განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№--------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ც------ ც---–---ე, ა------- გ-------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ნ--- ა----–--ე - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------.
ადვოკატები: ა------ ხ--–-–---–ი, თ----- პ-----–---–ი, გ------- ლ---–---–ი
კვალიფიკაცია:
ნ--- ა----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში გ-–--------------------------–------------–---------ში მდებარე შპს ,,ე----------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ ნ--- ა----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტს მ------ ც-–--–--ეს და მოლარეს თ----- ბ-----ეს. ნ--- ა----–--ემ მ------ ც-–--–--ეს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა თ----- ბ-----ეს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნ--- ა----–--ის და მასთან ერთად მყოფი პირის ქმედებით მ------ ც-–--–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი და ქონებრივი სახის ზიანი 320 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ე----------ს’’ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 550 ლარის ოდენობით.
2. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში გ-–--------------------------–------------–---------ში მდებარე შპს ,,ე----------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ ნ--- ა----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტს მ------ ც-–--–--ეს და მოლარე თ----- ბ-----ეს. თავდამსხმელებმა, ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სალაროს უჯრიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1.2. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ნ--- ა----–--ის ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში გ-–--------------------------–------------–---------ში მდებარე შპს ,,ე----------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ ნ--- ა----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტ მ------ ც-–--–--ეს, რა დროსაც ნ--- ა----–--ემ მ------ ც-–--–--ეს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ც-–--–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით სამი საათისთვის იმყოფებოდა სამსახურში, სუპერმარკეტ ,,ე----------ში“, მდებარე თბილისში, მ----- ა--–----------------ში, სადაც მუშაობს კონსულტანტად. იგი იჯდა ერთ-ერთ სალაროსთან და ესაუბრებოდა მოლარეს თ----- ბ-----ეს, რა დროსაც გამჭვირვალე ვიტრინიდან დაინახა, რომ მოდიოდა ორი ნიღბიანი, მთლიანად შავებში ჩაცმული პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს ეცვა ჯინსის ქურთუკი. კარის შეღებისთანავე, მ------ ც-–--–--ემ დაიწყო ყვირილი და ღილაკის მეშვეობით გამოიძახა დაცვის სამსახური ,,ა-–---ი“. ერთი თავდამსხმელი მას მიუახლოვდა, მეორე კი მეორე მოლარის მაგიდას. თავდამსხმელმა მ------ ც-–--–--ეს დანა ყელზე მიადო და სკამით აქეთ-იქით აქანავებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სთხოვდა სასწრაფოდ ფულის მიცემას, მას თ----- ბ-----ემ დაუძახა თავი დაენებებინათ მისთვის, რადგან თანხა იყო მის სალაროში. მ------ ც-–--–--ეს თავდამსხმელმა მოსთხოვა ძვირფასი ნივთი, რაზეც უარი უთხრა, რადგან ეცვა ყელიანი სვიტერი და თავდამსხმელი ვერ დაინახავდა ქონდა თუ არა ოქროს ძეწკვი. თავდამსხმელმა უთხრა, რომ იცოდა, რაც ეკეთა და ნუ ატყუებდა, ამასთან, დანა უფრო მეტი ძალით მიაჭირა და საყელო ჩამოქაჩა, მ------ ც-–--–--ეს ეტკინა ყელი, ამიტომ თვითონვე ჩამოიგლიჯა ძეწკვი და მიაწოდა. მ------ ც-–--–--ემ აჩვენა, რომ თავდამსხმელში დაინახა ტუჩის ქვემო ნაწილი და თვალები. თავდამსხმელი იყო სუსტი აღნაგობის, სუსტი პირი-სახის, არ იყო მაღალი, ნიღბიდან უჩანდა წვერი და მუქი ფერის თვალები. მ------მა დაინახა, რომ მეორე თავდამსხმელს ფული ძირს დაეყარა ხურდებიანად და აგროვებდა. ორივე თავდამსხმელს ეკეთა ხელთათმანები და ეჭირათ დანები. დაკითხვის დროს მ------ ც-–--–--ე დარწმუნდა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ იმავე მარკეტში ყავდა ნანახი, ამასთან განმარტა, რომ ბოლო სამი დღე ეცვა ზედა, რომელიც შესამჩნევს ხდიდა, რომ ეკეთა ყელსაბამი. ამოცნობისას, ფოტოს ნახვისას გაახსენდა, რომ თავდამსხმელი ადრეც ყავდა ნანახი. ამოცნობა შეძლო: წვერით, სახითა და მუქი ფერის თვალებით.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა თ----- ბ-----ემ განმარტა, რომ თბილისში, გ-–--------------------------ში, სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ მუშაობდა ღამის ცვლის მოლარედ. ის და მისი თანამშრომელი მ------ ც-–--–--ე ისხდნენ სალაროებთან და საუბრობდნენ. შუაღამისას მარკეტში შემოვარდა ორი პიროვნება ნიღბებით აღჭურვილი, დანით ხელში, რომელთაგან ერთი გაიქცა მ------ ც-–--–--ის მიმართულებით, ხოლო მეორე მისი სალაროსკენ, მიაბჯინა დანა ყელზე და მოსთხოვა ფული, თ----- ბ-----ემ სრულიად მშვიდად მიუთითა სალაროზე, სადაც იდო თანხა. თავდამსხმელმა ამოიღო სალარო და ძირს დააგდო, შემდეგ ქაღალდის ფული, სადაც იყო მოთავსებული ის უჯრა ამოიღო ფულიანად და გაიქცა. სანამ გავიდოდნენ მოესმა, რომ მ------თან მყოფი პირიც ითხოვდა ფულს, თ----- ბ-----ემ მიუთითა, რომ მ------ს არ ქონდა ფული და თანხა იყო მასთან. თავდამსხმელი შეეშვა მ------საც და ისინი გავარდნენ მარკეტიდან, მალე დაცვაც მივიდა, მომხდარის გამო მ------ი იყო ძალიან შეშინებული.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შპს ,,ე----------ს“ დირექტორმა ო---- რ-----–---–მა განმარტა, რომ აქვს ,,ე----------ს“ მაღაზიათა ქსელი. გ-–---------------------------ში, მ----- ა--–--ის N---ში მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა აცნობეს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ, მაღაზიიდან წაღებულ იქნა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით, საფულე უჯრა და სხვა ნივთები, რომელთა დასახელებას ვერ იხსენებს. ო---- რ-----–---–ი ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და დაადასტურა ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. ო---- რ-----–---–ის განმარტებით, კამერები დამონტაჟებულია ორივე სალაროსთან, ყველა კამერა მუშაობდა გამართულად. იყო ოთხი გარე კამერა, ხოლო შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული იყო 12 კამერა. პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო კამერის ჩანაწერები.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ-–------------–---------------------–----------------–--ის თანამშრომელი ა-----– მ--–----ე, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ დაიწყო გამოძიება და დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა მაღაზიიდან ყაჩაღობის შედეგად წაღებული სალარო აპარატის პლასტმასის ყუთი, ხურდა ფული და ასევე ჩატარებულ იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის სისწორეც დაადასტურა.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ი-----–- კ-----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გ-–-----------–--------------------–-----------–- განყოფილებიდან მიიღეს შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტზე. მეწყვილესთან გ------- ვ------------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, გ-–---------------- -ში, მ----- ა--–--ის ქუჩა N---ში სუპერმარკეტ ,,ე----------სში“, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გამომძიებელი და დაზარალებული, ასევე კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად. ერთი სუპერმარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ სალარო დახლის უკან მეტლახის ზედაპირიდან, მეორე სუნის კვალის ნიმუში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ სალაროს დახლის უკან, გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა მაღაზიიდან და გაჩერდა მაღაზიის მიმდებარედ.
3.6. ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტებმა გ------- ვ------------მ და ნ--- ნ---------ემ.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ------ ა----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გ-–----ში, მ----------------------–--------------- კორპუსის მიმდებარედ აღმოაჩინა შავი ფერის პლასტმასის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფი. სამ ცალ 5 თეთრიან მონეტასთან ერთად, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო 2017 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში, გ-–----ში, მ----- ა--–--ის ქუჩა N---ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ე----------ს“ ყაჩაღობის ფაქტთან, ტელეფონით დაუკავშირდა გ-–----ი-ნ----–-----ის ს-----------–-----------– განყოფილების სამორიგეო ნაწილს და აცნობა აღნიშნულთან დაკავშირებით.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გ-–----ი-ნ----–-----ის ს-----------–------------– განყოფილების თანამშრომელმა გ------- შ-----–--მ განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს გ-–----ის მ--------------ში, მ----- ა--–--ის ქუჩა N---ში მდებარე მაღაზია ,,ე----------ში“ მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ქონოდა 1--- წელს დაბადებულ ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ეს. ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ო----- კ------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა ინფორმაცია ნ--- ა----–--ის ადგილსამყოფელის შესახებ, კერძოდ, იგი უნდა ყოფილიყო მის საცხოვრებელ სახლში. ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.
3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შ------------------------------------------------------–-----------------------------------------–--------- ექსპერტიზის განყოფილებაში. 2017 წლის 23 დეკემბერს მის მიერ გამომძიებლისა და ადვოკატის თანდასწრებით აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ნ--- ა----–--ისგან.
3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა-–---- ჭ----------–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს თანამშრომელმა ო----- კ------–--მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ნ--- ა----–--ე იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–----ის მ------------------------------------------------, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიული ჯგუფი ა-–---- ჭ----------–ის, გ---- პ---------სა და ლ-–- ც---------ას შემადგენლობით გამოცხადდა მისამართზე, ბინაში დახვდათ ნ--- ა----–--ის მამა ჯ----– ა----–--ე, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნ--- ა----–--ე იმყოფებოდა სახლში, კერძოდ, საძინებელში, ნ--- ა----–--ეს ლ-–- ც---------ამ გააცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც იქნა დაკავებული, ნ--- ა----–--ეს მიეცა წინადადება წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, რაზეც მან უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადა პირად ჩხრეკაზე. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა. დაკავებული გადაყვანილ იქნა გ-–----ის სამმართველოს პ------–------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში.
3.12. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ----------------------------------–---------- განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---- პ--------ემ.
3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ----------------------------------–--------–-–--------- განყოფილების თანამშრომელმა ლ-–- ც---------ამ განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში სუპერმარკეტ ,,ე----------ს“ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ დაიკითხნენ მოწმეები. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ქმედება ჩადენილი უნდა ქონოდა ნ--- ა----–--ეს, ბრალდებული გამოძახებული იქნა უწყებით და დაიკითხა, ნიმუშები აიღო ნ--- ა----–--ისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავების შესახებ განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ნ--- ა----–--ე, გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ ადვოკატების თანდასწრებით და გადასცა მასალები, ნ--- ა----–--ემ არსებული დაზიანების გამო უარი განაცხადა ამოცნობაზე, რის გამოც ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, რომელიც მოპოვებულ იქნა ,,ფეისბუქიდან“, დანარჩენი პიროვნებების სურათები მოპოვებულ იქნა ერთიანი ცენტრალიზებული ბაზიდან.
3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ----- შ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-–----------------, მ----- ა--–--ის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდო ჩამდენი პირის საცხოვრებელ სახლში დადგენილების საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რადგან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინახავდა დანაშაულის ჩადენის იარაღს. სამკაციანი ჯგუფი მისი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ--- მ--------–---–ის და დეტექტივ-გამომძიებლის ჯ---- ბ-------–-ას, შემადგენლობით მივიდნენ გ-–----ის მ--------, კორპუსი N---ში, სადაც გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ ნ--- ა----–--ის მამას გააცნო დადგენილება, ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. ნ--- ა----–--ე სახლში არ იმყოფებოდა, იგი დაკავებული იყო განჩინების საფუძველზე.
3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ--- მ--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს თანამშრომელთან დ----- შ--------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ის და დ----- შ--------ე გამომძიებელ ჯ---- ბ-------–-ას შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ გ-–----ის მ--------, კორპუსი N-- ბინა N----ში, სადაც მ----- ა--–--ის ქუჩაზე მდებარე მარკეტის ,,ე----------ს“ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარდა შესაძლო ჩამდენი პირის - ნ--- ა----–--ის ბინის ჩხრეკა, რასაც ესწრებოდნენ მამა და ადვოკატი. ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში.
3.16. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ--- ა----–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში
3.17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში გ-–--------------------------ი, ა--–--ის ქუჩა N--. სადღეღამისო სუპერმარკეტი ,,ე----------’’. აღნიშნული მარკეტი მდებარეობს სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, მარკეტში შესასვლელი კარიდან მარცხნივ და მარჯვნივ განთავსებულია სალაროს მაგიდები, რომლებზეც ალაგია სხვადასხვა პროდუქტი, შესასვლელი კარის მარცხენა სალაროს უკან მიდგმულია პატარა ხის უჯრიანი მაგიდა, რომელშიც დათვალიერებაში მონაწილე ო---- რ-----–---–ის განმატებით, იდო სალაროს თანხის შემნახველი შავი ფერის პალასტმასის ყუთი. აღნიშნული უჯრა არის ძირს მეტლახზე დაგდებული, სალარო მაგიდის გვერდით, უჯრის გვერდით ასევე გდია შავი ფერის ხურდა ფულის ჩასაყრელი სალაროს ყუთის ნაწილი, რომლის გარშემოც ყრია ხურდა ფულის მონეტები, ასანთის კოლოფები, პოლიეთილენის პარკები და რამდენიმე თაბახის ფურცელი. მარცხენა მხარეს მდებარე სალაროს გვერდით დგას მოყვითალო ფერის ,,ბ--------ს“ ლითონის სტენდი, რომლის მესამე თაროს გვერდით არის გაღუნული, რომელიც ო---- რ-----–---–ის განმარტებით, გაღუნულ იქნა მარკეტში შემოსული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთის დაჯახების შედეგად. მარკეტის ჭერზე ყველა კუთხეში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. კინოლოგიის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, მარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან, მეორე შესასვლელიდან ხელმარჯვნივ სალარო მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის უჯრა. ასევე, ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მარკეტში შესასვლელი კარის ხელმარცხნივ სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი კოლოფი. შემთხვევის ადგილზე ხელის კვლები ნანახი ვერ იქნა.
3.17.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ა-----– მ--–---ემ და დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტებმა ი-----–- კ-----–--ემ, გ------- ვ------------მ, ნ--- ნ---------ემ, სუპერმარკეტ ,,ე----------ს’’ წარმომადგენელმა ო---- რ-----–---–მა.
3.18. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილმდებარეობის დათვალიერება იწყება ქ. თბილისი, გ-–----ის მ-------------------------- კორპუსის მ/ტერიტორიიდან, სადაც კორპუსების უკანა მხარეს განთავსებულია ავტოფარეხები, მ---------------------- სადარბაზოს წინ ავტოფარეხებს შორის ადის ბეტონის კონსტრუქციის საფეხმავლო კიბეები, კიბეებიდან მარცხნივ გადის საფეხმავლო ვიწრო ბილიკი, სადაც ნარგავებს შორის მიწის ზედაპირზე გდია პლასტმასის მასალის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფი, რომლის მიმდებარედ, ასევე, გდია სამი ცალი 05 თეთრიანი მონეტა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა პლასტმასის მასალის სალაროს ჩასადები კოლოფი, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით F--------, ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 03 (სამი) ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში შტრიხ. კოდით F----------
3.18.1. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ა-----– მ--–---ემ, ექსპერტებმა ზ----- ჯ------–---–მა და ლ-–- ხ-------მა.
3.19. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად: 2017 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში გ-–----ის მ--------------ი კორპუსიN--, ბინა N--- დაკავებულ იქნა ნ--- ა----–--ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილ და ამოღებული არ ყოფილა.
3.19.1. ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ.
3.20. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯ----– რ-----ის ძე ა----–--ის თანდასწრებით ჩატარდა ნ--- ა----–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი აღმოჩენილი და ამოღებულ არ ყოფილა.
3.20.1. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ, მონაწილე პირებმა ნ--- მ--------–---–მა, დ----- შ--------ემ.
3.21. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად: მ------ ც-–--–--ემ წარდგენილ ფოტოსურათებიდან საშუალო ზომის სწორი ცხვირით მუქი ფერის წვერის მოყვანილობით, მუქი ფერის წარბებით მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ტუჩებით, სახის ნაკვთების საერთო მოყვანილობით ამოიცნო ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ე, - პირი, რომელმაც 2017 წლის 04 ნოემბერს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, ხოლო შემდეგ მიიმალა.
3.21.1. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ.
3.22. 2017 წლის 23 დეკემბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა------ ხ--–-–---–ის თანდასწრებით, ექსპერტ გ----- ჩ----ის მონაწილეობით ნ--- ა----–--ისაგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან სპეციალური ჩხირის მეშვეობით, რაც დაილუქა.
3.22.1. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ, ექსპერტმა გ----- ჩ----ემ.
3.23. 2017 წლის 23 დეკემბრის ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა------ ხ--–-–---–ის თანდასწრებით ნ--- ა----–--ისაგან ნებაყოფლობით აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის კვლების ნიმუშები სპეც. დაქტილოსკოპიური სკანერის მეშვეობით.
3.23.1. ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ.
3.24. 2017 წლის 23 დეკემბრის სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა------ ხ--–-–---–ის თანდასწრებით, მოწმე ნ--- ა----–--ის ორივე ხელისგულზე მოთავსებულ იქნა სტერილური დოლბანდი 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სტერილური დოლბანდი მოთავსებულ იქნა 0,5 ლ. ტევადობის მინის გამჭვირვალე ქილაში, რაც დაილუქა კინოლოგიის სამსხურის ლუქით, 4---- აღნიშნული სუნის ნიმუში მოთავსდა და დაილუქა 1 ც. სპეც პაკეტში შტრიხკოდით F--------.
3.24.1. სუნის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ, ექსპერტმა ლ---- ხ--–-–---–მა.
2.25. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე მ------ ც-–--–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2017 წლის 0----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს N4------- განჩინებით შპს ,,ე----------დან“ მდებარე ქ. თბილისი, გ-–--------------------------ი, მ----- ა--–--ის ქ. N---ში სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი 2017 წლის 02:35 საათიდან 2017 წლის 02:45 საათამდე დროის მონაკვეთი, დისკზე ჩაწერილია ერთი ვიდეოფაილი სახელწოდებით ch06_20171104.mp4, ჩანაწერი იწყება 2017 წლის 04 ნოემბერს 02:35 საათიდან, კადრში ჩნდება მ------ ც-–--–--ის ქ. თბილისში გ-–----ის მ--------------------ში მ----- ა--–--ის ქ. N---ში მდებარე მარკეტ ,,ე----------ს“ შიდა პერიმეტრი, ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში შემოსასვლელიდან მარცხენა სალაროსთან ზის გოგონა, რომელიც მ------ ც-–--–--ის განმარტებით არის მოლარე გოგონა თ----- ბ-----ე, ჩანაწერის 02:36 საათზე მარკეტში შემოდის ორი პიროვნება, მათგან ერთ-ერთს აცვია მოლურჯო ფერის ზედატანი და მუქი ფერის შარვალი, ეს პიროვნება მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარჯვნივ არსებულ სალაროსთან სადაც მ------ ც-–--–--ის განმარტებით ზის ის თვითონ, ხოლო მეორე პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მიდის მაღაზიაში შესასვლელიდან მარცხნივ არსებულ სალაროსთან შიდა მხრიდან, სადაც მ------ ც-–--–--ის განმარტებით ზის მოლარე თ----- ბ-----ე. ჩანაწერის 02:07 საათზე, პიროვნება რომელიც მიდის მ------ ც-–--–--ესთან მისი განმარტებით ამ დროს ყელიდან დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ყელიდან ჩამოგლეჯს ოქროს ძეწკვს და ჯვარს. ჩანაწერში ჩანს მეორე პიროვნება, რომელიც მიდის მაღაზიაში შემოსასვლელიდან მარცხნივ არსებულ სალაროსთან შიდა მხრიდან იატაკზე აგდებს სალარო უჯრას. ეს პიროვნება ხელში იღებს სალარო უჯრის ყუთს და მიდის მაღაზიის გასასვლელისკენ, მას ასევე მიყვება მეორე პიროვნება, რომელმაც მ------ ც-–--–--ის განმარტებით დანის მუქარით გასტაცა ოქროს ძეწკვი და ჯვარი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ამ პიროვნებას მარცხენა ხელში უჭირავს მოგრძო ფორმის საგანი, მ------ ც-–--–--ის განმარტებით არის დანა, რითაც ემუქრებოდა ბოროტმოქმედი, ჩანაწერის 02:37:21 საათზე ბოროტმოქმედები გადიან მარკეტიდან. ჩანაწერის 02:37:38 საათზე მარკეტში არსებული მარცხენა სალაროდან გამოდის გოგონა, რომელსაც მოლურჯო ფერის ზედატანი, ასევე შავი ფერის შარვალი. დათვალიერებაში მონაწილე მ------ ც-–--–--ის განმარტებით ეს გოგონა არის თვითონ. ჩანაწერის 02:42 საათზე მარკეტში შემოდის ორი მამაკაცი, რომლებიც მ------ ც-–--–--ის განმარტებით არიან მარკეტის უსაფრთხოების თანამშრომლები, ჩანაწერის დათვალიერება სრულდება 2017 წლის 04 ნოემბრის 02:45 საათზე.
2.25.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ-–- ც---------ამ.
3.26. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N-------- თანახმად, 2017 წლის 04 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ-–----ის მ-------------------ში, მ----- ა--–--ის ქუჩის N---ში მდებარე მარკეტ ,,ე----------ს“-ში განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
3.26.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს----------–----–---------------------------–-----------------------------------–------------------------------ ექსპერტმა ბ--------- ი-----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე
3.27. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად:
სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... 1(ერთი) ც.მოშავო ფერის პლასტმასის ყუთი ლითონის დეტალებით ამოღებულ იქნა მ---–------------ს მიმდებარედ ნარგავებს შორის მიწის ზედაპირიდან ...“ მოთავსებული უჯრებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N1, 2 ) შეიცავს ნერწყვს, ობ.N1, 2-ის გენეტიკური პროფილები შერეულია . ობ. N1-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული ) წილი ეკუთვნის ნ--- ა----–--ეს. (ობ.N3; პაკეტი, წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში აღებული სტერილური ჩხირით პირის ღრუდან, მოწმე ნ--- ა----–--ე ჯ----–-ს ძე) ობ N2-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი(მაჟორული) წილი არ არის გამორიცხული ეკუთვნოდეს მდედრობითი სქესის პირს. ობ N2-ში ვლინდება ნ--- ა----–--ის გენეტიკური პროფილის ალელები, რაც ობ.N2-ში მის გენეტიკურ თანამონაწილეობას არ გამორიცხავს. ობ. N1-ში პარციალურად ვლინდება ობ. N2-ის მაჟორული წილის ალელები.
3.27.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა.
3.28. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N------ თანახმად, 1. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სალარო აპარატის შავი ფერის ყუთის ზედაპირზე გამოვლენილი პირობითად - კვალი N1 და კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია(იხ.ფოტოცხრილი ფოტო N6 და ფოტოN7); ყუთის ზედაპირზე გამოვლენილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიცირებისთვის უვარგისია(იხ.ფოტოცხრილი ფოტო N5); N1 და N2 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები, მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.29. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ჯ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ არის ნ--- ა----–--ის მამა. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა ბიძამისი თ------ ბ-------–---–ი, 3 ნოემბერს ორი საათის შემდეგ გაუარა სიძემ - გ-- ხ------–---–მა და ჯ----– ა----–--ე, მისი მეუღლე, დედა და ნ--- ა----–--ე ერთად წავიდნენ პანაშვიდზე ვ-–----–----–-----------ზე. ნ--- ა----–--ემ გაპარსვისას სახე გაიჭრა და ამაზე მოუვიდა კონფლიქტი, რომ დროზე წამოსულიყო. პანაშვიდზე ყოფნისას ნ---ს წვერი არ ქონია. ჯ----– ა----–--ე აპირებდა ღამით იქ დარჩენას, მაგრამ მეორე დღეს ქონდა საქმე და ვერ დარჩა. იქიდან წამოვიდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ღამის გასათევად დარჩა ნ--- ა----–--ე, ასევე დარჩა მისი სიძე გ-- ხ------–---–ი. ჯ----– ა----–--ე დილით ადრე წავიდა ბაზრობაზე, დაახლოებით 9 საათზე დარეკა სახლში და მეუღლემ უთხრა, რომ ნ--- სახლში მივიდა. ბიძამისი დაკრძალეს 7 ნოემბერს. პანაშვიდზე ყოფნისას ნ---ს ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის სვიტერი და შავი ფერის დუტის ქურთუკი. ადვოკატის მოთხოვნით მასთან მიიყვანა ის პირები, რომლებიც დაადასტურებდნენ 3 ნოემბერს ღამით ნ--- ა----–--ის გარდაცვლილის ღამისთევაზე ყოფნის ფაქტს. ჯ----– ა----–--ემ ადვოკატთან დაკითხვაზე მიიყვანა მისი სიძე - გ-- ხ------–---–ი, ე-–---- წ----–--ე და შ--–-- ბ-------–---–ი.
3.30. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- ხ------–---–მა განმარტა, რომ ნ--- ა----–--ე არის მისი მეუღლის ძმის შვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს სამსახურში ყოფნისას მეუღლემ შეატყობინა, რომ დაეღუპა ბიძა თ----- ბ-------–---–ი, ჯ----– ა----–--ის თხოვნით ვ-–----–----–------- კ--------–ში სამძიმარზე ავტომობილით გაიყვანა ჯ----– ა----–--ე, ნ-----–---- ა----–--ე, ფ---- ტ-------ე, ჯ---- ჩ---------ე. გ------- ხ------–---–ი 3 ნოემბერს საღამოს და ღამით, 4 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. შუაღამე გადასული იყო ჯ----– ა----–--ე და მ------ წ---–-----ი თავის ოჯახის წვერებთან ერთად წავიდნენ აღნიშნული ადგილიდან. დარჩნენ ნ--- ა----–--ე, შ--–-- ბ-------–---–ი, ს------- ბ-------–---–ი და ე-–---- წ----–--ე. მთელი ღამე ნ--- ა----–--ე მასთან ერთად იმყოფებოდა, მის გარეშე არსად გასულა გარდა საპირფარეშოსი, ყავა დალიეს, გარეთ გადიოდნენ, ძირითადად, სიგარეტის მოსაწევად აივანზე და ეზოში ჰაერზე, ნ--- ა----–--ეს ჯინსის შარვალი ეცვა და მუქი ფერის ქურთუკი. წვერი არ ქონია, სახეზე დაზიანება არ ქონია. გამთენიისას ის და ნ-----–---- ა----–--ე წამოვიდნენ დაახლოებით რვა საათის შემდეგ გ-- ხ------–---–ის მანქანით. გზაში გ-- ხ------–---–ი პროდუქტების შესაძენად შევიდა გ-–----ის მ--------------------სა და მ------------------ებს შორის მდებარე ,,ო-----------ს’’ მაღაზიაში, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს ნ--- ა----–--ის სახლთან, 10-15 წუთში გამოვიდა და ნ---ს დაემშვიდობა. ნ--- ა----–--ის ხელზე ქონდა თუ არა ,,ტატუ’’ არ ახსოვს.
3.31. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შ--–-- ბ-------–---–მა განმარტა, რომ ნ--- ა----–--ე არის მისი ბიძაშვილის, ჯ----– ა----–--ის შვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაეცვალა მამა, 3 ნოემბერს მასთან მივიდნენ გ------- ხ------–---–ი, ჯ----– ა----–--ე, ჯ---- ჩ---------ე, ფ---- ტ-------ე და ნ--- ა----–--ე. ნ--- ა----–--ე სამი-ოთხი საათის შემდეგ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მთელი საღამო მის სახლში ტრიალებდა. ღამით ნ--- ა----–--ე დარჩა გ------- ხ------–---–თან და მისი ბიძაშვილის მეუღლესთან ერთად. მთელი ღამის განმავლობაში ერთად ისხდნენ, მხოლოდ აივანზე გავიდნენ მოსაწევად, დილით დაახლოებით რვა საათისთვის ყავა დალიეს, რის შემდეგ გ------- და ნ--- წავიდნენ. საღამოს ისევ იყვნენ მისული ოჯახის წევრები. ნ--- ა----–--ეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, რუხი ფერის დუტის ქურთუკი. ნ--- ა----–--ის დაკავების შესახებ გაიგო ახალი წლის შემდეგ.
3.32. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე-–--- წ----–--ემ განმარტა, რომ ნ--- ა----–--ე არის მისი მაზლის შვილიშვილი. 2017 წლის 2 ნოემბერს გარდაეცვალა მეუღლე, 3 ნოემბერს შუადღის მერე მისასამძიმრებლად მივიდნენ ნ--- ა----–--ე, მამამისი ჯ----– ა----–--ე, გ-- ხ------–---–ი, ფ---- ტ-------ე და ჯ---- ჩ---------ე. საღამოს დარჩნენ ჯ----–- ა----–--ე, ნ--- და გ-- ხ------–---–ი. ჯ----–- ა----–--ე წავიდა დაახლოებით 12 საათისთვის. დარჩნენ ნ--- ა----–--ე, გ-- ხ------–---–ი, მისი შვილი - შ--–-- და ს--------. დაახლოებით ორ-სამ საათამდე ალაგებდა სახლს, რის შემდეგაც ე-–--- წ----–--ემ და მისმა ქალიშვილმა დაიძინეს, ხოლო მამაკაცები დარჩნენ ოთახში მიცვალებულთან. დილით გაიღვიძა 7 საათზე, ნახევარ საათში ყავა დალიეს და ნ--- და გ-- გავიდნენ. ნ--- ა----–--ეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, წვერი გაპარსული ქონდა.
3.33. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ---- ნ-------მ განმარტა, რომ არის სსის ,,ს--------–------ის“ იურისტი. განჩინების საფუძველზე დაცვის მხარეს გადასცა მოთხოვილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2018 წლის 21 თებერვლის დათარიღებული დოკუმენტი N---- ორ ფურცლად. თავსართი 1 ფურცელი, რომელიც ხელმოწერილი იყო დირექტორ გ------- მ-–-–------ის მიერ და დანართი 1 ფურცელად.
3.34. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ,,ს--------–------ის“ დირექტორმა გ------- მ-–-–------მა განმარტა, რომ ,,ს--------–------ი“ წარმოადგენს ი------–------------------ დაქვემდებერებაში მყოფ ორგანიზაციას, რომელსაც ხელშეკრულებით პ-----------------სთან აქვს ურთიერთობა აიტი მიმართულებით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოთხოვნილი იყო დოკუმენტის შექმნის თარიღები და ასევე გამოძიების დაწყების თარიღი. სისხლის სამართლის საქმის წარმოება ელექტრონულად პროგრამის მეშვეობით ხდება და ყველაფერი ინახება სერვერებზე, პროგრამული ხარვეზები ფიქსირდება და ხდება მოკვლევა შესაბამის ხარვეზზე. დოკუმენტს, რომელიც გენერირდება ენიჭება ინდივიდულური ნომერი, აღირიცხება დრო, როდესაც შეიქმნა და ხელი მოეწერა; დოკუმენტს ზრდადობის მიხედვით ენიჭება ნომერი, შეიძლება დაკითხვის ოქმი გაკეთდეს ცალკე და მერე მიეტვირთოს, შესაძლებელია დოკუმენტი უფრო ადრე იქნას შექმნილი და დრო სხვა იყოს მითითებული.
3.35. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადვოკატ ა------ ხ--–-–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა გამომძიებელ ლ-–- ც---------ას მიერ გადაცემული ვიდეოჩანაწერი, კადრში ჩნდება მაღაზიის შიდა ტერიტორია, ვიდეო კამერა განთავსებულია მაღაზიის შიდა პერიმეტრზე შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ და აფიქსირებს შემოსასვლელ კარს. მაღაზიაში შემოსასვლელ კართან როგორც მარცხნივ ისე მარჯვნივ განთავსებულია სალაროები, ორივე სალაროსთან იმყოფებიან მოლარე ოპერატორები. ჩანაწერი აფიქსირებს 2017 წლის 4 ნოემბრის 02:35:05 საათიდან 02:46:36 საათამდე დროის მონაკვეთს. მაღაზიის კარი არის მინის, შესაბამისად ვიდეოჩანაწერი აფიქსირებს მაღაზიის გარეთა ტერიტორიასაც. 02:36:46 საათზე მაღაზიაში შემოდის ორი პიროვნება, რომლებიც აღებენ კარს და შემოდიან მაღაზიაში. კარში პირველი შემოდის პიროვნება, რომელიც არის საშუალოზე ოდნავ მაღალი აღნაგობის, ტანზე აცვია ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, თავზე ჩამოცმული აქვს შავი ფერის ნიღაბი, რომელიც მთლინად უფარავს, როგორც სახეს ასევე კისერს. გარდა ამისა, ნიღაბს ზემოდან თავზე წამოფარებული აქვს კაპიუშონი და ხელზე უკეთია შავი ფერის ხელთათმანი. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას არ უჩანს სხეულის არცერთი ნაწილი. მას მარცხენა ხელში უჭირავს დიდი ზომის დანა, რომელსაც აქვს მუქი ფერის პირი. აღნიშნულ პიროვნებას უკან მოყვება მეორე პიროვნება, რომელიც არის საშუალოზე ოდნავ მაღალი. ტანთ აცვია შავი ფერის ქურთუკი, რომელსაც აქვს ნაცრისფერი კაპიუშონი. სახეზე ჩამოფარებული აქვს ნიღაბი, რომელიც უფარავს მთელ სახეს და ასევე კისერსაც. გარდა ამისა თავზე ნიღაბს ზემოდან წამოფარებული აქვს ნაცრისფერი კაპიუშონის ქუდი. მას აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. ხელებზე უკეთია შავი ფერის ხელთათმანები, შედეგად აღნიშნულ პიროვნებასაც სხეულის არც ერთი ნაწილი არ უჩანს. მაღაზიაში პირველად შემოსული პიროვნება მიდის კამერიდან მარცხნივ ანუ შემოსასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ სალაროსთან. 02:36:50 საათზე შედის სალაროს შიდა ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ მოლარეს ართმევს თანხას, თუმცა რაიმეს წართმევის ფაქტი კამერაში არ ჩანს, რადგან მათ ნაწილობრივ ფარავს სალაროს გვერდით განთავსებული თარო. აღნიშნული თარო ფარავს მაღაზიაში შემოსული თავდამსხმელის სხეულის ქვედა ნაწილს, თუმცა სხეულის ზედა ნაწილი მთელი დროის განმავლობაში ხვდება კამერის თვალთახედვის არეალში, შესაბამისად, ჩანაწერში ჩანს, რომ თავდამსხმელს სხეულის ზედა ნაწილზე კონკრეტულად თავისა და სახის არეში, მაღაზიაში მყოფი მოლარე არ ეხება. ასევე, თავდამსხმელი სხეულის ზედა ნაწილით მათ შორის თავით და სახით არ ეხება მაღაზიაში არსებულ არც ერთ ნივთს. შესაბამისად, მას სახეზე აფარებული ნიღაბი არ ეწევა და მაღაზიაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მისი სახე რჩება უჩინარი. 02:37:17 საათზე აღნიშნული თავდამსხმელი გამოდის სალაროს შიდა ტერიტორიიდან, რა დროსაც მას სხეულის სრულად დაფარული აქვს ტანსაცმლით, ხელთათმანებით და ნიღბით. შესაბამისად, ამ დროისათვის მისი სხეულის არც ერთი ნაწილი არ არის ხილვადი. რაც შეეხება მეორე თავდამსხმელს, რომელსაც თავზე აქვს წამოფარებული ნაცრისფერი კაპიუშონი და მთელ სახეზე კისრის ჩათვლით ჩამოცმული აქვს შავი ფერის ნიღაბი, აღნიშნული თავდამსხმელი მაღაზიაში შემოსავლის შემდეგ 02:36:50 საათზე შედის კამერის მარჯვნივ ანუ შემოსასვლელი კარიდან ხელმარცხნივ განთავსებული სალაროს შიდა ტერიტორიაზე. სალაროს შიგნით შესვლის შემდეგ მის სხეულს ნაწილობრივ ფარავს სალაროსთან განთავსებული თარო, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სხეულის ზედა ნაწილი, კერძოდ, კი თავი ჩანს კამერის თვალთახედვის არეში. კამერის ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ხსენებულ თავდამსხმელს სახეზე და თავზე არ შეხებია მაღაზიის მოლარე. ასევე ხსენებული პირი სახით და თავით არ შეხებია მაღაზიაში არსებულ რაიმე ნივთს, შესაბამისად მას სახეზე აფარებული ნიღაბი არ აწევია. ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში ყოფნის განმავლობაში აღნიშნული თავდამსხმელის სახე მუდმივად დაფარული იყო ქუდით და ნიღბით. 02:36:55 საათზე ნაცრისფერ კაპიუშონიანი თავდამსხმელი სალაროდან იღებს უჯრას და აგდებს სალაროს უკან იატაკზე, რის შემდეგაც აღნიშნული უჯრიდან ეუფლება თანხას. ამ დროს უჯრაში არსებული ხურდები იფანტება მაღაზიის იატაკზე. თავდამსხმელი იღებს უჯრას და აგდებს სალაროს უკან იატაკზე, რის შემდეგაც აღნიშნული უჯრიდან ეუფლება თანხას. ამ დროს უჯრაში არსებული ხურდები იფანტება მაღაზიის იატაკზე. თავდამსხმელი იღებს უჯრის შავი ფერის პლასტმასის დეტალს და გამოდის სალაროს შიდა ტერიტორიიდან. 02:37:16 საათზე ხსენებული თავდამსხმელი ქურთუკით წამოედო თაროს, თუმცა მოლარე ოპერატორი ამ დროისათვის იმყოფებოდა თაროს მეორე მხარეს, შესაბამისად შეუძლებელი იყო მას დაენახა დაზიანდა თუ არა თავდამსხმელის ქურთუკი. აღნიშნულის გარკვევა ასევე შეუძლებელია ჩანაწერის მიხედვითაც.
სალაროს სიდა ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ ორივე თავდამსხმელი ტოვებს მაღაზიას. მაღაზიიდან 02:37:20 საათზე პირველი გადის შავ ქურთუკიანი და რუხ კაპიუშონიანი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში უჭირავს სალაროს უჯრის დეტალი. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ლურჯ ქურთუკიანი და კაპიუშონიანი თავდამსხმელი. მაღაზიიდან გასვლის დროსაც ორივე თავდამსხმელს სრულად აქვთ დაფარული სახე და სხეულის სხვა ნაწილები, ასევე ხელებზეც ორივე მათგანს უკეთია ხელთათმანი.
3.36.ვიდეო და ფოტო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 1.გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილი პიროვნებების სახეების დაფიქსირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სახეზე მათ უკეთიათ ნიღბები შესაბამისად აღნიშნული პიროვნებების იდენტიფიცირება შეუძლებელია; 2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერის არც ერთ მონაკვეთზე არ ფიქსირდება ისეთი კადრები სადაც პიროვნებებს ეწევათ ნიღაბი ან უჩანთ სახის რომელიმე ნაწილი. სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფით მოხდა ვიდეო ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც ერთვის დასკვნას ჩაწერილი კომპაქტ დისკზე, ასევე, კვლევისას მოხდა ექსპერტიზის დანიშვნის დოკუმენტში მითითებული მონაკვეთების ფოტო რეჟიმში გადატანა (იხ.ფოტო N1,N2, N3,N4) ექსპერტი მ----- ს--------–--ე.
3.36.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ----- ს--------–--ემ.
3.37. დაცვის მხარის ინიციატივით გამოიკითხა შ--------------------------–-----------------------------ს ექსპერტი ქ------- თ----–---–მა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის სისწორე.
3.38. ნ--- ა----–--ის ადვოკატების პოზიციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში ნ--- ა----–--ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ და საკმარის სტანდარტს; მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარე მოქმედებდა სუბიექტურად და ტენდენციურად, არ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მოახდინა ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რომელთა საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ წარმოადგინა ნ--- ა----–--ის უდანაშაულობის დამადასტურებელი ალიბები, რაც წარმოადგენს ნ--- ა----–--ის მიმართ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
3.39. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის პოზიციის გაზიარების და ნ--- ა----–--ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის, რადგან მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
3.40.სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ--- ა----–--ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:
3.40.1.დაზარალებულების მ------ ც-–--–--ის და თ----- ბ-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს თბილისში, მ----- ა--–----------------ში, მდებარე სუპერმარკეტ ,,ე----------ში“, შუაღამისას შევარდა ორი ნიღბიანი, დანით შეიარაღებული პიროვნება და როგორც მ------ ც-–--–--ეს, ასევე თ----- ბ-----ეს დანის ყელზე მიბჯენით სთხოვდნენ თანხას. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სუპერმარკეტის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი.
3.40.2. შპს ,,ე----------ს“ დირექტორის ო---- რ-----–---–ის, მოწმეების თ----- ბ-----ის, მ------ ც-–--–--ის ჩვენებებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ გ-–---------------------------ში, მ----- ა--–--ის N---ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ე----------შიდან“ მომხდარი ყაჩაღობისას წაღებულ იქნა ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით და საფულე უჯრა.
3.40.3. მოწმეების თ----- ბ-----ის, მ------ ც-–--–--ის, ო---- რ-----–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ძირს დააგდო სალაროს უჯრა, ხელში აიღო სალაროს უჯრის ყუთი, რომელშიც იდო ფული და გაიქცა.
3.40.4. მოწმეების მ------ ც-–--–--ის და თ----- ბ-----ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ორივე თავდამსხმელს ეკეთა ნიღბები, ხელთათმანები და ეჭირათ დანები, რაც ადასტურებს, რომ თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ მომზადებული ყაჩაღური ქმედება იმგვარად განეხორციელებინათ, რომ მათი ამოცნობა ვიდეოკამერების მეშვეობით და ჰაბიდოსკოპოურად შეუძლებელი ყოფილიყო. დაცვის მხარეც სადაოდ არ ხდის სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ ყაჩაღობის ფაქტს, მაგრამ აქცენტს აკეთებს თავდამსხმელების იმგვარ შენიღბვაზე, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი იქნებოდა.
3.40.5. სასამართლო ნ--- ა----–--ის ბრალდების დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს მ------ ც-–--–--ის მიერ ნ--- ა----–--ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ვინაიდან აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ მ------ ც-–--–--ემ წარდგენილ ფოტოსურათებიდან საშუალო ზომის სწორი ცხვირით, მუქი ფერის წვერის მოყვანილობით, მუქი ფერის წარბებით, სახის ნაკვთების საერთო მოყვანილობით ამოიცნო ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ე. სასამართლო სხდომაზე მ------ ც-–--–--ემ აჩვენა, რომ თავდამსხმელში დაინახა ტუჩის ქვემო ნაწილი და თვალები, რაც მოწმობს, რომ მას არ დაუნახავს თავდამსხმელის ცხვირი, სახის ნაკვთები, შესაბამისად, ოქმში დაფიქსირებული იმის თაობაზე, რომ საშუალო ზომის სწორი ცხვირით, მუქი ფერის წარბებით და სახის ნაკვთებით ამოიცნო ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ე, საეჭვო ხდება. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ თავდამსხმელები იყვნენ ნიღბებში და ასე დატალურად სახის ნაკვთებს, როგორიც ამოცნობის ოქმშია დაფიქსირებული, მ------ ც-–--–--ე ვერ დაინახავდა. შესაბამისად, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ყველანაირად შეეცადა მ------ ც-–--–--ის დაკითხვის დროს ნ--- ა----–--ე არ ყოფილიყო სასამართლო სხდომის დარბაზში. სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ც-–--–--ემ აჩვენა, რომ თავდასხმელში დაინახა ტუჩ ქვემო ნაწილი და თვალები და აღწერა, რომ ფიზიკურად იყო სუსტი აღნაგობის, სუსტი პირი-სახის, არ იყო მაღალი, ქონდა მუქი ფერის თვალები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ც-–--–--ის მიერ თავდამსხმელის აღნიშნული აღწერილობა სრულიად ემთხვევა ბრალდებულ ნ--- ა----–--ის ფიზიკურ აღწერილობას.
3.40.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში გ-–--------------------------ი, ა--–--ის ქუჩა N--, სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია სუპერმარკეტი ,,ე----------’’. შესასვლელი კარის მარცხენა სალაროს უკან მიდგმულია პატარა ხის უჯრიანი მაგიდა, რომელშიც დათვალიერებაში მონაწილე ო---- რ-----–---–ის განმატებით, იდო სალაროს თანხის შემნახველი შავი ფერის პალასტმასის ყუთი. აღნიშნული უჯრა არის ძირს მეტლახზე დაგდებული, სალარო მაგიდის გვერდით, უჯრის გვერდით ასევე გდია შავი ფერის ხურდა ფულის ჩასაყრელი სალაროს ყუთის ნაწილი, რომლის გარშემოც ყრია ხურდა ფულის მონეტები. შემთხვევის ადგილის აღნიშნული აღწერილობა სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ თ----- ბ-----ის ჩვენებასთან იმის თაობაზე, რომ ერთმა თავდამსხმელმა ამოიღო სალარო და ძირს დააგდო, ასევე მ------ ც-–--–--ის ჩვენებასთან, რომ მან დაინახა მეორე თავდამსხმელს თუ როგორ დაეყარა ფული ძირს ხურდებიანად და აგროვებდა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი სრულ თანხვედრაშია სუპერმარკეტის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმთან. აღნიშნული მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სუპერმარკეტი ,,ე----------დან’’ თავდამსხმელების მიერ პლასტმასის მასალის სალაროს თანხის ჩასადები ყუთის თანხიანად გატაცების ფაქტს.
3.40.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ კინოლოგიის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, მარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან, მეორე, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ სალარო მაგიდის უკან მეტლახის ზედაპირიდან. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N-------- დადგინდა, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ-–----ის მ-------------------ში, მ----- ა--–--ის ქუჩის N---ში მდებარე მარკეტ ,,ე----------ს“-ში განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ--- ჯ----–-ს ძე ა----–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვლების ნიმუშები და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბრალდებული ნ--- ა----–--ე.
3.40.8. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, გ-–----ის მ-------------------------- კორპუსის მ/ტერიტორიიდან, სადაც კორპუსების უკანა მხარეს განთავსებულია ავტოფარეხები, მ---------------------- სადარბაზოს წინ ავტოფარეხებს შორის ბეტონის კონსტრუქციის საფეხმავლო კიბეებიდან გამავალ საფეხმავლო ვიწრო ბილიკთან ნარგავებს შორის მიწის ზედაპირზე ნაპოვნი იქნა პლასტმასის მასალის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფი, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ მ---–------------ს მიმდებარედ ნარგავებს შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული პლასტმასის ყუთის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული ) წილი ეკუთვნის ნ--- ა----–--ეს. ობ N2-ში ვლინდება ნ--- ა----–--ის გენეტიკური პროფილის ალელები, რაც ობ.N2-ში მის გენეტიკურ თანამონაწილეობას არ გამორიცხავს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2017 წლის 4 ნოემბერს სუპერმარკეტ ,,ე----------დან“ პლასტმასის მასალის სალაროს თანხის ჩასადები კოლოფის გატაცების ფაქტი, რომლის აღწერილობა და დანიშნულება ემთხვევა ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებულ სალაროს ჩასადებ კოლოფს, რომელზეც აღმოჩენილ იქნა ნ--- ა----–--ის გენეტიკური კვალი, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სალაროს ყუთი არის სუპერმარკეტ ,,ე----------დან“ გატაცებული ყუთი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ამოღებული სალაროს თანხის ჩასადები კოლოფის საქმესთან შემხებლობა.
3.40.9. ამდენად, ოდოროლოგიური ექსპერტიზის და ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სუპერმარკეტზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისას სუპერმარკეტში იმყოფებოდა ნ--- ა----–--ე, რომელსაც შემდგომში შემხებლობა ქონდა სალაროს იმ კოლოფთან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ფულიანად გაიტაცეს და ამოიღეს ადგილმდებარეობის დათვალიერებისას. აღნიშნული გარემოებები აშკარად ადასტურებენ, რომ ნ--- ა----–--ემ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა სუპერმარკეტ ,,ე----------ში“.
3.40.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ის გარემოება, რომ შუაღამისას დაზარალებულებს მ------ ც-–--–--ეს და თ----- ბ-----ეს მოულოდნელად თავს დაესხა ორი პირი ნიღბებით, ხელთათმანებით, დანებით ხელში, რომლებიც მიადეს ყელის არეში და ითხოვდნენ ფულს, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულების წარმოდგენაში მათთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგელობას ქმნის.
3.40.11. დაცვის მხარის მტკიცებულებების გაზიარებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებობს, ერთი მხრივ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აშკარად ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში იდენტურია ნ--- ა----–--ის სუნის ნიმუშის და მერე მხრივ, არის ნ--- ა----–--ის ნათესავების ჩვენება იმის თაობაზე, რომ ნ--- ა----–--ე 3 ნოემბერს დღისით და ღამით, 4 ნოემბრის 08 საათამდე, იმყოფებოდა ვ-–------–----–ას მ-------------–ში გარდაცვლილი ნათესავის პანაშვიდზე და ღამისთევაზე და ვერ იქნებოდა შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის საკითხის გარკვევისას სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებულ იქნა 4 ნოემბერს 04:15-05:55 დროის შუალედში; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შედგენილ იქნა 2018 წლის 9 იანვარს; ნ--- ა----–--ის ალიბის მოწმეები გამოკითხულ იქნა 2018 წლის 18 თებერვალს ანუ ბრალდების მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, მაშინ, როცა ნ--- ა----–--ე პირველად ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა 2018 წლის 22 დეკემბერს, რა დროსაც განაცხადა, რომ მას არ ახსოვდა თუ სად იყო 4 ნოემბერს. აღნიშნული გარემოებები ზოგადად ეჭვს ბადებენ ალიბის მოწმეების ჩვენების ნამდვილობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიბის მოწმეების საქმეში ფიქსირების დრო და ნ--- ა----–--ესთან მათი ნათესაური კავშირი მიანიშნებს, რომ ალიბის მოწმეები არიან დაინტერესებული პირები და სასამართლოსთვის მათი ჩვენებები ვერ გახდება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.
3.40.12. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი შედგენილია 4 ნოემბერს 12:00 – 13:00 დროის შუალედში, ამ დროისთვის გამოძიებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ნ--- ა----–--ის შესახებ და ზოგადად, სავარაუდო დამნაშავის შესახებ. მხოლოდ ნ--- ა----–--ის დაკავების და ნიმუშების აღების შედეგ გახდა შესაძლებელი ბიოლოგიურ(გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარება. შესაბამისად, აშკარად წინააღმდეგობაშია ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებთან, რადგან, ამ შემთხვევაშიც, ერთ მხარეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სუპერმარკეტიდან წამოღებულ ყუთთან შემხებლობა ქონდა ნ--- ა----–--ეს და მეორე მხრივ, არის დაცვის მხარის მოწმეების ჩვენება იმის თაობაზე, რომ 3-4 ნოემბერს ნ--- ა----–--ე ჯერ იყო ვ-–----–----–-----------ზე, შემდეგ 9 საათისთვის გ-- ხ------–---–მა მიიყვანა გ-–----ში სახლთან და იმყოფებოდა სახლში, რაც გამორიცხავს გ-–----ის მ-------------------------- კორპუსის მ/ტერიტორიაზე ნ--- ა----–--ის მოხვედრას. აღნიშნულ წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს შორის, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლებსაც სასამართლო მიიჩნევს უტყუარად და მათზე დაყრდნობით ასკვნის, რომ გ-–----ის მ-------------------------- კორპუსის მიმდებარედ ამოღებული ყუთი არის სუპერმარკეტიდან გატაცებული ყუთი, რომელთანაც შემხებლობა ქონდა ბრალდებულ ნ--- ა----–--ეს.
3.40.13. დაცვის მხარის მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიბის მოწმეებიდან მხოლოდ გ------- ხ------–---–ი და შ--–-- ბ-------–---–ი ადასტურებენ, რომ ნ--- ა----–--ე მთელი ღამე მათთან ერთად იყო. სასამართლო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს არ მიიჩნევს სარწმუნოდ. გარდა იმისა, რომ ისინი არიან დაინტერესებული პირები, მათი ჩვენებები დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებში არის სრულიად იდენტური და ამ მოწმეებმა 3 ნოემბრის შემდეგ 18 თებერვალს გამოკითხვისას (სამი თვე ნახევრის შემდეგ), დეტალურად გაიხსენეს თუ რა ეცვა ნ--- ა----–--ეს, რომ იყო წვერის გარეშე და რომ მთელი ღამე იყვნენ ერთად. ამასთან, გ------- ხ------–---–მა, რომელიც არის ნ--- ა----–--ის დედის დის ქმარი, სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერ გაიხსენა ისეთი ფაქტი, იმ ღამით შემჩნია თუ არა ნ--- ა----–--ეს ხელზე აშკარად გამოხატული სვირინგი; სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს შ--–-- ბ-------–---–ის ჩვენებას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ--–-- ბ-------–---–ს მამის დაკრძალვის შემდეგ არანაირი შემხებლობა არ ქონია არც ნ---სთან და არც მისი ოჯახის წევრებთან, არც მამის ორმოცზე შეხვედრია მათ, არც ახალ წელს დაკავშირებიან ერთმანეთს და შესაბამისად არაფერი იცოდა ნ--- ა----–--ის დაკავების შესახებ, მხოლოდ მაშინ მოხდა შ--–-- ბ-------–---–თან ნ--- ა----–--ის მამის დაკავშირება, როცა ალიბის მოძიება დაიწყო დაცვის მხარემ, რაც საეჭვოდ ხდის დანაშაულის ჩადენის დროს ნ--- ა----–--ის შ--–-- ბ-------–---–ის გარდაცვლილი მამის ღამისთევაზე ყოფნის ფაქტს. აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს არ მიიჩნევს სარწმუნოდ და საპირწონედ ბრალდების მხარის მტკიცებულებების;
3.40.14. ზ/აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმს, მოწმე მ------ ც-–--–--ის ჩვენებას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს სასამართლო მიიჩნევს საკმარისად და უტყუარად იმ ფაქტის დასადგენად, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში გ-–--------------------------–------------–---------ში მდებარე შპს ,,ე----------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ მომხდარი ყაჩაღობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ნ--- ა----–--ემ.
3.40.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წერილობითი მტკიცებულებების გაყალბების თაობაზე, ვინაიდან დაცვის მოწმის სახით დაკითხულმა ,,ს--------–------ის“ დირექტორმა გ------- მ-–-–------მა თავისი ჩვენებით საეჭვოდ არ გახადა კონკრეტული საქმის შექმნის თარიღები და ასევე გამოძიების დაწყების თარიღი და ზოგადად, სრულიად გამორიცხა წერილობითი მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი.
3.40.16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიებისას შეგნებულად არ იქნა ამოღებული სალაროს მაგიდებთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ კამერის ჩანაწერები, რაც იქნა გამოძიების მიერ ამოღებული სასამართლოს საკმარისად მიაჩნია იმ ფაქტის დასადგენად, თუ რამდენი პირის მიერ რა ფორმით განხორციელდა სუპერმარკეტში ყაჩაღობის ფაქტი.
3.40.17. სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულ მ------ ც-–--–--ემ აჩვენა, რომ თავდამსხმელმა მას გასტაცა ოქროს ყელსაბამი, სხვა ჩვენება ყელსაბამის აღწერილობის, ღირებულების ან სხვა ფაქტების შესახებ, რაც ყელსაბამის მ------ ც-–--–--ისადმი კუთვნილების ფაქტს დაადასტურებდა მ------ ც-–--–--ეს სასამართლოსთვის არ მიუცია; ასევე, დაზარალებულ თ----- ბ-----ეს არ მიუცია სასამართლოსთვის რაიმე ინფორმაცია მ------ ც-–--–--ის ყელსაბამის გატაცების თაობაზე. ზოგადად, სასამართლოში მ------ ც-–--–--ის ჩვენების გარდა, არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაადასტურებდა ნ--- ა----–--ის მიერ მ------ ც-–--–--ის ოქროს ყელსაბამის გატაცების ფაქტს, შესაბამისად, მტკიცებულებათა არ არსებობის გამო აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და დადგენილად არ მიიჩნევს ნ--- ა----–--ის ბრალდების დადგენილებაში ფორმულირებულ ფაქტს იმის თაობაზე, რომ ნ--- ა----–--ემ მ------ ც-–--–--ეს ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელიდან ჩამოგლიჯა 320 ლარის ღირებულების ოქროს ცეპი ჯვრით.
3.40.18. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნული დანაშაულის ნ--- ა----–--ის მიერ ჩადენას.
3.41. სასამართლომ შეაფასა რა ნ--- ა----–--ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ--- ა----–--ის ბრალდებას მასში, რომ 2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში გ-–--------------------------–------------–---------ში მდებარე შპს ,,ე----------ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ე----------ში“ ნ--- ა----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტს მ------ ც-–--–--ეს და მოლარეს თ----- ბ-----ეს. თავდამსხმელებმა, ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სალაროს უჯრიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3.42.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ნ--- ა----–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.
2.43. დაზარალებულების მ------ ც-–--–--ის და თ----- ბ-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ თბილისში, გ-–--------------------------ში, სუპერმარკეტ ,,ე----------ში“, შუაღამისას მარკეტში შევარდა ორი პიროვნება ნიღბებით აღჭურვილი, დანით ხელში, რომლებიც თავს დაესხნენ სუპერმარკეტის თანამშრომლებს მ------ ც-–--–--ეს და თ----- ბ-----ეს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მაღაზიიდან დაეუფლნენ ფულად თანხას; მ------ ც-–--–--ის და თ----- ბ-----ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სუპერმარკეტ ,,ე----------ს“ კამერის ჩანაწერებთან. აღნიშნულ ფაქტს არც დაცვის მხარე უარყოფს მის მიერ ჩატარებულ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით.
3.44. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც.
3.45. ის გარემოება, რომ ორივე თავდამსხმელი შუაღამისას ერთდროულად თავს დაესხნენ მაღაზიის კონსულტანტს და მოლარეს, თავდასხმისას ორივეს ეკეთა ნიღბები, ხელთათმანები და ეჭირათ დანები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს სუპერმარკეტის კუთვნილი თანხა, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და მომზადებული სუპერმარკეტ ,,ე----------ში’’ ყაჩაღური ქმედების ერთობლივად ჩასადენად
3.46. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--- ა----–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--- ა----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ--- ა----–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1.ნ--- ა----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ნ--- ა----–--ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსულში არ არის ნასამართლევი, მეზობლებისგან და პედაგოგებისგან ხასიათდება დადებითად
5.6. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ნ--- ა----–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.7. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ნ--- ა----–--ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6.ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
5.1. შპს ,,ე----------დან“ გამოთხოვილი, 2017 წლის 4 ნოემბრის ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, 02 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ქილად, რომელიც ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
5.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ---------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი კოლოფი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ---------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.6. 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სალარო უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია სსიპ ლ------------–----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.7. 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი 5 თეთრიანი მონეტა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.8. 2017 წლის 23 დეკემბერს ნ--- ა----–--ისგან აღებული სუნის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
5.9. 2017 წლის 23 დეკემბერს ნ--- ა----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის სსიპ ლ-------------–--------–-------------------------------–-------ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ნ--- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. ნ--- ა----–--ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნ--- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
5. ნივთმტკიცება:
5.1. შპს ,,ე----------დან“ გამოთხოვილი, 2017 წლის 4 ნოემბრის ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, 02 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ქილად, რომელიც ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ---------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი კოლოფი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ---------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.6. 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სალარო უჯრა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია სსიპ ლ------------–----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.7. 2017 წლის 04 ნოემბერს ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი 5 თეთრიანი მონეტა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.8. 2017 წლის 23 დეკემბერს ნ--- ა----–--ისგან აღებული სუნის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შ--------------------------------------–--------–-–----------------------------- ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.9. 2017 წლის 23 დეკემბერს ნ--- ა----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის სსიპ ლ-------------–--------–-------------------------------–-------ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/