გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3427-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მ--–----------–---–ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი ნ---------------ე
წარმომადგენელი - ვ----–------------ე
მესამე პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - სს „ს----------–--------ი“
დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონოდ იქნას ცნობილი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის - ნ---------------ის 2018 წლის 27 აპრილის N1--------0-----1 ქმედება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - კერძო აღმასრულებელ ნ---------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
3.2. მესამე პირი - სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა. სს "ს----------–--------ისათვის" ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - მ--–----------–---–სა და თ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2----–-–-------------ოს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 359.19 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხეებს - მ--–----------–---–სა და თ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2----–-–---------–---ს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 827.39 ლარის გადახდა.
მოპასუხე - მ--–----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–---------------–-ს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 635.71 ლარის გადახდა.
დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ--–----------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია - ქ. თბილისი, მ--------------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის N2/-----17 სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 24-25.
4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის N2/-----17 სააღსრულებო ფურცელი სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა ი-----–----------ამ 2018 წლის 11 აპრილს აღსასრულებლად წარუდგინა კერძო აღმასრულებელს - ნ---------------ეს.
მოსარჩელის მითითებით ი-----–----------ას უფლებამოსილების დასტურად წარდგენილი იქნა 2017 წლის 07 აპრილს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ერთი წლით - 2018 წლის 07 აპრილამდე.
მოპასუხის მითითებით, ი-----–----------ას უფლებამოსილების დასტურად წარდგენილი იქნა 2017 წლის 15 სექტემბერს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ერთი წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, თუმცა მოხდა ტექნიკური შეცდომა და განცხადებასთან აიტვირთა 2017 წლის 07 აპრილს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადების მიღების ბარათი - ს/ფ 19.
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ - ს/ფ 79-80
- რწმუნებულება - ს/ფ 20-23; 81-84.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.: სხდომის ოქმი.
4.1.3. 2018 წლის 11 აპრილის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ნ---------------ემ 2018 წლის 23 მარტის N2/-----17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A1-------.
2018 წლის 18 აპრილს კერძო აღმასრულებლმა ნ---------------ემ მოვალეებს - მ--–----------–---–ისა და თ-----------–---–ის მიმართ გამოსცა №A1--------0-----3 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ასევე განახორციელა აღსრულებისათვის საჭირო მოქმედებები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ - ს/ფ 79-80.
- 2018 წლის 18 აპრილის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 15-18.
4.1.4. კერძო აღმასრულებელმა ნ---------------ემ 2018 წლის 27 აპრილს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე მ--–----------–---–ის სახელზე რიცხული ს/კ 0---------------------- უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებელის 2018 წლის 27 აპრილის №A1--------0-----1 განაცხადი, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ - ს/ფ 14.
4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის A1--------0-----1 განკარგულებით მოვალე - მ--–----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, მ--------------------------------------------, ბინა N2, ს/კ 0---------------------- მესაკუთრე 2018 წლის 05 ივნისს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ს----------–--------ი“, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 50 920.00 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის A1--------0-----1 განკარგულება - ს/ფ 157.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უკანონოდ იქნას ცნობილი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის - ნ---------------ის 2018 წლის 27 აპრილის N1--------0-----1 ქმედება.
7.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - მ--–----------–---–სა და თ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2----–-–-------------ოს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 359.19 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს - მ--–----------–---–სა და თ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2----–-–---------–---ს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 827.39 ლარის გადახდა. მოპასუხე - მ--–----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–---------------–-ს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 635.71 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ--–----------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია - ქ. თბილისი, მ--------------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის N2/-----17 სააღსრულებო ფურცელი სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა ი-----–----------ამ 2018 წლის 11 აპრილს აღსასრულებლად წარუდგინა კერძო აღმასრულებელს - ნ---------------ეს. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ნ---------------ემ 2018 წლის 23 მარტის N2/-----17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A1-------. 2018 წლის 18 აპრილს კერძო აღმასრულებლმა ნ---------------ემ მოვალეებს - მ--–----------–---–ისა და თ-----------–---–ის მიმართ გამოსცა №A1--------0-----3 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ასევე განახორციელა აღსრულებისათვის საჭირო მოქმედებები. კერძო აღმასრულებელმა ნ---------------ემ 2018 წლის 27 აპრილს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე მ--–----------–---–ის სახელზე რიცხული ს/კ 0---------------------- უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით.
მოსარჩელის მითითებით ი-----–----------ას უფლებამოსილების დასტურად წარდგენილი იქნა 2017 წლის 07 აპრილს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ერთი წლით - 2018 წლის 07 აპრილამდე. ამდენად, კერძო აღმასრულებლის ქმედება, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვის თაობაზე იყო უკანონო, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი კერძო აღმასრულებელს წარუდგინა სს „ს----------–--------ისაგან“ არაუფლებამოსილმა პირმა.
მოპასუხის მითითებით, ი-----–----------ას უფლებამოსილების დასტურად წარდგენილი იქნა 2017 წლის 15 სექტემბერს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ერთი წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, თუმცა მოხდა ტექნიკური შეცდომა და განცხადებასთან აიტვირთა 2017 წლის 07 აპრილს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------).
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სს „ს----------–--------ის“ მიერ ი-----–----------ასათვის 2017 წლის 15 სექტემბერს (სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ექვსი თვით ადრე) გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ერთი წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე და რომელიც ი-----–----------ას ანიჭებდა უფლებამოსილებას წარედგინა სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად, ამდენად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ ი-----–----------ა იყო არაუფლებამოსილი პირი და კერძო აღმასრულებლის ქმედებები უკანონოა, საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის 2018 წლის 27 აპრილის ქმედება კანონიერია.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი