გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310117002026777
საქმე № 3/208-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: ნ---- ს----–---–ი
მოპასუხეები: შპს ,, ს---–-- 5--’’, შპს ,,ა-–----’’, ა-–--- ს-----------ე, ა-–----- ა-–---ი, რ----- ა--------ი
წარმომადგენელი: ინგა არახამია
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,, ს---–-- 5--’’-ის, შპს ,,ა-–----’’-ის, ა-–--- ს-----------ის, ა-–----- ა-–---ის და რ----- ა--------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
სარჩელის თანახმად, შპს ,,ს---–-- 5--’’ (ს/ნ4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტირებულია 2016 წლის 05 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია ქ. კასპი, სოფელი ფ-----, მ---- ქ, N-, ხოლო საქმიანობის სახეს წარმოადგენს მომსახურეობა, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვები (თურქეთი-საქართველო). შპს ,,ს---–-- 5--’’-ის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი არის ა-–----- ა-–---ი (პ/ნ 2----------), ხოლო დირექტორად გაფორმებულია ა-–--- ს-----------ე (პ/ნ 2----------). 20-7 წლის 14 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ს---–-- 5--’’-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 90 815.85 ლარის ოდენობით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, მის ქონებაზე 2017 წლის 03 აპრილს N052-659 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად 2017 წლის 15 მაისს გაეცნო. შპს ,,ს---–-- 5--’’-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონების ნუსხა, რის გამოც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB770863. შპს ,,ს---–-- 5--’’-ის მიმართ საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეადგენს 86614 ლარს, წარმოშობილია 2017 წლის მარტის თვეში ჩაბარებული 2016 წლის მოგების დეკლარაციის საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შპს ,,ს---–-- 5--’’-ს საკუთრებაში უძრავი-მოძრავი ქონება არ უფიქსურდება. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ ა-–----- ა-–---ს (პ/ნ 2----------), მეგობრის, რ----- ა--------ის სახელზე 2014 წლის 16 ივნისს შეძენილი აქვს ავტომობილი ,,M----------- E 3--’’ ს/ნ X---0--, იმ გრემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული ავტომანქანის მართვის დროს საპატრულო პოლიციის მიერ არაერთხელაა დაჯარიმებული ა-–----- ა-–---ი.
მოსარჩელის პოზიციით, შპს ,,ს---–-- 5--’’ ( ს/ნ 4--------) საქმიანობას აგრძელებს შპს ,,ა-–----’’- ის (ს/ნ 4--------) მეშვეობით, ვინაიდან 2017 წლის 10 იანვარს ა-–--- ს-----------ემ (პ/ნ 2----------) სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა შპს ,,ა-–----’’ (ს/ნ 4--------) რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გ-–------ნ----–-----ის რ/ნი, გ-–-----ს მას, მე-3ა მ/რ, N------, ხოლო საქმიანობის სახეს, შპს ,,ს---–-- 5--’’-ის მსგავსად წაემოადგენს გადაზიდვები. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის თავად ა-–--- ს-----------ე, შპს ,,ა-–--- +-- დეკლარაციების მიხედვით, ხელფასს უხდის ა-–----- ა-–---ს (პ/ნ 2----------), ასევე ყველა იმ პიროვნებას, რომლებსაც ხელფასს უხდიდა შპს ,,ს---–-- 5--’’ ( ს/ნ 4--------). შემოსავლების სამსახურის ერთიანი ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, შპს ,,ა-–----’’-ს ერიცხება ზედმეტობა 4788.94 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ა-–--- ს-----------ეს (პ/ნ 2----------) 2016 წლის 27 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გ-–----- ნ----–-----ის რ/ნი, გ-–-----ს მას, მე-3ა მ/რ, N------, საკადასტრო კოდით 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-.0--. და ავტომობილი ,,M----------- E 3--’’ ს/ნ A--7---T-.
მოსარჩელის პოზიციით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან, მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა, მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერაციების ფორამასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მათ ერთმანეთთან არ აკავშირებთ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა შორის არსებულ იმდაგვარ ურთიერთობას, თუ საქამიანობას, რამაც განაპირობა რომელიმე მათგანის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდება. მოპასუხეთა პოზიციით, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,ს---–-- 5--’’ საქმიანობას ახორციელებს შპს ,,ა-–----’’-ის მეშვეობით, ვინაიდან იმისთვის, რომ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის საჭიროა თანხის გადარიცხვა ერთი პირიდან მეორეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. ასევე ის გარემოება, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა შპს ,,ს---–-- 5--’’-ში, ნამდვილად იღებს ანაზღაურებას შპს ,,ა-–----’’-ში. თუმცა ასეც რომ იყოს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის ფაქტი, ამასთან, რ----- ა--------ს არანაირი კავშირი არ ჰქონია ა-–--- ს-----------ის, ა-–----- ა-–---ის, შპს ,,ს---–-- 5--’’-ის და შპს ,,ა-–----“-ს მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობასთან. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხეთა საერთო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს ,,ს---–-- 5--’’ (4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 05 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია: კასპის რ/ნი სოფელი ფ-----, მ---- ქ. №3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 05 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. შპს ,,ს---–-- 5--’’-ის (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 97557.83 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. შპს ,,ა-–----” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2017 წლის 10 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გ-–------ნ----–-----ის რ/ნი, გ-–-----ს მას, მე-3ა მ/რ, №------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 10 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.4. შპს ,,ა-–----’’-ის (ს/ნ 4--------) ზედმეტობა 2018 წლის 17აპრილის მდგომარეობით შეადგენს 95.59 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივლისს შპს ,,ა-–----’’- ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB 770863.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივლისის N CB770863 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
3.6. შპს ,,ს---–-- 5--’’-ის და შპს ,,ა-–----’’-ის იდენტური ელექტრონული ფოსტის მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 10 იანვრის და 2016 წლის 05 იანვრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.7. შპს ,,ა-–----’’-ში დასაქმებულია შპს ,,ს---–-- 5--’’-ის ყოფილი თანამშრომლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.8. შპს ,,ა-–----’’-ის იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, გ-–-----, მე-3ა მ/რ, N---, 2017 წლის 10 იანვრის ამონაწერის მიხედვით, არის ა-–-- ს-----------ის კუთვნილი ბინის იურიდიული მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 10 იანვრის და 2016 წლის 05 იანვრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და 2016 წლის 31 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი რ----- ა--------ის და ა-–----- ა-–---ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეები შპს ,,ს---–-- 5--’’, შპს ,,ა-–----’’, ა-–--- ს-----------ე და ა-–----- ა-–---ი ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს ა-–----- ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ა-–----- ა-–---მა ნამდვილად შეიძინა ავტომანქანა რ----- ა--------ის სახელზე, თუმცა ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო თვლის, რომ ავტომანქანით სარგებლობა ვერ იქნება მოპასუხეებს - ა-–----- ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, ა-–----- ა-–---ი და რ----- ა--------ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, ა-–----- ა-–---ის და მეორე მხრივ, რ----- ა--------ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, რადგან რ----- ა--------ის კუთვნილი ავტომანქანით ა-–----- ა-–--ის მიერ სარგებლობა ვერ გახდება ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რ----- ა--------მა აღნიშნული ავტომანქანა ,,M------- B--- E 3--’’ სახელმწიფო ნომრით X-- 5--, შეიძინა 2014 წლის 16 ივნისს, ხოლო შპს ,,ა-–----’’-ს და შპს ,,ს---–-- 5--’’-ს საგადასახადო დავალიანების შესახებ მოთხოვნა წარედგინათ 2017 წელს.
ამდენად, სარჩელი რ----- ა--------თან მიმართებაში უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სასამართლო განმარტავს, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
შპს ,,ს---–-- 5--’’-ის, შპს ,,ა-–----’’-ის, ა-–--- ს-----------ის და ა-–----- ა-–---ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 15 იანვარს რეგისტრირებული შპს ,,ს---–-- 5--’’-ის დირექტორი ა-–--- ს-----------ე 2017 წლის 10 იანვარს სამეწარმეო რეესტრში, კუთვნილი ბინის იურიდიულ მისამართზე არეგისტრირებს შპს ,,ა-–---’’+ს, რომლის დირექტორი და 100% წილის ა-–--- ს-----------ეა. შპს ,,ს---–-- 5--’’-ის 100% წილის მფლობელი ა-–----- ა-–---ი ხელფასს შპს ,,ა-–----’’ის მეშვეობით იღებს, რაც ადასტურებს ძველი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას ახალი შპს ,,ა-–----’’-ის მეშვეობით. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ის გარემოება, რომ შპს ,,ა-–----’’-ს აქვს იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც შპს ,,ს---–-- 5--’’-ს. ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მასში დასაქმებულია შპს ,,ს---–-- 5--’’-ის ყოფილი თანამშრომლები, ხოლო საქმიანობის სახეს, შპს ,,ს---–-- 5--’’-ის მსგავსად წარმოადგენს გადაზიდვების მომსახურეობის გაწევა.
ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს---–-- 5--’’-ის და შპს ,,ა-–----”-ის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა გადაზიდვები (თურქეთი-საქართველო), მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ერთი და იგივე და შპს ,,ა-–----’’-ში დასაქმებული თანამშრომლები წარმოადგენენ შპს ,,ს---–-- 5--’’-ის ყოფილ თანამშრომლებს - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ა-–----“-ის დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა შპს ,,ს---–-- 5--’’-ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და შპს ,,ს---–-- 5--’’-ის და შპს ,,ა-–----’’-ის ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
შესაბამისად, შპს ,,ს---–-- 5--’’, შპს ,,ა-–----’’, ა-–----- ა-–---ი და ა-–--- ს-----------ე აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ს---–-- 5--’’, შპს ,,ა-–----’’, ა-–--- ს-----------ე და ა-–----- ა-–---ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;
3. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის’’ სარჩელი რ----- ა--------ის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,ს---–-- 5--’’-ს, შპს ,,ა-–----’’-ს, ა-–--- ს-----------ის და ა-–----- ა-–---ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 (ასი) ლარი;
5. სსიპ ,,შემოსავლების სამსახური’’ და რ----- ა--------ი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული