განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/273-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი - გ-------–----------
დაცვის მხარე: ბრალდებული - ს-----–------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------- დაბადებული 1----–-–------------ მცხოვრები: ქ-----––----------––----–------
ადვოკატი - პ------------–-–---–ი
თარჯიმანი - ლ---------------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ს-----–-------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ს-----–-------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 მაისს ს-----–-------------ი ადმინისტრაციულ-სახდელდადებულ იქნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტზე. ს-----–-------------მა ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2018 წლის 24 მაისს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმებული იქნა ნარკოლოგიურ კაბინეტში, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.
ამდენად, ს-----–-------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ადმინისტრაციულ- სახდელდადებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
1.2. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ს-----–-------------ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ს-----–-------------ს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ს-----–-------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ნარკოლიგიურ კაბინეტში შემოწმების დასკვნა, ს-----–-------------ის ხელწერილი, სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ცნობა ადმინისტრაციულ სახდელდადების შესახებ, ზ-------------------------------–-–---–-------------------–---–-- და ს-----–-------------ის მოწმის სახით გამოკითხვის და გამოძახების ოქმები, ს-----–-------------- 2018 წლის 30 მაისის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, სტაჟიორ-პროკურორ გ-------–----------ს, ბრალდებულ ს-----–-------------ს და მის ადვოკატ პ------------–-–---–ს შორის.
3.2. სტაჟიორ-პროკურორმა გ-------–----------მ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ს-----–-------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა გ-------–----------მ, ბრალდებულმა ს-----–-------------მა და მისმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ს-----–-------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.7. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ს-----–-------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ-------–----------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ს-----–-------------ს (პ/ნ 4----------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ს-----–-------------ი (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ს-----–-------------ს (პ/ნ 4----------- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე მსჯავრდებულ ს-----–-------------ის (პ/ნ 4----------- მიმართ კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ს-----–-------------ის (პ/ნ 4----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის კოდსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი