. საკითხი გავიდა კომისიის სხდომაზე, რასაც ესწრებოდა მარ---–---ა დი------ის მინდობილი პირი, სარ---ონ დი------ე და წარმომადგენელი თენგიზ კონცელიძე.
სარ---ონ დი------ემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე 2000 წელს ჩაის ნარგავები გამხმარი იყო, ხოლო კომისიის სხდომაზე ნაჩვენები ორთო ფოტოს მიხედვით, 2000 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩაის პლანტაცია, რაც ეწინააღმდეგება სარ---ონ დი------ის განმარტებას. ასევე, მარ---–---ა დი------ის წარმომადგენლის მიერ აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთი იცვლის კონფიგურაციას.
საქმის გარემოებათა შეჯამების შედეგად კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ მარ---–---ა დი------ის მოთხოვნა თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის №376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენადაც მასზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე ის არ წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მარ---–---ა დი------ის მიერ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს და მიაჩნია, რომ 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 ოქმის №19 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული №11-03/104 განკარგულება მიღებულია, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის იანვრის თვეში მარ---–---ა დი------ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №3-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეთა განცხადებები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მარ---–---ა დი------ის მოთხოვნა და დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება.
კომისიის მიერ 2008 წლის 10 იანვარს მარ---–---ა დი------ის სახელზე გაიცა №4813 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე 2---.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლება 2--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო ნომერი: 20.18.02.974).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილება;
- საკუთრების უფლების მოწმობა №4813.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.07.2008 წ.
3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ კომისიის მიერ განხილულ იქნა მარ---–---ა დი------ეზე დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული 2---.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის საკითხი.
საკუთრების უფლების კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლება აღიარდა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებითად დაირღვა გადაწყვეტილების მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კერძოდ, არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
ამის შესაბამისად, გაუქმებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული, №4813 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 გადაწყვეტილება;
3.1.3. მარ---–---ა დი------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „საკუთრების უფლების მოწმობის N4813 ბათილად ცნობის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მარ---–---ა დი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2009 წლის 1-ლი იანვრის №7 ოქმი №15 გადაწყვეტილება მარ---–---ა დი------ის ნაწილში „№4813 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ“ და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3.1.4. მარ---–---ა დი------ემ 2016 წლის 23 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №882016549517 განაცხადით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №3-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს მარ---–---ა დი------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2016 წლის 11 ნოემბრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით მარ---–---ა დი------ეს უარი ეთქვა დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №3-ის მიმდებარე 1604 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2016 წლის 11 ნოემბრის №4 საოქმო გადაწყვეტილება;
3.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა ადმინისტრციული წარმოება და 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღო 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება, რომლითაც მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილება;
- კომისიის 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება;
3.2. დდგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია მხარეთა შორის დავის გადასაწყვეტად, სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მარ---–---ა დი------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს, ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
დადგენილია და უდავო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილებით მარ---–---ა დი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2009 წლის 1-ლი იანვრის №7 ოქმის, №15 გადაწყვეტილება მარ---–---ა დი------ის ნაწილში - „№4813 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ“ და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით.
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი აღსრულება ევალებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, თავიდან უნდა ჩაეტარებინა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადასინჯვის მიზნით, რაც უნდა მომხდარიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით.
უფრო კონკრეტულად, კომისიას უნდა განეხილა (გადაესინჯა) დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხი. კერძოდ, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარება შეესაბამებოდა თუ არა, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №№525 ბრძანებულებით განსაზღვრულ წესებს, იმ მხრივ, რომ მარ---–---ა დი------ე ფაქტობრივად წარმოადგენდა თუ არა, მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს, ანუ საკუთრების აღიარების დროისათვის ფიზიკურად ფლობდა თუ არა მიწის ნაკვეთს და თუ სარგებლობდა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა იგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, „მარ---–---ა დი------ეს საკუთრების უფლება გაუქმებული იქნა იმ საფუძვლით, რომ კომისიამ თავისივე გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვისას ჩათვალა, არ დგინდებოდა მარ---–---ა დი------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე, ასეთი დასკვნის საფუძველი კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული საერთოდ არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას საერთოდ არ გამოუკვლევია ქო----–---–ი, დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტერიტორია, მისი დანიშნულება, რასაც მოითხოვს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რის გამოც კომისიის გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი - საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას და შეფასებას“.
შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება გულისხმობდა ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარებას, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის მიზნით.
სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვისას, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ თითქოს არ დგინდებოდა მარ---–---ა დი------ის მიერ უფლებასაღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესახებ ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც უკავშირდებოდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის სამართლებრივი კავშირის შესწავლას და დადგენას, კერძოდ, - კომისიის მიერ ამომწურავად უნდა ყოფილიყო შესწავლილი კონკრეტული სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, დანიშნულება, ადგილის სიტუაციური გეგმისა და აზომვითი ნახაზების გაცნობა, აგრეთვე ის გარემოება, ყოველწლიურად ხდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მოსარჩელე, თუ ნაკვეთი სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში იყო, რისთვისაც კომისია უფლებამოსილი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა თანახმად, მოეპოვებინა შესაბამისი ინფორმაცია სოფლის თვითმმართველობის ორგანოსაგან, ქობულეთის ადგილობრივი არქივიდან, მოწმის სახით დაეკითხა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, რათა სრულყოფილი მტკიცებულებების შეჯერებით, სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევის შესაბამისად გაეკეთებინა დასკვნა, არსებობდა თუ არა საფუძველი, კომისიის მიერ აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმებისათვის“.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული იყო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობით და მასში მითითებული იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, თავიდან ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის მიზნით, რის საფუძველზეც უნდა გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიჩნევისა და მისი ძალაში დატოვების, ან კანონწინააღმდეგობის გამო ამ აქტის ბათილობის თაობაზე.
სასამართლო ამ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, კომისიამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასთან შესაბამისობის კუთხით კი არ გამოიკვლია საკითხი, მარ---–---ა დი------ის საკუთრების აღიარებული უფლების კანონიერების თაობაზე, არამედ თავიდან განიხილა საკითხი, მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
ამის შესაბამისად, კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულების სარეზოლუციო ნაწილით მარ---–---ა დი------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ კომისიის დასკვნით, იგი ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს.
6.3. სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 1-ლი იანვრის №7 ოქმის, №15 საოქმო გადაწყვეტილება უკვე ბათილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, მისი გამოცემის მომენტიდან. შესაბამისად, ამ დროისათვის კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილება
დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, კანონიერ ძალაში არსებულ აქტად ითვლება, ხოლო კომისიის 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულებით ამ აქტის კანონშესაბამისობა არ შეფასებულა.
6.4. სასამართლო ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე განმარტავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, ამავე კომისიის მიერ მიღებული 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის თაობაზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას კომისიას უნდა ეხელმძღვანელა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2008 წლის 3 იანვრის დროს მოქმედი კანონმდებლობით.
კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულების შედეგების გათვალისწინებით დღეისათვის არსებობს იმდაგვარი მოცემულობა, როდესაც ერთის მხრივ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 საოქმო გადაწყვეტილება შეფასებულია კანონსაწინააღმდეგო აქტად, ის ბათილად არის ცნობილი და შესაბამისად ძალაშია მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო მეორეს მხრივ, კომისიის მიერ მარ---–---ა დი------ეს უარი ეთქვა დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რასაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილება არ გულისხმობდა.
ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გამოყენებული აქვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის არა ის რეგულაციები, რომელიც მოქმედებდა მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების დროს და ადგენდა განსხვავებულ საფუძველსა და წესებს საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, არამედ 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 საოქმო გადაწყვეტილების დროს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლოს კომისიის მიერ განხორციელებული ასეთი სამართლებრივი რეგულაცია არასწორად მიაჩნია და ამასთან, იგი ეწინააღმდეგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასაც.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილებაში საკითხის არსებითი შეფასებისა და გადაწყვეტის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ წესებზე, რაც დადგენილია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, ხოლო მარ---–---ა დი------ეს კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღიარებული ჰქონდა თვითნებური დაკავების საფუძველზე.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიის ასეთი შეფასება და ანალიზი არ მიესადაგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს, რამდენადაც მიჩნეულია, რომ კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილებით მარ---–---ა დი------ეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებული ჰქონდა თვითნებური დაკავების და არა, მისი მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცდა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული და მისთვის სასამართლოს შესაბამისი მითითებებით დავალებული ადმინისტრაციული წარმოების და განსახილველი საკითხის ფარგლებს. კომისიამ განიხილა სხვა საკითხი, რაც არ წარმოადგენდა თავის დროზე კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 საოქმო გადაწყვეტილების საგანს და არც სასამართლოს მიერ ყოფილა განხილული და კომისიისათვის დავალებული, მისი გამოკვლევა.
საკუთრების უფლების აღიარების სხვა საფუძვლებთან შეუსაბამობაზე, რომ მარ---–---ა დი------ე დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად ვერ ჩაითვლებოდა, რადგანაც მას უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ ედგა საცხოვრებელი სახლი და უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არც მომიჯნავე ნაკვეთს წარმოადგენდა, კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 საოქმო გადაწყვეტილებაში მოპასუხეს საერთოდ არ ჰქონია მითითებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ავალებდა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით თავიდან განხილვას, დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის გადასინჯვის შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ამის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო სასამართლო გადაწყვეტილებით რეგულირებული სამართლებრივი მოწესრიგება და განიხილა დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, ამასთან, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ.
ფაქტობრივად, ამით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უარყოფილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაცია, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე ხელის შეშლა, კანონით დაუშვებელია.
კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდებოდა კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის საკითხი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი პრინციპებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია გადასინჯოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ბათილად ცნოს (გააუქმოს) იგი, რაც მან განახორციელა კიდეც კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 საოქმო გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილება დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კონკრეტული გარემოების გამო ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გააუქმა ეს გადაწყვეტილება, რასაც არ დაეთანხმა მარ---–---ა დი------ე და სასამართლოში აღძრა დავა, ხოლო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №32 საოქმო გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის მხრივ, იმ კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით, რაც საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, ფაქტობრივ ფლობას (სარგებლობას) შეეხებოდა, საკითხი სრულყოფილ გამოკვლევას საჭიროებდა და კომისიას ამ გარემოების სრულყოფილი განხილვის შედეგად დაავალა, შესაბამისი ახალი აქტის გამოცემა. ამ პროცედურის სწორი გაგრძელება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იქნებოდა ის, რომ კომისიას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლავ იმ საკითხზე ემსჯელა, რაც კომისიის 2009 წლის 1-ლი ივნისის №7 ოქმის, №15 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილა და სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, იმაზე დაყრდნობით, იყო თუ არა დ--ა ჩა--–ი, რუ-------–ის ქ. №5-ში მდებარე 2---.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მარ---–---ა დი------ის საკუთრების უფლების აღიარება შესაბამისი, მოქმედ კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებთან, ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის მხრივ (იმ დროისათვის).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის დასრულებული ის ადმინისტრაციული წარმოება, რაც მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელოს და რასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა ჰქონდა დავალებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაცია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესებთან დაკავშირებით, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან მიმართებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე“ შესაბამისობაში არ მოდის არც ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებით განსახილველ საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან და არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების აღსრულებას წარმოადგენს. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, ამ მხრივ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თნახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილება (მარ---–---ა დი------ის ნაწილში) და 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მარ---–---ა დი------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მარ---–---ა დი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №11-02/03 საოქმო გადაწყვეტილება, მარ---–---ა დი------ის ნაწილში;
3. ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 მარტის №11-03/104 განკარგულება „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/466-2017 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე“.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე