განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერ 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ლ---- მ---–---
ადვოკატი: ო----- ს----–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: დ---- ა-----ე
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 2---------წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ---- ა-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: დ---- ა-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი/მ „დ---- ა-----ე‘’ (პ/ნ0----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 4----------- ქ-------–-------------------------ში, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2014 წლის 1--------------. მ-–------ საქმიანობის სახეს წარმოადგენდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნებით ვაჭრობა. დ---- ა-----ე, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ ,,დ---- ა-----ის‘’ საქმიანობას, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტში.
შ--------–--------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 2------- დაინიშნა ი/მ ,,დ---- ა-----ის” სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შედეგად საწარმოს დაერიცხა ბიუჯეტში გადასახდელად 16 996.065 ლარი.
დ---- ა-----ემ იცოდა, რომ ი/მ ,,დ---- ა-----ეზე” ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად მოსალოდნელი იყო დიდი ოდენობით ჯარიმის დარიცხვა, გადაწყვიტა მოჩვენებითი გარიგების გზით, დიდი ოდენობით ვალდებულებისათვის თავის არიდება, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება.
2016 წლის 1------------ N6----- და N6----- სამართალდარღვევის ოქმებით ი/მ ,,დ---- ა-----ეს” დაერიცხა 18 392.32 ლარი, რომელიც შემდგომ შემცირდა 1396, 255 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 16 996.065 ლარი.
დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით მოქმედმა ი/მ ,,დ---- ა-----ეს” ხელმძღვანელმა დ---- ა-----ემ 2016 წლის 9------- დაარეგისტრირა შპს ,,მ----’’ (ს/ნ 4--------) და ი/მ ,,დ---- ა-----ის” საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 32121 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შპს ,,მ----ს’’ (ს/ნ 4--------) ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ბ---–----ემ განმარტა, რომ დ---- ა-----ესთან მუშაობს 2016 წლის ივლისიდან და ბ------–-------– მომსახურებას უწევს შპს ,,მ---ს“. მოწმემ განმარტა, რომ დ---- ა-----ეს ჰქონდა სასურსათო მარკეტი - ა------------ში და ი/მ ,,დ---- ა-----ის“ დირექტორი თავად ბრალდებული იყო. ი/მ ,,დ---- ა-----ესთან“ ჩატარდა ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დანართი ჩაბარდა შემოსავლების სამსახურს. შემდეგ დ----მ სთხოვა შპს-ზე გადაეწერა ინვენტირებული პროდუქცია. მოხდა ვალდებულებების აღიარებაც, რადგან ნაშთი არასწორი გამოდიოდა და შეცდომები იყო ბ------–-------– აღრიცხვაში. შემოსავლების სამსახურმა ივლისში არ მიიღო ახალი დანართი ინვენტარიზაციის შესახებ. ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ის“ ანგარიშებს 17 ივლისს დაედო ინკასო, ხოლო შპს-ზე გადაწერა მოხდა 15 ივლისს. გადაწერით ქონება დარჩა, მაგრამ საქონელი არა. მოწმემ განმარტა, რომ დ---- ა-----ის დავალებით სასაქონლო ზედნადებებით შეძლო ელექტრონულად გადაეწერა საქონელი ი/მ-დან შპს-ზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---- დ-----–---მა განმარტა, რომ 2013 წლ----ნ 2016 წლის მაისამდე ბ------–------- მუშაობდა ი/მ ,,დ---- ა-----ესთან“ და ა------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში მიდიოდა თვეში ერთხელ, ამუშავებდა საბუთებს, ჩეკებს, ადასტურებდა და საგადასახადო საკითხებსაც აგვარებდა. დ---- ა-----ე ყველაფრის საქმის ყურში იყო და გადახდებს თავად ახდენდა. შეძენა და შემოსავალი ხანდახან არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში შეძენა მეტი იყო, ამიტომ მოწმე ეუბნებოდა, რომ ქვითრები ამოერტყათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ხ----ემ განმარტა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მუშაობს შპს - ში მძღოლ-ექსპედიტორად. კომპანია რეალიზაციას უწევს სხვადასხვა სახეობის ნივთებს, მის მოვალეობაში კი შედიოდა ობიექტებზე გამოწერილი შეკვეთების მიტანა და ჩაბარება, სასაქონლო ზედნადებების მიტანა. მაღაზიის მეპატრონე დ---- ა-----ეს იცნობს, სასაქონლო ზედნადებებში სწორედ დ----ს სახელი და გვარი ეწერა. მოწმემ განმარტა, რომ თავდაპირველად ზედნადებებში ინდ. მეწარმე დ---- ა-----ე ეწერა, შემდეგში კი შპს ,,მ----“.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------- გ----------–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 2 წელია მუშაობს შპს ,,ბ-----------–-“ მძღოლად და ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელი მიაქვს სხვადასხვა მისამართებზე, თბილისის მასშტაბით. საბუთები იწერება მძღოლის სახელსა და გვარზე. პროდუქცია მიქონდა მაღაზიებში, მათ შორის მიტანილი აქვს თბილისში, ა------------------ში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–-- გ-------ემ განმარტა, რომ 2014 წლის დეკემბრიდან დ------------------- მუშაობს კომპანია ,,შ----------------ში“ და პროდუქციას - სურსათს, ქიმიას და სხვა საქონელს აწვდის მაღაზიებს, მათ შორის თბილისში, ა------------ში მდებარე მაღაზიას. მოწმემ განმარტა, რომ მას პროდუქცია მიტანილი აქვს როგორც ი/მ ,,დ---- ა-----ის“, ასევე შპს ,,მ----ს“ სახელზე, ობიექტმა შეიცვალა მხოლოდ სახელი და არ შეცვლილა მისამართი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- რ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,მ---ში“ გამყიდველ-მოლარედ. შპს ,,მ----“ იღებს პროდუქციას და ახდენს მის რეალიზაციას. მოწმე დღის ბოლოს საბუთებს აძლევდა დირექტორ დ---- ა-----ეს. ძირითადად თანხას პ-------–---ებს უხდის დ---- ან დ----ს მითითებით თავად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ც---–---ემ განმარტა, რომ მუშაობს დ------------------- ,,ქ--------– უ---------–-“. იცნობს დ---- ა-----ეს, რომლის მაღაზიაშიც შეჰქონდა პროდუქცია ზედნადებზე აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით. მოწმემ განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტი ჯერ ი/მ ,,დ---- ა-----ე“, შემდეგ კი შპს ,,მ----“ იყო და ობიექტს გარდა სახელისა არაფერი შეცვლია. პროდუქციას აბარებდა გამყიდველს, ზოგჯერ დ----ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ დ---------ემ განმარტა, რომ მუშაობს ,,ა-–---- ს----------–--–-“ პ-------–----- პოზიციაზე, მანამდე კი იყო მძღოლი მიმწოდებელი, რამოდენიმეჯერ შეხვედრია დ---- ა-----ეს, რადგან ძირითადად მაღაზიის გამყიდველს ხვდებოდა. მძღოლად მუშაობის პერიოდში მის მოვალეობა იყო შეკვეთის მიტანა, პ-------–------ მუშაობისას კი იღებდა შეკვეთას, კერძოდ პ-------–---ი მიდის მაღაზიაში, იწერს სასურველ პროდუქტს, რაც იტვირთება და მიმწოდებელ დისტრიბუტორს მიაქვს. მოწმემ დაადასტურა, რომ ა------------ში მას მიჰქონდა პროდუქცია. აღნიშნულ მაღაზიაში შეიცვალა მეწარმე სუბიექტები, რადგან თავდაპირველად ი.მ. ,,დ---- ა-----ის“ სახელზე მიჰქონდა, შემდეგ კი ზედნადებში ეწერა შპს ,,მ----“, თუმცა გარდა სახელისა არაფერი შეცვლილა მაღაზიაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ჭ---------–--მ განმარტა, რომ არის ფ------------------------------------- სამსახურის ი------------------------–ი. საქმიანობიდან გამომდინარე ამოწმებდა ბაზებს, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ი/მ ,,დ---- ა-----ის“ საგადასახადო შემოწმება დანიშნული იყო 2017 წლის ივნისს, ინვენტარიზაციის პროცესის მიმდინარეობისას მოხდა შპს ,,მ----ს“ დაარსება, რომლის დირექტორი იყო დ---- ა-----ე. იმავე თვეში შპს-ზე გადაფორმდა ინდ. მ-–------ სალარო აპარატი, ინვენტარიზაციის დროს მოახდინა ასევე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაწერა შპს-ზე. ინდ მ-–------ და შპს-ს I-------------------–--------------- იყო ერთი და იგივე. ზემოთხსენებულით გამოიკვეთა თვალთმაქცური გზით ქონების გადაწერის ფაქტები, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- დ-------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 6------------ ნ----- ჭ---------–--ს პატაკის საფუძველზე. მის მიერ ჩატარებული იქნა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ის“ და შპს ,,მ----ს“ ბუღალტერი, ასევე დისტრიბუტორები, ჩატარდა დათვალიერება, დოკუმენტების გამოთხოვა და სხვა. მოწმემ დაადასტურა, რომ პატაკის დაწერისას ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ის“ ინვენტარიზაცია დასრულებული იყო. დ---- ა-----ეს არ ჰქონდა უფლება შეექმნა შპს-ს თვალთმაქცური გზით - ქონების დაფარვის მიზნით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ვ---–---–მა განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა შ--------–--------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის კონტროლის სამმართველოში და მისი მოვალეობაში შედიოდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი. 2016 წლის 2------- ჩაატარა, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალარო აპარატების კონტროლი ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ესთან“, რის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი და მეწარმე დაჯარიმდა. პროცედურის თანახმად, გადამხდელს ბარდება განცხადება, რომ მიმდინარეობს სასაქონლო მატერიალური აღრიცხვა, გაეცნობა ბრძანებას და დგება ხელწერილები, სადაც ფიქსირდება გამყიდველის საქმიანობის სფერო და ადგილი, აქვს თუ არა სხვისი საქონელი ობიექტზე, ინახება თუ არა გამყიდველის საქონელი სხვაგან. ინდ მეწარმე ,,დ---- ა-----ის“ შემთხვევაში დააფიქსირა, რომ ა------------ში იყო სურსათის მაღაზია, ხოლო ა------------ში ფხვნილების და შერეული საქონლის მაღაზია. შემოწმებისას ბუღალტერთან ერთად მოხდა დოკუმენტალური აღწერა და ნაშთის შედგენა, ასევე ფორმა 21-ის შევსება, ანუ აღრიცხულ დოკუმენტზე გამყიდველის მიერ შესყიდული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტის დართვა. საბოლოოდ ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ე“ დაჯარიმდა, რადგან დანაკლისი დაფიქსირდა. მ-----–--- საბჭომ განიხილა აღნიშნულ ჯარიმაზე ინდ. მ-–------ საჩივარი, რა დროსაც დ----მ წარადგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯარიმის თანხა აღურიცხავ ნაწილში შემცირდა 900 ლარამდე, ხოლო დანაკლისის ნაწილში დარჩა უცვლელი. დანართი N21 მოიცავს საქონლის აღწერას, რომელიც ეგზავნება ბუღალტერს, რომელიც შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს აბარებს შემოსვლების სამსახურის კანცელარიაში, მოცემულ შემთხვევაში ზოგმა საბუთმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები ან არ ადასტურებდა შესყიდვას, შესაბამისად დადგინდა დანაკლისი.
დასკვნით და საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბრალდებულმა დ---- ა-----ემ თავი სრულად სცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები, მათ შორის: სასაქონლო ზედნადებები, დანართები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმი, თანდართული დოკუმენტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვის შესახებ ოქმები, რომელთა შინაარსი სრულ შესაბამისობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და სრულად ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვაში მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავსი არიდების მიზნით. ქონების გადამალვა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ან ნებისმიერი პირის მიმართ არსებული ქონებრივი ვალდებულებების თავის ასარიდებლად. ასეთ შემთხვევაში გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული და სუბიექტი მიმართავს ერთგვარ სიმულაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, ბრალდება დასაბუთებულია და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ დ---- ა-----ემ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.
2017 წლის 6------------ ნ----- ჭ---------–--ს პატაკით დადგენილია, რომ ი/მ ,,დ---- ა-----ემ“ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული თანხებისა და დეკლარირებული გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებს მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, განახორციელა მასზე რიცხული ქონებისა და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების გადატანა მის მიერვე შექმნილ - შპს ,,მ---ზე“, რის შემდეგაც ი/მ ,,დ---- ა-----ის“ ბალანსზე აღარ დარჩა უძრავ-მოძრავი ქონება და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, გარდა საბოლოო სიტყვაში თავად ბრალდებულის განმარტებისა, დადასტურებულია ასევე სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ: მოწმე ნ---- რ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,მ---ში“ გამყიდველ-მოლარედ და დღის ბოლოს საბუთებს აძლევდა დირექტორ დ---- ა-----ეს, ასევე ი.მ ,,დ---- ა-----ის“ ბუღალტერმა დ---- დ-----–---მა განმარტა, რომ დ---- ა-----ე ყველაფრის საქმის ყურში იყო, შეძენა და შემოსავალი ხანდახან არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ხშირ შემთხვევაში შეძენა მეტი იყო, შესაბამისად დ---- ა-----ეს ეუბნებოდა, ქვითრები ამოერტყათ, თავის მხრივ დ---- ა-----ე ამბობდა, რომ უნდოდა შპს-ს შექმნა.
ასევე მოწმეებმა ლ---- ხ----ემ, ო-–-- გ-------ემ და გ------- ც---–---ემ დაადასტურეს, რომ თბილისში, ა------------ში მდებარე დ---- ა-----ის მაღაზიაში პროდუქციის მიწოდებისას ზედნადებში თავდაპირველად მითითებული იყო ი/მ ,,დ---- ა-----ე“, შემდეგში კი შპს ,,მ----“, ობიექტმა შეიცვალა მხოლოდ სახელი და არა მისამართი.
თავის მხრივ შ--------–--------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის, კონტროლის სამმართველოს თანამშრომელმა ლ---- ვ---–---–მა დაადასტურა, მის მიერ 2016 წლის 2------- ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ესთან“ ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალარო აპარატების კონტროლი, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი და მეწარმე დაჯარიმდა.
ასევე ფ------------------------------------- სამსახურის გამომძიებლებმა ნ----- ჭ---------–--მ და ნ---- დ-------ემ დაადასტურეს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და მათ მიერ ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.
შპს ,,მ----ს“ ბუღალტერმა ლ---- ბ---–----ემ განმარტა, რომ ი/მ ,,დ---- ა-----ესთან“ ტარდებოდა ინვენტარიზაცია, დ----მ სთხოვა შპს-ზე გადაეწერა ინვენტირებული პროდუქცია. გადაწერით ი.მ. ,,დ---- ა-----ეს“ დარჩა მხოლოდ ქონება და არა საქონელი. ამასთან 17 ივლისს ინდ. მეწარმე ,,დ---- ა-----ის“ ანგარიშებს დაედო ინკასო, ხოლო შპს-ზე გადაწერა მოხდა 15 ივლისს.
2018 წლის 9--------- დოკუმენტის დათვალიერების შესახებ ოქმითა და 2013 წლის 1----------- განცხადებით ასევე დადგენილია, რომ განმცხადებელმა დ---- ა-----ემ მოითხოვა ახალი სუბიექტის რეგისტრაცია, დასახელებით ,,დ---- ა-----ე“, სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაცია, იურიდიული მისამართი: თბილისი. გ-----------------, ხოლო 2016 წლის 8-------- განცხადებით მოითხოვა შპს ,,მ----ს“ რეგისტრაცია. ამასთან, წესდებით (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის) საწარმოს იურიდიული მისამართია : თბილისი, გ------------------.
სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა დიდი ოდენობა. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გადამალული ქონების საერთო ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებითა და თავად ბრალდებულის ჩვენებით დადგინდა, რომ დ---- ა-----ემ 2016 წლის 1-------- და 2016 წლის 1------------- თავის სახელზე რეგისტრირებული ი.მ. ,,დ---- ა-----ის“ ბალანსზე არსებული 32 120,27 ლარის საქონლის მთლიანი ნაშთი სასაქონლო ზედნადებებით, მოჩვენებითი გარიგებით გაასხვისა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ შპს ,,მ---ზე“ და ამ შპს-ს სახელით იმავე მისამართზე განაგრძო ანალოგიური საქმიანობა. საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, მოცემული მუხლის ფარგლებში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ დ---- ა-----ემ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 6-9 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, ასევე ის ფაქტი, რომ არის მრავალშვილიანი დედა და მის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოLOთვლის, რომ ბრალდებულების პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, დ---- ა-----ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ---- ა-----ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ---- ა-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ნ------- ნ------ის (პირადი N0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------------------ში, საერთო ფართი 485 მ2, საიდანაც ნ------- ნ------ის საკუთრებაა სარდაფი 9 მ2, საკადასტრო კოდით - 0----------------------
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შ--------–---------------------------------- დეპარტამენტის N1---- მომართვის წერილით გადმოგზავნილ მასალებს დართული 1 ცალი CD დისკი, მოთავსებული კონვერტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე