განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2018
საქმის ნომერი
010100118002514723
დავის ტიპი
276 1
თარიღი
23.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002514723

საქმე N1-569/18 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18.09.2018 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ომ---------ძე

მამის სახელი: მუ-------

დაბადებული: 2--03.1959 წელი

პირადი ნომერი: 6---------6

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

ფაქტობრივი/მისამართი: ხელვაჩაური, შუ------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075191017001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1.სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 09:15 საათზე, ქ. ბათუმში, მაი------------------------------------–-------–--------------------–-ს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,ვ--------’’ მარკის ავტომანქანა, სახ. N B-----, რომელსაც მართავდა ომ---------ძე, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მუხლი 31-ის პუნქტის 1-ის მოთხოვნები, რის გამოც დაეჯახა ქვეითად მოსიარელე ვე------------ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

2.1 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ვე------------ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2.2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 09.11.2017წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ვე------------ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 19.10.17წ. აღენიშნებოდა იდაყვის ძვლის დიაფაზის დისტალური მესამედის ნამსხვროვანი მოტეხილობა და მთვარისებური ძვრის ბზარი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანზგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.3 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N ს-------- 08.12.2017წ, დადგენილია, რომ ა) წარმოდგენილ ავტომობილზე აღნიშნული დაზიანებები დამახასიათებელია ავტომობილების მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც, ხოლო ავტომობილზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა. აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.

 

ბ) ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია.

 

2.4 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №2---, 05.12.2017წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ომ---------ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

2.5 სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტმა ზა--------–--ემ დაადასტურა, მის მიერ 2017 წლის 05 დეკემბერს გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ საქმის მასალების შესწავლით მძღოლმა ნამდვილად დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მას სურდა რა მანევრირება მოეხდინა მარცხნივ, დაიწყო მოძრაობა და ამ დროს მარჯვენა მხრიდან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს; მოძრაობის დაწყებამდე მძღოლს ჰქონდა ვალდებულება ყველა მხრიდან შეემოწმებინა საფრთხის არსებობა და როცა გამოირიცხებოდა საფრთხე, ამის შემდეგ უნდა დაეწყო მანევრირება; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 18.09.2018წ)

 

2.6 დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია (სადავო მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ გარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტე ზა--------–--ე);

 

2.7 სასამართლო თვლის, რომ სადავო მტკიცებულების გამოკვლევით და მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ფოტოცხრილი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის ვე------------ის ჩვენება, ომ---------ძის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია ბრალდებულ ომ---------ძის მიერ ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ომ---------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, მაი------------------------------------–-------–--------------------–-ს ქუჩის მიმართულებით, ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც ვე------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) , რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულს გაუწია დახმარება და აუნაზღაურა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ომ---------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ომ---------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ომ---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის, წარსულის, პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:

 

,ვ--------’’ მარკის ავტომანქანა, სახ. N B-----, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ომ---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,ვ--------’’ მარკის ავტომანქანა, სახ. N B-----, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე