გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210117002107920
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25876-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შპს „ე----- კ-------- +“

წარმომადგენელი - ნ---- ბ------–---–ი

მოპასუხეები - გ------- ნ------ა, ზ---- მ---------ე

მოპასუხე ზ---- მ---------ის წარმომადგენელი - ჯ--–--- ტ--------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის 5529 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარგებლის 3040.95 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან დღემდე დარიცხული სარგებლის მიუღებელი შემოსავლის სახით 2165.52 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;

1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმის 30 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;

1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს 2991.84 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის, სასარგებლოდ გადახდა.

 

1.6. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის მარკა-მოდელი-პ----–- კ---- S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 0---------წ, სანომრე ნიშანი C------) რეალიზაციის გზით, ხოლო რეალიზაცი შედეგად მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე მსესხებელმა პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით, სოლიდარულმა თავდებმა - ზღვრული თანხა ფარგლებში.

 

მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

2016 წლის 01 თებერვალს შპს "ე----- კ-------- +"-სა და გ------- ნ------ას შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ (№--------) გ------- ნ------ას სესხად გადაეცა 5900 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელს 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი: ავტომობილის მარკა-მოდელი-პ----–- კ---- S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 0---------წ, სანომრე ნიშანი C------. გარდა აღნიშნულისა, გ------- ნ------ას სესხი უზრუნველყოფილია ზ---- მ---------ის სოლიდარული თავდებობით.

 

მსესხებელმა გადაიხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული 1 თვის გადასახადი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეებს შპს "ე----- კ-------- +"-ს მიმართ სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება: სესხის დარჩენილი ძირი თანხა - 5529 აშშ დოლარი; სარგებელი - 2016 წლის 01 აპრილის და ყოველი მომდევნო თვის 01 რიცხვისათვის სესხის 5%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 276.45 აშშ დოლარს; შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გასულია სრული 11 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 3040,95 აშშ დოლარს; მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული სარგებლის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით. ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან (01.02.2017-დან) გასულია სრული 7 თვე და 22 კალენდარული დღე, სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 2165.52 აშშ დოლარს (276.45X7 + 25 კალენდარული დღის სარგებელი 230.37 აშშ დოლარი); ჯარიმა - 30 აშშ დოლარი გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილებისთვის; პირგასამტეხლო - სესხის დარჩენილი ნაწილის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 5.52 აშშ დოლა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). ვინაიდან 2016 წლის 02 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 2991.84 აშშ დოლარს (52X5.52).

 

არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 2016 წლის 02 სექტემბერს ხელშეკრულებით დადგენილი წესით მესაკუთრეს გაეგზავნა ელექტრონიული შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემის მოთხოვნით, ასევე, 2017 წლის 25 მაისს ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ---- მ---------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. ასევე, სადაოდ გახადა მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე.

 

მოპასუხე გ------- ნ------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სარჩელისა და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 თებერვალს შპს "ე----- კ-------- +"-სა და გ------- ნ------ას შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ (№--------) გ------- ნ------ას სესხად გადაეცა 5900 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

მსესხებელს 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი: მარკა-მოდელი-პ----–- კ---- S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 0---------წ, სანომრე ნიშანი C------.

 

გირავნობის საგანი, ავტომანქანა წარმოადგენდა მსესხებლის გ------- ნ------ას საკუთრებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 18-23, 26-28).

ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ №--------- (ს.ფ. 24).

 

3.1.2. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმის 30 აშშ დოლარის გადახდა.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ ჯარიმასთან ერთად მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 18-23, 26-28).

 

3.1.3. გ------- ნ------ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ზ---- მიქაუტიძესა და შპს „ე----- კ-------- +“-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ზ---- მ---------ემ იკისრა მსესხებელსა და კ--------ორს შორის გაფორმებული №-------- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 24000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 39-30).

 

3.1.4. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილება ხორციელდებოდა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა „ა)“, „ბ)“, „გ)“, ან „დ)“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე უფლება:

 

ა) გადაიფორმოს საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი (ავტომობილი გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში), რა დროსაც მოგირავნე უფლებამოსილია უპირობოდ განცხადებით მიმართოს მომსახურების სააგენტოს და დაარეგისტრიროს ავტომობილზე თავისი საკუთრების უფლება;

ბ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე);

გ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;

დ) განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).

 

3.1.5. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშობოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).

 

3.1.6. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ე----- კ-------- +“-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შპს „ე----- კ-------- +“-სა და გ------- ნ------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხა 5 900,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა გ------- ნ------ამ აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის დარჩენილი ძირი თანხის 5529 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის, შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე გ------- ნ------ას შპს „ე----- კ-------- +“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 3040,95 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კ--------ორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ამ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობისა და სარჩელში გადმოცემული ფაქტების საფუძვლიანობა (სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობა),საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი განმარტავს - სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კ--------ორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. (იხ.სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, რადგანაც მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს 2165.52 აშშ დოლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის აღძვრამდე მას შეეძლო მიეღო ამ ოდენობის შემოსავალი, თანხის იმავე პირობებით გასესხების შემთხვევაში. სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საკ--------ო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კ--------ით სარგებლობისათვის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 5%-ის გადახდევინება. საკ--------ო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კ--------ორი მიიღებდა შემოსავალს სარგებლის სახით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელე მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 3040,95 აშშ დოლარის გადახდას. თუმცა მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება რომელიც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსარჩელის შემოსავლის კერძოდ, წლიური 60%-ის (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 2165.52 აშშ დოლარის ოდენობით მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 60%-ის დაკისრების თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაციას, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ თანხის გასესხებაა გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით გონივრული სარგებლის მიღების ფაქტი უდავოა, რაც შეეხება სარგებლის ოდენობას სასამართლოს მიხედულობით აღნიშნული უნდა დადგინდეს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში არსებული განაკვეთებით, რაც მსგავს სამოქალაქო ურთიერთობებში შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს წლიური 24%-ით. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ შემოსავალს 7 თვეზე და 25 დღეზე, რაც წლიური 24%-ის გაანგარიშებით შეადგენს 866.06 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს 866.06 აშშ დოლარის ნაწილში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ გ------- ნ------ამ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კ--------ორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კ--------ორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კ--------ორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2991.84 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 500,00 აშშ დოლარით.

 

აღსანიშნავია, რომ გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის შესაბამისი ეტაპის შესრულების 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილებით მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 30 აშშ დოლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე----- კ-------- +“-სა და ზ---- მ---------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კ--------ორის წინაშე იკისრა მსესხებლის გ------- ნ------ას მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, შპს „ე----- კ-------- +“-ს უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9966,01 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 24000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კ--------ორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კ--------ორი შპს ”ე----- კ--------+” და მოვალე გ------- ნ------ა სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტით.

 

კ--------ორმა შპს ”ე----- კ--------+” უფლებამოსილია გამოიყენოს საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მსესხებლის დავალიანების 9966,01 აშშ დოლარის დასაფარად.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 8.12 მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 717,55 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ე----- კ--------ი +“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 5529 აშშ დოლარი;

 

3. მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის პროცენტი - 3040.95 აშშ დოლარი;

4. მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 866,06 აშშ დოლარი;

 

5. მოპასუხეებს გ------- ნ------ას და ზ---- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის 30 აშშ დოლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდეს დაგირავებული ავტომობილის მარკა-მოდელი-პ----–- კ---- S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 0---------წ, სანომრე ნიშანი C------ იძულებითი წესით რეალიზაცია.

 

7. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებებზე. თავდების ზ---- მ---------ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 24000 აშშ დოლარით.

 

8. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 717,55 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე