განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
080100118002600784
დავის ტიპი
276 6 , 276 2
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/766-18 (№076160718001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

10.09.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ქ------- თ--–-----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული გ------- გ--------ე

მამის სახელი: ე-–------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ვანის რაიონი, სოფელი ს--------

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. N86/33

 

ადვოკატი: ც-–---- ბ------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- გ--------ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 00:28 საათზე, ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირზე მერსედეს-ბენც C’’-ს სახელმწიფო ნომრით VYY-902 ავტომობილის მთვრალმა მძღოლმა გ------- გ--------ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ„ საქართველოს კანონის 33.2-ე მუხლი - ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის იტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. მუხლის მოთხოვნები და უკნიდან შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,სუბარუს“ მარკის სახელმწიფო ნომრით BCB-259 ავტომობილს, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი გ---- მ----–----–--ე მართავდა. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ამ უკანასკნელის მგზავრმა ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ლ---- ლ------მ მიიღო ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო თვით გ---- მ----–----–--ე სტაციონარში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 31 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- გ--------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- გ--------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- გ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ-- დ----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის ლ---- ლ------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ------- ქ---------ის, ბ---–--- ე---------ის, რ---- ლ--–---–---–ის, კ------- ყ---------ის, შ--–-- გ--------ის და მ---- დ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემა და ფოტოსურათებით, ოქმით ალკო ტესტით შემოწმების შესახებ; გ------- გ--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N496/ა,71/ატრ დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N005040318, N004958118, N005756518 დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N005169018 დასკვნით; შეტყობინებით; ალკოტესტის ქვითრებით; გ------- გ--------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ------- გ--------ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში და მსჯავრი ედება გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, მას წარსულში ადმინისტრაციული სახდელიც კი არ დადებია. მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ინკრიმინირებული დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. აღსანიშნავია, რომ გ------- გ--------ე შეეცადა დაზარალებულების მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას. მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით გ------- გ--------ეს სასჯელი უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში(6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) სამართლიანი ზომით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ადგილი არ ჰქონია დანაშაულზე წასწრების ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ გ------- გ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 01 (ერთი) წლის და (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. გ------- გ--------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.

 

3. გ------- გ--------ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

4. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------- გ--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

5.1. შემთხვევის დათვალიერებისას ამოღებული საღებავის ნატეხები (N1 პაკეტი, NFCD726434), ავტომობილის საჭიდან აღებული ანაწმენდები (N3 პაკეტი, NFCD864624), ავტომანქანის სიჩქარის გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები (N5 პაკეტი, NFCD864629), ავტომანქანის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები (N5 პაკეტი, NFCD864628) - რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - განადგურდეს.

5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,მერსედეს ბენცის C“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით VYY-902 და ,,SUBARU“-ს მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით BCB-259 - რომელიც განთავსებულია შპს ,,იმპერია 2009“ -ს სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

5.4. ავტომობილის სანომრე ნიშანი (N2 პაკეტი, NFCD800862) - რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე