განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002593220
№1/177-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - შა-–-- ბე--–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: შა-–-- ბე--–---–ი
მამის სახელი: გუ-–----
დაბადებული: 1-----–-–---------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე-–--–---
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე-–--–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: შა-–-- ბე--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შა-–-- ბე--–---–ი წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნი--- ბე--–---–ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც რკინის თასი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. შა-–-- ბე--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ნი--- ბე--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
შა-–-- ბე--–---–ი 2018 წლის 16 ივლისს 20:30 საათზე დააკავეს და 2018 წლის 17 ივლისს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
შა-–-- ბე--–---–ი წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნი--- ბე--–---–ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც რკინის თასი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. შა-–-- ბე--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ნი--- ბე--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ნი--- ბე--–---–ის, ეკ--------- ბე--–---–ის, მა----- წო-----–-–---–ის, თავად ბრალდებულ შა-–-- ბე--–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შა-–-- ბე--–---–ი წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნი--- ბე--–---–ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც რკინის თასი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. შა-–-- ბე--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ნი--- ბე--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შა-–-- ბე--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შა-–-- ბე--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
შა-–-- ბე--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
შა-–-- ბე--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შა-–-- ბე--–---–ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
შა-–-- ბე--–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია რკინის თასი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ის, როგორც დანაშაულის იარაღი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შა-–-- ბე--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. საბოლოოდ, შა-–-- ბე--–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და შა-–-- ბე--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისის 20:30 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - რკინის თასი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი