განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002518529
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/185-18 11 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031230618003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გოდერძი ხარაზიშვილი
ბრალდებული: ფ-–- ქ----–----
მამის სახელი: რუსტამ
დაბადებული: 1981 წლის 16 ივლისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ბაიდარი
თარჯიმანი: ნაილი, იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ფ-–- ქეჩალოვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში, ფულის მიცემაზე უარით განაწყენებულმა ფ-–- ქეჩალოვმა მარჯვენა თვალბუდის არეში გაშლილი ხელის ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელ პერიოდში სისტემატიური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის ზ---–---ა ა--–-----ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ზ---–---ა ა--–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ფ-–- ქ----–---- არის დაზარალებული ზ---–---ა ა--–-----ას მეუღლე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 29 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N004433818 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (24.06.2018წ.) ზ---–---ა ა--–-----ას აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდესთან ორივე ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ზ---–---ა ა--–-----ას გამოკითხვის ოქმით და 2018 წლის 23 ივნისის ზ---–---ა ა--–-----ას ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ფ-–- ქეჩალოვმა მეუღლის - ზ---–---ა ა--–-----ას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ქმედებით იგი განიცდიდა ტანჯვას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ფ-–- ქ----–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ფ-–- ქ----–----ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ზ---–---ა ა--–-----ას გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 23 ივნისის ზ---–---ა ა--–-----ას ვიზუალური დათვალიერების ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N004433818 დასკვნა. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ფ-–- ქ----–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ფ-–- ქ----–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ფ-–- ქეჩალოვმა ზ---–---ა ა--–-----ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან, არ არის ნასამართლევი ან ადმინისტრაციულად სახდელდადებული, რაც სასჯელის დამძიმების საფუძველი იქნებოდა.
5.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ფ-–- ქეჩალოვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ფ-–- ქეჩალოვს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ-–- ქ----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ას ორმოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115(ასთხუთმეტი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ფ-–- ქ----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი 2000 (ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ზ---–---ა ა--–-----ას (პ/ნ2----------).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე : თეა ლეონიძე