განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
150100118002608884
დავის ტიპი
126 1
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002608884

# 1/79-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------ი ორ---------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: არ--- აშ-----ს ძე ავ-----ი (დაბადებული 1991 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დაოჯახებული, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ახალქალაქი, ვაზგენ სა--------ის ქუჩა, ბინა # 3-);

ბრალდებული: არ------ ერ-----ის ძე აკ------ი (დაბადებული 1992 წლის 23 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დასაოჯახებელი, პირადი ნომერი 3-0--------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ნინოწმინდის რაიონი სოფელი დი-–---ი);

ბრალდებულების ადვოკატი - ტა-----– ბა-–-----–---–ი

თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულების არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ და---––ი, არ------ აკ------მა და არ--- ავ-----მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმით, სცემეს არ------ სა--------ი, რომელმაც აღნიშნულის გამო მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ეი. არ--- ავ-----ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

ეი. არ------ აკ------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: არ------ სა--------ის, არ------ ბა---------ის, დი--- სა--------ის, ვა----- ნი-----------ისა და ინ---- სა--------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ------ სა--------ის მიმართ და სხვა.

მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2.3. არ--- ავ-----ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.

2.4. არ------ აკ------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.

2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და ბრალდებულების არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის მკაცრად დასჯა.

2.6. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმნენ ბრალდებულებიც.

2.7. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მოინანიეს.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის ბრალეულობას.

3.2. 2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ და---––ი, არ------ აკ------მა და არ--- ავ-----მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმით, სცემეს არ------ სა--------ი, რომელმაც აღნიშნულის გამო მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ეი. არ--- ავ-----ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

ამდენად, არ--- ავ-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

არ------ აკ------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

ამდენად,არ------ აკ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავეთა პიროვნებაც, წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავეთა გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

არ--- ავ-----სა და არ------ აკ------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მათთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულებს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოთ საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში ჯარიმა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის პიროვნების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მათთვის სხვა სახის სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

არ--- ავ-----ისა და არ------ აკ------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. არ--- ავ-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

2. არ--- ავ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

3. არ------ აკ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

4. არ------ აკ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

6. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

 

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე