განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
150100118002352673
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 გ , 126 2 გ , 126 2 ბ , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1501001180023526-3

№1/22-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

სა---------–ოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

ეთერი მაღრაძის მდივნობით,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - არ------------–---------------ი (დაბადებული - 1--- წლის 2------------ს, სა---------–ოს მოქალაქე, პირადი #3---------0 ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ნ----–-----ა კ-------ს ქუჩა#2--ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ.

 

ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი

თარჯიმანი - გა-–----------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათისათვის, ქ.ნ----–------ში, კ-------ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში არ----------------მა არასრულწლოვანი ძმიშვილის, გ------------------- თანდასწრებით, დედამისს ს------- თ-------ს, რძალს მ-------- თ-------სა და არასრულწლოვან ძმიშვილს კ--------- თ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ს------- თ-------ს თავი მიარტყმევინა კარზე, შეაფურთხა და სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგი გახდა შეუძლოდ, მ-------- თ-------ს თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, ასევე პოლიციელების თანდასწრებით ხელი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო კ--------- თ-------ს თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, ასევე ხელი მოუჭირა ყელში, არ----------------ის ქმედებების შედეგად ს------- თ-------მა, მ-------- თ-------მა და კ--------- თ-------მა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად იქნა დადასტურებული, ბრალდებულ არ----------------ის მიერ მ-------- თ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შედეგად ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ფაქტი, ხოლო ბრალდებულ არ----------------ის მიერ მ-------- თ-------ის მიმართ, არასრულწლოვან გ------------------- თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი და ასევე ს------- თ-------ის და არასრულწლოვან კ--------- თ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი იმავე არასრულწოვან გ------------------- თანდასწრებით ვერ იქნა დადგენილი ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა არ----------------ის, სა---------–ოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით ბრალდებას, რის გამოც ბრალდებულ არ----------------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

დაზარალებულებმა ს------- თ-------მა (ბრალდებულის დედა), არასრულწლოვანმა კ--------- თ-------მა (ბრალდებულის ძმისშვილი) ისარგებლეს სა---------–ოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეებმა ა------ თ-------მა (ბრალდებულის ძმა), არასრულწლოვანმა გ------- თ-------მა (ბრალდებულის ძმისშვილი) ისარგებლეს სა---------–ოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ-------- თ-------მა დაადასტურა, რომ 17 წელია ცხოვრობს ქ.ნ----–------ში კ-------ს ქუჩა #2--ში თავის ოჯახის წევრებთან - კერძოდ: მეუღლესთან ბრალდებულის ძმასთან ა------ თ-------თან, ორ არასრულწლოვან შვილთან, კ--------- და გ------- თ-------ებთან, დედამთილთან-ს------- თ-------თან და მაზლთან - არ----------------თან. არ----------------ი ცხოვრობს მეორე სართულზე, მას აქვს თავისი ოთახი. 2018 წლის 11 იანვარს არ----------------ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში და შეეკამათა დედამის -ს------- თ-------ს სახლის თაობაზე. ბრალდებული აგრესიულად უყვიროდა დედამის, რომელიც თრევით გამოიყვანა სამზარეულოდან, მიაყუდა კარებზე და ეუბნებოდა, რომ იმდენი უნდა გირტყა, რომ დაგაინვალიდო, თუმცა დედამისისთვის არ დაურტყია. ამ დროს დედამისმა გონება დაკარგა. ბრალდებულმა აიყვანა დედამისი ხელში, დივანზე დასვა და სახეში შეაფურთხა. როცა მ-------- თ-------მა არ----------------ს შენიშვნა მისცა ა.თ-------მა ის თმებიდან გაათრია და წააქცია. მის დასახმარებლად მისი ქალიშვილი არასრულწლოვანი კ--------- თ-------ი მივიდა, რა დროსაც მასაც მოქაჩა თმები და ხელი მოხვია ყელზე, რათა გვერდზე გაეწია მისი ქალიშვილი, რომ არ დახმარებოდა მას. მ-------- თ-------მა ტელეფონი მისცა მის პატარა ბიჭს არასრულწლოვან გ------- თ-------ს, რათა მას ეცნობებინა პოლიციისათვის, რის შემდეგაც ბავშვი გარეთ გავიდა თუმცა პოლიციისთვის არ დაურეკია. შემდეგ მ-------- თ-------მა არ----------------ი ხელის კვრით, გვერდზე გაიყვანა სხვა ოთახში, ხოლო მან პოლიციას დაურეკა მისი გოგოს ტელეფონით, როდესაც პოლიციელები მივიდნენ სახლში პოლიციელების თანდასწრებით არ----------------მა მას უკნიდან თმებიდან მოქაჩა და ზურგზე დაარტყა ხელი რის გამოც მან განიცადა ტკივილი. ამ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა წაიყვანეს არ----------------ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულებმა ნ----–-----ის შსს სამართველოს თანამშრომლებმა : ა-------------–---მა და ზ-----------------ა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 11 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ.ნ----–------ში, კ-------ს ქ. 2--ში, სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში ბრალდებული არ----------------ი, რომელიც თავის ოჯახზე გაბრაზებული სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულ მ-------- თ-------ს. მათ დანახვაზე არ----------------მა თმებში დაქაჩა მ-------- თ-------ს და ზურგის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც არ----------------ი მათ წაიყვანეს პოლიციაში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების - საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა შსს ნ----–-----ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა - პ---–--------–---მ, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 იანვარს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ.ნ----–------, კ-------ს ქუჩა 2--ში რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, გამომძიებელ პ-------–----, მოწმეების: ნ.თ-------ის, ა.თ-------ის და ა------------- თარჯიმან ხორენ ავეტისიანის ხელმოწერებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქმის გამომძიებელმა, შსს ნ----–-----ის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა გ-------------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, როდესაც ის მუშაობდა აღნიშნულ სამმართველოში ტელეფონიდან შევიდა შეტყობინება, რომ არ----------------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მისი ოჯახის წევრებს, რის საფუძველზეც გავიდა ოპერატიული ჯგუფი, ერთ-ერთი იყო ზ----------------ი, ხოლო მეორე იყო ა-------------–---ი. ხოლო შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმე სა---------–ოს სსკ-ის 1261-ე მუხლით. არ----------------ი პოლიციაში მიყვანისას იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ნ----–-----ის სამმართველოს თანამშრომელმა კ--------------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 11 იანვარს მიიღო შეტყობინება ნ----–-----ის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი ტ--------------------აგან, მოქალაქე ს------- თ-------ის დაზიანებების თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ------------------მა დაადასტურა პაციენტის სამედიცინო ბარათი #6--ის ნამდვილობა და განმარტა, რომ მუშაობს ნ----–-----ის რაიონულ საავადმყოფოში. 2018 წლის 11 იანვარს დაახლოებით 20:45 საათზე, მისი მორიგეობის დროს, საავადმყოფოში მივიდა პაციენტი ს------- თ-------ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში. პაციენტის განმარტებით მას მისმა შვილმა დაარტყა. ტ-------------------- განმარტებით პაციენტი გადაყვანილი იქნა ქირურგთან გადასინჯვის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---------------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 11 იანვარს როცა მივიდა სტუმრად თავის დასთან ს------- თ-------თან სახლში დახვდათ პოლიციის მუშაკები. მის კითხვაზე თუ რა მოხდა მისმა დამ უპასუხა, რომ არტური ნასვამი იყო და პოლიცია გამოიძახესო. არანაირი დაზიანებები არც მის დას და არც ოჯახის სხვა წევრებს არ ეტყობოდათ.

 

დაზარალებულის ს------- თ-------ის ფიზიკური დაზიანების ფაქტი დადგენილია სამედიცინო ექსპერტიზის №3-------- დასკვნით, რომლის თანახმად, მოქალაქე ს------- თ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახისა და მარჯვენა თვალბუდის არეში, გულმკერდის უკანა კედლის მარჯვენა არეში შესიება, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულის კ--------- თ-------ის ფიზიკური დაზიანების ფაქტი დადგენილია სამედიცინო ექსპერტიზის №3-------- დასკვნით, რომლის თანახმად, მოქალაქე კ--------- თ-------ის კისრის წინა ზედაპირზე მარცხნივ სისხლნაჟღენთი, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულის მ-------- თ-------ის ფიზიკური დაზიანების ფაქტი დადგენილია სამედიცინო ექსპერტიზის №3-------- დასკვნით, რომლის თანახმად, მოქალაქე მ-------- თ-------ის ზედაპირული ნაკაწრი მარჯვენა მტევნის V თითის არეში განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოთაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა არ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, იგი იმყოფებოდა სახლში. სახლში იმყოფებოდნენ ყველა მისი ოჯახის წევრები. ის ოჯახში ხმამაღლა ლაპარაკობდა და იგინებოდა, თუმცა არავინ არ უცემია. მოგვიანებით მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, არ----------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

საქმის ირგვლივ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ არ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სა---------–ოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აშკარად დასტურდება, რომ 2018 წლის 11 იანვარს არ----------------ის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი მ-------- თ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რის შედეგადაც მ-------- თ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული არ----------------ის მიერ მ-------- თ-------ის, ს------- თ-------ის და არასრულწლოვანი კ--------- თ-------ის მიმართ ძალადობის ჩადენა არასრულწლოვანი გ------------------- თანდასწრებით. მოცემულ შემთხვევაში სახლში მყოფი სამი პირიდან დაზარალებულებმა ს------- თ-------მა და კ--------- თ-------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ამ ფონზე სასამართლოში არ არის წარმოდგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძალადობა განხორციელდა ს------- თ-------ის და არასრულწლოვანი კ--------- თ-------ის მიმართ არასრულწლოვანი გ------------------- თანდასწრებით. მხოლოდ მ-------- თ-------ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მათ სახლში ჩხუბს ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილი და სხვა ოჯახის წევრებს ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები - ვერ გახდება იმისი მტკიცების საფუძველი, რომ ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ვინაიდან ვერცერთი მათგანი ვერ აცხადებს, რომ ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის, ორი ან მეტი პირის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით. აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ არასრულწლოვანის მიმართ და სხვა ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ფაქტს ჰქონდა ადგილი და რომ ამ ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო, რის გამოც ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რადგან სა---------–ოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ არ----------------ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს ორი ან მეტი პირისა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ბრალდება (სა---------–ოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტები), ხოლო იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო განმარტავს , რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს სა---------–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „სა---------–ოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე სა---------–ოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სა---------–ოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სა---------–ოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არ----------------ის დამნაშავედ სა---------–ოს სსკ-ის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, ბ და გ“ ქვეპუნქტებით ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ არ----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეული არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა არ----------------ის მიერ 2018 წლის 11 იანვარს , ს------- თ-------ის და არასრულწლოვან კ--------- თ-------ის მიმართ ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვნის გ------------------- თანდასწრებით.

 

საქმის არსებითი განხილვის შედეგად იქნა დადასტურებული მხოლოდ ბრალდებულის მიერ მ-------- თ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, თუმცა ვერ დადასტურდა ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით;

 

სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა და მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულების ს------- და კ--------- თ-------ების მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო შემოწმებისას დაზარალებულების ს------- და ქრისტინე თ-------ების სხეულებზე დაფიქსირდა დაზიანებები, თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.

 

სა---------–ოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).6-360/11 , 6-964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ სა---------–ოს სსკ-ის 1261-ა მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბრალდებულ არ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც სა---------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილება).

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სა---------–ოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ----------------ის ქმედება სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ა მუხლის მე-2 ნაწილის „ა, ბ და გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ა მუხლის პირველ ნაწილზე და არ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სა---------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით და 13 (ცამეტი) დღის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ არ----------------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 იანვრიდან. მსჯავრდებულ არ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ვერცხლისფერი მწვანე ტარიანი მაკრატელი და „პანასონიკის“ მარკის სახლის ყურმილიანი ტელეფონის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ნ----–-----ის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან